ივნისი

ივნისი

თვენი

ივნისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა კარპეზი და ალფესი სამოცდაათთაგანნი

8 ივნისს (ძვ. სტ 26 მაისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთაგანნის ხსენების დღეს!

წმიდა კარპეზი და ალფესი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

     წმიდა კარპეზი, წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანადროული იყო. წმიდა თავთა მოციქული მის სახელს მოიხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას თავისი ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლე მოციქულმა კარპეზი აკურთხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი კუნძულ კრეტაზე წმინდა სახარებას ქადაგებდა. აქ ის ნახა წმინდა დიონისე არიოპაგელმა. და თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი ძალის შესახებ. წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში და ის იმპერატორ ნერონის დროს აწამეს. წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.!

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

  • მდე

    ირაკლი მექვაბიშვილი

     წმიდა კარპეზი აწამეს, გადარჩა და შემდეგ აღესრულა მშვიდობით ? სხვაგან წავიკითხე დღეს, რომ მისი სიკვდილის ორი ვერსია არსებობს.