ნახვა: 113

Maiko: დეკემბერი 8, 2016||11:27am

ეს ის არის საახალწლოდ რომ აწყობ ხოლმე, სპეციალურად შენი ოთახისთვის? :D 

Kakha: დეკემბერი 8, 2016||11:39am

იდეისთვის დავდე, გაწყობა და ვარსკვლავის გაკეთება უკვე პრაქტიკულია :D

Maiko: დეკემბერი 8, 2016||1:11pm

განწყობას აამაღლებს ნამდვილად, რომ მოკიდებ ხელს და დაგჩხაპნის მერე ნახე განწყბა და ახალი წელი :D :D

vako: დეკემბერი 8, 2016||11:25pm

მაიტა ერთი ორი ტოტი მომიტეხე ვაფშე არაფერი არ მაქ :DDDDD

Maiko: დეკემბერი 8, 2016||11:28pm

ვაკო სახლში ხის ჯოხები ხომ მოგეპოვება? გაგახსენებ კედლის ნაძვის ხეს, შეგიძლია ააწყო! :D

vako: დეკემბერი 8, 2016||11:44pm

სადღა მაქ მაიკო ხის ჯოხები პირველად ყასტრანსგაზმა გაზი რო გამითიშა დავალიანების გამო და სიცივეები რო დაიწყო სუ დავწვი მაგაზე ვთბებოდი მერე დენიც გამეთიშა და  პარკეტიც ავყარე 

ლინოლიუმზე დავდივარ უკვე რევმატიზმი მაწუხებს

Kakha: დეკემბერი 10, 2016||12:37pm

დენის გათიშვა ნიშნავს რომ სანთლის შუქზე აპირებენ ახალი წელი გაგატარებინონ, ნუ თელასს აქვს რაღაც რომანტიული მიმართულებები! ))

Maiko: დეკემბერი 10, 2016||8:42pm

ვაკო ავაგროვებთ თუ გინდა ხის ჯოხებს და ერთ ლამაზ ნაძვის ხეს აგიწყობთ :D მერე ნამდვილად გვექნება რომანტიკასთან საქმე :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters