ივნისი

ივნისი

თვენი

ივნისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა სპარსი მოწამენი - მანუელი, საბელი და ისმაილი

30 ივნისს (ძვ. სტ. 17 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სპარს მოწამეებს, მანუელს, საბელის და ისმაილს

მანუელი, საბელი, ისმაილი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

      წმინდა ძმები მანუელი,საბელი და ისმაელი წარმოშობით სპარსეთიდან იყვნენ და დიდგვაროვნის ოჯახში დაიბადნენ.

      დედამ, კეთილმსახურმა ქრისტიანმა, მონათლა შვილები და მაცხოვრის სიყვარულში აღზარდა ისინი. მამა კი წარმართი ყავდათ.

      დავაჟკაცებულმა ძმებმა სამხედრო სამსახურს შეუდგნენ.

      სპარსეთ - ბიზანტიის ომის დროს მეფემ საზავო ხელშეკრულების დასადებად იმპერატორ იულიანე განდგომილთან ისინი გააგზავნა. თავდაპირველად იულიანემ ელჩობა დიდი პატივით მიიღო, მაგრამ როდესაც წმ.ძმებმა უარი განაცხადეს კერპისთვის მსხვერპლი შეეწირათ განრისხებულმა იმპერატორმა დაარღვია დიპლომატიური კანონი და ვითარცა ავაზაკნი ჩაყარა ისინი საპყრობილეში. დაკითხვაზე კი განაცხადა, რომ თუ მათ კერპნი სძულთ საზავო ხელშეკრულება შეუძლებელია. მანულემა, საბაელმა და ისმაელმა ერთხმად უპასუხეს, რომ ასრულებენ მეფეს სახელმწიფო დავალებას და ღმერთზე კამათი არ შედის მათ მოვალეობაში. თვითმყორბელი მიხვდა, რომ ელჩების რწმენა მტკიცეა და გასცა განკარგულება ისინი სასტიკად ეწამებინათ. წამების ბოლოს ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს თავები მოჰკვეთეს. იმპერატორის ბრძანებით მათი სხეულები უნდა დაეწვათ, მაგრამ მოულოდნელად ქვეყანა შეიძრა, მიწა გაიპო და წმინდა ცხედრები თან ჩაიტანა. ეკლესიის გულმხურვალე ლოცვით,ორი დღის შემდეგ, დედამიწამ უკან გამოაბრუნა წმინდა მოწამე ძმების სხეულები. მათ თან ახლდა საოცარი კეთილსურნელება. მრავალი წარმართი ამ სასწაულის მოწმე გახდა. მათ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მიიღეს ნათელი „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. ეკლესიის წევრებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმინდა ძმების უხრწნელი ნაწილები და 362 წლიდან (მოწამეობრივი აღსასრულის ტარიღი) მოყოლებული საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.

      სპარსთა მეფემ ალამუნდარმა შეიტყო მისი დესპანების მკვლელობა. მას აღარ გააჩნდა ილუზიები იულიანთან სამშვიდობოზე გასვლის, მითუმეტეს რომ იმპერატორმა დიდი ჯარი სჰეკრიბა და მიადგა ალამუდარის სამეფოს საზღვრებს მიადგა. გააფტრებული ბრძოლაში ბიზანტილები დამარცხდნენ. უსჯულო იმპერატორი დიდმოწამე მერკურიმ (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განგმირა.

      30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაელისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო.

      მოგვიანებით მღვდელ-მონაზონმა გერმანემ (მომავალი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა) წმინდა მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►