პოეზია

პოეზია

პოეზიით გამოვკვებოთ სულები!

  • lika


    დაიწყო, ისევ დაიწყო.. წარმოგიდგენიათ? რამხელა გავიზარდე ამ ერთ წელიწადში? რამდენი რამ ვისწავლე მაგრამ თურმე სულ ცოტა რამ მისწავლია, ისევ ბავშვივით ვაზროვნებ, ბავშვივით მინდა ბავშვობა...
    როგორ არ მინდა ახლა ამაზე წერა, არა და ჭაობივით არის, მწვანე? ან იქნებ უფრო ჭაობისფერი? მუქი და ტკივილით სავსე... ფეხჩადგმულს შიგნით რომ გითრევს ისევ...
    ვეტყოდი მოგონებებს ნუ მაწვალებთ ნუ მკლავთ მაგრამ, ფიქრები ისევ იქით მირბის, უკვე იმდერჯერ დაიგვიანა მატარებელზე, თავისი ცხოვრების სწორ გზაზე რომ... ყოველთვის სხვადასხვა მატარებელს მიჰყვება და კარგავს დროს, ხან გზაც ებნევა და აღარ იცის რომელს გაჰყვეს? - ასე არაა?... იქნებ უდაბნოშიც კი აღმოჩნდეს, უკაცრიელ სივრცეში, სულს რომ გაგიშრობს, წყალს მოგაწყურებს(იგუულისხმება ცრემლების სურვილი)
    მაგრამ რომ ვერსად პოულობ?... შუაგულ უდაბნოში... ცხელი, აუტანლად ჭუყიანი სილა შემოგეყრება და წყალსაც ვერ იპოვი რომ ჩამოიბანო, თუ თავისით არ ჩამოგერეცხება... ვადარებ, ვადარებ მაგრამ გესმით კი რას ვამბობ? იქ ბევრ ადამიანსაც ვერ ნახავთ, მხოლოდ ჩემნაირი გზააბნეულები თუ მოხვდებიან ათასში ერთხელ და ისიც ისეთი განსხვავებულები არიან ჩემგან, რომ შესაძლოა თავსაც დამესხნენ და ცხოვრებისგან ნდობა დაკარგულს არც მე მენდვნონ...
    მაშინ კი, როცა იქ, იმ დროდაკარგულ სივრცეში, ჩემს ფიქრებთან მარტო დარჩენილს, უკვე გზის ძებნით დაღლილს, ვინმე მომაგნებს და წამიყვანს შორს, აქედან ყველაზე შორს... მაშინ ვნახავ წმინდა წყალს რომელიც გამაბედნიერებს...(ბედნიერების ცრემლები) და ვიტყვი რომ, ღირდა ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას ჩემთვის მოეგნო, ხელი მოეკიდა და წამოვეყენებინე, ჭუჭყისა და სიცხისგან გაჟღენთილს, ნელ ნელა მაპკურებს წვეთებს... მერე კი ვივლით წვიმაში... მარტო, მაგრამ ყველა ლამაზ გრძნობასთან ერთად... არასოდეს ამაზე ბედნიერი არ ვიქნები, არასოდეს!
    "სიცოცხლე სიხარულისათვის გვეძლევა"
    უდაბნოდან თვალებში ვიგროვებდი მზეს შენთვის... ისინი ახლა სიხარულითაა სავსე, ათასობით სხივი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგათბობს და არასდროს დაგტოვებს მარტო. არ მოგაკლებს სითბოსა და სიხარულის შეგრძნებას, არასოდეს, არასოდეს...

    "მე"

  • lika

    -მე უფრო ძლიერი ვარ.!!- უთხრა ვნებამ სიყვარულს.
    -მე ქალი ვარ!-თქვა სიყვარულმა
    - კაცი ქალზე ძლიერია.
    -სულიერად არა.
    -რატომ?
    -შენ ხომ ვნება ხარ და შენ მამაკაცი ხარ?
    -ვარ.
    -შენ რას იწვწვ?
    -მე? მე ყველასთან ვარ.
    -სადაც მე ვარ იქაც?
    -რათქმაუნდა.
    -შენ სიყვარული ხარ...ფანტაზიის ნაყოფი.მე ვნება ვარ.რეალობა ვარ. შენ არ შეგიძლია გააკეთო ის,რაც მე. შენ არ შეგიძლია ქუჩაში მოკლე კაბიანი გოგოს დანახვაზე კაცს თვალებზე ხელი ააფარო.მე შემიძლია კაცში აღვიძრე.მე შემიძლია ეგ ქალშიც შევქმნა. მე ადამიანი მქმნის. შენ არა. თუ ჭეშმარიტი ხარ,რატომ კოცნიან დანახვისთანავე შეყვარებულები ერთმანეთს? რატომ ეხუტებიან
    -ეს სიყვარულია.
    -არა. ეს ვნებაა. სიყვარული სისულელეა. ეს უბრალოდ ვნების შელამაზებული ფორმაა.
    -შენ შეგიძლია?
    -რა?
    -შენ არ შეგიძლია იყო სიყვარული. არ შეგიძლია ორ ადამიანს ერთმანეთი მოანატრო. შენ არ შეგიძლია გოგო აატირო იმიტომ რომ ბიჭმა მიატოვა. შენ არ შეგიძლია ომიდან დაბრუნებული ბიჭი საყვარელ ქალთან თვალცრემლიანი მიიყვანო. არ შეგიძლია დაშორებულები შეარიგო. არ შეგიძლია ბიჭი გააცოფო იმის გამო,რომ მისი გოგო სხვა ბიჭთან დაინახა. არ შეგიძლია გაცილების წინ წყვილი აატირო. არ შეგიძლია გოგონას ცრემლები ადინო. არ შეგიძლია გაიბუტო. არ შეგიძლია სულელურ და მოსაწყებ თემებზე ალაპარაკო წყვილი. მე ეს ყველაფერი შემიძლია.
    -მე ვნება ვარ,
    -შენ "ბინძური" ხარ.....................

  • tamari

    ბოროტს ბოროტით ნუ მიაგებთ... ფასს დაუკარგავთ, სად გაგონილა, სისხლი სისხლით, რომ მოიბანოს, სიკეთისათვის უცხო არის შურისძიება... ნაწვიმარზეც ხომ, ვიცით, უნდა გამოიდაროს!...

  • tamari

    მომეცი ხელი, უჩემობა, ვიცი გაწუხებს... და გამეტებით, დაუნდობლად, ამტვრევ მარწუხებს... მომეცი ხელი, უშენობა ისევ მაწვალებს... გადაგღეღია ეგ ფიქრები, ვითვლი ნაკვალევს... ხელი მომეცი, ამირიე ისევ გონება... რომ დამამარცხე უშენობით, ნუ გეგონება... მომეცი ხელი, გული ისევ ამიფერადე... და განაბული დამელოდე, გაგიჟებამდე..

  • tamari

    *** ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

  • sopia kikacheishvili

    ვიქცევი ყვითელ შემოდგომის,ფოთლად და ფიჩხად,
    ყვავილად ,მტვერად და მიწადაც გადავიქცევი.
    გამიტაცებენ ცის ცისფერი ანგელოსები,
    და მაინც გეტყვი, მეყვარები თავდავიწყებით.
    ანტონ გაგუა

  • mariam wiklauri

    მთვარეული

    მეტად ბოჰემური, ცოტა მოპოეტო,
    ...ახლა ასეთი ვარ
    თავ-ტვინ არეული,
    ჩემი ბოლო ლექსის მახსოვს ნაწყვეტი და
    ხალხში დავაბიჯებ
    როგორც მთვარეული.
    ჭიქა ალკოჰოლი,ერთიც გავაბოლო,
    სულში ირევიან თითქოს ქარიშხლები,
    სიზმრად ჩემზე ფიქრი უნდა გაგაყოლო,
    ამღამ შენს ფანჯრებთან
    ლექსად დავიცლები.
    მეტად ბოჰემური, ცოტა მოპოეტო,
    ახლა ასეთი ვარ
    თავ-ტვინ არეული,
    შენ ხარ ბოლო ლექსის ბოლო ნაწყვეტი და
    ვდგავარ შენს ფანჯრებთან
    როგორც მთვარეული .......

  • mariam wiklauri

    ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
    სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
    ზამთრის მოლოდინში შეშას,
    ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
    ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
    კიდევ დავიტყავებ მუხლებს,
    თოვლით გატენილებს, ცივებს,
    ცაზე წამოგიშლი ღრუბელს.
    თეთრად გავათენებთ ღამეს,
    გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
    ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
    მედოს შენს მუხლებზე თავი.
    გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
    შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
    დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
    მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
    გაზაფხულის პირზე მზიფერ,
    ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
    გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
    მორთულს ათასნაირ ფერში.
    ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
    ნალ–მიჭედებული კარით,
    მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
    გარეთ მობუბუნე ქარის.
    არც შენ იქნებოდი ცოლი,
    არც მე ვიქნებოდი ქმარი...

  • m

    უხალხო ქუჩაა,ფოთლების შრიალი
    ისმის და მახსენებს თავს ყველა იარა,
    პატარა,სულელი ბიჭივით ვღრიალებ:
    tu eres my vida,tu eres my amor !

    დღეს ყველა სიგიჟის სადავეს მივუშვებ,
    და ყველა ნიღბიანს დავთხუპნი ტალახით,
    შენახარ ოცნება,სიცოცხლის ნიმუში,
    სი მიშკვი დინოლ ხი,სი მიშკვი თვალაშ ხი!

    მე ალბათ ოდესმე წავალ და უჩემოდ
    შენც,აღარ იქნები ის თვალბბრიალა,
    მოიწყენს უხალხო,უსულო ქუჩები,
    რომ აღარ ვიმღერებ „tu eres my amor!„_ს

    ახლა წვიმს,მე ვაფრენ,გარეთ კი ქარია,
    რომ მოვკვდე,ეს ალბათ იქნება ღალატი...
    ჩემს თავზე წვეთები და თეთრი მთვარეა,
    ვჩურჩულებ:მალატხი!მალატხი! მალატხი!

    უხალხო ქუჩაა,ფოთლების შრიალი 
    ისმის და ოცნებას სადღაც შორს მივყავარ...
    წვიმაა, მაციებს,გიჟივით ვღრიალებ:
    მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!

  • m

    ბევრი დამცინებს,ზოგი კიდევ ჯვარს მაცვამს ალბათ,

    რადგან გავბედავ აღსარება გითხრა უფალო,

    ამდენი ხანი ვქადაგებდი ფუჭად და ყალბად

    და ახლა მინდა სათითაოდ ჩამოვუთვალო

    ვიღაცას ჩემი შეცდომები,ჩემი ცოდვები,

    ვყვები ყველაფერს,აღსარებას გაბარებთ ყველას,

    ზოგს შეგძულდებით,ალბათ ვინმეს შეგეცოდებით,

    ვიღაც შემაქებს,საბოლოოდ მივიღებ მე რას,

    ვიცი მე მხოლოდ,მე ვიცი და კიდევ შენ ღმერთო,

    დროა დავიწყო,მტანჯველია რადგან ლოდინი,

    არ მემეტება გასამხელად,ზოგ რამეს ვერ ვთმობ,

    ამიტომ მაწევს ალბათ რაღაც გულზე ლოდივით.

    დავიწყებ მაინც,მაპატიოთ შემინდოთ უნდა,

    რომ ყველა მოკვდავს განურჩევლად ერთ ქვაბში ვხარშავ,

    ამით მე სულელს, ჩემი ნაკლის დაფარვა მსურდა,

    ალბათ ცოდვაა ამდენ დროს რომ წერაზე ვხარჯავ.

    არ დამიკლია არასოდეს გართობა,ლხინი,

    არ მაწუხებდა რომ ძილის წინ ჩუმად მელოცა,

    არც ტყუილები იყო უცხო,არც ქალთან ძილი,

    არც ხულიგნობა,არც ქურდობა და ახლა როცა

    მე ვდგავარ ზღვარზე,ანუ დროა დავწმინდო სული,

    ვერასდიდებით ვერ ველევი საკუთარ წარსულს,

    არაფერია ღმერთო მგონი იმაზე რთული,

    როცა რაღაცა მართლა გწამს და მაინც რომ არ გსურს

    მოცილდე იმას,რაც ამ რწმენას ვერაფერს არგებს,

    ძნელია იჯდე სულმართალი მდინარის პირას,

    წყალს უყვებოდე სინანულით,გადამხდარ ამბებს

    რომლითაც სუნთქავ,საზრდოობ და ყველაზე ხშირად

    იხსენებ იმას,რასაც ახლა ნახევრად ნანობ,

    ანუ ვიხსენებ სულ ყველაფერს, რაც დღემდე იყო.

    სიტყვით შევინან,შიგნიდან კი იმითი ვხარობ,

    რომ მქვია კაცი,რომ მეც მერგო ჩემი ბილიკი,

    და რომ მეც ყველა მოკვდავივით ვატარებ სევდას,

    ხომ ვცდილობ მაინც თავმდაბლობას და სიამაყეს

    ზოგჯერ ვიცილებ,სიამაყეს რომელიც მსდევდა

    დაბადებიდან.დავაფასო მინდა ამაგი: მშობლების,

    ძმების და მთლიანად ადამის მოდგმის,

    მე ვცდილობ ღმერთო,სხვა საქმეა გამომდის როგორ,

    თუ შენთან კაცი მაინც რაღაც ცოდვებით მოდის

    ცოტას დავმალავ,მეც ხომ უნდა გამოვიზოგო.

     

                             შემინდე ღმერთო!

  • m

    ჯვარგამოსახული ლამეზირი,

    დილაუთენია აბარგება.

    ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,

    ლოცვით დაღლილობის დამარცხება.

    მთამდე ფეხშიშველი სიარული,

    ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,

    ერთად შექუჩების ჟრიამული,

    სულმა ცაში უნდა აიხედოს.

    მთებზე მოტივტივე სალოცავი,

    ირგვლივ ქუდჯვრიანთა ხროვებია,

    არის  პეიზაჟი საოცარი,

    როცა ღმერთის მონაგროვებია

    ყველა,ჯანმრთელიც და ხეიბარიც,

    ერთად ღატაკიც და ფულიანიც,

    ყველას უნდა,უფალს მიებაროს,

    ალალს დაემსგავსოს შურიანი.

    სკალდში შეკრებილან სვანები და

    ღრუბლებს დაუფარავთ სიმახინჯე,

    არის შვებულება წამებიდან,

    როცა ფაყის გზაზე მიაბიჯებ,

    მაგრამ ეს დღეც მალე გათავდება,

    ამ მთებს შეაჭკნება სინანული,

    მერე ცა სულივით გაშავდება,

    გადაშლის ნაფეხურს მხიარული

    წვიმა.დაიცლება ერთიანად

    ვერძებშენაწირი არემარე,

    ჩვენც სკალდს მივატოვებთ ღმერთიანად,

    რადგან ქალაქებშიგავეპარეთ

    სვანეთს,უქუდოებს შევერიეთ,

    გადამთიელობა დავიბრალეთ,

    ღმერთო მოწყალეო შეგვეწიე,

    სკალდის თარიგზელო დაგვიფარე!

  • m

    არიან მასები მწვერვალზე სიშმაგის,

    ბუნებაც მათსავით სულ გადაირია.

    ქვითინებს ღმერთი და ხარხარებს ეშმაკი,

    ლოცულობს ცრემლებით,მეორე ილია,

    ლოცულობს, დღედაღამ ლოცულობს მოძღვარი,

    ტაძარში ხატებიც თვალებდახრილია,

    დღეს ყველა სიწმინდე ტალახით მოთხვარეს,

    შენ უნდა განგვბანო,მამაო ილია.

    ჩვენ ჯერაც არ ვიცით რა არის წამება

    და ზურგი ვაქციეთ ,უფლისთვის მეომრებს.

    ყოველდღე მოელის ჩვენს ფერიცვალებას,

    მწყემსი მიწიერი,ილია მეორე.

    მძიმდება ჯვარი და იწვის ტიპიკონი,

    სხვისი გასაჭირი კვლავ"ღობეს ჩხირია"

    კაციც და უფალიც ერთად გაგიგონებთ,

    ჩვენთვის შეწირულო ნეტარო ილიავ!

  • ლაშა

    პოეზია დაკლებია პოეტთა ქალაქს :(( 

  • ლაშა

    სამაგიეროდ გაყიდვა შეიძლება ;) 

  • ლაშა

    თუ არ გაიყიდება, გაგაპიარებს მაინც. მოკლედ, პოეზია კარგი ბიზნესია დამიჯერე :D 

  • ლაშა

    შაირობა (პოეტობა) არა ჰქვიან თუ სადმე თქვა ერთი-ორიო, რა რთულია ამის გაგება, ვახ! :( 

  • ლაშა

    დღეს, შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა.