მცხეთა

მცხეთა

"დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ"

/ლეონტი მროველი/

 

მცხეთის წარსული, აწმყო და მომავალი...

ჯგუფი ყველასთვის!

მესამე ადგილი მსოფლიო ნიჩბოსნობაში - ზაზა ნადირაძე

ზაზა ნადირაძემ ბრინჯაო აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის!!!

      როცა ახლობელს ეხება საქმე, მაინც სხვანაირად გიჩქროლდება გული და სხვა გამარჯვებას გრძნობ.

      აი, რა ამოვიკითხე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე:

      21 წლის (2 სექტემბერს გახდება ზაზა 21 წლის) მცხეთელი ნოჩბოსანი ზაზა ნადირაძე უნგრეთში გამართულ 23_წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მესამე ადგილზე გავიდა!

ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა, ჩემპიონი, პრიზიორი, მედალოსანი, zaza nadiradze

      ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნოჩბოსანია კახაბერ ლომიშვილის შემდეგ, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოიპოვა. ლომიშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, 1985 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა 4-კაციანი კანოეთი.

ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა, ჩემპიონი, პრიზიორი, მედალოსანი      ზაზა, მომავალ წელს ბაქოში, ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს. მან თამაშების ლიცენზია ცოტა ხნის წინ, კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

      საკვალიფიკაციო ეტაპი ზაზამ 39,555 წამში დაფარა, ნახევარფინალში უკეთესი დრო აჩვენა - 39,001, ფინალში კი მხოლოდ ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუტასს და რუს ანდრეი კრაიტორს ჩამორჩა - 40,567.

იხ. ვიდეო

უნგრეთის ქალაქ შეგედში მსოფლიო ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორისაც გაიმართა. ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე ბადრი ყაველაშვილმა ფინალში გააღწია, იქ კი დისტანცია 36,614 წამში დაფარა, რაც მხოლოდ მე-7 შედეგი იყო.

      6-10 აგვისტოს ქართველი ნიჩბოსნები უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

კანოე - 200მ

ზაზა ნადირაძე - III ადგილი
საკვალიფიკაციო ეტაპი - 39,555
1/2 ფინალი - 39,001
ფინალი - 40,567

კაიაკი - 200მ

ბადრი ყაველაშვილი - VII ადგილი
საკვალიფიკაციო ეტაპი - 35,790
1/2 ფინალი - 36,150
ფინალი - 36,614

P.S. პირადი მოკითხვები!

      მივულოცავ მთელი სულით და გულით. წინსვლას და წარმატებას ვურუსვებ მომავალ ჩემპიონატებზე. ზაზა ნადირაძე არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ძალიან მცირე ხელშეწყობით, დაუფასებლობით, ჩემპიონაატის წინ დამტვრეული ნიჩაბით, მოთმინებით და მხოლოდ პირადი მონდომებითა და საქმისადმი უდიდესი სიყვარულით მიაღწიო წარმატებას.

      ზაზა დღეს, 16:00_ზე დაბრუნდა თბილისში. მას აეროპორტში მხოლოდ ძმა, დედა და სხვა უახლოესი მეგობრები დახვდნენ. გული მწყდება რომ ასე გვიან შევიტყვე მისი ჩამოსვლის ამბავი და არ ვარ დამხვედრთა შორის.

მივულოცავ ამ გამარჯვებას მცხეთას და მცხეთელებს, მივულოცავ საქართველოს!

წინ მომავალი წარმატებებისკენ:

ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა, ჩემპიონი, პრიზიორი, მედალოსანი
ფოტო გადაღებულია მცხეთაში, იქ სადაც ზაზა ვარჯიშობს ხოლმე

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    ლაშა

    თითქმის 2 წელი გავიდა. და აი, წელს, ზაზამ, რიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია დაიმსახურა!

  • მდე

    საბა

    წარმატებები ზაზას მომავალ შეჯიბრებშიც
  • მდე

    ლაშა

    სულ რამდენიმე კვირის წინ, მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. დღეს კი, პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე - ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია.