დოლი (სპარს. დაული) არაბულ-სპარსული საკრავია. საქართველოში ეროვნულ საკრავად იქცა. მისი ქართული სახელწოდებაა დაფდაფი.
დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრული ფორმის საკრავს, რომელზედაც გადაკრულია ტყავი. ტყავი კორპუსზე გადაჭიმულია თასმებით, რომლებიც გაყრილია რკინის რგოლებში.
საკრავი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი ცეკვის დროს ხაზს უსვამს მის რიტმულ მხარეს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე ხალხური საკრავის (მაგ: ჩონგურის ან ჭიბონის, იშვიათად სალამურის) გაერთიანება ანსამბლად. მასზე უკრავენ ხელებით ან ჯოხებით (ძირითადად მამაკაცები) დამჯდარ მდგომარეობაში. დაკვრისას საკრავი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. ზოგჯერ მედოლე თავადაც ერთვება ცეკვაში.
დოლზე ფორტე-ს ეფექტის მისაღწევად უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე.
ისტორია
დაფდაფს (იგულისხმება დოლი) მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ძველად იგი გამოიყენებოდა საომარი მოქმედების, რაინდთა შერკინების, ომში გამარჯვების, საპატიო სტუმრის მიღების დროს...
ძველი ქართული მწერლობის მიხედვით, ნაღარა (ესეც დოლის ერთ-ერთი სახელწოდებაა) მოლაშქრეთათვის აუცილებელი საკრავი ყოფილა. ნაღარის მკვრელნი, მედროშეებთან ერთად, ლაშქრის წინამძღოლნი იყვნენ.
არსებობს გადმოცემა, რომ ძველად წყლის ფრინველებზე და ხოხობზე ნადირობდნენ ქორით. მონადირენი ქორს არასოდეს მიუშვებდნენ წყლის ფრინველზე, სანამ ის წყალში ცურავდა, რადგან იგი წყალში დაიმალებოდა და ქორიც გაწბილებული დარჩებოდა... სწორედ ამისათვის იყენბდნენ პატარა დოლს (ტაბლაკი), რომელიც თვითოეულს (იგულისხმება მონადირე) უნაგირზე ჰქონდა მიკრული. მონადირენი
იწყებდნენ მასზე დაკვრას და როდესაც შეშინებულ ფრინველთა ჯოგი მაღლა აფრინდებოდა და მაშინ გაუშვებდნენ ქორს. ქორიც სწრაფად იჭერდა მას, რადგან იგი წყლის ფრინველზე ბევრად ჩქარი იყო.
ეს საინტერესოა
405 წევრი
აღწერა
ეს საინტერესოა
საინტერესო ინფორმაციების გაზიარების ადგილი
დოლი
ლაშა_ს მიერ
მაისი 20, 2016
დოლი • Doli