ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,
ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.
მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა
ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.
მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,
ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:
- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,
იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“
ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,
არც ის იფიქრო ვაჯობეო…