რუსთავი

რუსთავი

გაწევრიანდით რუსთავის პატრიოტები, მოამაგენი და მოყვარენი!

გავაცნოთ ჩვენი ქალაქი საქართველოს და მსოფლიოს!

ხალიბთა მემკვიდრეები - ახალგაზრდული ქალაქი

პირველი ქართული ფოლადის დაბადების თარიღი - 1950 წლის 27 აპრილი, 16:30.

ხალიბთა მემკვიდრეები, 40 ძმის ქალაქი, Metallurgy, Qwelly, Rustavi, plant, metallurgical, ახალგაზრდობის ქალაქი, ახალგაზრდული ქალაქი, კარვების ქუჩა, ლითონი, მარტენი, მგლინავი, მეგობრობის ქალაქი, მეტალურგია, მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის მეტალურგია, ფოლადი, ქარხანა, ხალიბთა მემკვიდრეები, რუსთავი, ახალი რუსთავი

      თუმცა იქამდე ვრცელი გზაა. ჯერ კიდევ სტალინის მართველობის საბჭოთა კავშირში გაჩნდა იდეა, საქართველოში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობიs შესახებ. ჩატარდა საძიებო სამუშაოები, დაიხარჯა 75 მილიონი მანეთი. ახლანდელი საავიაციო ქარხნის მახლობლად (თბილისში) ადგილიც შეარჩიეს. თავდაპირველად პერსონალისთვის საცხოვრებელი უნდა აეშენებინათ. ამ კუთხით სამუშაოებიც მალევე დაიწყო, თუმცა ერთ საკითხს საქართველოს კომ.პარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი არ ეთანხმებოდა - კანდიტ ჩარკვიანს ქარხნისთვის ადგილმდებარეობა არ მოსწონს. მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ქარხნის მშენებლობა შეჩერდა.

      1944 წლის იანვარში, ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, მოსკოვთან მდებარე სტალინის აგარაკზე გაიმართა შეხვედრა.

"დროა ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყოს, ოღონდ ვფიქრობ რომ ეს გიგანტი თბილისში კი არა, მისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უნდა აშენდეს. საქართველოში მეტალურგიული ქარხნის აგება, ახალ ქალაქს ჩაუსახავს სიცოცხლეს."

      ბელადის ამ სიტყვების შემდეგ ხრუშჩოვმა შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა ახალი ქალაქისთვის სტალინის სახელი ეწოდებინათ.

- ცუდად ფიქრობ ნიკიტა, რუსთავი უნდა დავარქვათ, რათა ეპოქათა კავშირი არ დაირღვეს.

      საბჭოთა პროპაგანდის მანქანა როგორც სტალინის პერიოდში, ასევე მის შემდეგაც შესანიშნავად მუშაობდა. ამის დასტური იყო ის საბჭოური ფილმები, რომლებზეც თაობები იზრდებოდა. საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმის კლასიკური ნიმუშია "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი, 1954).

      ერთ-ერთ დიალოგი ამ ფილმიდან:

- ყურადღება ამხანაგებო, ყურადღება! ჩვენ უახლოვდებით ქარხანას.
- ქარხანას?
- დიახ, აქ დაგეგმილია ძირითადი საამქროები (გამცილებელი ავტობუსის მინაზე უსვამს ხელს და იმ ადგილებისკენ მიუთითებს, სადაც საამქროები უნდა აშენდეს), აი აქ, ამ ადგილებში.
- ეს ხომ უდაბნოა!
- ქარხანა სადღაა? ჩვენ სად ვიმუშავებთ?
- ან სადღა ვიცხოვრებთ ჰა?
- ალბათ ყველაფერი გათვალისწინებულია. აი, ვკითხოთ დირექტორს:
- ქარხანა სადღაა პატივცემულო?
- მალე ავაშენებთ! აი, ამ ადგილებში - ამშვიდებს დირექტორი.

40 ძმის ქალაქი, Metallurgy, Qwelly, Rustavi, plant, metallurgical, ახალგაზრდობის ქალაქი, ახალგაზრდული ქალაქი, კარვების ქუჩა, ლითონი, მარტენი, მგლინავი, მეგობრობის ქალაქი, მეტალურგია, მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის მეტალურგია, ფოლადი, ქარხანა, ხალიბთა მემკვიდრეები, რუსთავი, ახალი რუსთავი

      დაიწყო ქალაქში მშენებლების ჩამოსახლება, მათ საცხოვრებელს კარვები წარმოადგენდა და რუსთავში პირველ ქუჩასაც სწორედ ასე ერქვა - კარვების ქუჩა.

კარვების ქუჩა, 40 ძმის ქალაქი, Metallurgy, Qwelly, Rustavi, plant, metallurgical, ახალგაზრდობის ქალაქი, ახალგაზრდული ქალაქი, ლითონი, მარტენი, მგლინავი, მეგობრობის ქალაქი, მეტალურგია, მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის მეტალურგია, ფოლადი, ქარხანა, ხალიბთა მემკვიდრეები, რუსთავი, ახალი რუსთავი

      შემდგომში კარვებს მოჰყვა ბარაკული ტიპის დასახლება და უფრო მოგვიანებით უკვე სტალინური არქიტექტურა, რაც გამოიხატა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში.

      მშენებარე ქალაქის პირველი მოახალშენეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდები ივყნენ. ე.წ. ოცდაექვსიანელები. ისინი, ყველა ერთად, 1944 წლის 24 ნოემბერს თბილისის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს, ეგონათ ომში მიჰყავდათ, თუმცა არა! რჩეულ ახალგაზრდებს სხვა მისია ჰქონდათ, ისინი მარტენის, მგლინავისა და სხვა პროფესიების დასაუფლებად 17-მდე ქალაქის მეტალურგიულ ცენტრებში მიალვინეს.

      რუსთავში რუსეთიდან ჩამოსული მაღაკლვალიფიციური ინჟინრები, მეტალურგები და მშენებლები დასახლდნენ, ჩამოდიოდნენ უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები. ქალაქი ეთნიკურად მრავალფეროვანი გადხა. დაიწყო 40 ძმის ქალაქად წოდებული (მრავალეთნიკურობის გამო ასე შეარქვეს რუსთავს) რუსთავის მეტალურგიულ ცენტრად ჩამოყალიბება.

      ახალგაზრდები გახდნენ ამ ქალაქის ბირთვი, რომელთაც ააშენეს არამარტო მეტალურგიული ქარხანა, არამედ ქალაქიც და მათ გამოუშვეს პირველი ქართული ფოლადი 1950 წელს.

წლების განმავლობაში რუსთავს ახალგაზრდობის და მეგობრობის ქალაქი ერქვა!

აქვე იხილეთ:

ახალი რუსთავის ისტორია

ლუქსორი რუსთავში

  • მდე

    ლაშა

    მსოფლიო მეტალურგიის დღეს გილოცავთ რუსთაველებს ))