nunu qadagidze
  • მდედრ. / Female
  • tbilisi
  • საქართველო
გამოაქვეყნე

მეგობრები

  • tamuna

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

nunu qadagidze ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

nunu qadagidze

უკანასკნელი აქტიურობა

ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მორღვეული სივრცე
აპრილი 30
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მორღვეული სივრცე
აპრილი 29
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მორღვეული სივრცე
აპრილი 29
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

მორღვეული სივრცე

      საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ მომდევნო... . . . ფართო საფეხურები, გალაქულივით კრიალა ზედაპირებით. მეტად თავმდაბალნი, სულ ოდნავ ქედმაღლობენ ერთმანეთის მიმართ, ალბათ ერთი თითის დადებაზე, მეტით ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევიგრძნობ. თანაც ეს თავმდაბალი საფეხურები დამრეცად არიან განლაგებულნი... ვიტყოდი, მეტისმეტად დამრეცად. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ იზრუნა, რათა ამ საფეხურებზე სიარულისას ოდნავი დაღლაც კი არ მეგრძნო. თანაბარზომიერად მისდევენ ერთმანეთს, რაღა მძივი და რაღა მათი…► ვრცლად ◄
აპრილი 29
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ორი სათამაშო
აპრილი 27
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ორი სათამაშო
აპრილი 26
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ორი სათამაშო

... ადამიანის ცნობიერება „დროის ოკეანის სანაპიროსთან დაფარფატებს, როგორც პეპელა წყლის ზედაპირზე, და ეძებს ხომალდს.“უპანიშადები      ქვიშის საათზე მინდა გესაუბროთ, ამ ბალღურ-ეშმაკურ სათამაშოზე. მისი სული და გული მინის ორი კონუსია, წვეროებით ერთმანეთზე მირჩილული. წვეროების გარდა მინის კონუსებს არაფერი აქვთ საერთო, თუ ქვიშას არ ჩავთვლით, განცალკევებით არიან დაფუძნებულები ხის მომცრო ფირფიტებზე, ზუსტად ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. ნამდვილი სათამაშოა, წერწეტა, კოპწია სათამაშო. ზომითაც მომცროა,…► ვრცლად ◄
აპრილი 26
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა
აპრილი 8
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა
აპრილი 6
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა მათ.      ათიოდე წამი გაოგნებული აცეცებდა თვალებს, მერე კი…► ვრცლად ◄
აპრილი 6
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჩიტების სახლი
აპრილი 2
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჩიტების სახლი
აპრილი 1
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ჩიტების სახლი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ რომელს ამ ორში, ეს უკვე აღარ ვიცი, შეიძლება ის…► ვრცლად ◄
აპრილი 1
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მონატრება
იანვარი 23
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)
იანვარი 23
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

მონატრება

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება, ნამდვილად ვიცი, სამოთხის ბაღში არ ბინადრობს და ცხადში არასოდეს მინახავს, სიზმარში კი გამომეცხადა და საშინელი ზაფრა დამატეხა…► ვრცლად ◄
იანვარი 22

ანარეკლი


ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. Mმე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ_ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. Mმეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. Lლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.
Eეს დრო_ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ_პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. Eეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. Aამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. Mმეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. Mმეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. Aაქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. Aდიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. Mმაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.
საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. Mმახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.
Uუსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. Aარ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. Oორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად . . . ხევში, ნაკადულის პირასო.
მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. Mმხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. Gგამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. Aარავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. Gგაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. Aმიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.
სამი დღის ავსებული იყო მთვარე. Mმე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. Gგაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა . . . ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა . . . ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ? . . . “ააა” _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. Mმეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.
Mმიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. Lლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. Bბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. Aამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. Dდავიწყე სანთლების ანთება. Dდავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. D და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას . . . ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.
Mმაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

Nunu qadagidze'ს ბლოგი

მორღვეული სივრცე

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 29, 2020 წელი 0 კომენტარი

      საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ მომდევნო... . . . ფართო საფეხურები, გალაქულივით კრიალა ზედაპირებით. მეტად თავმდაბალნი, სულ ოდნავ ქედმაღლობენ ერთმანეთის მიმართ, ალბათ ერთი თითის დადებაზე, მეტით ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევიგრძნობ. თანაც ეს თავმდაბალი საფეხურები დამრეცად არიან განლაგებულნი... ვიტყოდი, მეტისმეტად დამრეცად. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ იზრუნა, რათა ამ საფეხურებზე სიარულისას ოდნავი დაღლაც კი არ მეგრძნო.…

გაგრძელება

ორი სათამაშო

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 26, 2020 წელი 0 კომენტარი

... ადამიანის ცნობიერება „დროის ოკეანის

სანაპიროსთან დაფარფატებს, როგორც

პეპელა წყლის ზედაპირზე, და ეძებს ხომალდს.“

უპანიშადები

      ქვიშის საათზე მინდა გესაუბროთ, ამ ბალღურ-ეშმაკურ სათამაშოზე. მისი სული და გული მინის ორი კონუსია, წვეროებით ერთმანეთზე მირჩილული. წვეროების გარდა მინის კონუსებს არაფერი აქვთ…

გაგრძელება

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 6, 2020 წელი 0 კომენტარი

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…

გაგრძელება

ჩიტების სახლი

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 1, 2020 წელი 0 კომენტარი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება
 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters