ელ. წიგნები

ელექტრონული წიგნები

არაფერი შეედრება წიგნის სურნელს, ფურცვლის სიამოვნებას და ყვითელ გვერდებზე გახუნებული ასოების ცქერას, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კითხვა სხვაგავარად მოსახერხბელიც ხდება.

ბიბლიოთეკა ჩვენს დროში Qwelly_ზე!

ხასიდური სიბრძნე

ზურაბ კიკნაძე - ხასიდური სიბრძნე

xasiduri sibrdzne pdf | zurab kiknadze | ხასიდური სიბრძნე პდფ | ზურაბ კიკნაძე ხასიდური სიბრძნე | მარტინ ბუბერი პდფ | ჰასიდური სიბრძნე

   მარტინ ბუბერმა თავისი პირველი წიგნი Die Geschichten des Rabbi Nachman (რაბი ნახმანის ზღაპრები, 1906), რომლითაც მან გააცნო ევროპას, ყოველ შემთხვევაში, გერმანულ ინტელექტუალურ სამყაროს მისთვის არცთუ მისაწვდომ იდიშზე და ებრაულ ენაზე არსებული ხასიდების სიბრძნე, თავის პაპას, სოლომონ ბუბერს, როგორც წარწერაში უწოდებს, «ძველი ჰასკალის უკანასკნელ მოძღვარს» მიუძღვნა. ჰასკალა ებრაული სიტყვაა და «განათლებას» ნიშნავს. XVIII ს¬ში გერმანიაში ევროპის კვალზე წარმოშობილი ჰასკალას სახელით ცნობილი განმანათლებლური, კულტურული და ლიტერატურული მიმდინარეობა მიზნად ისახავდა ტრადიციული ებრაული კულტურის და ყოფის მოდერნიზაციას, მის ინტეგრირებას ევროპულ ჰუმანისტურ კულტურასთან. ებრაული განმანათლებლობა ნიშნავდა, საბოლოო აზრით, ებრაელობის (იუდაელობის) განსაკუთრებულობაზე უარისთქმას და ევროპის ნაციათა შორის თავისი თავის დამკვიდრებას.

[ გადმოწერა ]

  • მდე

    vako

    ეს კაია კახაა?