sofiko
  • მდედრ. / Female
  • თბილისი
  • საქართველო
გამოაქვეყნე

მეგობრები

  • anano
  • nika shelia
  • vako
  • ლაშა

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

sofiko ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

sofiko

ფოტოები

Sofiko'ს ბლოგი

ჩემი ამინდია

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 9, 2014 წელი 0 კომენტარი

       წვიმს......ისე თითქოს ზეცას სურს თავისი დარდი სპეტაკ წვეთებს გაატანოს. ჩემი ამინდია.....ხეტიალი მინდა.....გარეთ გავდივარ......თმა არ დამივარცხნია,არც კი მიცდია,ისე როგორც მჩვევია ხოლმე,სპონტანურად წამოვვარდი და დავტკბი წვიმის სურნელით,კმაყოფილი მიწის ოხშივარით,გამოცოცხლებული ფოთლებით.თითქოს ხელახლა დავიბადე,შვებას ვგრძნობ წვეთები რომ მელამუნება....ქოლგა არც გამიშლია.....მე ხომ ცხოვრებაში ქოლგა რა დამიჭერია ხელში...მე ხომ არავის იმედად არ ვყოფილვარ…

გაგრძელება

სარკმელს ატუზულამა

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 4, 2014 წელი 0 კომენტარი

სარკმელს ატუზულამა..

ჭიქა ყავით ხელში,

ფურცლებს მოვაბნიე ისევ შენზე ლექსი....

ჩემი მუზა შენ ხარ,ლექსის შემოქმედი.

მე კი გეფერები ჩემი სტრიქონებით,

რითმში ჩავატიე ჩუმი მელოდია,

ლექსად გადმოგეცი ჩემი ემოცია..................

წუხელის როგორ მესიზმრე

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 2, 2014 წელი 0 კომენტარი

იცი, წუხელის როგორ მესიზმრე?

ჩემსკენ გაწვდილი თბილი ხელებით....

თითქოს რაღაცას მეუბნებოდი

მე კი ვერაფრით, ვეღარ ვხვდებოდი,

თითქოს დაკარგეს სიტყვებმა ძალა,

დავკარგეთ რწმენა უსიტყვოდ თქმულის

ვეღარ ვიჭერდი, იმ მზერას შენთან,

რომელიც ძალას მმატებდა სულში.

ერთი იმედი მქონდა მე იმის,

რომ შენი ხილვა…

გაგრძელება

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შემოდგომაც სრულდება და სუსხიან ზამთარს ველით კოვიდ და პოლიტ სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2020.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267,…

გაგრძელება

ჯინჯერები, წითურები პორტრეტებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
საათი: 8:41pm 0 კომენტარი

      ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…

გაგრძელება

დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…

გაგრძელება

ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

      ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters