Mariam arsanidze's პოსტები - Qwelly2024-03-29T09:27:56Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidzehttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2214944290?profile=RESIZE_48X48&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/profiles/blog/feed?user=067aoraqvkicn&xn_auth=noაკიტა - იაპონური მონადირე ძაღლიtag:www.qwelly.com,2015-06-12:6506411:BlogPost:363542015-06-12T13:03:15.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

აკიტა

აკიტა-ინუ (იაპ. ძაღლი აკიტა) იაპონური მონადირე ძაღლია. ის კუნძულ ჰონსიუსის პროვინცია აკიტაშია გამოყვანილი. აკიტა საკმაოდ ძველი ჯიშია, დღემდეა შემონახულია ძველი სურათები თანამედროვე აკიტას მსგავსი ძაღლის გამოსახულებით.ვარაუდობენ, რომ მისი წინაპარი იყო მატაგიინუ_ძაღლი, რომელიც VIIIს.-ში ცხოვრობდა ოდატას მთებში და დათვსა და გარეულ ტახზე სანადიროდ…

აკიტა

აკიტა-ინუ (იაპ. ძაღლი აკიტა) იაპონური მონადირე ძაღლია. ის კუნძულ ჰონსიუსის პროვინცია აკიტაშია გამოყვანილი. აკიტა საკმაოდ ძველი ჯიშია, დღემდეა შემონახულია ძველი სურათები თანამედროვე აკიტას მსგავსი ძაღლის გამოსახულებით.ვარაუდობენ, რომ მისი წინაპარი იყო მატაგიინუ_ძაღლი, რომელიც VIIIს.-ში ცხოვრობდა ოდატას მთებში და დათვსა და გარეულ ტახზე სანადიროდ გამოიყენებოდა. აკიტა-ინუს, როგორც ჯიშის ისტორია დაიწყო XVII ს._ში, როცა ნადირობა პრაქტიკულად შეწყდა და დასჭირდათ ძაღლი, რომელიც შენობებს დაიცავდა. ასე, რომ აკიტა-ინუმ გლეხების ქოხებიდან სასახლეებში გადაინაცვლა. ამას მოჰყვა გენერალსიმუს ცუნაიოშოს მიერ შემოღებილი კანონი, რომლის თანახმად, ადამიანს, რომელიც ავნებდა ან მოკლავდა აკიტას, სასჯელი ემუქრებოდა. მალე აკიტას ფლობა მხოლოდ საიმპერატორო ოჯახსა და მმართველ არისტოკრატიას შეეძლო. აკიტას კვება და მოვლა ცერემონიალად გადაიქცა. ყოველ აკიტას ცალკე მსახური უვლიდა. აკიტას ყოფნა ოჯახში ბედნიერების სიმბოლოდ ითვლებოდა.

აკიტა -ინუ აბსოლუტურად "სუფთა სისხლის" მქონე ძაღლია. ეს ჯიში არასოდეს საჭიროებდა და არც ახლა საჭიროებს გაუმჯობესებასა და"ახალი სისხლის" გადასხმას. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მას იაპონიის ნაციონალურ სიამაყედ. აკიტა-ინუ იაპონიის მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფება უკვე 60 წელია.

აკიტა ინუ ყველაზე დიდია იაპონურ ძაღლებს შორის. ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდნენ დათვზე სანადიროდ და საბრძოლო მიზნებისთვის.

აკიტას ყოველ ლეკვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი ახასიათებს. ძაღლი თავიდანვე თავდაჯერებით ითვისებს სამყაროს. ის მშვენივრად ხვდება, რომელი ტერიტორია უნდა დაიცვას. უკვე 2 თვის აკიტას მშვენიერი მეხსიერება აქვს, მოსაზრებულია, გააზრებულად მოქმედებს, მოხერხებულია და რა თქმა უნდა, უსაზღვროდ მხიარული და უჩვეულოდ ერთგულია. აკიტა ლეკვად 2 წლამდე ითვლება.

აკიტა-ინუ ძალიან ლამაზია, მშვიდი. დიდებული მზერა და განსაცვიფრებელი ჭკუა აქვს. ის მამაცი და საკუთარ თავში დარწმუნებულია, ამიტომ ყოველთვის მომზადებული ხვდება სხვა ძაღლების აგრესიას. ძაღლი პატრონისადმი უზომოდ ერთგულია, თუმცა თავის გრძნობებს ყოველთვის ძალიან თავშეკავებულად ამჟღავნებს. უცხოებთან უფრო ფრძთხილია, ვიდრე_აგრესიული. უყვარს დამოუკიდებლობა და ყველა სიტუაციაში ინარჩუნებს ღირსების გრძნობას. აკიტას ოჯახის ყველა წევრი უყვარს. ძველ დროს იაპონელი დედები შვილებს აკიტების მეთრვალყურეობი ქვეშ ტოვებდნენ. ჩვეულებრივ თავშეკავებული აკიტა სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძვის საკუთარი ოჯახის დასაცავად.

მონადირის თვისებებიდან აღსანიშნავია, რომ აკიტას კარგი მხედველობა და მხვილი ყნოსვა აქვს, მოძრაობს უჩვეულოდ ჩუმად და ნადირობს ღრმა თოვლშიც. შეუძლია ნანადირევის გამოტანა წყლიდანაც. მონადირეები მასში გონიერებასა და სიმამაცეს აფასებენ.

ერთადერთი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აკიტას ყოველთვის სურს იყოს დომინანტი.

იაპონიაში აკიტა-ინუს იყენებენ პოლიციაში წყალში ჩავარდნილი ადამიანების მაშველად, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ცურავს. სხვა ქვეყნებში აკიტას იყენებენ, როგორც მოდარაჯე ძაღლს და კომპანიონს.

აკიტა იაპონიაში ბედნიერების, კარგი ჯანმრთელობისა და ოჯახის მცველის სიმბოლოა. როცა ოჯახში პატარა იბადება, მას მშობლები აკიტას ქანდაკებას ჩუქნიან. როცა ვინმე ავად ხდება, მეგობრები აუცილებლად უგზავნიან აკიტას ქანდაკებას და ასე უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.

რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?tag:www.qwelly.com,2012-12-29:6506411:BlogPost:1210032012-12-29T09:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

როდის ეკითხება ადამიანი საკუთარ თავს: რა არის ჩემი ამქვეყნიური მისია?

უბედურება ის არის, რომ ძალიან ხშირად ადამიანები საკუთარ თავს ამ კითხვით არ მიმართავენ. მთელი პრობლემა ის არის, რომ მატერიალური საკითხებით არიან დაინტერესებულნი, როგორ მოიწყონ ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ და ასე შემდეგ. მცირე კატეგორიაა, ვინც ფიქრობს იმაზე, თუ რა არის ამქვეყნად მათი არსებობის ნამდვილი მიზანი. როდესაც ადამიანი…

როდის ეკითხება ადამიანი საკუთარ თავს: რა არის ჩემი ამქვეყნიური მისია?

უბედურება ის არის, რომ ძალიან ხშირად ადამიანები საკუთარ თავს ამ კითხვით არ მიმართავენ. მთელი პრობლემა ის არის, რომ მატერიალური საკითხებით არიან დაინტერესებულნი, როგორ მოიწყონ ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ და ასე შემდეგ. მცირე კატეგორიაა, ვინც ფიქრობს იმაზე, თუ რა არის ამქვეყნად მათი არსებობის ნამდვილი მიზანი. როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას დაიწყებს და ღვთის მადლი შეეხება მის გონებას, მაშინ უფრო მეტად ცდილობს პასუხი გასცეს ამ კითხვას. თუმცა, ასე ვთქვათ, კაცობრიობის დაკვირვება ამ მხრივ არ გვაძლევს მაინცდამაინც სასარგებლო სურათს.

თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს ადამიანთა ამა თუ იმ მიმართულებებით ძიებას: ადამიანის ღირებულები, პიროვნული ხასიათი, ინტერესები თუ მთავარია, უფლის მადლი, რომ ადამიანმა სწორი გზით იაროს?

მთავარია უფლის მადლი. ეს განაპირობებს, ასე ვთქვათ, ამ კითხვაზე პასუხის ძიების სურვილს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ ადამიანთა ღირებულებები და პიროვნული ხასიათი და ინტერესებიც. ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი შერწყმა ხდება ხოლმე ღვთაებრივი და ადამიანური ნების ანუ სინერგია. ასე რომ, მთავარი მაინც უფლის მადლია, მაგრამ პიროვნული თვისებები ადამიანისა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ამ მიმართულებით მონდომებას, რომ გაიცეს პასუხები ადამიანთა მიერ დასმულ ყველა კითხვაზე.

რატომ არის, რომ ადამიანები აღსარებაში ხშირად ერთსადაიმავეს იმეორებენ, შეცვლით კი ვერაფერს ცვლიან? რა არის უმთავრესი, რაც ადამიანს სულიერად გაზრდის?

იმიტომ რომ, ადამიანებში ვნებები ძალიან ღრმად არის გამჯდარი და ერთი აღსარება ხშირად ვერ ცვლის სურათს. ამას განაპირობებს ისიც, რომ შეიძლება აღსარება ხშირად თქვა, მაგრამ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინო იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოასწორო, ანუ ამ მიმართულებით ადამიანის ნაკლები მონდომებაა. ის, რომ მღვდლის მიერ წაკითხული შენდობის ლოცვით ცოდვების მიტევება ხდება, ცნობილია, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების გამოსწორებისას მათი ხშირად აღსარებაში აღნიშვნა, ეს შეიძლება ბევრს არ ესმოდეს. ამ შემთხვევაში ორი პირობის დაცვაა მნიშვნელოვანი: ერთი – აღსარებაში ნაკლოვანებების ხშირი აღნიშვნა და მეორე – ძალისხმევის გამოჩენა მათ გამოსასწორებლად.

რაც შეეხება ადამიანის სულიერ ზრდას, უმთავრესი არის ის, რომ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი დაცემული ბუნება, ნაკლოვანებები, სუსტი მხარეები და შემდეგ ისწრაფონ მათი გამოსწორებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკლესიის წიაღში მოხდეს. თუ არ ილოცა, აღსარება არ თქვა, არ ეზიარა ისე ადამიანში ღვთაებრივი მადლი არ შევა და მის გარეშე კი სულიერი ზრდა შეუძლებელია.

ადამიანური ცოდვილი ბუნების გარდაქმნამდე ჯერ მისი შემეცნებაა საჭირო, ამისთვის კი საჭიროა აგეხილოს სულიერების თვალი, რაც უფლის ნების გარეშე არ ხდება, როდის უშვებს უფალი ასეთ მადლს და როდის – არა?

ასეთ მადლს უშვებს მაშინ, როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს. ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ზოგჯერ ამჩნევენ თავის ნაკლოვანებებს, ღირსებებს, მაგრამ ეს შორს დგას საკუთარი მეს ნამდვილი გაგებისგან. იმისთვის, რომ ადამიანური ბუნების შემეცნება შეძლო, უფლის წყალობით, უნდა გაგეხსნას სულიერი თვალი. თუ ეს არ დაიმსახურე, რატომ მოხდება იგი? უწესოდ მოქცევის, არასწორად ცხოვრების შემთხვევვაში უფალი არ დაუშვებს გაიგო, თუ რას წარმოადგენ სინამდვილეში. ამ შემთხვევაში პიროვნულ თვისებებზე არ არის ლაპარაკი, რომელსაც ხშირად ყველა ამჩნევს, არამედ იმ მრავალ ნაკლზე, ცოდვილ მიდრეკილებებზე, რომელსაც მხოლოდ უფლისმიერი მადლი გვიჩვენებს.

უფალი ადამიანს ერთბაშად არ უჩვენებს მის ყველა ცოდვილ მხარეზე. ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, მერე მეორეზე. იქნებ მკითხველს ავუხსნათ, რატომ ხდება ასე?

იმიტომ, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს თავის ყველა ნაკლოვანების ერთბაშად გაცნობიერებას. მართლაც, უფალი ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, შემდეგ მეორეზე. მათი გამოსწორების შემთხვევაში, საკუთარი ცოდვილი ბუნების სხვა მხარეებს ამოუტივტივებს. რთული ამოცანა იქნება, ყველა ნაკლის გამოსწორება უცებ მოინდომო. არიან ასეთი ადამიანები – ხუცესები, რომლებიც რენდგენივით აშუქებენ ადამიანის შინაგან სამყაროს. თუ დიდი სულიერების მატარებელი ადამიანი არ ხარ, ფსიქოლოგიურად ამას ვერ გაუძლებ. ამიტომ უფალი თანდათანობით გვიხსნის ჩვენი დაცემული ბუნების სხვადასხვა მხარეებს და გვაჩვევს ამ ნაკლოვანებების თანდათანობით გამოსწორებას.

ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ცოდვით ცხოვრობდეს და არ აწუხებდეს, მაგრამ ერთ დღეს საშინელი სინანულის გრძნობა დაეუფლოს. როდის იწყებს ადამიანი საკუთარი დაცემულობის შეგრძნებას?

როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ამის შემდეგ ეუფლება დაცემულობის გრძნობა. ხშირად პირველი აღსარების დროს ადამიანს ასეთი მომენტი აქვს: ფიქრობს, რომ მე ისეთი რა ცოდვა მაქვს, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, კაცურად ვიცხოვრე. თითქოს ვერაფერს ვერ იხსენებს, მაგრამ როცა ნელ-ნელა გაერკვევა ეკლესიურ ცხოვრებაშიმ თანდათან გამოჩნდება ის ნაკლოვანებები, რაც მთელი ცხოვრება გააჩნდა. ასე რომ, სულიერი მადლი ადამიანს თვალს უხელს, რათა დაინახოს, ასე ვთქვათ, საკუთარი დაცემული ბუნება.

რამდენად სწორია, როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას გაჭირვების ჟამს იწყებს? როგორი იქნება ასე მოაზროვნე ადამიანებისადმი უფლის დამოკიდებულება? არის თუ არა ეს ერთგვარი ანგარება?

როცა ადამიანი ეკლესიისკენ ნაბიჯს არ დგამს, უფალი უშვებს იმას, რომ განსაცდელის მეშვეობით მიიყვანოს ეკლესიაში. ასე რომ, ეს ხერხი გამართლებულია, თუ ადამიანის მისვლა ტაძარში ამით მოხდება. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალს უხარია ჩვენი განსაცდელი, ამით ის საშუალებას გვაძლევს, გამოვსწორდეთ და სულიერად ამაღლებულად ვიცხოვროთ. ეს შეიძლება ერთგვარი ანგარება იყოს, რადგან გაჭირვებაში ახსენდება ადამიანს უფალი. მაგალითს გეტყვით, აგვისტოს ომის დროს ტაძრები სავსე იყო, საფრთხემ გადაიარა და ისევ დაცარიელდა, ეს ადამიანის ბუნებაა. თუმცა, ამ ანგარების მომენტსაც უფალი შეწყნარებით უყურებს იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ამ მომენტს გადავლახავთ, უფრო მეტი სულიერებით შევალთ ტაძარში. ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ დასაწყისში შეიძლება, რაღაც ანგარების მომენტი ჩანდეს.

ზოგჯერ ადამიანები თითქოს სხვისი წამხედურობით დადიან ტაძრებში ისე, რომ გაცნობიერებული არც აქვთ რისთვის მიდიან. რამდენად გამართლებულია ეს?

ზოგიერთი შეიძლება მოდას არის აყოლილი და ამის გამო დადის ტაძარში, მაგრამ ვფიქრობ, საერთოდ არწასვლას, სჯობს, მივიდნენ და როცა პირველი ნაბიჯს გადადგამენ, იქნებ, უფრო მეტად გაეხსნათ სულიერი თვალი და სხვა კუთხით დაინახონ ყველაფერი. იდეალურია ეკლესიური იყოს ადამიანი, მაგრამ მისი მსახურების შემსრულებლები, ხშირად ამა თუ იმ ნაკლოვანებებით აღსავსენი არიან, ეს კი შეიძლება ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი იყოს. ასე რომ, სჯობს მივიდნენ ტაძრებში, ამით შეიძლება გარდაიქმნან, თუმცა შეიძლება ისევ იმ დონეზე დარჩნენ.

ჩვენ გვასწავლიდნენ – ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამო, რა ხდება დღეს ამ მხრივ? რამდენად არის მართლმადიდებლობა ერის შემაკავშირებელი?

ქრისტიანობამ მართლაც გადაარჩინა საქართველო, შეუნარჩუნა თავისი სახე, თუ აქამდე მოვედით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლით მოხდა. ამხელა მაჰმადიანურ ოკეანეში, ამდენი მტრით გარემოცული საქართველო მაინც გადარჩა. მსოფლიოში პატრონი ჩვენ მაინც არავინ არ გვყავს, მხოლოდ უფალზე ვართ დამოკიდებულნი. მართლმადიდებლობა ერის შემაკავშირებელია დღესაც, უხილავად და ხილული სახითაც. მადლობა ღმერთს, მრევლი საკმარისად გამრავლდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აზროვნების ხალხია, მათ მართლმადიდებლობა აერთიანებს. მრევლი ერთად რომ დადგეს, ძალიან დიდი რამე იქნება საქართველოსთვის. ამას თვითონ ვერ აცნობიერებენ, მაგრამ უფლის მადლით გაერთიანებულნი არიან.

და ბოლოს, რა არის ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი?

სულიერი, პიროვნული სრულყოფა ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით – ეს არის ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი. სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის დი ნაწილსაც. უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნული სრულყოფის გარეშე.

უფალმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო!

ინტერვიუ მამა დავითთან (ციცქიშვილი)

წერილი ძმასtag:www.qwelly.com,2012-11-24:6506411:BlogPost:908432012-11-24T07:30:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ამჟამად ვიმყოფები ფშავში და ამ წერილსაც მაღაროსკარიდან გწერ. ეს არის პატარა, საცოდავი სოფელი თავისი უბადრუკი დუქნითა და ფოსტის შენობით. აქ მე პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოვედი, სადაც ვიმუშავე ძალზედ ნაყოფიერად – გავაკეთე მრავალი ესკიზი და ჩანახატი.

შენ, ალბათ, გიკვირს და ფიქრობ: რა მინდა ამ…

ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ამჟამად ვიმყოფები ფშავში და ამ წერილსაც მაღაროსკარიდან გწერ. ეს არის პატარა, საცოდავი სოფელი თავისი უბადრუკი დუქნითა და ფოსტის შენობით. აქ მე პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოვედი, სადაც ვიმუშავე ძალზედ ნაყოფიერად – გავაკეთე მრავალი ესკიზი და ჩანახატი.

შენ, ალბათ, გიკვირს და ფიქრობ: რა მინდა ამ მივარდნილ მხარეში ან რამ მაიძულა აქ წამოსვლა. ვეცდები ყველაფერი წვრილად აგიხსნა: შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სასტუმრო “ორიენტში” ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს გასაგებია, ტფილისი ხომ პატარა და ჭორიკანა ქალაქია. უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც. მაგალითად, გაზეთი “კომუნისტი” 9 მაისის ნომერში წერდა: “გამოფენილი სურათები გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპიული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშისა და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი”. კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას უწოდეს “უსაგნო”, მე კი – “ფორმალისტი”.

დღევანდელ პირობებში ასეთი შეფასება არა მხოლოდ შეურაცმხყოფელია, არამედ ძალზედ საშიშიც. მით უფრო, რომ ბოლშევიკური მთავრობა დიდად მადლიერი არ უნდა იყოს ჩემი საქციელის გამო: პარიზში ყოფნის დროს, საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო განათლების კომისარიატმა დამიბარა ტფილისში და ამასთან სამგზავრო ხარჯისთვის გამომიგზავნა 50 გირვანქა სტერლინგი. ეს ფული მივიღე ჭიათურის შავი ქვის საზოგადოება “ჩემო”-ს წარმომადგენლის ჯაყელისაგან დეკემბრის დამლევს, 1922 წელს. მაგრამ იმხანად საქართველოში დაბრუნება ვერ მოვახერხე და, საუბედუროდ ის ფულიც მალევე შემომეჭამა (მოგეხსენება, რა ძალა აქვს პარიზში 50 სტერლინგს).

შენ იცი, რომ საფრანგეთში წასვლის მიზანი იყო მხატვრული საქმის შესწავლა. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მთავრობა სტიპენდიას მაძლევდა, მე სისტემატურად და გულმოდგინედ ვმუშაობდი მხატვრობაში, მაგრამ როდესაც 1921 წლის მარტში დახმარება აღარ მომივიდა, იძულებული გავხდი მეცადინეობა შემეწყვიტა და მთელი ჩემი ღონე იქეთ მიმემართა, რათა თავი კერძო მუშაობით დამერჩინა. ამის გამო მხატვრული საქმის, ერთხელ შეწყვეტილის, დამთავრება ვერ მოვახერხე, შეუსწავლელი დამრჩა მხატვრობის ზოგიერთი უმთავრესი საკითხი, დაუმთავრებელი სწავლით კი საქართველოში დაბრუნება არ მივიჩნიე მიზანშეწონილად.

ვფიქრობ, ეს გარემოება საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ საბჭოთა საქართველოს მთავრობა ჩემზედ გაღიზიანებული იყოს. ამიტომაც ავიკარ გუდა-ნაბადი, გადავიკიდე მხარზედ ჩემი “ეტიუდნიკი” და აქაურობას მოვაშურე.

მე ნამყოფი ვარ ბრეტანში – საფრანგეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ლამანშისპირა რაიონში, სადაც ბატონი ნიკო მარის რჩევით ჩავედი. ეს კუთხე საფრანგეთისა შესანიშნავია, მაგრამ ფშავსა და განსაკუთრებით ხევსურეთს ვერ შეედრება.

არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოგცე მისი მშვენიერება. ამაში რომ დარწმუნდე, ერთხელ მაინც უნდა ახვიდე “დათვის ჯვრის” უღელტეხილზე და პირიქითა ხევსურეთს იქიდან გადაჰხედო.

ეს არის მკაცრი და შემაშინებელი სილამაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება ნაზი და თბილი იმერული პეიზაჟისგან. გამოგიტყდები, იმან, რაც პირველყოფილ ბუნებაში ვიხილე, ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მე ფეხით გავიარე ას ვერსზე მეტი მაღაროსკარიდან სოფელ შატილამდე და უკან. მრავალჯერ დავსველდი მთის ჩქარ და ყინულივით ცივ მდინარეში, ზოგჯერ მშიოდა და, შენ წარმოიდგინე, მციოდა კიდეც, ამ გაგანია ზაფხულში, განსაკუთრებით ღამით. ვინახულე ანატორის თავზარდამცემი აკლდამები და აგრეთვე ციხესიმაგრე შატილი, რომლის სახელწოდება, ჩემი ვარაუდით, ფრანგული სიტყვიდან – Chateau-დან (“შატო” – ციხესიმაგრე” უნდა მომდინარეობდეს. ეს აზრი უფრო განმიმტკიცდა, როდესაც შატილში ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მაჩვენა წინაპრის ნაქონი ძველი ხმალი, რომელსაც თვითონ ქართულ “დავითფერულს” ეძახდა და რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა შუასაუკუნეების მარსელში დამზადებული იარაღი შესაბამისი დამღით: “david Ferari”.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ გადამხდა. რადგანაც არც კარავი გამაჩნდა და არც სხვა საძილე საშუალება, იძულებული ვიყავი ღამე რომელიმე სოფელში გამეთია. ერთხელ, როდესაც უკვე ღამდებოდა, სოფელი კი არსად ჩანდა, დავინახე ვიღაც კაცი, რომელიც ბალახს თაბავდა და ვთხოვე, ჩემთვის ღამე გაეთევინებინა, რაზედაც იგი სიამოვნებით დამთანხმდა.

ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ხირჩლა ჭინჭარაული, დაახლოებით ორმოცი წლისა. ჩემმა მასპინძელმა ბალახის თიბვა მიატოვა და წინ გამიძღვა. ავიარეთ ფერდობი, ავედით ერთ მოშიშვლებულ მთაზე და გამოჩნდა ფუნის უზარმაზარი გროვა, ხოლო იმ გროვას რომ შემოვუარეთ, დავინახე მიწური სახლი, რომლის წინაც, მოტიტვლებულ ეზოში, 5 თუ 6 ბავშვი თამაშობდა. ჩემს დანახვაზე დაფრთხნენ და გაიქცნენ.

შევედით მიწურში, სადაც დაგვხვდა მასპინძლის ცოლი – ნაადრევად დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ, საკმაოდ ლამაზი ქალი. დიასახლისმა დაგვსხა ტახტზე, წინ დაგვიდგა პატარა ტაბლა და შეუდგა ვახშმის სამზადისს.

მე ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს: გაშავებულ პატარა ბუხარს, მის თავზე შემოგდებულ, გამურულ ფანდურს, წყლის რამდენიმე თუნგს და ხის დერგებს, სადაც ჩემი მასპინძლები ყველსა და ერბოს ინახავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დამავიწყა ერთმა საკვირველმა თექამ, რომელიც მოპირდაპირე კედელზე იყო გაკრული.

ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი დამახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები. ცნობილია, რომ გეომეტრიული ანუ ხაზოვანი პერსპექტივა იტალიურმა რენესანსმა აღმოაჩინა და აქედან მოყოლებული ევროპულ მხატვრობაში სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია სწორედ ამ ხაზოვანი პერსპექტივით მიიღწევა. მაგრამ ხევსურულ მიწურში ნანახმა თექამ მე დამარწმუნა, რომ სიცრცის გადმოცემა ხაზების სისტემის გარეშე, მარტო ფერების საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი.

ეს იყო ფანტასტიური აღმოჩენა!

მე ამ აღმოჩენამ იმდენად შემძრა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. გონს რომ მოვეგე, უკვე ფეხზე ვიდექი და ჩემი გაოცებული მასპინძლების თვალწინ იმ საოცარ თექას ხელით ვსინჯავდი.

ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევარს – არც ფერით, არც კომპოზიციით და არც, მით უმეტეს, სიუჟეტით, მაგრამ მასში მე ვგრძნობდი საქართველოს მიწა-წყალს, ჰაერსა და მის გამაოგნებელ კოლორიტს.

უნდა გითხრა, რომ ჩვენი წარსული ხელოვნების ფორმები ჯერ კიდევ შეუსწავლელია: ვერსად ნახავ დამაჯერებელ აზრს მათი ესთეტიური ღირებულების შესახებ. ჩვენში ყოველნაირ სიძველეს ერთნაირი მნიშვნელობას აძლევენ და ხელოვნების ფორმის დაფასება მარტო იმით ისაზღვრება, რომ ის ძველია.

ეს ფარდაგიც ძველი იყო, მაგრამ მთელი ჩემი პარიზში ყოფნის დროს ასეთი ახალი და ორიგინალური არაფერი მენახა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, ეს თექა ლუვრის საუკეთესო დარბაზში უნდა გამოეფინათ, რათა მისი ხილვით დატკბობის საშუალება მილიონობით ადამიანს მისცემოდა.

ამ ფიქრიდან მასპინძლის ხმამ გამომიყვანა, რომელიც სუფრასთან მეპატიჟებოდა. ტახტზე ჩამოვჯექი თუ არა, ხირჩლამ ჟიპიტაურით სავსე პატარა ყანწი მომაწოდა და მე, როგორც აქ არის მიღებული, დავლოცე მისი ჯალაბი და საქონელი, შემდეგ ფრთხილად შევაპარე, რომ თექა ძალიან მომეწონა და რასაც დამიფასებდა, უყოყმანოდ გადავუხდიდი.

მან თავი გააქნის და მთხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ გვესაუბრა.

დავლიეთ კიდევ რამდენიმე ყანწი და ამასობაში დაღამდა კიდეც. არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ კედელში ჩატანებული ჭრაქის მოლიცლიცე შუქისა – ხელოვნების იმ ნაწარმოებმა სულ სხვა, იდუმალი ფერი მიიღო და ჩემს თვალწინ სრულიად ახალი ღირსებებით წარმოსდგა.

ქალმა ბავშვები დააწვინა და მალე ჩვენც დასაძინებლად მოვეწყვეთ, მაგრამ თითქმის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმ თექაზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე აქედან წასვლა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ეს შედევრი ხელში ჩამეგდო, რისთვისაც, მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ მარჯვე და ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე.

მეორე დილით რომ ავდექით, დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა. ჩვენც დავსხედით და დავიწყეთ იმ საზიზღარი ჟიპიტაურის სმა. სამ-სამი ყანწი რომ დავლიეთ, მე ისევ თექაზე ჩამოვადგე ლაპარაკი. მასპინძელმა მითხრა, რომ ის მისი ბებიის დედის, ვინმე გულქან არაბულის ნახელავი იყო.

ჩემის მხრივ მე ვუამბე საკუთარი თავგადასავალი. ვუთხარი, რომ მხატვარი ვიყავი და ამ საქმეს საფრანგეთში ცხრა წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად გაუგებარ თემაზე: პარიზის ხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე, იქ არსებულ ორ უმთავრეს დაჯგუფებაზე, რომელთაგან ერთი განაგრძობს კუბიზმის მონაპოვართა გაღრმავებას, მის ორგანიზაციას, სინთეზს, ახალი პირობების მიხედვით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას (პიკასოდან დაწყებული ანდერე ლოტამდე), ხოლო მეორე ჯგუფი ან სარგებლობს უკვე მოცემული მხატვრული ფორმულებით (Andre Derain, Risling Favori, Suzane Valadon, Marie Laurensin, Frie, Waroquier) ან ფიქრობს ბუნების უშუალო გადმოცემაზე (Dunoger de Segonsas, Gromaire, Van Dongen, Vlamich, Grosz). ამასთან, არ დავუმალე, რომ ეს თექა ძირეულად განსხვავდება ამ ორივე ჯგუფის მიერ შემუშავებული კანცეფციისაგან და წარმოადგენს სრულიად ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მიმდინარეობას, რომელმაც, შესაძლებელია, რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს თანამედროვე ევროპის მხატვრულ რეალობაში. დასკვნის სახით კი ვუთხარი, რომ ჩვენი ვალია, ეს ნამუშევარი უსათუოდ გავაცნოთ ევროპელ მხატვრებს, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება – ჯერ ერთი. რომ ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას, არამედ, თვალნათლივ დაინახავენ მხატვრობის განვითარების პერსპექტივებს და მეორეც, ჩვენი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და სამააყო იქნება ის, რომ ამ პერსპექტივას გენიალური ქართველი შემოქმედი, ანუ მისი დიდი ბებია დაუდებს სათავეს.

ჩემი საწყალი მასპინძელი მთელი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვეჭვობ, ჩემი ამ გრძელი ტრიადიდან ნიშანდობლივ რაიმე გაეგოს, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, თექა უნდა მომყიდო-მეთქი.

არაო, – მიპასუხა, – გუშინაც ხო გითხარი, რო ვერ გავყიდიო.

მაშინ, მაჩუქე-მეთქი!

ეს მზაკვრული ხერხი წინასწარ მოვიფიქრე და ჩემი გეგმის კულმინაციად დავსახე, რადგან ვიცოდი, რომ მთიელი კაცი სტუმარს ასეთ თხოვნაზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. მართლაც, ჩემს სიტყვებზე ძალიან მოიწყინა, სახე ხელისგულებში ჩამალა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ეგრე. მე ვხვდებოდი, რომ მის არსებაში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ვერც თექას ელეოდა და არც სტუმრის წყენინება უნდოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, მაგრამ ოღონდაც ის აუძლეველი სურვილი ამესრულებინა და იმ წუთში ყველაფრისათვის მზად ვიყავი.

ბოლოს, როდის, როდის თავი აიღო და შემომხედა. შევცბი: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მერე არაყი დაისხა, დალია და დახლოებით ასეთი რამ მითხრა: “მე ადრე დავვობლდი. ექვსი წლისას დედა მომიკვდა, რვისას – მამა. ბებია მზრდიდა, მაგრამ, თორმეტისა რო შევსრულდი, ისიც მომიკვდა. დავრჩი მარტო. საქონელს ვუვლიდი, თივას ვამზადებდი, ტყიდან შეშას ვეზიდებოდი. აქ მკაცრი ზამთარი იცის – თოვლი, ყინვა, ზვავები.

კარგად რომ მოვიზარდე, ეს ჩემსავით ობოლი, ბოგანო ქალი შევირთე და ოჯახი კომლად ვაქციე. ექვსი ბალღი გვეყოლა, სულ ერთმანეთის მომდევნოები. მამლის ყივილზე ვდგები, ვწვალობ, ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჯალაბი როგორმე გამოვკვებო, მაგრამ მაინც მშივრები და შიშველ-ტიტვლები ვყრივართ. ზოგჯერ ისე შემჯავრდება ყველაფერი, რო თავის მოკვლა მინდება. მოვალ დაღლილ-დაქანცული და ტახტზე მივეგდები – არ ვიცი, თოფი დავიცე თუ ხანჯალზე დავეგო, მაგრამ ამ თექას რო შევხედავ, გულში ნათელი მიდგება, ყველაფერი მავიწყდება, ისევ კაცი მგონია ჩემი თავი, – ერთხანს იყუჩა, მერე ყანწი ისევ შეივსო და თქვა: – ეხლა, როგორც შენ იტყვი, თუ ეგრე გულით გინდა, ადექი, ჩამოხსენი და წაიღე”.

მე ვეღარაფერი ვაწამე. ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე ავდექი, გადავეხვიე, ორთავ მხარზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წამოვედი.

ახლა მაღაროსკარის ფოსტაში ვზივარ და ამ წერილს გწერ. სრულიად არ ვნანობ, რომ ის თექა არ წამოვიღე. ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის.

მარად შენი მოყვარული ძმა.

დავით კაკაბაძე

თოლია ჯონათან ლივინგსტონიtag:www.qwelly.com,2012-11-03:6506411:BlogPost:766342012-11-03T17:30:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

პირველი ნაწილი

ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე. ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით თევზსაჭერმა გემმა წყალი ააღელვა, ამ ცნობამ წამიერად მიაღწია სასაუზმოდ გამზადებული გუნდის ყურამდე, რამდენიმე წუთში ათასობით თოლია გემს მიაწყდა და საჭმლის მოსაპოველად ერთმანეთში აირია. დაიწყო რიგითი, ფუსფუსით აღასვსე…

პირველი ნაწილი

ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე. ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით თევზსაჭერმა გემმა წყალი ააღელვა, ამ ცნობამ წამიერად მიაღწია სასაუზმოდ გამზადებული გუნდის ყურამდე, რამდენიმე წუთში ათასობით თოლია გემს მიაწყდა და საჭმლის მოსაპოველად ერთმანეთში აირია. დაიწყო რიგითი, ფუსფუსით აღასვსე დღე. იქით კი, გემისა და ნაპირისგან მოშორებით, ყველასგან განმარტოებით საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებდა თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ჯონათანი ასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა, აპკიანი ფეხები დაუშვა, ნისკარტი ასწია, მორკალული ფრთები წინ გაიშვირა და, ტკივილის მიუხედავად, შეეცადა ეს მდგომარეობა შეენარჩუნებინა. წინ გაწეული ფრთები სიჩქარეს ამცირებდა - ახლა იგი ისე ნელა მიფრინავდა, რომ ნიავი სახეზე ეფერებოდა, ხოლო ოკეანე მის ქვემოთ აღარ მოძრაობდა. ცდის სურვილმა დაიმონა: თვალები მოჭუტა, სუნთქვა შეიკრა და სცადა სულ ცოტათი... არც კი... სულ ერთი დუიმით კიდევ მოეღუნა ფრთები... ბუმბული აეშალა, სიჩქარე მთალდ დაკარგა და ჩამოვარდა. თოლიები ფრენისას, როგორც მოგეხსენებათ, არც არასდროს მერყეობენ და არც არასდროს ჩერდებიან. ჰაერში გაჩერება მათთვის სახელის გატეხაა, თავის მოჭრაა. მაგრამ ჯონათან ლივინგსტონი არ ცხრებოდა, ძალების დაძაბვით ისევ მოღუნა აცახცახებული ფრთები - ნელ-ნელა, ნელ-ნელა, და - კვლავ მარცხი. მერე რა! ის ხომ ჩვეულებრივი თოლია არ იყო. თოლიების უმრავლესობას ფრენა იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ეს მისთვისაა აუცილებელი - გაფრინდეს საჭმლის საშოვნელად და დაბრუნდეს ნაპირზე. მათთვის მთავარია საკვები და არა ფრენა. ჩვენი თოლიასთვის კი მთავარი სწორედ ფრენა იყო და არა საკვები. ფრენა ჯონათან ლივინგსტონს ყველაფერს ერჩია. მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ მის ამ გატაცებას სხვა ფრთოსნები კეთილი თვალით არ შეხედავდნენ. თვით მისი მშობლებიც ვერ ფარავდნენ შეშფოთებას, როცა ჯონათანი მთელი დღეებით მარტოვდებოდა, თავისთვის ვარჯიშობდა, რატომღაც წყლის ზედაპირთან დაფრინავდა. იგი ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ ჩერდებოდა ჰაერში მეტხანს, როცა წყლიდან ცალი ფრთის სიმაღლეზე მიფრინავდა და რატომ ეხარჯებოდა ამ დროს ნაკლები ენერგია. დაჯდომისას, ჩვეულებრივ, ორი ფეხით დგაფუნით კი არ ჩადიოდა წყალში, არამედ მკვრივად აკეცილი ფეხებით წყის ზედაპირზე გასრიალდებოდა ხოლმე და გარშემო მდოვრე ნაკადებს გაიყოლებდა. როცა მან ნაპირზეც დაიწყო ქვიშაზე სრიალი და ნაკვალევის ნაბიჯით ზომვა, მშობლები მართლაც სერიოზულად აღშფოთდნენ.

- რატომ, ჯონ, - ჰკითხა დედამ, - რატომ ისე არ იქცევი, როგორც ყველა? რატომ ეჯიბრები დაბლა ფრენაში ვარხვებსა და ალბატროსებს? რატომ არაფერსა ჭამ? ჯონ, შენგან ცარიელი ბურტყლი და ძვლებიღა დარჩა.

- ვიყო ძვალი და ტყავი, მე ეგ სულაც არ მადარდებს, დედილო. მე მინდა ვიცოდე, რა შემიძლია ვაკეთო ჰაერში და რა არა, ეს არის და ეს. უბრალოდ, მინდა ვიცოდე.

- მომისმინე ჯონათან, - უთხრა მამამ დაყვავებით. - ზამთარი მოახლოვდა. თევზსაჭერი გემები სულ უფრო იშვიათად გამოჩნდებიან, თევზი სიღრმეში წავა. სწავლა თუ გსურს, ჯობს საკვების მოპოვება ისწავლო. ფრენა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მარტო ფრენით ხომ ვერ გაძღები. ნუ დაივიწყებ - იმიტომ დაფრინავ, რომ ჭამო. ჯონათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. რამდენიმე დღეს იგი მართლაც ცდილობდა სხვა თოლიებივით მოქცეულიყო: გაჰკიოდა და თანამოძმეებს ეკინკლავებოდა ნავსადგომებსა და თევზსაჭერ გემებთან, ყვინთავდა თევზისა და პურის ნატეხების დასაჭერად. არაფერი გამოუვიდა.

- რა უაზრობაა, - გაიფიქრა მან და ძლივს დაჭერილი ანჩოუსი უკან დადევნებულ მშიერ მოხუც თოლიას გადაუგდო. , - ამ დროს ხომ ფრენის შესწავლას მოვახმარდი. მაინც რამდენი რამ მაქვს შესაცნობი!

– არ გასულა ცოტა ხანი და ჯონათანი ისევ მარტო იყო შორს, ზღვაში: მშიერი, გახარებული, აღტყინებული. ამჯერად ფრენის სისწრაფეს ამუშავებდა და ერთი კვირის ვარჯიში საკმარისი გამოდგა, რომ სიჩქარის შესახებ მეტი სცოდნოდა, ვიდრე ყველაზე სწრაფ თოლიას ამქვეყნად. ათასი ფუტის სიმაღლეზე ჯონათანი მკვეთრ პიკეზე გადავიდა და ფრთების ქნევით მთელი ძალით განაგრძო. მაშინ მიხვდა, რატომ იკეცავენ ფრთებს თოლიები პიკირების დროს. უკვე ექვსი წამის შემდეგ, საათში სამოცდაათი მილის სიჩქარით ეშვებოდა, ამ სიჩქარეზე ფრთა აქნევისას მდგრადობას კარგავს. ყველა ცდა უშედეგოდ მთვარდებოდა. ყოველ ღონეს ხმარობდა, ძალებს უკიდურესად ძაბავდა, სულ ტყუილად - დიდ სიჩქარეზე მართვის კონტროლს ვეღარ ინარჩუნებდა. ისევ ათასი ფუტის სიმაღლე, ძლიერი ბიძგი წინ, გადასვლა პიკეში, ფრთების ძალუმად ქნევა და ვერტიკალურად ვარდნა. ყოველ ცდაზე მარცხენა ფრთა აქნევისას რატომღაც უშეშდებოდა, თვითონაც მარცხნივ იხრებოდა; მარჯვენა ფრთას აჩერებდა, რათა წონასწორობა აღედგინა, მაგრამ მარჯვნივ ყირავდებოდა და თითქოს ცეცხლში იხრაკებაო, ბზრიალით ვარდებოდა. დიდი გარჯის მიუხედავად ფრთის აქნევა არ გამოუდიოდა. ათჯერ სცადა, ათივეჯერ, როგორც კი სიჩქარე საათში სამოცდაათ მილს გადააჭარბებდა, თავს ვეღარ იმორჩილებდა, აბურძგნილი ბუმბულების გროვას ემსგავსებოდა და წყალს ენარცხებოდა.

- აჰა, გასაგებია, - როგორც იქნა, მიხვდა ჯონათანი, როცა არც ერთი მშრალი ბუმბული აღარ შერჩა, - დიდ სიჩქარეზე ფრთები არ უნდა ამოძრაო: ორმოცდაათ მილამდე შეგიძლია იქნიო, მერე კი ერთ მდგომარეობაში უნდა გეჭიროს. შემდეგი ცდა ორი ათასი ფუტის სიმაღლიდან დაიწყო. პიკეში შესვლისას ნისკარტი წინ გაიშვირა და ფრთები გაშალა; როგორც კი საათში ორმოცდაათი მილი განავითარა, ფრთების ქნევა შეწყვიტა. მართალია, ამისთვის ძალების უდიდესი დაძაბვა დასჭირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ათი წამის განმავლობაში ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით მოქროდა. ჯონათანმა თოლიებს შორის ჩქაროსნული ფრენის მსოფლიო რეკორდი დაამყარა!მაგრამ გამარჯვების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც კი პიკედან გამოსვლა მოინდომა, როგორც კი ფრთების მოხრილობა შეცვალა, მართვა დაკარგა და ისევ ულმობელ ქარბუქში მოხვდა; თავი ვეღარ შეიკავა და ქვასავით გამაგრებულ წყალს დაასკდა. გონს რომ მოეგო, კარგა ხნის დაღამებული იყო, მის მოტივტივე სხეულს მთვარის შუქი დაჰნათოდა. დაფლეთილი ფრთები რკინის ნაჭრებად ქცეოდა და მაინც, დამარცხების სიმძიმე ბევრად მეტ ტვირთად აწვა. თითქოს ინატრა კიდეც, ეს სიმძიმე საკმარისი ყოფილიყო, რათა თოლიას სხეული ნელ-ნელა ფსკერამდე ჩაეყვანა და ყველაფერი დასრულებულიყო. უკვე იძირებოდა, როცა შიგნიდან წამოსული რაღაც უცნობი, დახშული ხმა შემოესმა: "გამოსავალი არ არის. მე თოლია ვარ. ის უნდა ვაკეთო, რისთვისაც ბუნებამ შემქმნა. იმისთვის რომ ვყოფილიყავი გაჩენილი, ფრენის შესახებ ამდენი გამეგო, ტვინის ნაცვლად თავში სქემები მედებოდა. ჩქაროსნული ფრენისთვის რომ დავბადებულიყავი, შევარდენივით მოკლე ფრთები მექნებოდა და თევზების ნაცვლად თაგვებზე ვინადირებდი. მართალია მამაჩემი, უნდა შევეშვა ამ უაზრობას. დავბრუნდები შინ, მშობლიურ გუნდში და დავკმაყოფილდები იმით, როგორიცა ვარ - საბრალო, სუსტი თოლია". ხმა მიწყდა, ჯონათანი დაეთანხმა. ღამით თოლია ნაპირზე უნდა იყოს და არა ზღვაში, ამიერიდან ისიც წესიერი თოლია იქნება. ყველასთვის ასე აჯობებს. ჩამუქებული წყლიდან გაჭირვებით აზიდა სხეული და ნაპირისკენ გასწია, თან კმაყოფილი იყო, რომ მცირე სიმაღლეზე ძალების დაუხარჯავად შეეძლო ფრენა.

"არა, არა, - გაიფიქრა თოლიამ, - ძველებურად ცხოვრება არაფერს მარგებს, არც ის, რაც მისწავლია. მე ისეთივე თოლია ვარ, როგორც სხვა ნებისმიერი და მეც ისევე ვიფრენ, როგორც დანარჩენები დაფრინავენ. " დიდი წამებით ას ფუტამდე და ფრთების ენერგიული ქნევით ნაპირისკენ წავიდა. გადაწყვეტილების მიღებამ შვება მოჰგვარა - აწი გუნდთან ერთად ჩვეულებრივად იცხოვრებს. შემეცნების მომქანცველ გზაზე სიარულისგან თავისუფალია: აღარც ბრძოლა ელის, აღარც დამარცხება. მაინც რა სასიამოვნოა - არაფერზე ფიქრობდე და წყვდიადიდან ხმელეთის ჩირაღდნებისკენ მიფრინავდე.

- სიბნელე! - გამაფრთხილებლად გაისმა დახშული ხმა. - სიბნელეში თოლიები არ დაფრინავენ!მაგრამ ჯონათანს მისი მოსმენა აღარ უნდოდა. რა მშვენიერია აქაურობა: სავსე მთვარე, წყალზე მოთამაშე მკრთალი ათინათი - მოკიაფე ვარსკვლავებად რომ იფანტება ხოლმე, ირგვლივ კი, საოცარი სიმშვიდე და მყუდროება...

- დაეშვი! თოლიები სიბნელეში არ დაფრინავენ! ბნელში საფრენად რომ გაჩენილიყავი, ბუს თვალები გექნებოდა! ტვინის ნაცვლად სქემები გედებოდა! შევარდენის მოკლე ფრთები გებმებოდა!იქ, წყლიდან ასი ფუტის სიმაღლეზე, ღამის წყვდიადში ჯონათან ლივინგსტონმა თვალები მოჭუტა. ტკივილი და წეღანდელი გადაწყვეტილება უკვალოდ გამქრალიყო. მოკლე ფრთები! შევარდენის მოკლე ფრთები!

"ეს ხომ ხსნაა! რა სულელი ვარ! სულ პატარა, ერთი ციცქნა ფრთები მჭირდება - ეს არის და ეს! თურმე დაიწყვე ფრთები და მარტო ბოლოები ამოძრავე. მოკლე ფრთები!იგი მაღლა აფრინდა და მრუმე ზღვას ორი ათასი ფუტით დაშორდა. მარცხზე ან სიკვდილზე არც უფიქრია, ფრთები მჭიდროდ შეიკეცა, მხოლოდ ხანჯლებივით ვიწრო ბოლოები მიუშვირა ქარს და თავქვე დაეშვა. ქარი ურჩხულივით ღრიალებდა, სიჩქარე მატულობდა - სამოცდაათი მილი საათში, ოთხმოცდაათი, ას ოცი, კიდევ მეტი. ახლა საათში ას ორმოცი მილის სიჩქარეზე ფრთების ნაკლები დაძაბვა უხდებოდა, ვიდრე უწინ სამოცდაათით ფრენისას; ფრთის ბოლოების მცირე მობრუნებაც საკმარისი გამოდგა, რათა პიკედან გამოსულიყო და მთვარის შუქით განათებულს შურდულივით გაექროლა ტალღების თავზე. ქარი ისე სცემდა სახეში, თვალს ვერ ახელდა, სიხარულმა მოიცვა... "ას ორმოცი მილი საათში! თანაც მართვის დაუკარგავად! ორის მაგიერ ხუთი ათასი ფუტიდან რომ დავიწყო პიკირება, ნეტა რა სიჩქარეს... "წინანდელი ფიქრები თითქოს ქარიშხალმა გაფანტაო, დავიწყებას მიეცა. ჯონათანმა, მართალია, დათქმული პირობა დაარღვია, თავს დამნაშავედ მაინც არ გრძნობდა. ასეთი დაპირებები, მხოლოდ იმ თოლიებს ზღუდავენ, რომლებიც ყოველდღიურობას ვერ გასცილებიან.

მას კი, ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება.

განთიადისას ჯონათანი ისევ ჰაერში იყო. ხუთი ათასი ფუტის სიმაღლიდან თევზსაჭერი გემები წყლის ცისფერ ზედაპირზე ნაფოტებად მოჩანდნენ, სასაუზმოდ გამზადებული თოლიების გუნდი ნისლის მოძრავ ნაგლეჯს დამსგავსებოდა. თოლია აგზნებული მიფრინავდა, სიხარულით ცოტათი კიდეც თრთოდა, ეამაყებოდა, შიში რომ დასძლია. შემდეგ, ზედმეტი მომზადების გარეშე, ფრთები შეიკეცა, ფრთის მოკლე ბოლოები კუთხეებად გაიშვირა და პიკეზე გადავიდა. ოთხი ათასი ფუტის გალევისას ზღვრულ სიჩქარეს მიაღწია, ქარი ხმაურიან მსუსხავ სხეულად იქცა და სიჩქარის მომატებას შეუძლებელს ხდიდა. ახლა იგი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარით შვეულად ეშვებოდა. ნერწყვი გადაყლაპა, მშვენივრად ესმოდა, ასეთ სიჩქარეზე ფრთები რომ გაშლოდა, მილიონ ნაკუწად იქცეოდა; მაგრამ სისწარფე იყო ძლიერება, იყო სიხარული და იყო სილამაზე. ათასი ფუტის სიმაღლიდან პიკედან გამოსვლა დაიწყო, ძლიერი ქარისაგან ფრთების ბოლოები დაფლეთოდა. გემი და თოლიების გუნდი გვერდზე გადაიხარნენ და კატასტროფულად იწყეს ზომაში მატება, პირდაპირ იქით მიექანებოდა. გაჩერება არ შეეძლო. ისიც კი არ იცოდა, ამ სიჩქარეზე როგორ უნდა მოეხვია. შეჯახება უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა.

თვალები დახუჭა.

დიახ, იმ დღეს ისე მოხდა, რომ როცა მზე ამოვიდა, თვალდახუჭული ჯონათან ლივინგსტონი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარითა და ყურისწამღები სივსივით მოსაუზმე თოლიების გუნდის შუაგულში შეიჭრა. ამჯერად ბედმა გაუღიმა - არავინ დაშავებულა. იმ დროს, როცა ნისკარტი ცისკენ აიშვირა, ჯერ კიდევ საათში ას სამოცი მილის სიჩქარით მიქროდა. ხოლო როცა სიჩქარე ოც მილამდე დაიყვანა და, ბოლოს და ბოლოს, ფრთების გაშლა შეძლო, გემი ოთხი ათასი ფუტის იქით დარჩენილიყო და წყლის ზედაპირზე ნამცეცივით მოჩანდა. ჯონათანი ზეიმობდა. ზღვრული სიჩქარე! ორას თორმეტი მილი საათში თოლიასათვის! ეს იყო გარღვევა, განუმეორებელი შემთხვევა გუნდის ისტორიაში; ამ წუთიდან ჯონათანის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილდა, თავის საწვრთნელ სივრცეში რვა ათას ფუტზე აფრინდა, პიკეზე გადასასვლელად ფრთები შეიკეცა და მაშინვე აღმოაჩინა, როგორ უნდა მოეხვია. მიხვდა, რომ ძალიან დიდი სიჩქარისას ფრთის ბოლოზე ერთი ბუმბულის ოდნავი გადაწევაც საკმარისია ფართო, მდოვრე მოხვევისათვის. მაგრამ სანამ ამას გაიგებდა, იმასაც მიხვდა, რომ ასეთი სიჩქარისას ერთზე მეტი ბუმბულის ამოძრავება თოფის ტყვიასავით ბზრიალს იწვევდა და... მოკლედ, ჯონათანი პირველი თოლია იყო დედამიწის ზურგზე, უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებს რომ დაეუფლა. იმ დღეს სხვა თოლიებთან საუბარში დრო აღარ დაუკარგავს, მზე კარგა ხნის ჩასული იყო, ის კი ისევ დაფრინავდა. მკვდარი მარყუჟი, შენელებული და მრავალბრუნიანი კასრი, გადაბრუნებული შტოპორი, უკუ იმელმანი, ვირაჟი - მიყოლებით აითვისა. ჯონათანი ნაპირზე თავმოყრილ თოლიების გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. საშინლად დაღლილიყო და თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ დაშვებისას ერთი მკვდარი მარყუჟი კიდევ გააკეთა სიამოვნებით, ხოლო დაჯდომამდე სწრაფი კასრის შესრულებაც მოასწრო. "როცა გარღვევის შესახებ შეიტყობენ, აღტაცებაში მოვლენ, - ფიქრობდა თოლია. - რამდენად საინტერესო გახდება ცხოვრება! ნაცვლად იმისა, რომ აქეთ-იქით ვიწანწალოთ თევზსაჭერ გემებთან, ცხოვრება აზრს შეიძენს! უმეცრების ბინდბუნდიდან გამოვალთ, სრულყოფილი და ყოვლისშემძლე გავხდებით, ჩვენ მივაღწევთ თავისუფლებას! ჩვენ ფრენას ვისწავლით!"

მომავლის ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.

თოლიები ერთად შეჯგუფებულიყვნენ - სათათბირო შეკრებილიყო. ჩანდა, დიდხანს ისხდნენ ასე. მართლაც, მის გამოჩენას ელოდნენ. "ჯონათან ლივინგსტონ! დადექი ცენტრში!" - გაისმა უხუცესის მედიდური ხმა. ცენტრში ჩადგომა ან უდიდეს შერცხვენას, ან უდიდეს პატივს ნიშნავდა. ამგვარ პატივს თოლიები მხოლოდ გამორჩეულ ბელადებს მიაგებდნენ. "ეჭვი არაა, გუნდმა ამ დილით, საუზმობისას, ჩემი გარღვევა შეამჩნია, - გაიფიქრა თოლიამ. - მაგრამ ასეთი პატივი რა საჭიროა. მე ბელადობა სულაც არ მინდა. მე მხოლოდ ის მინდა გავუზიარო, რაც აღმოვაჩინე, ის უსაზღვრო სივრცეები დავანახო, ჩვენ წინ რომ გადაშლილა". - ჯონათანი ცენტრში დადგა. ჯონათან ლივინგსტონ, შენი თანაგუნდელების წინაშე შერცხვენილად ცხადდები!" - განაცხადა უხუცესმა. თითქოს თავში კეტი ჩასცხესო. მუხლებში სისუსტე ირგძნო, ბუმბული ჩამოეშალა, ყურებში რაღაც გუგუნებდა. სამარცხვინო ცენტრი? შეუძლებელია! გარღვევა! ეტყობა ვერ გაიგეს! ისინი შეცდნენ, აშკარად შეცდნენ!

"... დაუფიქრებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მისთვის რომ თოლიების და ოჯახის ღირსება და ადათი შელახე... " - ზვიადად განაგრძობდა ხმა. სამარცხვინო ცენტრი გუნდიდან გაძევებას და შორეულ კლდეებზე მარტოდ-მარტო გადასახლებას ნიშნავდა.

"... მოვა დრო, ჯონათან ლივინგსტონ, როცა მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობა არაფერს გარგებს. ცხოვრების არსი ჩვენთვის უცნობი და შეუცნობადია, ერთია მხოლოდ ნათელი - ამქვეყნად იმიტომ მოვსულვართ, რომ ვჭამოთ და იქამდე ვიცოცხლოთ, სანამ გავძლებთ. "თოლიები სათათბიროს, როგორც წესი, არასოდეს ეკამათებიან, ჯონათანის ხმამ კი სიჩუმე დაარღვია.

– უპასუხისმგებლობა? ძმებო! - წამოიძახა მან. - რა არის უპასუხისმგებლობა? ის რომ არსებობის უმაღლეს აზრს, დანიშნულებას ჩავწვდი და მას ვიცავ? ათასი წლები გადის, დავყიალებთ თევზის საძებნელად. ახლა ჩვენმა ცხოვრებამ სხვა აზრი შეიძინა - ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე...

გუნდი თითქოს გაქვავდაო.

– შენ აღარ ხარ ჩვენი ძმა, - ერთხმად ჩაილაპარაკეს თოლიებმა, მედიდურად დაიხშეს ყურები და ზურგი აქციეს. ჯონათანმა დარჩენილი დღეები სიმარტოვეში გაატარა. შორეულ კლდეებზე არ გაჩერებულა, უფრო იქით გადაფრინდა. მარტოობა არ ადარდებდა, იმაზე წუხდა, რომ თოლიებმა არ ისურვეს დაეჯერებინათ ფრენის სიდიადე, არ ისურვეს თვალის გახელა და დანახვა. ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობდა, აღმოაჩინა, ჩქაროსნული დაშვების შედეგად ათი ფუტის სიღრმიდან იშვიათი, გემრიელი თევზის ამოყვანა შეიძლებოდა ოკეანიდან. ამიერიდან თევზსაჭერი გემები და პურის ნამცეცები აღარ სჭირდებოდა. ჯონათანმა ჰაერში ძილიც ისწავლა, ღამით, როცა ხმელეთის ქარი უბერავდა, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე მიმართულების დაუკარგავად ასობით მილს ფარავდა. იმავე შინაგანი ინტუიციის მეოხებით შეეძლო ზღვაზე ჩამოწოლილი ხშირი ნისლისთვის თავი დაეღწია და ლაჟვარდოვან ცაში აჭრილიყო... მაშინ, როცა, სხვა თოლიები მიწაზე ისხდნენ და ვერც კი წარმოედგინათ, ბურუსისა და წვიმის გარდა თუ არსებობდა რამე. მან ისწავლა, როგორ შეჰყოლოდა სიმაღლის ქარს ხმელეთის სიღრმეში, სადაც მსუყე მწერებით იტკბარუნებდა ხოლმე პირს. მარტოკას მოუწია იმით სარგებლობა, რისი განდობაც მთელი გუნდისთვის სურდა. ჯონათანმა ფრენა ისწავლა და არ ნანობდა, ამ ფასად რომ დაუჯდა. მიხვდა, რომ მოწყენილობა, შიში და ღვარძლი უმოკლებდნენ თოლიებს სიცოცხლეს. მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ჭეშმარიტად ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრება განვლო. ერთ საღამოს ისინი მოფრინდნენ. ჯონათანი, ჩვეულებრივ, მარტოდმარტო დანავარდობდა საყვარელ ცაში. მის ფრთებთან საიდანღაც გაჩენილი ორი თოლია ვარსკვლავივით ელვარებდა და ნაზ, სასიამოვნო შუქს ღვრიდა დაისის მწუხრში. კიდევ უფრო გასაოცარი მათი ფრენის ტექნიკა იყო - ისე ზუსტად მოძრაობდნენ, რომ ერთდუიმიანი დაშორება მათსა და ჯონათანის ფრთებს შორის არ ირღვეოდა. ჯონათანს ხმა არ გაუცია, ისეთი გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც აქამდე ვერც ერთი თოლია ვერ ასრულებდა. მან ფრთები ისე გაშალა, რომ სიჩქარე მინიმუმამდე დაიყვანა - ცოტაც და ვარდნა გარდუვალი იქნებოდა. სხივმფენმა თოლიებმაც ისე შეანალეს სვლა, მანძილი არ დაურღვევიათ. მათ იცოდნენ ნელი ფრენა. ჯონათანმა ფრთები შეიკვეცა. ამოტრიალდა და საათში ას ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით წამოვიდა. ისინი არც ამჯერად დაშორებიან, ძველებურად გვერდით მიჰყვებოდნენ. დასასრულ იგი იმავე სიჩქარეზე გრძელ ვერტიკალურ, შენელებულ კასრზე გადავიდა. უცნობი თოლიები ჰარმონიულად მოქმედებდნენ და ეღიმებოდათ. ჯონათანმა ჰორიზონტალური მდგომარეობა აღიდგინა და ცოტა ხანს ჩუმად მიფრინავდა. "ძალიან კარგი, - თქვა ბოლოს, - ვინა ხართ?"

– ჩვენ შენი გუნდიდან ვართ, ჯონათან, შენი ძმები ვართ, - ისინი მშვიდად და დამაჯერებად ლაპარაკობდნენ. - შენ წასაყვანად მოვედით; მაღლა, შინ უნდა დავბუნდეთ.

- მე "შინ" არ გამაჩნია, არც გუნდი. მე გაძევებული ვარ. ჩვენ ახლა ქართა დიადი მთის თავზე მივფრინავთ, რამდენიმე ასეულ ფუტზე კიდევ შემიძლია ავიტანო ჩემი მობერებული სხეული, მაგრამ მეტზე - არა.

– შეგიძლია ჯონათან, ამასაც შეძლებ, რადგან სწავლობდი. შემეცნების პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა დროა, შემდეგზე გადახვიდე. ეს სიტყვები უნათებდა ცხოვრების გზას მუდამ, ამიტომ ახლაც უმალ მიხვდა. ისინი სიმართლეს ამბობდნენ - მას შეეძლო კიდევ უფო მაღლა აფრენა და შინ დაბრუნება. ჯონათანმა უკანასკნელად მოავლო ხანგრძლივი მზერა ცას - ესოდენ მიმზიდველ ლაჟვარდოვან სამყაროს, სადაც ამდენი ცოდნა შეიძინა.

– მე მზად ვარ. - განაცხადა ბოლოს. ჯონათან ლივინგსტონი ვარსკვლავივით ბრწინვალე ორი თოლიას თანხლებით მაღლა აფრინდა და უკუნით მოსილ ცაში გაუჩინარდა.

მეორე ნაწილი

ეს ალბათ ზეცაა, გაიფიქრა თოლიამ და უნებურად გაეღიმა. დიდი ვერაფერი ზრდილობაა ზეცის რაობაზე ფიქრი, როცა ეს-ესაა იქ მოხვდი. ახლა, როცა მიწას დაშორდა და სხივმფენი თოლიების თანხლებით ღრუბლებს ასცლიდა, შეამჩნია, რომ მისმა სხეულმაც იმათ მსგავსად დაიწყო ელვარება. თუმცა გარეგნულად შეიცვალა, ისევ ის მარად ჭაბუკი თოლია იყო, რომელიც მუდამ ცოცხლობდა მისი ოქროსფერი თვალების მიღმა. თითქოს ესეც იმ თოლიას სხეული იყო, და მაინც, ასე კარგად ადრე არასოდეს უფრენია. "რა საინტერესოა, - ფიქრობდა ჯონათანი, - ნახევარი ძალით ორჯერ უფრო სწრაფად ფრენა და ორჯერ მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრების საუკეთესო დღეებში". თეთრი ბუმბული თვალისმომჭრელად უბრწყინავდა. ფრთები გლუვი გაუხდა და გაკრიალებულ ვერცხლის ფირფიტებს დაემსგავსა. იგი აღტაცებით შეუდგა ახალი ფრთების გამოცდას და მათში ძალების მოზღვავება იგრძნო. როცა საათში ორას ორმოცდაათი მილის სიჩქარეს მიაღწია, იგრძნო, რომ ჰორიზონტალური ფრენის მაქსიმალურ სისწრაფეს უახლოვდებოდა. ორას სამოცდაცამეტზე რომ ავიდა, მიხვდა, მეტს ვეღარ მოუმატებდა და ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა. თურმე მისი ახალი სხეულის შესაძლებლობებიც განსაზღვრული ყოფილა. მართალია, ძველი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მაგრამ ზღვარი მაინც არსებობდა და მის დასაძლევად უდიდესი ძალების მოკრება იქნებოდა საჭირო. "ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს", - გაიფიქრა მან. ღრუბელი გაიხსნა, "გზა მშვიდობისა ჯონათან", - მიაძახეს გამყოლმა თოლიებმა და ჰაერშივე გაუჩინარდნენ. ჯონათანი ზღვის თავზე მიფრინავდა და კლდოვან ნაპირს უახლოვდებოდა. რამდენიმე თოლია ადგილიდან აფრენას ამუშავებდა. შორს ჩრდილოეთით, ჰორიზონტთან ახლოს, სხვები დაფრინავდნენ. ახალი სივრცეები, ახალი ფიქრები, ახალი კითხვები. "რატომ არიან აქ ასე ცოტა თოლიები?" ზეცა თოლიების გუნდებით უნდა იყოს სავსე! რატომ დავიღალე ასე მალე? აკი ზეცაში თოლიები არასოდეს იღლებიან და არ ეძინებათ". სად სმენია ამის შესახებ? მის მეხსიერებაში დედამიწაზე გატარებული ცხოვრების სურათები თანდათან ფერმკრთალდებოდა. მიწა ის ადგილი იყო, სადაც დიდი ცოდნა დააგროვა, მაგრამ იქ რა ხდებოდა, დაწვრილებით ვეღარ იგონებდა. ახსოვდა თოლიების ჭინჭყლობა საჭმლისათვის, ისიც ახსოვდა, გაძევებული რომ იყო. ნაპირს რომ მიუალოვდა, თხუთმეტამდე თოლია შემოეგება. ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ჯონათანმა იგრძნო, რომ მისი მოსვლა გაუხარდათ და აქ იყო მისი საბუდარი. ის დღე ძალიან გრძელი იყო, იმდენად გრძელი, რომ მზის ამოსვლა აღარც ახსოვდა. დასაჯდომად ნაპირისკენ მიტრიალდა, ფრთები აიქნია, ერთი დუიმის სიმაღლეზე ჰაერში შეჩერდა და რბილად დაეშვა ქვიშაზე. სხვა თოლიებიც დასხდნენ, მაგრამ ამისთვის ბუმბულის შერხევა დასჭირდათ მხოლოდ. ისინი გაშლილი ქათქათა ფრთებით რწევა-რწევით მიჰყვნენ ნიავს, მერე ბუმბულების მდგომარეობა როგორღაც შეცვალეს და ზუსტად მაშინ გაჩერდნენ, რა წამსაც ფეხებით მიწას მისწვდნენ. მშვენიერი მანევრი იყო, მაგრამ ჯონათანი ისე მოიქანცა, გამეორება აღარ უცდია. სიტყვა არ დაუძრავს, იჯდა ქვიშაზე და ეძინა. ჯონათანი პირველსავე დღეებში მიხვდა, რომ ფრენის შესახებ აქ მას არანაკლები სიახლის შეცნობა მოუწევდა, ვიდრე წინანდელ ცხოვრებაში. თუმცა განსხვავებაც იყო - აქ მის თანამოაზრე თოლიებთან ჰქონდა ურთიერთობა. ყოველი მათგანისთვის ცხოვრებაში მთავარი იყო ფრენის საიდუმლოებას ჩასწვდომოდა, ფრენას სრულყოფილად დაუფლებოდა; ეს მათი უსაყვარლესი საქმიანობა იყო. ისინი საოცრად მომხიბლავი ფრინველები იყვნენ; დაუზარებლად, მთელი საათობით ამუშავებდნენ ფრენის ტექნიკას და მართვის ახალ მეთოდებს ცდიდნენ. დრო გადიოდა და ჯონათანს თანდათან დაავიწყდა ის სამყარო, საიდანაც მოვიდა, ის ადგილები, სადაც მისი გუნდის თოლიები ბინადრობდნენ, თოლიები, რომელთაც ფრენის სილამაზე ვერ შეეგნოთ და ფრთებს მხოლოდ საკვების ძებნასა თუ ერთმანეთთან ჭიდილში ხმარობდნენ. მაგრამ ხანდახან უცაბედად აგონდებოდაიმ დილითაც ასე მოხდა. როცა რამდენიმე ჩქარი კასრის შესრულების შემდეგ მასწავლებელთან ერთად ნაპირზე ისვენებდა, მშოლიური მხარე გაახსენდა.

–სხვები სად არიან სალივან? - შეეკითხა იგი უხმოდ, რადგან უკვე კარგად ფლობდა ტელეპატიას, რომელსაც აქაური თოლიები იყენებდნენ ჩხავილისა და ყვირილის ნაცვლად. - ასე ცოტანი რატომ ვართ? იცი, სადაც მე ვცხოვრობდი...

– ათასობით თოლია სახლობდა, ვიცი - კვერი დაუკრა სალივანმა. – მაგის პასუხად ის მომდის თავში, ჯონათან, რომ შენისთანა თოლია მილიონში ერთია. უმეტესი ჩვენთაგანი წინ ძალიან ნელა მიიწევს. ჩვენ ერთი ცხოვრებიდან მეორე მსგავს ცხოვრებაში ისე გადავდივართ, რომ გვავიწყდება, საიდან მოვედით, არ გვადარდებს, საით მივყავართ რაღაც ძალებს, მთავარია, დღეს ვიყოთ კარგად. წარმოიდგინე, რამდენი სიცოცხლე უნდა გავიაროთ, სანამ პირველად დაგვებადება ეჭვი, რომ ცხოვრება არ არის მარტო ძღომა, მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება. ათასი სიცოცხლე, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი, ვიდრე დაიწყებთ მიხვედრას, რომ არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრუყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ. იგივე კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მოქმედებს. აქ რასაც შევიმეცნებთ, იმის შესაბამისად ვირჩევთ მომავალ ცხორებას. თუ ახალი არაფერი ვისწავლეთ, შემდეგი ცხოვრებაც ამის მსგავსი იქნება, იგივე წინაღობებითა და ბორკილებით.

სალივანმა ფრთები გაშალა და სახე ქარს მიუშვირა.

– მაგრამ შენ, ჯონ, – განაგრძო მან. – ისე სწრაფად აითვისე ყველაფერი, რომ აქამდე მოსასვლელად ათასი ცხოვრების გავლა არ დაგჭირვებია. ცოტა ხანში ისინი კვლავ აფრინდნენ და წვრთნა განაახლეს. პარალელური კასრის შესრულება საკმაოდ რთული იყო. თავქვე რომ მოფრინვდა, ჯონათანს ერთდროულად უნდა ეფიქრა, ფრთები როგორ მოეხარა და მასწავლებელთან შეთანხმებულად როგორ ემოძრავა.

–ერთიც ვცადოთ, - იმეორებდა სალივანი. – ერთხელ კიდევ.

ბოლოს, როგორც იქნა, კარგიაო, თქვა და გარე მარყუჟის დამუშავებას შეუდგნენ.

ერთ საღამოს ღამის ფრენისგან თავისუფალი თოლიები ჩაფიქრებულნი ისხდნენ ქვიშაზე. ჯონათანმა მთელი გამბედაობა მოიკრიბა და უხუცეს თოლიას მიუახლოვდა. ამბობდნენ, რომ იგი მალე აპირებდა ამ ქვეყნიდან წასვლას.

– ჩიანგ, – მიმართა აღელვებულმა ჯონათანმა.

მოხუცმა თოლიამ ალერსიანად შეხედა: "გისმენ შვილო", უხუცესი ნაცვლად იმისა, რომ წლებთან ერთად დასუსტებულიყო, სულ უფრო ძლიერდებოდა. ყველა თოლიაზე სწრაფად დაფრინავდა და სრულყოფილად ფლობდა ისეთ ილეთებს, სხვები რომ მხოლოდ ეცნობოდნენ.

- ჩიანგ, ეს ზეცა არ არის, ხომ მართალია?

მთვარე ანათებდა, უხუცესმა გაიღიმა

- შენ ჯერ კიდევ სწავლობ, ჯონათან, - თქვა მან.

- კარგი, მაგრამ წინ რა გველოდება? საით მივდივართ? ნუთუ არ არსებობს ისეთი ადგილი, ზეცა რომ ჰქვია?

- არა, ჯონათან, ეგეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა. - უხუცესი წუთით დადუმდა. -რამდენადაც ვიცი, შენ ძალიან ჩქარა დაფრინავ, არა?

- მე?... მე მიყვარს სისწრაფე. - ჯონათანი შეცბა და ამავე დროს, ეამა უხუცესის ყურადღება.

- ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ. ეს არ ნიშნავს ათასი-მილი საათში, ან მილიონი ან თუნდაც სინათლის სიჩქარე განავითარო, რამეთუ ნებისმიერი რიცხვი მაინც ზღვარია, სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს - გაჩნდე იქ. ჩიანგს მეტი არაფერი უთქვამს, უცაბედად გაქრა და იმავე წამს წყლის პირთან გაჩნდა - დაახლოებით ორმოცდაათი ფუტის დაშორებით უწინდელი ადგილიდან. შემდეგ კვლავ გაუჩინარდა და წამის მეათედში ისევ ჯონათანის გვერდით აღმოჩნდა. ეს ისე, ხუმრობით - უთხრა მან. ჯონათანი განცვიფრებული მისჩერებოდა, სულ დაავიწყდა ზეცის შესახებ რომ ეკითხებოდა.

- როგორ ახერხებთ ამას? რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს? რა მანძილზე შეგიძლიათ ფრენა?

- ნებისმიერ მანძლზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ, - უპასუხა მან. მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია. - ჩიანგმა ზღვას გახედა. - უცნაურია, ის თოლიები, მოგზაურობის გულისთვის სრულყოფილებას რომ უარყოფენ, სინამდვილეში ვერსად მიდიან. ხოლო ვინც მოგზაურობას თმობს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მთელ სამყაროს მოივლის ხოლმე. დაიხსომე, ჯონათან, ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება, რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ. ზეცა...

- შეგიძლიათ ასე ფრენა მასწავლოთ? - ახალი საიდუმლოს დაუფლების წინათგრძნობამ ჯონათანი ააკანკალა.

- რასაკვირველია, თუკი გსურს.

- ძალიან, ძალიან მინდა. როდის დავიწყებთ?

- შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ, საწინააღმდეგო თუ არაფერი გაქვს.

- თქვენსავით მინდა ვიფრინო. მითხარით რა გავაკეთო. - თქვა ჯონათანმა და თვალებში საოცარი სინათლე ჩაუდგა.

ჩიანგი წყნარად ლაპარაკობდა და უმცროს მეგობარს ყურადღებით აკვირდებოდა.

- ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი... ძირითადი არსი, ჩიანგის თქმით, ის იყო, რომ ჯონათანს უნდა დაეძლია წარმოდგენა, თითქოს მისი არსება ტყვე იყო სხეულისა, რომელსაც ოცი დუიმის სიგრძის ფრთები ჰქონდა გამობმული და წინასწარდადგენილი შესაძლებლობებით იყო შეზღუდული. მთავარი იყო მიხვედრილიყო, რომ მისი ჭეშმარიტი "მე’’, ისეთივე სრულყოფილი, როგორც დაუწერელი რიცხვი, ერთდროულად არსებობდა სამყაროს ყველა წერტილში და დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ჯონათანი დღითი დღე სულ უფრო თავგამეტებით ვარჯიშობდა. განთიადიდან შუაღამემდე ჰაერში იყო. ასეთი მონდომების მიუხედავად წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია.

- ამოიგდე რწმენა თავიდან! - უმეორებდა ჩიანგი. - ფრენის სასწავლად რწმენა არ დაგჭირვებია. ფრენის შეცნობა დაგჭირდა. ახლაც ზუსტად იგივეა საჭირო. მოდი, კიდევ სცადე... ერთხელ, როცა ჯონათანი თვალდახუჭული იჯდა ნაპირზე და გონება დაეძაბა, უეცრად იაზრა რას სთხოვდა ჩიანგი. "ჭეშმარიტად! მე სრულყოფილი თოლია ვარ, ჩემი შესალებლობები უსაზღვროა!" მან სიხარულის უზომო მოზღვავება იგრძნო.

- კარგია! - ჩიანგის ხმაში გამარჯვების ნოტები აჟღერდა.

ჯონათანმა თვალი გაახილა. უხუცესის გვერდით მარტოდმარტო იდგა სრულიად უცხო ნაპირზე, წყლის პირას ხეები ყვაოდა. ორი ტყუპისცალი მზე თავს დასდგომოდა.

- როგორც იქნა, მიხვდი, - უთხრა ჩიანგმა. - ოღონდ მართვაზე მოგიწევს ცოტა ვარჯიში...

- სადა ვართ? - ჯონათანი გონს ვერ მოსულიყო.

უცხო გარემოს უხუცესზე არ უმოქმედია. "როგორც ჩანს, რომელიღაც ისეთ პლანეტაზე ვართ, რომლის მწვანე ზეცაშიც ორი მზე მოძრაობს".

- გამოვიდა! - აღმოხდა ჯონათანს! აღტაცების შეძახილი, რაც დედამიწა დატოვა, ეს პირველად ამოიღო ხმა.

- რა თქმა უნდა, გამოვა, ჯონ, - უთხრა ჩიანგმა. - ყოველთვის გამოდის, როცა იცი რას აკეთებ. ახლა, რაც შეეხება მართვას...

ბინდდებოდა, როცა შინ დაბრუნდნენ. თოლიების ოქროსფერ თვალებში შიშს ჩაებუდა და ჯონათანს მისჩერებოდნენ: მათ აშკარად დაინახეს, როგორ გაქრა იმ ადგილიდან, მანამდე რომ გაუნძრევლად იჯდა. ჯონათანმა მილოცვას ყური არ ათხოვა. "მე აქ ახალბედა ვარ! მე მხოლოდ ვიწყებ. მე თქვენთან უნდა ვსწავლობდე!"

- რა საინტერესოა, ჯონ - ჩაულაპარაკა გვერდით მდგომმა სალივანმა. -ათი ათასი წლის მანძილზე ერთი თოლიაც არ შემხვედრია, შენსავით უშიშარი რომ იყოს სწავლაში.

გუნდი მიჩუმდა, ჯონათანი უხერხულად შეიშმუშნა.

- თუ გსურს, შეგიძლია დროზე დავიწყოთ ვარჯიში, - უთხრა ჩიანგმა. - მერე შეგეძლება მომავალსა და წარსულში იფრინო. მაშინ შენ უკვე ყველაზე რთული, ყველაზე სასიამოვნო გამოცდისთვის იქნები მზად. შენ აღმა ფრენას შეძლებ და გაიგებ, რა არის სიკეთე და სიყვარული. დაალოებით ერთმა თვემ განვლო. ჯონათანმა არნახულ წარმატებებს მიაღწია. იგი ჩვეულებრივი წვრთნის დროსაც ჩქარა მიიწევდა წინ, ეხლა კი, როცა თვით უხუცესის პირადი მოსწავლე გახდა, თითქოს გამომთვლელი მანქანა ყოფილიყო, ისე ითვისებდა სიახლეს. ბოლოს ჩიანგის წასვლის ფღეც დადგა. იგი ნაპირზე იდგა და მშვიდად ესაუბრებოდა თოლიებს, მოუწოდებდა არასოდეს შეეწყვიტათ წვრთნა და სწავლა, არასოდეს დაშრეტოდათ მისწრაფება სიცოცხლის სრუყოფილი საზრისის გამოსაცნობად. ლაპარაკისას მისი ბუმბული თანდათან ნათდებოდა და ბოლოს ისე გაბრწყინდა, რომ თვალი ვერავინ გაუსწორა.

- ჯონათან, ეცადე შეიცნო სიყვარული. - მოისმა უხუცესის უკანასკნელი სიტყვები.

როცა თოლიებს ხედვის უნარი დაუბრუნდათ, ჩიანგი აღარ იყო. დღეები ერთმანეთს მისდევდა, ჯონათანმა შეამნია, რომ სულ უფრო ხშირად ფიქრობდა დედამიწაზე, სულ უფრო ხშირად ახსენდებოდა მშობლიური მხარე, ოდესღაც რომ დატოვა. იმის მეათედი რომ სცოდნოდა მაშინ, რაც ახლა იცოდა, რამდენად საინტერესო იქნებოდა მისი ცხოვრება. იჯდა ქვიშაზე და ფიქრობდა: "იქნებ დედამიწაზე არის თოლია, რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას, ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა, რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად. იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა და გააძევეს გუნდიდან". რაც მეტს ფიქრობდა სიკეთეზე, რაც მეტს ცდილობდა ჩასწვდომოდა სიყვარულის არსს, მით უფრო ეძალებოდა სურვილი დედამიწაზე დაბრუნებისა. მიუხედავად მარტოობაში განვლილი ცხოვრებისა, როგორც ჩანს, იგი მასწავლებლად იყო დაბადებული და მისი სიყვარულის გამჟღავნებაც ის იქნებოდა, რომ რაც ჭეშმარიტების გზაზე შეუმეცნებია, იმისთვისაც გაენდო, ვინც იმავე გზით სიარულს მოისურვებდა. სალივანმა იმ დროისათვის სრულად აითვისა ფიქრის სიჩქარით ფრენა და სხვა თოლიებს ავარჯიშებდა. იგი ჯონათანს არ ეთანხმებოდა.

- ჯონ, შენ ერთ დროს იქიდან გაგაძევეს. რატომ გგონია, რომ იგივე თოლიები ახლა მოინდომებენ შენს მოსმენას? ხომ იცი ანდაზა: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს. ის თოლიები, შენ რომ გაგიმეტეს, მიწას ვერ ასცილებიან, ერთთავად ჩხავიან და კინკლაობენ. ისინი აქედან ათასი მილის დაშორებით ცხოვრობენ, შენ კი გინდა მიწიდან ზეცა დაანახო. ჯონ, ისინი საკუთარი ფრთების ბოლოებსაც კი ვერ ხედავენ! ნუ წახვალ. დარჩი, დაეხმარე იმ თოლიებს, რომლებიც ისეთ სიმაღლეზე ამოსულან, რომ შენი ნათქვამი გაიგონ. - სალივანი ცოტა ხანს დადუმდა, მერე დაუმატა: - რა იქნებოდა, ჩიანგი რომ თავის გუნდს დაბრუნებოდა? შენ თავად სად იქნებოდი დღეს? უკანასკნელი მოსაზღება სხვაზე დამაჯერებელი გამოდგა. რა თქმა უნდა, სალივანი მართალია: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს. ჯონათანი დარჩა და ახლადმოფრენილ თოლიებს ამეცადინებდა. ისინი ძალიან ნიჭიერები იყვნენ და ვარჯიშებს ადვილად ითვისებდნენ. ადრინდელმა განცდებმა მაინც არ მოასვენა, იგი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ფიქრს, რომ იქ, დედამიწაზე, ალბათ დაფრინავდა ერთი-ორი თოლია, რომელთაც სწავლა სწყუროდათ. თავად მას რამდენად მეტი ეცოდინებოდა დღეს, ჩიანგი რომ მაშინ გამოჩენილიყო, როცა გაძევებული განმარტოებით ცხოვრობდა.

- სალი, - უკან უნდა დავბრუნდე, - თქვა ბოლოს ჯონათანმა. – შენ შესანიშნავი მოსწავლეები გყავს, ახალბედების გაწვრთნაში ისინი დაგეხამრებიან.

სალივანმა ამოიოხრა, მაგრამ აღარ შედავებია: "უშენოდ მომწყინდება, ჯონ," უთხრა მხოლოდ.

– რას ამბობ, სალი, არა გრცხვენია! – უსაყვედურა ჯონათანმა. – ნუ სულელობ! რისთვის ვვარჯიშობდით ამდენს ყოველდღე? თუ ჩვენი მეგობრობა ისეთ პირობით ცნებებზეა დამყარებული, როგორც სივრცე და დროა, მაშინ გამოდის, ჩვენვე დავარღვევთ მას, როცა სივრცესა და დროს საბოლოოდ გადავლახავთ. როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – "აქ". როდესაც დროს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის - "ახლა". როგორ ფიქრობ, განა არ შეგვეძლება ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც "აქ" და "ახლა" ჰქვია?სალივანს უნებურად გაეცინა. "შენ სულ გადაირიე, - უთხრა მან. თუკი ვინმეს ძალუძს სულიერისთვის მიწიდან ზეცის დანახვება, ეს უეჭველად ჯონათან ლივინგსტონია". - სალივანმა თვალები დახარა, - ნახვამდის, ჩემო მეგობარო".

- ნახვამდის, სალი. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ეს რომ თქვა, ჯონათანმა თოლიების უზარმაზარი გუნდები წარმოიდგინა ნაპირზე და ჩვეული სილაღით იგრძნო, რომ იგი ძვალი და ბუმბული კი არა, თავისუფლებისა და ფრენის სრულყიფილი საზრისის განსახიერება იყო, მის შესაძლებლობებს ზღვარი არ ედო. ფლეტჩერ ლინდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა თოლია იყო. მისი აზრით გუნდი ასე სასტიკად და უსამართლოდ არც ერთ სხვა ფრინველს არ მოპყრობია.

"რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩემთვის სულ ერთია, - ფიქრობდა იგი, ბრაზი ახრჩობდა და მზერაგაყინული შორეული კლდეებისკენ მიფრინავდა. - ფრენა სულაც არ ნიშნავს ფრთების ქნევას ადგილის მოსანაცვლებლად. ეგ იმას... კოღოსაც შეუძლია! რაღაც ერთი უბრალო კასრი უხუცესის გარშემო, ისე, ხუმრობით, და აი, შედეგიც - გამაძევეს გუნდიდან. რამ დააბრმავათ! ნუთუ ვერაფერს ხედავენ? ნუთუ ვერ ხვდებიან, რა ტრიუმფს მოვახდენთ, ნამდვილი ფრენა რომ ვისწავლოთ? რაც უნდათ, ის იფიქრონ. მე მაგათ ვაჩვენებ, რას ნიშნავს ფრენა! რადგან ასე უნდათ, გავშორდები, მაგრამ ბოლოს ვინ ინანებს, იმასაც ვნახავთ... "ხმამ მის გონებაში შეაღწია. მართალია, ეს ხმა ძალიან სუსტი იყო, მაგრამ თოლია ისე შეშინდა, რომ შეშინდა და ჰაერში შეფართხალდა.

"ნუ უბრაზდები მაგათ ფლეტჩერ! შენ რომ გაგაძევეს, საკუთარ თავს ავნეს მხოლოდ, როდისმე მიხვდებიან ეგენიც, როდისმე დაინახავენ იმას, რასაც შენ ხედავ. აპატიე და დაეხმარე გაიგონ". მას მარჯვენა ფრთის ბოლოდან ერთი დუიმის დაშრებით თოვლივით თეთრი თოლია მიჰყვებოდა, ალბათ ყველაზე თეთრი ამქვეყნად. ბუმბულს არც კი არხევდა, ისე ძალდაუტანებლად მისრიალებდა ჰაერში, და ეს მაშინ, როცა ფლეტჩერი თითქმის ზღვრული სიჩქარით მიფრინავდა. წამით ახალგაზრდა თოლიის თავში ყვალაფერი აირ-დაირია.

"რა მომდის? ჭკუიდან ხომ არ შევიშალე? ხომ არ მოვკვდი? რა ხდება?"

ჩუმი წყნარი ხმა კვლავ ჩასწვდა მის ფიქრებს და პასუხს მოითხოვდა.

- თოლია ფლეტჩერ ლინდ, გინდა იფრინო?"

– დიახ, მე მინდა ფრენა!

– თოლია ფლეტჩერ ლინდ, არის შენის სურვილი იმდენად დიდი, რომ მზად ხარ დაივიწყო წყენა, ისწავლო და გუნდს უკან დაუბრუნდე, რათა სხვებსაც დაეხმარო სწავლაში?

რაც უნდა ნაწყენი ან ამაყი ყოფილიყო ფლეტჩერი, ასეთი მიმზიდველი და სრულყოფილი არსების წინაშე მაინც ვერ იცრუებდა.

– დიახ, ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

– მაშინ ფლეტჩ, – უთხრა მოელვარე თოლიამ ალერსიანი ხმით, – მოდი, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ...

მესამე ნაწილი

ჯონათანი შორეულ კლდეებს აუჩქარებლად დასტრილებდა თავს და ფლეტჩერის ვარჯიშს თვალს ადევნებდა. ეს ახალბედა ყმაწვილი თითქმის იდეალური მოსწავლე გამოდგა. ჰაერში ძლიერი, ყოჩაღი და მარდი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, სწავლის სურვილით იწვოდა. აგერ, ეს წამია, სადღაც ახლოს გაიელვა ნაცრისფერმა აბურძგნილმა გუნდმა, ყურთწამღები ხმაურით პიკედან გამოვიდა და საათში ორმოცდაათი მილის სიჩქარით მასწავლებელს ჩაუქროლა. მერე მოულოდნელად დაამუხრუჭა და თექვსმეტბრუნიან შენელებულ კასრზე გადავიდა, თან ყოველ ბრუნს ხმამაღლა ითლიდა:

-... რვა, ხცრა... ათი... ვაიმე, ჯონათან, მგონი სიჩქარის ზღვარს გავცდი... თერთმეტი... შენსავით ზუსტად მინდა გავჩერდე... თორმეტი... ეშმაკმა დალახვროს, არ გამომდის... ცამეტი... სამიღა დამრჩა... არა და... თოთ... ააა!ამ მარცხმა ფლეტჩერი განსაკუთრებით გააშმაგა და მწყობრიდან გამოიყვანა. ამოყირავდა და უკუ შტოპორში დაბზრიალდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ქოშინით გაიმართა, აღმოჩნდა, რომ მასწავლებელზე ასი ფუტით დაბლა მიფრინავდა. ჯონათან! სულ ტყუილად კარგავ დროს. სრული ყეყეჩი ვარ, უტვინო ვარ! ნეტა რას ვჯახირობ, მაინც არაფერი გამოვა!

- რა თქმა უნდა, არ გამოვა, სანამ ასე მკვეთრ გაჩერებას არ მოიშლი. შენ ხომ დასაწყისშივე დაკარგე ორმოცი მილი საათში! დინჯად უნდა იმოძრაო! გაბედულად, მაგრამ დინჯად, გაიგე ფლეტჩერ?ჯონათანი დაეშვა და ახალგაზრდა თოლიასთან მიფრინდა.

– მოდი, ახლა ერთად ვცადოთ, გვერდი-გვერდ. გაჩერებას მიაქციე ყურადღება, დაწყება დუნე, წყნარი უნდა იყოს. სამი თვეც არ გასულა, ჯონათანს ექვსი ახალი მოსწავლე შეემატა. "ფრენა სიხარულის მომნიჭებელია!" – ამ უცხო აზრს გაეტაცა ყველა და გაეძევებინათ კიდეც გუნდიდან. მაგრამ მათთვის რთული ფიგურების შესრულება ჯერჯერობით უფრო ადვილი იყო, ვიდრე ფრენის არსში ჩაწვდომა. სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს. – უხსნიდა ჯონათანი შეღამებისას, როცა ნაპირზე დასხდებოდნენ. - ხოლო გამართული ფრენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ჭეშმარიტი "მე"-ს შეცნობისაკენ. ყველა დაბრკოლება, რაც კი ამ გზაზე გვხვდება, აუცილებლად უნდა გადავლახოთ. სწორედ ამისთის გვჭირდება დიდი და მცირე სიჩქარეები უმაღლესი პილოტაჟის ფიგურები...

... მთელი დღის ვარჯიშით დაქანცულ მოსწავლეებს ნელ-ნელა ეყვინთებოდათ. მათ პრაქტიკული მეცადინეობა ერჩივნათ, რადგან იქ იყო სისწრაფე და აღტაცება, რადგან წვრთნის საშუალებით ისინი სწავლის წყურვილს იოკებდნენ, ყოველი ახალი გაკვეთილის შემდეგ რომ უძლიერდებოდათ. მაგრამ ვერც ერთ მათგანს, თვით ფლეტჩერ ლინდსაც, ვერ წარმოედგინა, რომ აზრთა ფრენა ისევე რეალური და შესაძლებელი იყო, როგორც ქარის ქროლვა თუ ჩიტის ნავარდი.

– მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყოს მისაწვდომი. – ეუბნებოდა ჯონათანი დროდადრო. –დაამსახვრიეთ ეგ ბორკილები, თქვენს აზრს რომ ბოჭავს და ამით თქვენ დაამსხვრევთ სხეულის ბორკილებს... ტყუილად ირჯებოდა, თოლიები მის ნათქვამს მაინც გასართობ ფანტაზიად აღიქვამდნენ და თვალს რული ეკიდებოდათ. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და ჯონათანმა განაცხადა, გუნდში დაბრუნების დრო მოვიდაო.

– ჯერ არა ვართ მზად! – წამოიძახა ჰენრი კელვინმა. – მაგათ ჩვენი დანახვა არ სურთ. ჩვენ გაგვაძევეს! რატომ წავიდეთ იქ, სადაც არასასურველი სტუმრები ვიქნებით?

– ჩვენ სრული უფლება გვაქვს გავფრინდეთ, სადაც გვინდა და ვიყოთ ისეთები, როგორიცა ვართ. - უპასუხა ჯონათანმა, აფრინდა და აღმოსავლეთით, მშობლიური ნაპირისკენ გასწია. თოლიები ერთხანს რეტდასხმულები იდგნენ: გუნდის კანონი გაძევებულის უკან დაბრუნებას კრძალავდა და ათი ათასი წლის განმავლობაში ის ერთხელაც არავის დაურღვევია. კანონი ერთს მოითხოვდა, ჯონათანი -მეორეს. იგი უკვე ერთი მილის დაშორებით მიფრინავდა ნაპირის გასწვრივ. დიდხანს რომ დაეცადათ, გადამტერებულ გუნდთან მარტოდმარტოს მოუწევდა შეხვედრა.

– რატომ უნდა დავემორჩილოთ გუნდის კანონებს, თუ ჩვენ მისი წევრები აღარ ვართ? – იკითხა გონებააბნეულმა ფლეტჩერმა. – ხოლო ბრძოლა თუ გაჩაღდა, იქ მეტ სარგებლობას მოვიტანთ, ვიდრე აქ. ამგვარად, ისინი იმ დილით დასავლეთიდან მოფრინდნენ. რვა თოლია ორმაგი რომბის მწყობრში ისე განლაგებულიყო, თითქოს ფრთის ბოლოებით გადაბმოდნენ ერთმანეთს. მათ სააათში ას ორმოცდათხუთმეტი მილის სიჩქარით გადაკვეთეს გუნდის სათათბიროს ნაპირი - ჯონათანი თავში ჩამდგარიყო, მის მარჯვნივ ფლეტჩერი მისრიალებდა ლაღად, მარცხენა ფრთაზე ჰენრი კელვინი მიიწევდა მედგრად. შემდეგ, წყობის დაურღვევლად, მარჯვნივ გადაიხარნენ... გასწორდნენ... ამოტრიალდნენ... გასწორდნენ, მოზუზუნე ქარი არც ერთს არ ინდობდა. გუნდის წევრები ჩვეულ ჭინჭყლობასა და ძიძგილაობაში იყვნენ, როცა ჯონათანის რაზმმა ვეებერთელა დანასავით ჩაიქროლა. თოლიები ერთბაშად მიჩუმდნენ, რვა ათასი თვალი გაოგნებული იცქირებოდა. რვა თოლია ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა; ჯერ მკვდარი მარყუჟი შეასრულა, მერე სიჩქარე ნულამდე დააგდეს და ისე დაეშვნენ ქვიშაზე, არც შერხეულან. თითქოს არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარაო, ჯონათანი შეცდომების განხილვას შეუდგა.

- დავიწყოთ იმით, რომ მწყობრში ჩადგომა ყველამ ცოტათი დააგვიანა.... - თქვა მან ოდნავ შესამჩნევი ღიმილით. ერთი და იგივე აზრმა გუნდში მეყსეულად გაიელვა. ესენი გაძევებული თოლიები არიან! უკან დაბრუნდნენ! მაგრამ ეს... ეს ხომ შეუძლებელია! ფლეტჩერი ამაოდ ემზადებოდა ბრძოლისთვის. გუნდი გახევებული იდგა.

– მერე რა, რომ გაძევებული არიან. – ჩაილაპარაკა ერთმა ახალგაზრდა თოლიამ, – საინტერესოა, სად ისწავლეს ასე ფრენა?ერთ საათში უხუცესის ბრძანებამ ყურამდე მიაღწია: მოსულებისთვის არავის მიექცია ყურადღება. ის, ვინც მათთან დალაპარაკებას გაბედავდა, თვითონ იქნებოდა გაძევებული. თოლია, რომელიც გაძევებულს შეხედავდა, გუნდის კანონს დაარღვევდა. ამ წუთიდან მოყოებული ჯონათანი თოლიების ნაცრისფერ ზურგებს ხედავდა მხოლოდ, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. იგი მეცადინეობას ზედ სათათბიროს ნაპირის თავზე განაგრძობდა და პირველად აიძულებდა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ემოქმედათ. მარტინ! – მოისმა ციდან მისი ხმა. – შენ ამბობ, ნელა ფრენა შემიძლიაო. თუ არ დაამტკიცე, შენს ლაპარაკს ფასი არა აქვს! იფრინე!პატარა მარტინ უილიამსს ისე შეეშინდა, მასწავლებლის წყრომა არ გამოეწვია, რომ თავისდა გასაოცრად მცირე სიჩქარეებზე სასწაულების მოხდენა დაიწყო. უმნიშვნელო ნიავიც ჰყოფნიდა, რათა ფრთების დაუქნევლად, მხოლოდ ბუმბულის მცირედი მოძრაობით ღრუბლებამდე აეწია და მერე მიწაზე დაშვებულიყო. თოლია ჩარზ-როლანდი კი ქა დიადი მთის წვერამდე - ოცდაოთხი ათასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა და უკან ცივი, გაიშვიათებული ჰაერისგან სრულიად გალურჯებული,მაგრამ, ამავე დროს, განცვიფრებული და აღტაცებული დაბრუნდა. გადაწყვიტა, მეორე დღეს უფრო მაღლა ასულიყო. ფლეტჩერმა, რომელიც სხვებზე მეტად იყო გატაცებული უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებით, ჯერ თექვსმეტბრუნიანი შვეული შენელებული კასრი დასძლია, ხოლო შემდეგ ამასაც გადაჭარბა და ზედიზედ სამჯერ გადავიდა ყირაზე: მისი ბუმბული მზის სხივებს თვალისმომჭრელად აბნევდა ნაპირზე, საიდანაც მას არა ერთი და ორი წყვილი თვალი მალულად უმზერდა. ჯონათანი მოსწავლეებს გამუდმებით გვერდში ედგა - ხან რაღაცას აჩვენებდა, ხან არიგებდა, ხან აძალებდა ან უთითებდა. არც სიბნელეს ერიდებოდნენ, არც ნისლსა და ავდარს - მათ ფრენის სიყვარული ამოძრავებდა. გუნდის თოლიები ამ დროს მიწაზე ისხდნენ და საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს. ვარჯიშის შემდეგ მოსწავლეები ქვიშაზე ისვენებდნენ, დროა განმავლობაში ისინი სულ უფრო მეტი ყურადღებით უსმენდნენ ჯონათანს. მართალია, ბევრი მისი მოსაზრება დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ზოგი რამ უკვე გასაგები ხდებოდა. ღამღამობით მაგათ გარშემო კიდევ ერთი წრე იკვრებოდა - ცნობიმოყვარე თოლიები საათობით იდგნენ სიბნელეში და ყურს უგდებდნენ ჯონათანის ლაპარაკს. რადგან არავის სურდა მეზობელი შეეცნო ან თვითონ ყოფილიყო ამოცნობილი, განთიადისას შეუმჩნევლად იპარებოდნენ. ჯონათანის დაბრუნებიდან ერთი თვეა გავიდა, როცა გუნდის ერთერთმა თოლიამ პირველმა გადაკვეთა საზღვრის ხაზი და სწავლის სურვილი გამოთქვა. ეს გახლდათ ტერენს ლოუელი, იგი მაშინვე იქნა დაწყევლილი, გაძევებული და... ჯონათანის გუნდში მერვე წევრად მიღებული. მეორე საღამოს გუნდს თოლია კერკ მეინარდი გამოეყო. იგი მარცხენა ფრთას ქვიშაზე მიათრევდა, ჯონათანთან ძლივს მილასლასებდა და ჩაიკეცა.

– მიშველეთ რამე, - ჩაილაპარაკა მან მიბნედილი ხმით. - ნეტავი ფრენა შემაძლებინა, სხვა არაფერი მინდა...

– აბა მომიყევი, – უთხრა ჯონათანმა. – ავიდეთ ჰაერში და დავიწყოთ.

– თქვენ ვერ გამიგეთ. ჩემი ფრთა... მე მას ვერ ვამოძრავებ.

– მეონერდ, შენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვს, შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი "მე", იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია.

– თქვენ ამბობთ, რომ ფრენას შევძლებ?

– მე გეუბნები, რომ თავისუფალი ხარ.

უეცრად კერკ მეინარდმა ფრთები მსუბუქად გაშალა და ძალდაუტანებლად აფრინდა ღამის ბნელ ცაში. ხუთასი ფუტის სიმაღლიდან წამოსულმა მისმა გამარჯვების კიჟინამ გუნდს ძილი დაუფრთხო.

"ფრენა შემიძლია! გაიგონეთ! ფრენა შემიძლია!"გათენებისას მოსწავლეებს ათასამდე თოლია შემოხვეოდა და გაკვირვებული ათვალიერებდა მეინარდს. მათთვის სულ ერთი იყო, ხედავდა ვინმე თუ არა, სმენად ქცეულიყვნენ და ცდილობდნენ ჯონათანის ნათქვამს ჩასწვდომოდნენ. იგი უჩვეულოს თითქოს არაფერს ამბობდა: თოლიაы აქვს ფრენის უფლება, იგი თავისი არსებით თავისუფლებისთვისაა მოწოდებული და თუკი რამე უშლის ხელს, აუცილებლად უნდა მოიშოროს თავიდან - იქნება ეს ადათი, ცრურწმენა თუ სხვა დაბრკოლება.

– იმ შემთხვევაშიც, როცა ამას გუნდის კანონი კრძალავს? –იკითხა ვიღაცამ შეკრებილთაგან.

– ერთდაერთ ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ, – უპასუხა ჯონათანმა, – სხვა არ არსებობს.

– როგორ გინდა შენებურად ფრენა გვასწავლო? – ახლა სხვამ დაიძახა. – შენ ხომ განსაკუთრებული ხარ, ნიჭით დაჯილდოებული და ჩვენგან განსხვავებული.

– შეხედეთ ფლეტჩერს! ლოულს! ჩარლზ–როლანდს! ისინიც ისევე განსაკუთრებულნი, ნიჭიერნი და არაჩვეულებრივნი არიან? არა, თქვენგან და ჩემგან არაფრით განსხვავდებიან. ერთადერთი განსხვავება, ვიმეორებ - ერთადერთი, ის არის, რომ მათ თავიანთი ჭეშმარიტი არსების შეცნობა დაიწყეს და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც. მოსწავლეები, ფლეტჩერის გამოკლებით, უხერხულად შეიშმუშნენ; არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ქცევის მიზეზი სწორედ ეს იყო. შეკრებილთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა - ზოგი ეკითხებოდა, ზოგიც ცინიკურად ხითხითებდა. ერთ დილას, დიდ სიჩქარეებზე ვარჯიშის შემდეგ, ფლეტჩერმა უთხრა ჯონათანს: "გუნდში ლაპარაკობენ, რომ თქვენ ან თვითონ ხართ დიადი თოლია შვილი ანდა ათასი წლით გაუსწარით თქვენს დროს". ჯონათანმა ამოიოხრა. "აი, ასეც გაუგებრობის შედეგი, – გაიფიქრა მან. –ეშმაკად მიგიჩნევენ, ან ღმერთად".

– როგორ ფიქრობ ფლეტჩ? მართლა გავუსწარით დროს?

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.

– ჩემი აზრით, ასე ფრენა ყოველთვის იყო შესაძლებელი, ოღონდ ვინმეს უნდა მოენდომებინა და აღმოეჩინა; დრო არაფერ შუაშია. ჩვენ, შესაძლოა, მოდას, თოლიების ფრენის ჩვეულებას გავუსწარით.

- ეგ კარგი აზრია, - თქვა ჯონათანმა და ცოტა ხანს გადაბრუნებული მიფირნავდა, – ეს უმჯობესია, ვიდრე დროის გასწრება. ეს ამბავი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ფლეტჩერ ლინდი ჩქაროსნული ფრენის ილეთებს უჩვენებდა ახალბედებს. ის–ის იყო, შვიდი ათასი ფუტის სიმაღლის პიკედან გამოვიდა და ნაპირის თავზე რუხ ზოლად გაიელვა, როცა ერთ–ერთი ბარტყი "დედა-ს" ძახილით პირველად აფრინდა ჰაერში და გზა გადაუღობა. დაჯახება გარდუვალი ჩანდა, ფლეტჩერმა მაინც მოასწრო. წამის მეათედში მკვეთრად გაეხვია მარცხნივ და საათში ორასი მილის სიჩქარით გრანიტის კლდეს შეასკდა. ეჩვენა, თითქოს, კლდე სხვა სამყაროში შემავალი უზარმაზარი ქვის კარები იყო. შიში, დაჯახება, წყვდიადი - წამიერად შეენაცვლა ერთმანეთს, შემდეგ იგი რაღაც საოცარ, არნახულ ცაში აღმოჩნდა; ყველაფერი ერთდროულად ავიწყდებოდა, ახსენდებოდა და კვლავ ავიწყდებოდა, იყო შიში, სევდა და მწუხარება, უზომო მწუხარება. იდუმალი ხმა ისევე ჩაესმა, როგორც მაშინ, ჯონათანს პირველად რომ შეხვდა

– ფლეტჩერ, საქმე ისაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადაწევას ჩვენ თანდათანობით, აუჩქარებლად ვაწარმოებთ, კლდის შიგნით ფრენა პროგრამის მიხედვით ცოტა მოგვიანებით უნდა დაგვეწყო.

– ჯონათან!

– რომელიც აგრეთვე დიადი თოლიას შვილად იწოდება. – მშრალი კილოთი მიუგო აღმზრდელმა.

– აქ რას აკეთებ? კლდე? კი მაგრამ... მე განა... არ მოვკვდი?

– კარგი, ფლეტჩ. დაფიქრდი. რადგან მელაპარაკები, აშკარაა, არ მომკვდარხარ, ასე არ არის? უბრალოდ შენი შეგნების დონე მკეთრად შეიცვალა, ეგ არის და ეგ. ახლა არჩევანი უნდა გააკეთო. შეგიძლია აქ დარჩე და ამ დონეზე გააგრძელო წვრთნა, სხვათა შორის ეს წინანდელზე მაღალი საფეხურია, ანდა შეგიძლია უკან დაბრუნდე და გუნდთან განაგრძო ვარჯიში. უხუცესები იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან რამე კატასტროფა მოხდებოდა, ისინი ახლა შენი ფრიად მადლიერი არიან.

– რა თქმა უნდა, დაბრუნება მირჩევნია, ჯონ. მე ხომ სულ ახლახან შევუდექი ახალ ჯგუფთან ვარჯიშს.

– მაშ კარგი, ფლეტჩერ. გაუხსენე, რას ვამბობდით, სხეული სხვა არაფერია, თუ არა თვით ჩვენი აზრი... ფლეტჩერმა თავი შეარხია, ფრთები გაისწორა და თვალი გაახილა: იგი კლდის ძირას იწვა, ირგვლივ თოლიების მთელი გუნდი შემოხვეოდა. გაინძრა თუ არა, ბრბოში ერთი აყალმაყალი ატყდა, აქეთ-იქიდან განმგმირავი ყვირილი გაისმოდა.

– ცოცხალია! მკვდარი გაცოცხლდა!

– ფრთის წვერით შეეხო! გააცოცხლა! დიადი თოლიას შვილია!

– არა! არ ვარო, იძახის! ალბათ ეშმაკია! ეშმაკი! გუნდის დასარბევად მოსული!

ამ ამბით თავზარდაცემული ოთხი ათასი თოლია ერთხმად გაჰკიოდა: ეშმაკი! ერთმა სიტყვამ დაიმონა მთელი ბრბო. ჩასისხლიანებული თვალებითა და წაწვეტილი ნისკარტებით ისინი მსხვერპლისკენ მიიწევდნენ.

– რას იტყვი, ფლეტჩერ, ხომ არ გავცლოდით? – ჰკითხა ჯონათანმა.

– თუკი მოვახერხებთ კარგი იქნებოდა...

თვალის დახამხამებაში ისინი კლდიდან ნახევარი მილის დაშორებით აღმოჩნდნენ, გონებადაბინდული თოლიების ნისკარტებმა ცარიელი ჰაერი გაკვეთა.

– რა უცნაურია, – უკვირდა ჯონათანს, – თოლიასათვის ყველაზე რთული ამქვეყნად იმის დაჯერებაა, რომ იგი თავისუფალია. არადა ამაში დარწმუნება ხომ ყველას შეუძლია, თუკი ცოტას გაივარჯიშებს?

რატომ უჭირთ ასე ძალიან?

სახტად დარჩენილი ფლეტჩერი თვალებს აფახულებდა.

– ეს რა გააკეთე? აქ როგორ გავჩნდით?

– ხომ თქვი, რომ მათგან თავის დაღწევა გინდოდა, ასე არ იყო?

– კი, მაგრამ შენ რანაირად...

– ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, ფლეტჩერ, ვარჯიში.

დილით გუნდი ცოტათი გონს მოეგო, ფლეტჩერი კი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო.

– გახსოვს, ჯონათან, რას ამბობდი დიდი ხნის წინათ - გუნდი ისე უნდა გიყვარდეს, რომ უკან დაბრუნდე და სწავლაში დაეხმაროო.

– მართალია, ვამბობდი.

– ვერ გამიგია, როგორ უნდა გიყვარდეს ფრინველთა გროვა, რომელიც ეს–ესაა შენას გათელვას ცდილობდა.

– ეჰ, ფლეტჩ, მაგათ სიყვარულს არავინ გავალებს. რასაკვირველია, სიძულვილა, სიძულვილი და ბოროტება სულაც არ უნდა გიყვარდეს. მთავარია შენ თვითონ გამოიწრთო და თითოეულ მათგანში ჭეშმმარიტი, კეთილი თოლია დაინახო, უნდა ეცადო, რომ მათაც იგივე აღმოაჩინონ საკუთარ თავში. ასე მესმის სიყვარული, საინტერესოა, შენ როდის მიხვდები ამას. მართლა, ერთი გაცხარებული ჭაბუკი თოლია მახსენდება, ფლეტჩერ ლინდი ერქვა. მშობლიური ნაპირიდან ახლად გაძევებული მზად იყო მთელ გუნდს სასიკვდილოდ შებმოდა. მაშინ იგი შორეულ კლდეებზე საკუთარი ჯოჯოხეთის აგებას იწყებდა. დღეს ის აქ საკუთარ ზეცას იშენებს და სხვებსაც მიუძღვება იქითკენ. ფლეტჩერმა თავის მოძღვარს შეხედა, თვალებში შიშმა გაუელვა.

– მე მივუძღვები? რას გულისხმობ ამაში? ჩვენი წინამძღოლი აქ შენა ხარ. მიტოვება არ შეგიძლია.

– არ შემიძლია? თუ გიფიქრია, რომ არსებობენ სხვა გუნდები და სხვა ფლეტჩერები, ვისაც ამჟამად მეტად სჭირდებათ დამრიგებელი, ვიდრე შენ, რომელიც უკვე თავად იკაფავ გზას სინათლისკენ?

– მე? ჯონ, მე ხომ უბრალო თოლია ვარ, შენ კი...

-... დიადი თოლიას მხოლოდშობილი ძე, არა? - ჯონათანმა ამოიოხრა და ზღვას გახედა, – მე შენ აღარ გჭირდები. შენი ამოცანაა არ გაჩერდე, გააგრძელო საკუთარი თავის შეცნობა; ყოველდღე რაღაც მოიმატე, ეძებე, სანამ ჭეშმარიტ, ყოვლისშემძლე თოლია ფლეტჩერს არ იპოვი. ის იქნება შენი მოძღვარი. იმას უნდა გაუგო და დაუჯერო.

წუთის შემდეგ ჯონათანის სხეული ჰაერში ათამაშდა, გასიკროვნდა და გაქრობა დაიწყო.

– ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ, კარგი, ფლეტჩ? მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს, შესაძლოა...

- ჯონათან!

– საბრალო ფლეტჩ, ნუ უჯერებ შენს თვალებს. ისინი მხოლოდ საზღვრებს ხედავენ. შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო.

ციალი შეწყდა. ჯონათანი ჰაერში გაიფანტა.

კარგა ხნის შემდეგ ფლეტჩერმა თავს ძალა დაატანა და ცაში აფრინდა, ახალმოსულ მოსწავლეებს მოჰკრა თვალი, ეტყობოდათ, პირველ გაკვეთილს მოუთმენლად ელოდნენ.

– თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ თოლია თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის მატარებელია, დიადი თოლიას განსახიერებაა, - დაიწყო ფლეტჩერმა აუღელვებლად, - და მთელი თქვნი სხეული ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თვით თქვენი აზრი. ახალგაზრდა თოლიებმა მასწავლებელს ეჭვის თვალით ახედეს. "რაებს როშავს, – ფიქრობდნენ ისინი, – მკვდარი მარყუჟის გაკეთებას ასე ვერ ვისწავლით".

ფლეტჩერმა ამოიოხრა.

ა, ჰო, მაშ ასე, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ. – თქვა მან და ახალბედები გამომცდელად შეათვალიერა. ახლა კი მიხვდა, რომ მის მეგობარში ღვთაებრივი ისევე არაფერი იყო, როგორც თვით მასში.

"ზღვარი არ არსებობს, არა, ჯონათან? - ფიქრობდა იგი. – ძალიან კარგი, ის დროც მოვა, შენს ნაპირზე გამჭვირვალე ჰაერიდან რომ გამოგეცხადები და ერთ-ორ ახალ რაღაცას გაჩვენებ!"ფლეტჩერი შეეცადა მოსწავლეების წინაშე მკაცრი გამომეტყველება მიეღო, მაგრამ უცაბედად ისინი სხვანაირად დაინახა, ყოველი მათგანის ჭეშმარიტი რაობა აღიქვა და, მართალია, ეს მხოლოდ ერთ წამში მოხდა, არა თუ მოეწონა, მთელი გულით შეუყვარდა ის, რაც იხილა. "ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან?" - გაეღიმა თოლიას

რიჩარდ ბახი
1970

სავედრებელიtag:www.qwelly.com,2012-09-21:6506411:BlogPost:538682012-09-21T15:30:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

ღვთისმშობელო მუხმოყრილი გევედრები:

გამინათე ამ ბნელ გზებზე კელაპტრები,

გევედრები ნუ დამტოვებ ავტირდები

პატარა ვარ და მასწავლე სწორი სვლები...

ცოდვილი ვარ... ზოგჯერ ვცდები გეთანხმები...

მომიტევე და შემინდე შეცდომები,

ღვთისმშობელო დამილოცე…

ღვთისმშობელო მუხმოყრილი გევედრები:
გამინათე ამ ბნელ გზებზე კელაპტრები,
გევედრები ნუ დამტოვებ ავტირდები
პატარა ვარ და მასწავლე სწორი სვლები...
ცოდვილი ვარ... ზოგჯერ ვცდები გეთანხმები...
მომიტევე და შემინდე შეცდომები,
ღვთისმშობელო დამილოცე ახლობლები
მე კი მსხვერპლად შემიწირე გევედრები...
მათ მიეცი ჯამთელობა - სიცოცხლისთვის
მიეც რწმენა და იმედი არსებობის,
სიყვარული არ მოაკლო სიკეთისთვის
შენი კალთა დააფარე მშვიდობისთვის
საქართველოვ! საქართველოვ!tag:www.qwelly.com,2012-08-31:6506411:BlogPost:470062012-08-31T17:42:05.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

საქართველოვ, ქართველთ გმირთა სისხლით ნაბანო,

მინდა, რომ ცრემლის წვიმით მიწა დავნამო,

საქართველოვ, დედასავით ტკბილო,ლამაზო

მინდა, რომ გულში ჩაგიკრა და დიდად გაამო.

მამულო ჩემო ქართველთ გვაქვს გულში ვარამი,

ქარს გავატანეთ წარსულის დიდება და დიდი ამაგი,…

საქართველოვ, ქართველთ გმირთა სისხლით ნაბანო,
მინდა, რომ ცრემლის წვიმით მიწა დავნამო,
საქართველოვ, დედასავით ტკბილო,ლამაზო
მინდა, რომ გულში ჩაგიკრა და დიდად გაამო.

მამულო ჩემო ქართველთ გვაქვს გულში ვარამი,
ქარს გავატანეთ წარსულის დიდება და დიდი ამაგი,
მაგრამ არ შევრდკით, ბოლომდე ვიბრძოლეთ
არ შევარცხვინეთ ჩვენი ალამი.

ჩვენ გვახსოვს ჭირიც, ლხინიც და ღალატიც
რომელიც თან დაგვსდევს მთელი ცხოვრება,
ზოგი გულს გვიტეხს, ზოგიც გვახარებს,
ზოგიც საერთოდ არ გვავიწყდება

შენ ხარ მრავალგზით ტანჯული სული
ვით ქეთევანი და შუშანიკი,
ანგელოზი ხარ ციდან მოსული
და სატანებთან მუდამ მებრძოლი.

კვლავ დაბრუნდება შენი დიდება,
გამთლიანდები და გაიშლები,
მე მაქვს იმედი ჩემო სამშობლოვ,
რომ არასოდეს არ დაიშლები!!!!!
* * *tag:www.qwelly.com,2012-08-30:6506411:BlogPost:463512012-08-30T13:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს,

სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია.

და სიბოროტე არსად არა სჩანს

ირგვლივ სიკეთე მოფენილია.

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს

სიყვარულზე რომ გულით მღერიან,

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს…

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს,

სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია.

და სიბოროტე არსად არა სჩანს

ირგვლივ სიკეთე მოფენილია.

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს

სიყვარულზე რომ გულით მღერიან,

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს

სადაც სულ ყველა ბედნიერია.

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს

სადაც ცხოვრება მშვენიერია...
უფლისციხეtag:www.qwelly.com,2012-08-02:6506411:BlogPost:364322012-08-02T10:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებსგანვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოზალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.

უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის, არსებობა მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში დამთავრდა. შემდგომში მას ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა მხოლოდ დროებით სახიზრად იყენებდა.

სურამის ციხეtag:www.qwelly.com,2012-08-02:6506411:BlogPost:364292012-08-02T10:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. ევლია ჩელები მის შესახებ წერს:

[სურამის ციხე] თბილისის ხანის მბრძანებლობაში მყოფი, გორაკზე მდებარე პატარა ციხეა, მაგრამ უაღრესად ძლიერი, მტკიცე სიმაგრეა, რომლის ბურჯები და კედლები ცას ებჯინება. საქართველოს უძველესი ციხეთაგანია. მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველები, გოქდოლაკები და სომხები არიან.

ამასვე წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში.

სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს, იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისაგან შედგება.

XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება.

XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახორის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა.

ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა. ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული.

სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764 წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხესოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთისმორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველო">საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.

XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.
პატრიარქსtag:www.qwelly.com,2012-08-02:6506411:BlogPost:361812012-08-02T09:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

ქართველთ დამოძღვრისთვის

როგორ არ შეგაქო,

უფლის რჩეული ხარ

ჩვენო პატრიარქო,

რაც რომ შენმა ღვაწლმა

ერში ნერგი დარგო,

უკვე ნაყოფს გვაძლევს

ჩვენო პატრიარქო.…

ქართველთ დამოძღვრისთვის
როგორ არ შეგაქო,
უფლის რჩეული ხარ
ჩვენო პატრიარქო,
რაც რომ შენმა ღვაწლმა
ერში ნერგი დარგო,
უკვე ნაყოფს გვაძლევს
ჩვენო პატრიარქო.
დიდმა ძალისხმევამ
ქართველთ წამლად არგო
ღვთისგან მადლმოსილო
ჩვენო პატრიარქო.
ივერთა დედაtag:www.qwelly.com,2012-08-01:6506411:BlogPost:360942012-08-01T12:00:00.000Zmariam arsanidzehttps://www.qwelly.com/profile/mariamarsanidze

დედაო ღვთისა, შემწე მარიამ,

მუხლმოდრეკილი ჩოქვით მოვედი,

ღვთისმშობლის ცრემლით გაჟღენთილ ქვეყნის

დაუტირელი შვილი მოვედი.

დედის ცრემლები როცა მომაკლდა,

თვით უფლის დედამ მატირა თავზე,

როცა მომაკლდა მე დედის სითბო,…

დედაო ღვთისა, შემწე მარიამ,
მუხლმოდრეკილი ჩოქვით მოვედი,
ღვთისმშობლის ცრემლით გაჟღენთილ ქვეყნის
დაუტირელი შვილი მოვედი.
დედის ცრემლები როცა მომაკლდა,
თვით უფლის დედამ მატირა თავზე,
როცა მომაკლდა მე დედის სითბო,
თვით უფლის ნებით გავმთბარვარ მზეზე.
მე როცა მშიერს მომწყურებია,
თვითონ უფალი დამხმარებია,
და წყალის ნაცვლად მე ჩვილ იესოს
და ღვთისმშობელის რძე შემისვია,
როცა სიკვდილის წამმა ჩამოკრა,
სამოთხის კარი თვითონ გაიღო,
და ჩემი სულის ცად შებრძანება,
მთავარანგელოზს უნდა მიენდოს.
ჩემი სხეული სულს რომ დაშორდა,
მაშინ ვიგრძენი მე დიდი შვება,
და ყველაფერი სამოთხედ იქცა
და ბოროტება დამთავრდა ქვეყნად.
ჩემი ცხოვრება ახლა გრძელდება,
ჩავწვდი სიკეთის მე ასეთ მცნებას,
რომ ამ ქვეყანას სიკეთის გარდა
ვერ გადაარჩენს ვერც ერთი ევა.
უფლის წყალობა ჩვენზედა იყოს,
ღვთისმშობლის კალთა მუდამ გვფარავდეს,
და გაბრწყინებულ საქართველოში
გაბრწყინებული ხალხი ცხოვრობდეს.