რუსთავი

რუსთავი

გაწევრიანდით რუსთავის პატრიოტები, მოამაგენი და მოყვარენი!

გავაცნოთ ჩვენი ქალაქი საქართველოს და მსოფლიოს!

ხეტიალი რუსთავში

      როდესაც დრო გაქვს შენი ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ, მაშინ იმის საშუალებაც გეძლევა დეტალებს დააკვირდე, გაიაზრო და დაიმახსოვრო, რა თქმა უნდა თუ ეს ქალაქი შენთვის რამეს ნიშნავს და მისი თითოეული მტკაველი ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ხშირად ვაგროვებ მსგავს დეტალებს და ვაპირებ, ნელ-ნელა შემოგთავაზოთ ჩვენს ირგვლივ, ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი საინტერესო დეტალები, რა თქმა უნდა იმ ინფორმაციის დართვით, რაც შემიძლია რომ მათ შესახებ მოვიძიო, იქამდე კი, ვიდრე უშუალოდ შენობის შესახებ გამოვაქვეყნებდე სტატიას, მინდა რუსთაველების დაკვირვებული მზერა ან ლოგიკური აზროვნების უნარი გამოვცადო.

      დასაწყისისთვის იყოს მარტივი ფოტო. როგორ ფიქრობთ, ეს ბარელიეფი სად არის გამოსახული? (პასუხი დაასაბუთეთ)

      ციკლსაც ამ გვერდზე განვაახლებ ხოლმე: "ხეტიალი რუსთავში"

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    George

    *მკაცრი  კლასიკის* ტერმნის კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ *რუსული კლასიციზმი * მე -19 საუკუნისაა, ნუთუ მაშინ რუსთავის მეგაპოლისში უკვე სოციალისტური სიმბოლიკით   ცათაბჯენებს აგებდნენ ? ) ალბათ *საბჭოთა კლასიციზმი* უნდა დაგეწერათ ? (არც ეგაა სინამდვილეში, მაგრამ სტალინის ამპირთან ყველაზე ახლოსაა)
    contributorSaid

    ეს არის "ხიმიკების " კლუბი, რუსთაველის ქუჩა, მკაცრი კლასიკა, რუსული კლასიციზმი. სწორი, სამკუთხა ფრონტონი.

  • მდე

    ნინო

    რუსული და საბჭოთა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ცათამბჯენი არ არის, "ხიმიკების" კლუბია, თუმცა ფრონტონი აქვს ასეთი გრანდიოზული, დიდებულების გამომხატველი. რუსულია, საბჭოთა თუ სტალინური, თუ არც სტალინური, ყოველი მომდევნო წინას წიაღიდანაა გამოსული, ამიტომ დიდად საკამათოს აქ ვერაფერს ვხედავ. მთავარი ისაა, რომ რუსულ-საბჭოთა დანატოვარია, ჩვენია, ისტორიაა და ჩვენს ისტორიას, მომწონს თუა არა კონკრეტული პერიოდი, პატივს ვცემ. მკაცრად ვთვლი იმიტომ, რომ სწორი ფორმებია. ამის შემდგომი არქიტექტურული სტილი ჩემთვის გაცილებით უფრო თავისუფალია. ჩემეულ აღქმებში იმედია , არ შემედავებით.

  • მდე

    George

    დავა აქ არაფერ შუაშია (დილენტანტური მოსაზრება შევასწორე, მაგრამ ამაოდ - მაინც თქვენსას იმეორებთ *რუსული და საბჭოთა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება* - გუგლი მაინც გამოგეყენებინათ.. გაიგეთ რომ ვრუსთავის სტერეოტიპებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და უკვე უნდა დადგეს დრო, როდესაც მათი გამხმოვანება სირცხვილი იქნება ( რაც შეეხება გემოვნებას - კი სტალინურ ამპირს აქვს თავისი ხიბლი, მართალია მე არ მომწომს, მაგრამ მე არც ლეონარდოს ჯოკონდა არ მომწომს და არავისთვის ინდიკატორი უნდა იყოს )