მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ეპისკოპოსი პაფნუტი

2 მაისს (ძვ. სტ 19 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს იერუსალიმელ ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე პაფნუტის

პაფნუტი იერუსალიმელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

      ადრეული პერიოდის წმინდა მამების, მოწამეების ისტორიები ვრცელი რედაქციებით იშვიათად გვხვდება. არსებობს ორი გარდამოცემა წმინდა პაფნუტის შესახებ. ერთი გვამცნობს რომ ის იერუსალიმელი ეპისკოპოსი, მრავალი ტანჯვისა და წამების შემდეგ, თავის მოკვეთით აღესრულა მესამე საუკუნეში, ხოლო მეორე ვარაუდით, მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინაში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანესგან დევნილობის პერიოდში.

      საერთო ცნობებით, მრავალი წელი წმინდა მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები სასწაულებს აღასრულებდა. წმინდანის საეკლესიო კანონი კი, მოგვიანებით, მერვე-მეცხრე საუკუნეში დაიწერა, ხატმებრძოლეობის მძიმე წლებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►