გაზაფხულის თვალები აქვს გოგონას,
იმ თვალებში ხევსურეთის კესანე,
მის სხეულზე ვარსკვლავები მოგორავს,
მოგორავს და სილამაზეს თესავენ.
ჰყვარებია გოგოს ნისლთა სითეთრე,
ღმერთო რა ვქნა,ან რა გზებით ვიარო,
თითები ხომ, რომ შეეძლოთ მისწერდნენ,
-ანგელოზთა,ანგელოზი გქვიანო.
ჰყვარებია გზები ჩემი სოფელის,
ბარისახო...(სუნთქვა აღარ მყოფნიდა),
არ ვიქნები ღმერთო მიწად მყოფელი,
თუ ეს გოგო ჩემს თვალებთან მოვიდა.
არ მხიბლავსო,ამ ქალაქის ქუჩები,
ჩავწვდი ღმერთო,იმ თვალებმა რა ნახა,
ღმერთო !
ღმერთო !
ღმერთო !
მისი ტუჩები,
დეკემბრებით გათოშილი მანახა.
არ სურს ახლა,სიცივეზე რამის თქმა,
წამწამები... ამოშლილი ქარები,
რა ვიფიქრო,ღმერთო,რა ვთქვა,რა გითხრა,
დამილოცე გაზაფხულის თვალები.

თემო არაბული

ნახვა: 105

ცისია: თებერვალი 6, 2014||11:30pm

უუმშვენიერესიააა

ლაშა: ივნისი 9, 2017||10:05pm

მგონი შენი თვალები არ უნდა იყოს, რუსკა, და ეს ვისი თვალებია?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბიზნესი ვერსუს პანდემია და ორივე ერთად ეკონომიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2021.
საათი: 11:39pm 1 კომენტარი

      ბიზნეს რაც უფრო გაუჭირდება, მით უფრო ხმამაღლა იყვირებსო, უთქვამთ ბიზნესმენებს. ჩვენს ქვეყანაშიც ასეთი ვითარებაა, თუმცა გახსნებზე ჯერ არაფერი ისმის - ეპიდაფეთქებისა და უმართავობის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე სრულად განადგურებული ეკონომიკის. ოპოზიცია უმანდატოდ რჩება - მინიმუმ პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე. კალაძემ თბილისის ამბები დააბრუნა ქველინიუსში. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 255564, გუშინ დილის შემდეგ - 742;…

გაგრძელება

სოლო+გიტარის მონოფონური მელოდია

გამოაქვეყნა xiumin_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2021.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

In most cases, the lead guitar is composed of monophonic melody, melody and music, so when learning how to use an electric guitar as a solo instrument, it is important to master the sound pickup technique correctly. In order to pick up the sound cleanly and accurately, you should place the pickup close to the tip, so that only a small part of it can touch the strings. This will give you more control when you choose. Try to make all movements as small as possible, and don't make the picking…

გაგრძელება

რეგლამენტი და მანდატი, გახარიას კოვიდ შეზღუდულობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

      აქციებს ხალხი არ სწყალობს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტი გაურკვეველი შეზღუვების ან კიდევ უფრო გაურკვეველი ვითომ შემსუბუქების შესახებ. პარლამენტარები რეგლამენტსა და მანდატებზე საუბრობენ, პრემიერი კოვიდ ამბებს აფასებს და მეტი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 254822, გუშინ დილის შემდეგ - 1006; გამოჯანმრთელებული - 244446, გუშინ დილის შემდეგ - 1050; გარდაცვლილი - 3096, გუშინ…

გაგრძელება

მზის საათი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

      მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters