ხატწერა

 ხატმწერისათვის ხატი არის თავისი სულის ნაწილი

ძუძუსმაწოვებელი (ღმრთისმშობლის ხატი)

Iconography, Qwelly, იკონოგრაფია, ქველი, ღმრთისმშობლის ხატები, ძუძუსმაწოვებელი, ხატწერა

      ღმრთისმშობლის ხატი - ძუძუსმაწოვებელი, დედანი იმყოფება ათონზე. ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის და მისი მოლოცვა კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაშია შესაძლებელი.

      ისტორია გვაუწყებს, რომ V-VI საუკუნეში ხატი საბა განწმენდილის ლავრაში იმყოფებოდა. ეს ლავრა, იერუსალიმიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. აღმოსავლეთში, იმ დროს ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა, საბა განწმენდილმა, იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თავისივე თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა. ლავრიდან ის, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვნებელი ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს წააბრძანებდა.

საბა განწმენდილი VI საუკუნეში გარდაიცვალა, მისი წინასწარმეტყველება კი 6-7 საუკუნის შემდეგ, XIII საუკუნეში განცხადდა - წმინდა საბა სერბელმა მოილოცა წმინდა მიწა, მოინახულა საბა განწმენდილის ლავრა, სადაც მას წინასწარმეტყველურ ანდერძთან ერთად ძუძუსმაწოვნებელი ღმრთისმშობლის ხატიც გადაეცა. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. საინტერესოა, რომ ზოგადი წესისგან განსხვავებით, კანკელზე ღმრთისმშობსლი ხატი, აღსავლის კარიდან მარჯვნივ - მაცხოვრის ხატის ადგილას, ხოლო მაცხოვრის ხატი ღმრთისმშობსლი ხატის ადგილას განათავსა.

      ფოტოზე წარდმოდგენილი ხატი წმინდა საბა განწმენდილის ლავრაშია დავანებული (გადაღებულია 2016 წელს). საეკლესიო ტრადიციით, ძუძუსმაწოვებელი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები.

ხატის ტროპარი:

ნებითა მამისათა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩვენნი.