მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

გრიგოლ ანტიოქიელი

3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს

გრიგოლ ანტიოქიელი, წმინდა პატრიარქი გრიგოლი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

      მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე, მეექვსე საუკუნის მიწურულამდე ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►