გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

ნათლისღების საგალობლები (ნოტები)

      ნათლისღების დღესასწაული, საუფლო დღესასწაულთა შორის, ქრონოლოგიურად რიგით მეექვსე დღესასწაულია. ამ დღეს, ეკლესიაში აღესრულება იოანე ოქროპირის ლიტურღია, რომელსაც თან დაერთვის წყლის კურთხევის მსახურებაც.

Qwelly, გალობა, ნოტები, საგალობლები, ტროპარი, ძლისპირი
ნათლისღების ფრესკა სვანეთიდან

      ნათლისღების საგალობლები და ჩასართავები:

ნათლისღების დღესასწაულის ტროპარი

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, | 

მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა, ||

რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყვარელად ძედ სახელ-გდვა შენ, |||

და სულიწმინდა, სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, |

რომელი განცხადენ ქრისტე ღმერთო: ||

და სოფელი განანათლე დიდება შენდა. |||

ნოტები ამოსაბეჭდად

ნათლისღების ტროპარი, ხმა I

გადიდებსა:

გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე |

ჩვენთვის ხორციელად ნათელ-ღებულსა იოანეს მიერ ||

წყალთა შინა იორდანისათა. |||

ცისკრის წარდგომა:

ზღუამან იხილა და ივლტოდა და იორდანე უკუნ იქცა მართლ-უკუნ.

"უპატიოსნესას" და "ღირს-არს"-ის ნაცვლად

IX ძლისპირის/გალობის ჩასართავი

ადიდე სულო ჩემო. |

უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა. ||

ქალწული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. |||

მეცხრე ძლისპირის ნაცვლად

ვერ შემძლებელვართ დიდებად შენდა ჯერისამებრ ქვეყანისანი |

და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო ||

რამეთუ უზეშთაეს იქმენ |||

შეიწირე სარწმუნოება ჩვენი |

უწყით სიყვარული შენი ||

და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ. |||

ნოტები ამოსაბეჭდად

IX გალობის ჩასართავი და ძლისპირი

საღმრთო ლიტურღია

პირველი აღსავალი:

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ;

მეორე აღსავალი:

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო რომელმან იორდანესა შინა, ნათელს-იღე, მგალობელნი შენნი ალილუია;

მესამე აღსავალი:

► ნათლისღების ტროპარი

მცირე შესვლად:

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა |

ვიკურთხენით ჩვენ სახელითა უფლისათა ||

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ. |||

► ნათლისღების ტროპარი 

► დიდება, აწ და.

► კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა |

და ნათელი შენი, უფალო ||

აწ გამოისახა ჩვენ ზედა |||

მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა |

მოხვედ და განცხადენ ||

ნათელო შეუხებელო. |||

წმინდაო ღმერთოს ნაცვლად:

რაოდენთა ქრისტეს მიერ...

წარდგომა სამოციქულოსი:

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.

განიცადე:

გამოსჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა.

იხილეთ:

ნათლისღების დღესასწაული

შენიშვნა: ნათლისღების საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

P.S. დაინტერესებულ პირებს, მსურველებს, შეუძლიათ გამოგვეხმაურონ, მოგვაწოდონ ნოტების სხვა ვერსიები ან ტექსტები (გადიდებსა, ძლისპირები და სხვ).