მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი, ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის…