გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ყვავილებს მოენატრეო, ნიავმა მაცნობა, თან სურნელი მომიტანა მათი, ერთიანად ამ სურნელში გამხვია. ფრთაშესხმული გავქანდი მათკენ, ნიავსაც კი გავუსწარი მგონი. მართლაც მეტად მოვნატრებივარ ყვავილებს, სანამ მე გველთან საუბარში ვიყავი გართული. თვალები ფართოდ გააღეს, თითქოს არც კი სჯეროდათ, რომ ისევ მხედავდნენ. მერე კი ისეთი სიცილ-კისკისი ატეხეს, მთელი ბაღი აივსო მათი…