ხელოვნება

ჯგუფი შექმნილია იმისათვის რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს  კრიტიკა

ნინო ჩაკვეტაძის ხელოვანება

       ნინო ჩაკვეტაძე: რაც შეეხება ნახატების შინაარსს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თითქმის განუწყვეტლივ. ვცდილობ, ისეთი თემა იყოს, რომ ადამიანის სულს შეეხოს, ოღონდ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ზედმეტად ბანალური, ან ზედმეტად სენტიმენტალური არ გამოვიდეს.

       მაგრამ ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის ისეც, რომ ნახატის სიუჟეტი თავისით გამიელვებს თვალწინ. ხანდახან ქუჩაში დანახული ბავშვის მოძრაობა, ან რამე სიტუაცია ჩამებეჭდება თავში და ამაზე ვაგებ მთელ ნახატს.

       მშვიდი და ბუნებრივი ფერები მირჩევნია ზედმეტად მყვირალა და მკვეთრ ფერებს. მაქვს რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნახატი, რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს შეველევი.

       ხშირად მომიხსენიებენ, როგორც საბავშვო მხატვარს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ნახატები ბავშვსაც მოსწონს და აღელვებს, მაგრამ მე ყველასთვის ვხატავ, ამ შემთხვევაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ადამიანი როგორ დაინახავს და შეიგრძნობს ჩემს შემოქმედებას, განურჩევლად იმისა, ბავშვია ის თუ მოზრდილი.

 

 

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    nino usenashvili

    მე მინდა ბებია გავაცოცხლო :)

  • მდე

    ლაშა

    არ ვიცი, რომელ წიგნში, მაგრამ ზუსტად მახსოვს ასეთები მინახავს :) თბილები :) 

  • მდე

    nino usenashvili

    ბავშვობის მოგონებები :)