მომნატრებია არიფანობა, ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.
სუფრა მწირი და გული უხვი, ფინჯანში ყავა და მკითხაობა.
სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის, ჩვენი ოცნება და მონატრება, ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა, იმ დროის ნახული თავისუფლება.
ისლით შეკრული გამოდგა ტივი, კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ, და სასწაულად გადავრჩით მაშინ თუმცა გავრიყეთ ერთურთი ყველამ.
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა 2015.07