ქარი დაძრწის, ქურდიც დაძრწის,
ანიავებს ორივე...
თუ ცხოვრება არ გასწორდა და
კაცი არ გამოსწორდა, აქარწყლებენ ორივე.
მშიერ სხეულში სუსტი სული თვალის სარკმლიდან იცქირება:
სადაა ეხლა ის მაძღარი სიყვარული?
მას ვერ დაიჭერს სარკლიდან სული,
დადის უსინდისო სიცივე,
აზრობს უსინდისოდ ყველაფერს,
არ სცხვენიათ ყვავილების,
არც ბალახის და არც აკაციის,
ასე ლამაზი ვავილი რომ ათოვია,
დაძრწის შიმშილი, დაბორიალობს,
სი…