მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

პავლე, იულიანა, კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე (წმინდა მოწამენი)

17 მარტს (ძვ. სტ.4 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე

   რომის იმპერატორ ავრელიანეს დროს აღესრულნენ წმინდა მოწამე პავლე და იულიანა მესამე საუკუნის ბოლოს, როდესაც იმპერატორი თავისი ამალით ჩავიდა ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში  დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.

 იმპერატორმა ავრელიანემ გადაწყვიტა იულიანა ეცდუნებინა მას, ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

   სივდილით დასჯამდე პავლე და იულიანა ქრისტეს მიახლოების სიხარულით გალობდნენ ფსალმუნს: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►