ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია / Psychology

ჯგუფი შემდგარი და მომავალი ფსიქოლოგებისთვის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგები ფროიდი, იუნგი, ადლერი, როჯერსი

და სხვები.

ქალები უცნაური არსებები არიან

"ქალები უცნაური არსებები არიან – კაპრიზული, ცვალებადი ხასიათით, თვითონ არ იციან რა უნდათ, მათი საქციელი ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული" – ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია კაცობრიობის ძლიერ ნახევარს შორის. აზრი ნაწილობრივ მცდარია. ხანდახან ქალს ბოლომდე არ ესმის რა უნდა, რადგანაც ხელმძღვანელობს უფრო ინტუიციით, მაგრამ მის საქციელსი თავისი შინაგანი ლოგიკა და საკუთარი მოტივაცია აქვს. ქალის ყველაზე დიდი ღირსება – ემოციურობაა. მამაკაცები, რომლებიც შიგადაშიგ იბღვირებიან ქალის ემოციების ამოფრქვევისას, მაინც აფასებენ მშვენიერ სქესს ზუსტად ემოციურობის გამო – ის, რაც მათ აკლიათ. ქალებისთვის დამახასიათებელია ხასიათის ცვალებადობა ( (მამაკაცებისთვის კი აქტივობისა და პასიურობის ცვალებადობა პასირობისკენ გადაწონვით) . ქალის ტემპერამენტი უფრო ხშირად სანგვინიკურია (ქალები ოპტიმისტები, მხიარული, საქმიანი და ცხოვრებისმოყვარული არიან) ან მელანქოლიური (მოწყენილი, პასიური, მოშვებული) . მთლიანობაში ქალებისთვის დამახასიათებელია გრძნობების მძაფრი გამოხატვა, ცოცხალი და მოუსვენარი ხასიათი, ხასიათის ხშირი შეცვლა. სუსტი სქესი მძაფრად რეაგირებს ყველაფერზე:წახალისებასა და დასჯაზე, კომფლიქტებსა და უსიამოვნებებზე, სხვის უბედურებასა და საყვარელ ადამიანთან წაკინკლავებაზე, ბავშვებთან და ცხოვრების მეგზურთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ქალებს მოვლენებთან საკუთარი დამოკიდებულება აქვთ – მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, თანაუგრძნობენ და სხვასთან ერთად განიცდიან. მათ, მამაკაცებისგან განსხვავებით, ყველაფერთან აქვთ საქმე, თანაც ეს ცნობისმოყვარეობა კი არ არის, როგორც მამაკაცების უმეტესობა თვლის, არამედ დახმარების სურვილი. ქალებს ფანტაზია და წარმოსახვა გაცილებთ მეტად ააქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს თავშიც კი არ მოუვათ ის, რაც შეიძლება ქალმა იფანტაზიოროს. საკუთარი წარმოსახვის მეშვეობით ქალებს შეუძლიათ წარმატებით მოახდინონ თავის რეალიზება შემოქმედებასა და მრავალ პროფესაიში, სადაც აზრის აღმაფრენა საჭირო. ქალის სახე უფრო მეტყველია. ძალიან პატარა დროის მანძილზე მის სახეზე შეიძლება ათამდე სხვადასხა ემოცია გამოიხატოს – აქ მამაკაცი მას ვერ დაეწევა (პროფესიული მსახიობების გარდა) . ითვლება რომ ქალებს ნაკლებად მყარი ნერვული სისტემა აქვთ, მაგრამ...... ქალს შეუძლია იტიროს, გადმოაფრქვიოს ნეგატიური ემოციები, განიმუხტოს კამათში, სამაგიეროდ არ აგროვებს წყენას და ამრიგად იცავს თავის ფსიქიკას გადატვირთვისგან და გაძლიერებული განცდებისგან. ნერვული სისტემის არასიმყარე ვლინდება ერთი ემოციური მდგომარეობიდან სხვაში სწრაფ გადასვლაში. ეს ცუდია?ესეთ ქალთან მამაკაცი არ მოიწყენს!ქალს სწრაფი გარდასახვა შეუძლია, ამიტომ მამაკაცზე გაცილებით უკეთესად ერგება ცვალებად სიტუაციებს და ცხოვრებასაც. ქალს პირველ ადგილზე ადამიანებთან ურთიერთობა აქვს, მამაკაცი კი ორიენტირებულია მიზნის მიღწევასა, სამსახურსა და მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებზე. თუმცა ამასთან ერთად სულაც არ არის წინააღმდეგი, როდესაც ქალი მთლიანადაა კონცენტრირებული მის პერსონაზე. მთლიანობაში სუსტი სქესი გაცილებით მგრძნობიარეა, ვიდრე ძლიერი. ქალი უფრო ყურადღებიანია ადამიანების მიმართ მთლიანობაში და კერძოდ თავისი მამაკაცის მიმართაც. ის ამჩნევს განცდების ნიუანსებს, შეუძლია სახეზე წაიკითხოს, მაშინვე იჭერს ხასიათსა და განწყობას. მას ვერ გამოაპარებ, რომ საყვარელი ადამიანი დათრგუნული, განაწყენებული ან შეშფოთებულია და იწყებს გამოკითხვას.... თუმცა მამაკაცს ეს ხშირად აღიზიანებს – მას არ სურს თავის პრობლემებზე საუბარი, ჩუმად არის და ჩხუბობს კიდევაც, იმის მიუხედავად რომ ქალი მზად არის მასთან ერთად განიცადოს და გაიზიაროს ყველა მისი უსიამოვნება.... აი, გაიგე ამის შემდეგ მამაკაცების!ხან პროირიტეტულ ადგილზე ქალის ზრუნვას აყენებენ, ხან თავს არიდებენ გამოხატულ ზრუნვას... ან იმედოვნებენ, რომ ქალი თვითონ მიხვდება?... ქალებს კი გააჩნიათ ინტუიცია, მაგრამ მთალად ტელეპატები კი არ არიან! ითვლება, რომ ქალები უფრო კონფლიქტურები არიან, სამაგიეროდ მამაკაცები მეტად აგრესიულები არიან ყველაფერში და მათ შორის ქალებთან დამოკიდებულებაშიც.

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    ani gelashvili

    bichebtan shedarebit ratqmainda :D

  • მდე

    ლაშა

    გეთანხმები ანი, ქალები ბიჭებთან შედარებით არსებები არიან :D ბიჭები ადამიანები :P :D

    ani gelashvili_მ თქვა:

    bichebtan shedarebit ratqmainda :D

  • მდე

    ლაშა

    თანასწორობის ქურუმები სად არიან?