ხელოვნება

ჯგუფი შექმნილია იმისათვის რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს  კრიტიკა

გუსტავ კლიმტი

      გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს ბაუმგარტენში, ავსტრიაში. იგი ოჯახში მეორე შვილი იყო. გუსტავს სამი და და ოთხი ძმა ჰყავდა. დედამისს ანა კლიმტს ჰქონდა დიდი ხნის განუხორცილებელი ოცნება გამხდარიყო ცნობილი მუსიკოსი. მამამისი ერნსტ კლიმტი უმცროსი ამზადებდა ოქროს გრავიორებს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. 1883 წელს გუსტავმა ჩააბარა Vienna School of Arts and Crafts-ში, სადაც არქიტექტურულ მხატვრობას სწავლობდა. 1887 წელს მისმა ძმამ ერნსტმა, რომელიც მამამისის პროფესიის არჩევას აპირებდა მოულოდნელად გადაიფიქრა და იგივე სასწავლებელში ჩააბარა. ორივე ძმებმა მეგობარ ფრანზ მეჩთან ერთად დაიწყეს ბიზნესი: მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი "Company of Artists", იღებდნენ დაკვეთებს და ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე, აგრეთვე თავიანთ პედაგოგებს Kunsthistorisches Museum _ის კედლების ფრესკების მოხატვაში ეხმარებოდნენ.

      კლიმტმა მისი პროფესიული კარიერა Ringstraße-ის შენობის ფრესკების და ჭერის მოხატვით დაიწყო, მათ შორის ყველაზე ცნობილია "Allegories and Emblems".

      1888 წელს ავსტრიის იმპერატორ ფრანზ ჟოზეფისაგან მიიღო ჯილდო Golden Order of Merit, Burgtheater თეატრის უბადლო მოხატვისთვის და გახდა University of Munich და University of Vienna-ს საპატიო წევრი. მის ნახატებში ხშირად იყენებდა ოქროს მაგ: Pallas Athene (1898), Judith I (1901), Portrait of Adele Bloch-Bauer I (1907) და The Kiss (1908). გარდა სამოქალაქო შენობების მოხატვისა გუსტავმა ცნობილ ბელგიელ მეწარმეს საკუთარი სასახლე Palais Stoclet მოუხატა.

      მისი ფერწერა ძალიან დახვეწილი და ორიგინალურია, რაც მას სხვა მხატვრებისაგან გამოარჩევს. მისი პეიზაჟები ყოველთვის ფერადია და დატვირთული თუმცა საოცარი სივრცის შეგრძნებას იწვევს. არსებობს ლეგენდა რომ კლიმტი შედევრებს ტელესკოპის საშუალებით ქმნიდა.

      1890 წელს გუსტავი შეხვდა ემილი ლუსი ფლოგეს, რომლისადმი სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა. 1908 წელს დახატულ ტილოზე სახელწოდებით" კოცნა " კლიმტმა სწორედ ემილი და საკუთარი თავი გამოსახა. ამ პერიოდში იგი ემილის 14 შვილს უწევდა მამობას.

      გუტავ კლიმტი 1918 წლის 6 თებერვალს ვენაში პნევმონიით გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში მან უამრავი ფრესკა, ნახატი და პეიზაჟი შექმნა და თავისი უნიკალურობით სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ფურცლებზე. მისი სხვა ნახატები ათეულ დოლარებად იყიდება მსოფლიოს ცნობილ აუქციონებზე. მხოლოდ 2006 წელს მისი ტილო Adele Bloch-Bauer I 135 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა ნიუ იორკის აუქციონზე, ხოლო Adele Bloch-Bauer II 88 მილიონ დოლარად. ასე ძვირად ჯერ მსოფლიოში არავის ნამუშევარი არ გაყიდულა

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    David Jafaridze

    ჩემს სნოუბორს მოუხდება ]] 

  • მდე

    BrOliKa

    მართლაც შესანიშნავია :) 

    Kakha_მ თქვა:

    უყურე შენ გუსტავომ როგორ გაუსწრო დროს :D :D , ჩვენი თანამედროვე მგონია როცა ვუყურებ :))))

  • მდე

    მაიკო

    საინტერესო ნახატებია