დღეს ისევ ჩემს ბეჭებზე შემოთენდა,
ვფიქრობ და…დღე ღამეში ამერია,
ვიგრძენი კვლავ რითმების შემოტევა,
ვიგრძენი ლექსი უფრო მყვარებია;
ვიდრე სხვა,დანარჩენი რამეები,
ლექსსთან ხომ ეს სამყაროც შეტრიალდა,
მაგრამ მთა??? არა მთას ვერ დავტოვებ,
ლექსს და მთას ერთნაირად ვეტრფივარ და;
რითმებიც ჯვარედინსი იკარგება,
ვხვდები რომ ამერია ყველაფერი,
და სისხლშიც მთის ძახილი იპარება.
მარტო მთა მიშველის, ვერაფერი,
მერანი,ე მანდ კართან მიაბით და,
მთებისკენ დამილოცეთ სავალი გზა,
ლექსები კვლავ სახეზე მიმაფითრდა,
და სულსიც პოეზია გადაგიჟდა.
საგზალიც შესაქები ჩამილაგეთ,
გრძნობებით დაამძიმეთ ხურჯინი და,
ხო მართლა…არაყიც გამიმზადეთ,
რომ ვჩანდე უჩინარი,უჩინიდან.
აბა ჰე და….(ბილიკებს შევუყევი),
ამინიც რა კარგია, სადარია,
დღეს ისევ ჩემს ბეჭებზე შემოთენდა,
დღემ ალბათ ღამეებიც გადარია. —

ნახვა: 107

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

ჩხრეკა და დაკითხვები, შეშფოთებები მსოფლიოდან და გაძვირებული პური

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      მეოთე ტალღაც მოვიდა. ამჯერად, სერფინგით ვერ ისიამოვნებთ, ეს კოვიდის ტალღების გაგრძელებაა და უკვე შესაძლო შეზღუდვებზეც საუბრობენ. მძიმე ვითარებაა. დღეს კვლავ 5 ივლისის ამბების გამოძიება იყო მთავარი თემა და ამ დღის გამოხმაურებებიც, განსაკუთრებით ევროპულ-ამერიკული შეშფოთებები და კომენტარები. დღე, სვეტიცხოველში რუსულად გალობდნენ და ესეც გახმაურდა. შესაძლოა ძალიან დაცხეს და ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბოს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1221…

გაგრძელება

Qwelly World

free counters