ისე უცნაურად ზაფხულს მივუყვები
თითქოს გზაში მხოლოდ სევდა მემატება...
ზოგჯერ ბილიკებზე ცრემლებს ვუერთდები,
თავს რომ იკლავენ და არც რომ ენაღვლებათ.
ისე უცნაური გრძნობით მეძალები,
სიტყვებს აღარსაით არ აქვთ გასაქანი,
დუმილისფერ ნისლში ლანდად მექარგები,
ყველაფერი დავთმე... რა მაქვს დასაკარგი.
ლილიისფერ ფიფქებს ქარი ისევ აშლის,
მალე შემოდგომა თავზე წამადგება,
მე ჩემს წითელ ქოლგას მზესთან ახლოს გავშლი…