11 აგვისტოს, (ძვ. სტ. 29 ივლისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს!
ევსტათი მცხეთელი სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი…