შეიძლება ბევრი მათგანი ნანახი გქონდეთ, ბევრი არა. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფოტოებია, უმეტესობა კი დიდ სისასტიკეს ასახავს.
(ფოტოების ნუმერაციას ყურადღევას ნუ მიაქცევთ, რადგან რიგირთობას მხოლოდ პირობითი დატვირთვა აქვს.)
1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო
1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.
1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა სინათლეზე მგრძნობიარე სხვადასხვა მოწყობილობებსა და კამერებზე.
2. შესვენება ლანჩზე. ცნობილი ფოტო ნიუ-იორკის ფოტოკოლექციიდან
ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას.
102-სართულიანი Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. ცათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპი ცათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით, მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დუდანას პოსტში.
4. 72 წლის მხიარული გენიოსი
1951 წელი. ფოტოგრაფი: Arthur Sasse.
დაბადების დღეზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისაგან შეწუხებულმა ალბერტ აინშტაინმა, რომელსაც სთხოვდნენ რომ გაეღიმა, ენა გამოუყო მათ. ეს ფოტო იმის დადასტურებაა, რომ ყველაზე გენიოს ფიზიკოსსაც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი თავისუფლებისა და იუმორის შეგრძნება.
5. ფილიპ ჰალსმანის მიერ განხორციელებული სურიეალიზმი ფოტოგრაფიაში
ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა სახელი გაითქვა ორიგინალურად გადაღებული ფოტოებით, რომლებზეც ჰაერში ამხტარ ადამიანებს იღებდა. ფოტოგრაფი თვლიდა, რომ ნახტომში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე.
ამ სურათის გადასაღებად ფოტოგრაფს 6 საათი, დამხმარეებით სავსე ოთახი, რამდენიმე ათეულჯერ ჰაერში გასროლილი კატები და წყლიანი ვედროები დასჭირდა. ფოტოს უკანა ფონზე ჩანს სალვადორ დალის დაუმთავრებელი ნახატი.
6. 1954 წლის 4 სექტემბერი. დოროთი ქაუნთსი, ერთ-ერთი პირველი შავკანიანი სტუდენტი, მიდის კოლეჯში.
7. ელიოტ ერვიტის (Elliott Ervitt) სურათი “თეთრები და ფერადები”
ჩრდილოეთ კაროლინა, 1950 წელი. დისკრიმინაციის ადრეული გამოვლინებები. სურათი, რომელიც მიუთითებს სოციალური სეგრეგაციის უსამართლობაზე, ფართოდ ცნობილი გახდა, როგორც სიმბოლო ცვლილების აუცილებლობისა.
და მართლაც როგორ იცვლება დრო. მხოლოდ ორი თაობა მოვიდა მას შემდეგ და უკვე შავკანიანი პრეზიდენტი მართავს უძლიერეს სახელმწიფოს.
8. შტორმის შემდეგ.
პატრიკ ფარელის მიერ გადაღებული ფოტო ჰაიტის ტრაგედიაზე, 2008 წელს.
9. ჯეიმს ნაჩტვეის ფოტო აშშ–საფრანგეთი. 1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიაქვს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.
10. ავღანელი ლტოლვილი ბიჭუნა ემალება მტვრის ქარბუქს
11. ომაირა სანჩესი – 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავი
1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია). თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. 3 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა.
ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მასთან მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა მათ. ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირა რამდენიმე ვირუსით არ დაინფიცირდა. მას განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია.
როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა. ეს ფოტო გადაღებულია Frank Fournier-ის მიერ ომაირას სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.
12. ავღანელი ლტოლვილი გოგონა – 13 წლის შარბათ გულა.
ფოტო გადაღებულია მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად აღიარებული სტივ მაკკარის მიერ. მისი ფოტოხელოვნების შედევრად ავღანელი ლტოლვილი გოგონას ფოტოა მიჩნეული. სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათ გულა პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა.
1984 წელს პუშტუნელმა გოგონამ, შარბათ გულამ, მსოფლიოში სახელი გაითქვა. პირველად ეს ფოტო ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა. გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა ელფერს. ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა…
როდესაც 17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გოგონა მოძებნა და უკვე 30 წლის გულამ ფოტოს დახედა, უკმაყოფილო დარჩენილა, რომ გაცვეთილ თავსაბურავში იყო აღბეჭდილი. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში შარბათ გულა გათხოვილა. მას ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი დაეღუპა.
13. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ავღანეთი. 2010 წელი
ვანდალიზმის შემზარავი ფაქტი – 19 წლის ბიბი აიშას ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა, რადგან გაუსაძლის პირობებში მყოფმა ოჯახის მიტოვება გაბედა და ამით ქმრის სახელი შეარცხვინა.
აიშას ტანჯვა მაშინ დაიწყო როცა საკუთარმა მშობელმა იგი 16 წლის ასაკში მომავალი ქმრის მამასა და 10 ძმას გადასცა, სადაც 2 წელი ციხეში მყოფივით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე არც უნახავს, რადგან პაკისტანში იბრძოდა. მუდმივ ტანჯვასა და შეურაცხყოფას აიშამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა. იგი დაიჭირეს და ოჯახში ძალით დააბრუნეს. იმ დღეს პირველად ნახა ქმარი, რომელიც შინ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი ცოლი თალიბანთა სასამართლოსთვის გადაეცა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ქმარმა აღასრულად და დასახიჩრებული ახალგაზრდა ცოლი მთებში მომაკვდავი დააგდო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით იპოვეს და ამერიკაში წაიყვანეს სამკურნალოდ. აიშა მიიჩნიეს ავღანეთში ოჯახური ძალადობისა და მონობის ქვეშ ჩუმად მყოფი ათი ათასობით ქალის სახედ.
14. “დედამიწის ამოსვლა”, 1968 წელი
15. პირველი ნაბიჯები მთვარეზე, 1969 წელი
თუკი წყაროთა გარკვეულ ნაწილს დავეყრდნობით, Neil Armstrong-ი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაისეირნა:).
16. სიცოცხლის ჩანასახის პირველი ამსახველი კადრი, 1965 წელი
17. საშვილოსნოდან სიცოცლეზე ხელმოჭიდებული ნაყოფი
ამერიკაში ოპერაციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფოტო. 21 კვირის ნაყოფმა დედის საშვილოსნოდან გამოყო პაწაწინა ხელი და ქირურგის თითს ჩაეჭიდა. თითქოს, ნაყოფი სიცოცხლის უფლებით სარგებლობას სთხოვს ადამიანებს.
18. კოსოვო, დევნილები. ფოტოგრაფი კაროლ გაცი.
კაროლ გაცი პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელიც პულიტცერის პრიზით დააჯილდოვეს მის მიერ კოსოვოში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრებისათვის.
19. პრეზიდენტ კენედის მკვლელობა, 1963 წლის 22 ნოემბერი
20. პირველი წარმატებულად კლონირებული ცხოველი
ექსპერიმენტი ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის დაიბადა 1996 წლის 5 ივლისს. მან იცოცხლა 6 წელი.
21. თოვლის კაცი, 1967 წელი
პატერსონ-გიმლინის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოულოდნელად დაფიქსირდა ბიგფუტის (ქართულად იგივე თოვლის კაცი) ქალის ინდივიდი, დღემდე წარმოადგენს ერთადერთ მკაფიო ფოტოს, რომელიც არის მტკიცებულება დედამიწაზე რელიკტური ჰომინიდების არსებობისა.
22. ნიაგარას გაყინული ჩანჩქერი, 1911 წელი
23. ლეგენდარული ოთხო “ხოჭო” – The Beatles
ლივერპულელი ბიჭებისთვის ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოში გამორჩეული სურათი “ბითლზის” უკანასკნელი ალბომის – “Abbey Road”–ის გარეკანის კომპოზიციაა, რომელიც იენ მაკმილანმა 1969 წლის 8 აგვისტოს დილით, კიბეზე ასულმა, ექსტრემალურ პირობებში გადაიღო. ათწუთიანი ფოტოსესიის გამო პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. კომპოზიციის ცენტრში, ოთხეულიდან პირველი ლენონია. შემდეგ – რინგო სტარი, მაკკარტნი და ჰარისონი.
“ფოტოგრაფიის შედევრი”, “გენიალური მარკეტინგული სვლა”, “საუკუნის მისტიფიკაცია”, – მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდენ მელომანები შოუბიზნესის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ კადრს.
24. სათვალე რომელიც ჯონ ლენონს მკვლელობის დროს ეკეთა
25. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი
26. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც გადმოხტა ფანჯრიდან. ფოტო გადაიღო Associated Press-ის ფოტოგრაფმა რიჩარდ დრიუმ
ერაყში სიკბდილით დასაჯეს ამავე ქვეყნის ექს პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ის განაჩენის გამოტანიდან 6 საათში ჩამოახრჩეს ბაღდადთან ახლოს.
28. ერაყელი ტყვე და ამერიკელი ჯარისკაცები
2004 წლის აპრილის ბოლოს ტელეარხ CBS-ზე პროგრამაში 60 Minutes ნაჩვენები იყო სიუჟეტი წამებისა და დამცირების შესახებ აბუ-გრეიბის ციხეში, რომელსაც ახორციელებდა ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი. ეს გახდა ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში ყოფნის შესახებ.
29. “შიმშილი სუდანში”. ფოტოგრაფი – კევინ კარტერი კევინ კარტერი ოთხ ფოტოჟურნალისტთან ერთად მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. მან 1994 წელს ამ ნამუშევრმა პულიტცერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კევინ კარტერი საკვების გამცემი პუნქტიდან მოშორებით მიმოდიოდა, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა. იქვე მინდორზე დაინახა შიმშილისგან ძალაგამოცლილი და მოკუნტული გოგონა, რომელიც სიკვდილის პირამდე მისული ჩუმად ტიროდა. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და გადაღება დააპირა, როდესაც ბავშვთან ახლოს სვავი მოფრინდა. კევინმა შესანიშნავი ფოტოს გადაღების შანსი გამოიყენა, შეარჩია პოზიცია და ასე შექმნა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც გოგონას დასაკორტნად მის სიკვდილს ელოდება.ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.
როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ამ ამბის ერთადერთი მოწმე ფოტოგრაფი ჟოაო სილვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სურათზე დედის მიერ გაეროს დახმარების პუნქტიდან საჭმლის მოპოვებისას ცოტა ხნით მიგდებული ბავშვია გადაღებული, სვავი კი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა.
მიუხედავად წარმატებული ფოტოკარიერისა, ფოტოგრაფს დეპრესია განუვითარდა (სავარაუდოდ, სუდანის შემზარავი ამბის მოგონებების ფონზე) და 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.
30. 1980 წლის აპრილი, კარამოჯას რაიონი, უგანდა. მშიერი უგანდელი ბიჭუნა და მისიონერი. Mike Wells
31. უინსტონ ჩერჩილი. 1941 წელი
Yousuf Karsh-ის მიერ გადაღებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფოტო-პორტრეტი.
32. “უკანასკნელი ებრაელი”, ვინიცა, უკრაინა, 1941 წელი
ფოტო Einsatzgruppe- ის ჯარისკაცების პირადი კოლექციიდან, უკანა მხარეს წარწერილი აქვს სათაური – “უკანასკნელი ებრაელი”. ფოტოზე ჩანს, რომ გერმანელი ჯარისკაცი აპირებს თავში ესროლოს გვამებით სავსე სამარხთან მუხლებზე დაჩოქილ ებრაელ კაცს. იმ დროს 28 000 ებრაელის ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ვინიცაში და მის შემოგარენში.
33. ანა ფრანკი, 1941 წელი. უცნობი ფოტოგრაფი
6 მილიონი ებრაელი იქნა მოკლული ნაცისტური გერმანიის რეჟიმის მიერ. მათ ხსოვნას კი ერთმა პატარა ებრაელმა გოგომ მისცა ისტორია და სახე მსოფლიოს თვალში, ანა ფრანკი ცნობილი გახდა თავის დღიურით, რომელშიც ჩანაწერების გაკეთება თავის მე-13 დაბადების დღეზე დაიწყო, 1942 წლის ივნისში, ორი კვირით ადრე, სანამ ოჯახთან ერთად იძულებული გახდებოდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ჰოლანდიაში დამალულიყო. სადაც მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ 2 წელი გაატარა ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის სხვენში. მაშინ ანამ არ იცოდა, რომ მომავალში მის დღიურს მთელი მსოფლიო წაიკითხავდა.
ანა ფრანკი ტიფით დაავადდა, გარდაიცვალა ბერგენ-ბესლენის საკონცენტრაციო ბანაკში, 1945 წლის მარტში, 1 თვით ადრე ბანაკის გათავისუფლებამდე. 3 თვით შემდეგ ანას 16 წელი შეუსრულდებოდა. ანა ფრანკი მსოფლიომ ამ ფოტოთი გაიცნო. სურათზე ანა ფართო თვალებით თითქოს მომავალს მისჩერებია, რომელიც მას არასოდეს ექნება.
34. ვიეტნამიელი ტყვე
1966 წლის 24 თებერვალი, ტან ბინი, სამხრეთ ვიეტნამი. ამერიკელი ჯარისკაცები ბაწრით მიათრევენ ვიეტნამელი ჯარისკაცის ცხედარს. Kyoichi Sawada/United Press International
კევინ კარტერი დიდი კრიტიკის საგნად აქციეს პულიტცარის პრიზის მიღებისთვის, რომელიც მას ამ ფოტოსთვის გადასცეს.
36. სიკვდილის აჩრდილის მინდორი, 1855 წელი. ფოტოგრაფი როჯერ ფენტონი
37. პირველი მსოფლიო ომი, 1916 წლის ივლისი. დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცები
38. 1936 წელი, “ჯარისკაცის სიკვდილი” ესპანეთის სამოქალაქო ომი, რესპუბლიკელი ჯარისკაცი – ფედერიკო ბორელ გარსია სიკვდილის წინ. სურათი დღემდე რობერტ კაპას საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევა და აღიარებულია, როგორც ომის ამსახველი საუკეთესო კადრი.
39. მკვდრები სანაპიროზე, 1943
1943 წლის 20 სექტემბერი. ფოტოგრაფი ჯორჯ სტროკი. როდესაც ჟურნალმა “LIFE”-მა დაბეჭდა სანაპიროზე დავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცების ფოტო, გაჩნდა კითხვები თუ რა საჭირო იყო ეს. მაგრამ პასუხი ცალსახად გაეცა: “სიტყვები არასოდესაა საკმარისი… სიტყვებს არ შეუძლია დაგვანახოს, გაგვაგებინოს ან გვაგრძნობინოს, რა ხდება რეალობაში”.
ფრანკლინ რუზველტი დარწმუნებული იყო, რომ ომთან მიმართებით ამერიკელებს თვითრწმენის ამაღლება ესაჭიროებოდათ. ფოტომ გაამართლა. საზარელი კადრებით შოკირებულ საზოგადოებას ფოტომ შთააგონა, მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ომი უნდა მოეგოთ.
40. ნაცისტი ფუნქციონერისა და მისი ოჯახის დაღუპვის ამსახველი კადრი.
41. საკონცენტრაციო ბანაკი “სიკვდილის ქარხანა”
ყველაზე დიდი გასანადგურებელი ბანაკი, ოსვენციმი. რომელსაც უწოდებდნე “სიკვდილის ქარხანას”. პოლონეთში რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული იქნა ყველაზე საშინელი სახელმწიფო მსოფლიოში, რამდენიმე მილიონი ადამიანით, რომლიდანაც დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი. მის შესასვლელში ეწერა “სამუშაო გხდის თავისუფალს” . შესასვლელი ჯოჯოხეთში.
42. ბუხენვალდის ბანაკის ტყვეები, ბანაკის გათავისუფლებიდან მეხუთე დღე. 1945 წლის 16 აპრილი.
43. ბუხენვალდის ბანაკი, 1945 წელი
კენჩუკის სენატორი – ალბერ ბარკლი, კონგრესის მიერ შექმნილი კომიტეტის წევრი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა ნაცისტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ფოტოდან ჩანს, რომ იგი ათვალიერებს საკონცენტრაციო ბანაკში არსებულ მტკიცებულებას. ვაიმარი, გერმანია.
44. ქიმიური კატასტროფა, ბუფალი, ინდოეთი
ინდოეთის ქალაქ ბუფალში კარბიდის შემცველ პესდიციტების ქარხანაში 40 ტონაზე მეტი მეთილის იზოციტრატის დაღვრის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ქიმიური კატასტროფა.
45. ომაჰას სანაპირო, ნორმანდია, საფრანგეთი, 1944. ფოტოგრაფი – რობერტ კაპა
ეს ბუნდოვანი ფოტო ბევრი ადამიანისთვის მოკლე გამოხატულება იყო იმ ყველაფრისა, რაც მათ მხედველობას მიღმა ხდებოდა მსოფლიო ომის დროს.
46. ბიჭუნა ყუმბარით. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, 1962 წელი. ფოტოგრაფი – დიან არბესი
დიან არბესის პორტრეტული ფოტოგრაფიის თავისებური ხელწერა განსაკუთრებით საინტერესოდაა წარმოჩენილი 1950-1970 წლებში გადაღებულ ფოტო-მასალაში. ნიუ-იორკის ყოველდღიური ცხოვრებიდან მის მიერ შემონახული კადრები ყველაზე მეტად შთამბეჭდავია. მის ფოტოებს ენამახვილობა და შორსმჭვრეტელობა ახასიათებს, რისი საუკეთესო მაგალითიცაა ფოტო – ბიჭუნა ყუმბარით ხელში. ყუმბარა რაღა თქმა უნდა, სათამაშოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ომს, ყოველგვარ სისატიკესა და ძალადობას!
47. ადამიანის პირველი რენტგენული სურათი, 1896 წელი
48. მეორე მსოფლიო ომის გმირი – ქანთარია რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის დროს. ევგენი ხალდეი, 1945 წელი.
49. “უსიტყვო კაპიტულაცია” ანუ კოცნა ტაიმ–სქვერზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეზღვაურის ლეგენდარული ფოტო, რომელიც გამარჯვებით გახარებული მედდას კოცნის თაიმ-სქვერზე. ამ ფოტომ იმ დროინდელი ყველა ჟურნალ-გაზეთი მოიარა. მილიონობით ამერიკელისთვის ეს სურათი, რომელსაც აიზენშტადმა”უსიტყვო კაპიტულაცია” უწოდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლო გახდა.
ლეგენდის თანახმად, ფოტოგრაფმა ალფრედ აიზენშტადმა (Alfred Eisenstaedt) გადაწყვიტა ეპოვა ეს წყვილი, რაც მოგვიანებით მართლა შეძლო.
50. დაჭრილი ჯარისკაცი და მღვდელი
ვენესუელა. 1962 წლის 4 ივნისი, პუერტო კაბელოს საზღვაო ბაზა. სნაიპერის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი ეჭიდება მღვდელს, ლუის პადილოს.
51. გოგონა ხვდება მამას, მეორე სამამულო ომის პატიმარს, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა. 1956წ. გერმანია.
52. პალესტინელი მამა ცდილობს, 12 წლის შვილი გადაარჩინოს. ისრაელი ჯარისკაცის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად შვილი ხელებში აკვდება. გადაიღო ფრანგული სატელევიზიო სადგურის რეპორტიორმა.
53. “უცნობი მეამბოხე” ფოტოგრაფი ჯეფ ვაიდნერი (Jeff Widener) 1989 წლის 4 ივნისი. პეკინი, ჩინეთი. ტანანმენის მოედანზე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ტანკების რიგი მოდიოდა, რათა სასტიკად გასწორებოდა დემონსტრანტ მუშებს, სტუდენტებს, ბავშვებს. პატარა, უცნობი, მოულოდნელად გამოჩენილი ფიგურა ძველი ჩანთებით ხელში მამაცად იდგა ტანკების კოლონის წინ პროტესტის ნიშნად. ამ დროს გმირი დაიბადა. მეორე გმირი კი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ტანკს მართავდა. მან უარი განაცხადა შეჯახებოდა ახალგაზრდა კაცს და მკვლელი მანქანა გვერდზე გაწია. რამდენიმე წუთის შემდეგ ტანანმენის მოედანი სისხლით მოირწყო, მაგრამ ამ ფოტომ ბილიონობით ჩინელს იმედი მისცა.
54. ამერიკელი ჯარისკაცი 1991 წლის თებერვალი, ერაყი. ამერიკელი სერჟანტი კენ კოზაკივიკზი დასტირის თავის მეგობარ ენდი ალანიზს, რომელიც ”მეგობრული ცეცხლის” მსხვერპლი გახდა სპარსეთის ყურეში ომის ბოლო დღეს.
55. ოქტომბერი, 1939, გერმანელი ჯარისკაცების მიერ პოლონელების ჩახოცვის მომენტი
56. ბიჭუნა მამის შარვლით სომხეთი–აშშ. 2002 წლის 23 ივნისი. ქაზვინის პროვინცია, ირანი. ბიჭუნა, გარშემორტყმული ჯარისკაცებით და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც თხრიან საფლავებს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთათვის. მამის შარვლით ხელში ჩაცუცქულია იმ ადგილთან, სადაც მამას დაკრძალავენ.
57. პოლიციის შეფი, ბრიგადის გენერალი – ნგუიენ ლოანი ბორკილდადებულ ვიეტკონგელს კლავს, 1968 წლის 1 თებერვალი
ფოტო გადაღებულია სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქ საიგონში ედი ადამსის მიერი. ის იყო “The Associated Press“-ის კორესპოდენტი, ფოტოგრაფი, რომელმაც დაასრულა ომი, მაგრამ დაანგრია ადამიანის ცხოვრება. მან თქვა: „ფოტოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იარაღია. გენერალმა მოკლა ვიეტკონგელი. მე კი, ჩემი ფოტოკამერით, გენერალი მოვკალი.“ ამ ფოტომ არამარტო პულიტცერის პრემია მიიღო (1969 წელი), არამედ ძირეულად შეცვალა ამერიკელთა შეხედულება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ვიეტნამში.
58. ხანძარი “Triangle Shirtwaist Company”-ს ქარხანაში, 1911 წელი
ქარხანაში ყოველთვის კეტავდნენ კარებს, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ახალგაზრდა იმიგრანტი ქალები თავიანთ დანადგარებთან მუშაობდნენ და არაფერს იპარავდნენ. საგულდაგულოდ ჩარაზული კარები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1911 წლის 25 მარტს, შაბათ დღეს, როდესაც ნიუ-იორკის ქარხნის მე-8 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. 30 წუთში ხანძარმა 146 მუშა შეიწირა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო კატასტროფა.
თვითმხილველები ერთხანს ფიქრობდნენ, რომ ქარხნის მეპატრონეები საუკეთესო მუშების გადარჩენის მიზნით, მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ მუშები თვითონ ხტებოდნენ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაუდგათ თვალწინ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტრაგედიისას. ქარხანაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გეზი მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომლის მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილების უსაფრთხოება იყო.
59. “თავისუფლების ნახტომი” – 1961 წლის 15 აგვისტო, ბერლინი. 19 წლის აღმოსავლეთგერმანელი პოლიციელი ჰანს კონრად შუმანი.
საბჭოთა კავშრის საოკუპაციო ზონას ლითონის მავთულხლართს ავლებენ. გადაწყვიტეს ქალაქი შუაზე ყრუ კედლის მეშვეობით გაყონ. ორად გაყოფილ სექტორებს შორის გადაადგილება მალე თითქმის შეუძლებელი გახდება. საზღვარს იქით მდგარი ადამიანები შუმანს ხელს უქნევენ, აქეთ გადმოდიო. ის გადაწყვტილება წამებში იღებს და მავთულხლართს ახტება.
პეტერ ლაიბინგმა მოასწრო. სურათი მეორე დღესვე მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა და 1961 წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს, შემდგომ კი “ცივი ომის” ერთერთ სიმბოლოდ იქცა.
1963 წელს ფოტოგრაფ ნიკ უიტის მიერ დაბაღებული ვიეტნამელი გოგონა სახელად კიმ ფუკი გახდა ცნობილი ფოტო-სუბიექტი, რომელიც ასახულ იქნა ვიეტნამის ომის დროს. სურათიდან ჩანს, რომ 9 წლის კიმი გარბის მის ზურგსუკან მომხდარი ნაპალმის აფეთქების საწინააღმდეგოდ.
ამ სურათმა მთელი მსოფლიო იაძულა, დაფიქრებულიყვნენ ვიეტნამის ომზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე. ხოლო კიმისთვის ფოტო მტანჯველ მომენტად იქცა, მიუხედავად ფოტოგრაფის მცდელობისა, პოპულარობის მწვავე მარწუხებისგან დაეცვა კიმი, მას მაინც მიაგნო ვიეტნამის მთავრობამ სტუდენტობის პერიოდში, რათა მისი პოპულარობა გამოეყენებინათ პროპაგანდისთვის. “მე ვიყავი მუდმივი კონტროლის ქვეშ, მინდოდა სიკვდილი, ეს ფოტო მუდამ უკან დამყვებოდა”–ამბობს კიმი, რომელმაც ისედაც ვერ შეძლო თავი დაეღწია მოგონებებისაგან და დღემდე ვერ ივიწყებს ბომბების ხმას. დიდი ხნის შემდეგ იგი მიხვდა, რომ არ შეეძლო ამ სურათს გაქცეოდა და გადაწყვიტა ის გამოეყენებინა მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად.
61. ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში
ლინა მედინა დაიბადა 1933 წლის 27 სექტემბერს პურანგში, პერუ. მან 5 წლის 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა ბავშვი. დღემდე ითვლება ყველაზე ახალგაზრდა დედად მედიცინის ისტორიაში.
ახლადდაბადებულ ბავშვს ლინამ ხერარდო დაარქვა და ისინი იზრდებოდნენ, როგორც და–ძმა. ხერარდომ მხოლოდ 10 წლის ასაკში გაიგო სინამდვილე. იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ძვლის კიბოთი. მისი მამის ვინაობა არასოდეს გაუმხელია ლინას.
62. ეს სურათი მიჩნეულია პირველ ფოტოდ კრიმინალისტიკურ ფოტოგრაფიაში
63. გოგონა, რომელიც გაიზარდა საკონცენტრაციო ბანაკში ხატავს დაფაზე სახლს. 1948, პოლონეთი. დევიდ სეიმურის ფოტო
64. დონ მაკკუილინის მიერ გადაღებული ფოტო
65. ორი ჯარისკაცი. დონ მაკკუილინის მიერ გადაღებული ომის კადრებიდან
66. ალბინოსი შავკანიანი ბიჭუნა. ბიაფრა, 1969 წელი
ბიჭი თავისი კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერლი გახდა, რის შემდეგაც თავშესაფარში იმყოფება. ფოტოგრაფი დონ მაკკუილინი/Don MacCullin.
67. მიგრანტი დედა, ფოტოგრაფი – დოროთი ლეინჯი /Dorothea Lange/, 1936 წ.
ნიპომოში ფირზე აღბეჭდილი მიგრანტი დედა და მისი შვილები, ფოტო, რომელსაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თითქმის ყველა წამყვანი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა. ფოტოზე აღბეჭდილი ქალი მსოფლიომ დიდი დეპრესიის სიმბოლოდ აღიარა.
68. ანონიმური ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი ბოლო წამები 1973 წლის 11 სექტემბერი, სანტიაგო, ჩილე. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო გადატრიალების დროს.
69. მემარჯვენე ძალების სტუდენტი კლავს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ინჯირო ასანუმას. 1960 წლის 12 ოქტომბერი, ტოკიო.
70. ჩე გევარა, 1960 წლის 5 მარტი. ამ მომენტში ცნობილი ფოტოგრაფი ალბერტო დიაზ გუტიერესი (იგივე ალბერტო კორდა) ჩე გევარას წინ დგას ფოტოაპარატმომარჯვებული. მომავალში ამ დღემ კუბელი ფოტოგრაფის მთელი კარიერა განსაზღვრა. კუბის რევოლუციის შემდეგ კორდა ფიდელ კასტროს პირად ფოტოგრაფად დაინიშნა.
71. ჩე გევარა ცოცხალია ფოტოზე ჩანს რევოლუციის სიმბლოდ მიჩნეული ჩე გევარა, რომელიც ჩე 1967 წელს ბოლივიის არმიამ შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ფოტოზე ჩეს გვერდით მისი მკვლელები იწონებენ თავს, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ჭრილობაზე მიუთითებს, ხალხმა ყურადღება მიაქცია ჩეს სახის მიმტევებელ გამომეტყველებას. საბოლოოდ, ფოტომ ჩე კი არ მოკლა, დასაბამი მისცა ახალ სლოგანს ,,ჩე ცოცხალია”.
72. ლი ჰარვი ოსვალდი სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე
ჯონ კენედის მკვლელი – ლი ჰარვი ოსვალდი დახვრეტამდე ერთი წუთით ადრე. ფოტო გადაიღო რობერტ ჯექსონმა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა: “ერთი კადრის გადაღება მოვასწარი. გასროლის მომენტში, მეორედ დავაჭირე ღილაკს, მაგრამ ფოტოაპარატმა მიმტყუნა, ვერ მოვასწარი მომენტის დაფიქსირება”
73. “ჰინდენბურგი”, ფოტოგრაფი – მერი ბეკერი, 1937
1937 წლის 6 მაისს საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის შემდეგ, ჰინდენბურგის კატარასტროფა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაა მიჩნეული.
1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქი ბხოპალი, ინდოეთი. ქიმიურ ქარხანა – Union Carbide-ში ავარიის დროს მომწამლავი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი. ეს იყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნიკური კატასტროფა. პესტიციდების გამომშვები ამერიკული ქარხნიდან ატმოსფეროში მოხვედრილი გიგანტურმა მოწამლულმა ღრუბელმა დაფარა ქალაქი და 1 თვის განმავლობაში 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
75. ტრაგედია ოკლაჰომაში, 1995 წელი
მეხანძრემ მოასწრო ხელთათმანების გახდა, სანამ პოლიციელი ჩვილს გადასცემდა. ალბათ, იცით, რომ მეხანძრის ხელთათმანები უკიდურესად უხეშია. მან კი სასწრაფოდ მოიშორა, რომ შეეგრძნო გადარჩენილი ჩვილით გამოწვეული სიხარული. ფოტოზე ჩანს, როგორი მზრუნველობით დასცქერის გოგონას. მეხანძრემ ჯერ არ იცი, რომ იგი უკვე გარდაიცვალა.
76. ქალი სამხედრო ძალის წინააღმდეგ16 წლის ებრაელი გოგონა, ინეტ ნილი, ისრაელის არმიის ოფიცერს, ავანპოსტ ამონს, “უმკლავდება”. 2006 წელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო. ნილი ჩიოდა, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა მას სცემეს.
77. მიწისძვრა თურქეთში 1983 წლის 30 ოქტომბერი. ქოინორენი, აღმოსავლეთ თურქეთი. ქეზბან ოზერმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ხუთივე შვილი მკვდარი იპოვა.
78.მიწისძვრა ჰაიტიში, ფოტოგრაფი ოლივიე ლაბანი
79. ცუნამი ინდოეთში 2004 წლის 28 დეკემბერი, ინდოეთი. ქალი დასტირის ცუნამის დროს დაღუპულ ნათესავს. კუდალური, შტატი ტამილნადი, ინდოეთი.
80. 2003 წლის 31 მარტი, ერაყი. მამა ცდილობს შვილს შეუმსუბუქოს უმძიმესი პირობები სამხედრო ტყვეების ციხეში
81. 1982 წლის 18 სექტემბერი. ბეირუთი, ლიბანი.
82. დედა და შვილი უფასო საკვების ცენტრში. 2005 წლის 1 აგვისტო. ტაჰვა, ნიგერია.
83. ვიეტნამის ომი, 1966 წელი. დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცები
84. თურქი ქალი დასტირის ქმარს, რომელიც ბერძნულ-თურქული სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა. 1964 წლის აპრილი. რავიზერამი, კვიპროსი.
86. Kyoichi Sawada–United Press International, იაპონია. 1965 წლის სექტემბერი. ბინ დინი, სამხრეთ ვიეტნამი. დედა და შვილები ამერიკული ბომბდამშენებისგან თავის დასაღწევად მდინარეში შეცვივდნენ
87. “ოპერაცია ლომის გული” ფოტოჟურნალისტმა დეან ფიცმაურიკმა (Deanne Fitzmaurice) ამ ფოტოსთვის 2005 წელს პულიტცარის პრიზი მიიღო. “ოპერაცია ლომის გული” მოგვითხრობს 9 წლის ერაყელი ბიჭის ისტორიას, რომელიც ძალიან მძიმედ დაიჭრა აფეთქებისას ერაყის ომში – თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი კონფლიქტის დროს.
ბიჭი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ათობით მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. სიკვდილთან მამაცური ბრძოლისა და დიდი გამბედავობის გამო მას ზედმეტსახელად “ლომის გული” უწოდეს.
88. Kent State University-ის სტუდენტთა დემონსტრაცია, 1970 წელი
სტუდენტების საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონმა ოჰაიოს ეროვნული გვარდია გაგზავნა. სიტუაციის განეიტრალების ნაცვლად, ჯარმა ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით. დაიღუპა 4 სტუდენტი, რომელთაგან ორი ლექციაზე მიდიოდა.
ფოტოზე ჩანს 14 წლის Mary Ann Vecchio, რომელიც გვარდიის მიერ რამდენიმე წამის წინ ჩაცხრილული ჯეფრი მილერის ცხედართან მუხლებზეა დაცემული. John Filo იყო სტუდენტი, რომელსაც ამ ფოტოს გადაღებისთვის პულიტცარის პრიზი გადასცეს. ეს შემზარავი ფაქტი გადმოცემულია სატელევიზიო ფილმსა და Neil Young-ის ერთ-ერთ სიმღერაში.
89. 1998 წლის 6 ნოემბერი. იზბიკა, კოსოვო, იუგოსლავია. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეომრის დაკრძალვაზე. ნათესავები და მეგობრები ანუგეშებენ მის ქვრივს.
90. 1963 წლის 11 ივნისი, საიგონი, სამხრეთ ვიეტნამი. ბუდისტმა ბერმა ტჰი კუანგ დუკმა თავი დაიწვა ვიეტნამის მთავრობის მიერ რელიგიური დევნის პროტესტის ნიშნად. მალკოლმ ბრაუნის (Malcolm Browne) მიერ გადაღებული ფოტო. ტჰი კუანგ დუკმა (Thich Quang Duc) ვიეტნამის მთავრობას სთხოვა, შეეწყვიტათ ბუდისტების რეპრესირება და მათი დაკავება, უფლება მიეცათ გაევრცელებინათ თავიანთი რელიგია. ვინაიდან მან წერილზე პასუხი არ მიიღო, პროტესტის ნიშნად, საკუთარი ხელით წაიკიდა ბუდისტი ბერებისგან ბენზინით გაჟღენთილ ტანზე ცეცხლი. ამის შემხედვარე ადამიანები ტიროდნენ. ბერი კი ლოტოსის პოზაში გაუნძრევლად იჯდა და არცერთი ბგერა არ დასცდენია. ამიტომაცაა სულისშემძვრელი ასეთი სიმტკიცის ამსახველი ფოტო.
91. 1975 წლის 22 ივლისი, ბოსტონი. ქალი და ბავშვი ცდილობენ ხანძრისგან თავის დაღწევას.
92. ახალგაზრდა შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლება, 1930 წელი ათიათასობით თეთრკანიანმა ჩამოახრჩო ორი ფერადკანიანი ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალად სდებდნენ თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას და მკვლელობას. ხალხმა ისინი ციხიდან გამოიყვანა და ლინჩის წესით გაასამართლა. ფოტოზე გამოსახული მათი კმაყოფილი და ბედნიერი სახეები შემდგომში ამარზენად იქნა შეფასებული საზოგადოების მიერ.
93. “განდი თავის სართავ ჯარასთან”, 1946 წელი.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის პორტრეტი. ინდოეთის ლიდერის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო გადაიღო მარგარეტ ბურკ-უაითმა (Margaret Bourke-White.), რომელსაც მოსთხოვეს, რომ თუ უნდოდა განდი გადაეღო სართავ ჯარასთან (თავისუფლებისათვის ბრძლის სიმბოლო ინდოეთში), ჯერ თვითონ უნდა ესწავლა მისი მართვა.
იმისათვის, რომ განდის ფოტოგრაფირების უფლება მოეპოვებინა, მარგარეტ ბურკ-უაითმა სართავ დაზგაზე ძაფის დართვა ისწვალა და რამდენიმე საათის განმავლობაში მდუმარედ იჯდა ნახევრად წყვდიად ოთახში, სადაც განმარტოვებული განდი დაზგის მახლობლად წიგნს კითხულობდა.
94. რობერტ კაპას მიერ გადაღებული ომის კადრებიდან
95. იაპონელების მიერ მოკლული ბავშვების გროვა. 1937 წელი, 13 დეკემბერი
იაპონელების მიერ ქალაქ ნანკინში ჩინელი უიარაღო მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის დროს მოკლული პატარა ბავშვები.
96. ამერიკელი მეზღვაურები დროშას მართავენ იო ჯიმაზე, 1945 წელი
ეს ისტორიული ფოტო მიჩნეულია ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ სურათად. გადაიღო ჯო რეზენტალმა 1945 წლის 23 თებერვალს. ფოტო უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დაიბეჭდა ათასობით გამოცემაში. იმავე წელს მხოლოდ ამ სურათმა აიღო პულიტცარის პრიზი.
97. ატომის “სოკო” ნაგასაკის თავზე, 1945. კაცობრიობის სისასტიკის დამადასტურებელი მტკიცებულება
ფოტო გადაღებულია ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ. ფოტოგრაფი უცნობია. 1945 წლის 6 აგვისტოს პირველმა ატომურმა ბომბმა ხიროსიმაში მცხოვრები 80 000 იაპონელი მოკლა, ხოლო 3 დღის შემდეგ ნაგასაკში ჩამოვარდნილი ბომბის სხივების სიმხურვალემ რამდენიმე ათას გრადუსს მიაღწია, რადიაციამ ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, საერთო ჯამში კი შეიწირა 150 000 ადამიანი.
98. ხიროსიმა, 1945. დაბომბვიდან 3 კვირის შემდეგ
99. ბიჭუნა ლტოლვილთა ავტობუსიდან 1995 წლის მაისი. ჩეჩნეთი. ბიჭუნა იყურება ლტოლვილებით გადატენილი ავტობუსის ფანჯრიდან, რომლებიც შალისთან ახლოს ჩეჩნებს და რუსებს შორის ომის ეპიცენტრიდან გაიქცნენ. ავტობუსი გროზნოში ბრუნდება.
100. ჩვენ გვინდა მშვიდობა ფოტოგრაფი ჰანს-იორგ ანდერსი. გერმანია. 1969 წლის მაისი, ლონდორდერი, ჩრდილოეთ ირლანდია. ახალგაზრდა ირლანდიელი მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
BrOliKa
ვაიმე ცუდათ ვარ ;-(((( რა საშინელებაა :((
სექტემბერი 6, 2013
ნათი მორბედაძე
უჰ ძლივს ამოვისუნთქეე ეს რა იყოოო :( :(
იანვარი 4, 2014
vako
ძაან მაგარი პოსტია
იანვარი 3, 2022