ხელოვნება

ჯგუფი შექმნილია იმისათვის რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს  კრიტიკა

ბაზილიკის ტიპები და ქართული თავისებურებები

      ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ საჭირო გახდა ახალი სამლოცველოების შექმნა. თუმცა საწყის ეტაპზე ადამიანებს ეშინოდათ „ახალ“ ღმერთთან შეგუება და მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი შედიოდა და მრევლი გარედან ისმენდა ქადაგებას. დროთა განმავლობაში, როცა ქრისტიანობამ ფართოდ მოიკიდა ფეხი, საჭირო გახდა შედარებით დიდი ნაგებობის აგება, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბაზილიკის ტიპიც სწორედ ამ დანიშნულების მიხედვით ჩამოყალიბდა.

      ბაზილიკები დაყოფილია ნავებად, შუა ნავი უფრო განიერია და მაღალი, გვერდითა ნავები შედარებით ვიწრო და დაბალი, ნავებს შორის სივრცე კი ბურჯებითაა გამოყოფილი.ბაზილიკას ახასიათებს წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი, შესასვლელიც დასავლეთიდანააქვს, რაც შესვლისთანავე საკურთხევლისკენ იქცევს ყურადღებას.

      საქართველოში ბაზილიკა ბიზანტიიდან შემოვიდა, მაგრამ არ მომხდარა პირდაპირი კოპირება, აქ მან თავისებური სახე მიიღო. სამნავიან ბაზილიკასთან ერთად გაჩნდა სამეკლესიანი ბაზილიკები, სადაც გვერდითა ნავები ერთმანეთისგან არა სვეტებით, არამედ ყრუ კედლებითაა გამოყოფილი. შესაბამისად, სამივე ნავს ცალკე საკურთხეველი ჰქონდა. მიიჩნევა, რომ ამის საჭიროება გაჩნდა მაშინ, როცა გადაწყვიტეს წირვა-ლოცვა დღეში რამდენჯერმე აღევლინათ და საჭირო იყო ცალკე საკურთხევლების არსებობა. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასევე ერთნავიანი, ანუ ცალნავიანი ბაზილიკა, რომელიც გეგმის სიმარტივის გამო საუკუნეების მანძილზე იგებოდა განსაკუთრებით სოფლის მცირე ეკლესიების სახით.

      გარდა სამნავიანი, სამეკლესიანი და ცალნავიანი ბაზილიკებისა, საქართველოში არსებობდა მესამე ფორმა, რომელიც ჯერ ბოლომდე არაა ცალკე გამოყოფილი, ესაა ეგ.წ „ღია ეკლესიები“, რომლებსაც დასავლეთ კედელი თაღებით ჰქონდა გახსნილი. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტიპის ტაძრებიც მხოლოდ სასულიერო პირითვის იყო განკუთვნილი და მრევლს ქადაგება რომ გარედან მოესმინა, იმისთვის იყო ერთი ფასადი მოხსნილი, მაგრამ მეორე მოსაზრების თანახმად ეს ტაძრები ომპერატორ კონსტატინეს მიერ ქრისტეს საფლავზე ნაგებ როტონდას ტიპიდან მომდინარეობს, რომელიც ყველა მხრიდან სვეტებით და თაღებითაა შემოსაზღვრული.

      ბაზილიკის პარალელურად ვითარდებოდა გუმბათოვანი ტიპის ტაძრებიც, რომლებიც უცხო არ იყო ქართული არქიტექტურისთვის ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე, შესაბამისად მისი დამკვიდრება შედარებით მარტივად მოხდა და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ხუროთმოძღვრული ძეგლი შეგვიძლია დავასახელოთ ამის მაგალითად. ვფიქრობ, ბაზილიკა თავისი არქიტექტურული ფორმებით ნამდვილად ახალი სიტყვა იყო ქართულ ხუროთმოძღვრებაში და ამიტომაც ეროვნული მახასიათებლების შეძენა, „გადმოქართულება“ სწორედ ამის გამო მოხდა.

  • მდე

    გულიკო

    ბაზილიკების შემდგომი პერიოდი საქართველოში ანუ ტეტრაკონქებზე რას გვეტყვით, მაინტერესებს