რუსთავი

რუსთავი

გაწევრიანდით რუსთავის პატრიოტები, მოამაგენი და მოყვარენი!

გავაცნოთ ჩვენი ქალაქი საქართველოს და მსოფლიოს!

ახალი რუსთავის ისტორია

      ჩვენს ქალაქს უძველესი ისტორია აქვს. ერთ-ერთი პოსტში, სახელად "რუსთავი ძველად" ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, როცა რუსთავის ისტორიულ ფესვებს შევეხეთ, მაგრამ ახალი რუსთავის ისტორია ჯერ ერთ საუკუნესაც არ ითვლის.

რუსთავი, მეტალურგია, ახალი რუსთავი, ახალი ქალაქი, ღამის რუსთავი, qwelly, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, სტალინი, ახალი რუსთავის დაარსება, Rustavi, history, kombinati, stalini

      ახალი რუსთავის დაარსება უკავშირდება 1948 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა პერიოდში ყველანაირად ცდილობდნენ საეკლესიო დღესასწაულების მიმალვას და ალტერნატული ზეიმებით ჩანაცვლებას, რუსთავის დაარსება დაამთხვიეს ნათლისღების დღესასწაულს - 19 იანვარს. დიახ, 1948 წლის 19 იანვარი ითვლება რუსთავის დაარსების თარიღად. მაგრამ ეს თარიღი სხვა მნიშვნელობასაც ატარებს. ამ დღეს ისტორიული ვოსტანქალაქის დასავლეთით, საბჭოთა მნიშვნელობის ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სულ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირის "ბელადის", იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის სახელობის მეტალურგიული კომბინატი გაიხსნა. ახალი რუსთავიც სწორედ მისთვის აშენდა. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა, რუსთავშიც თითქმის ყველა ქარხანა დაიშალა და ახალი რუსთავის ისტორია, უძველეს, რუვისთავი ქალაქის ისტორიას მიება და მის ღირსეულ გაგრძელებად იქცა. რუსთავი ხომ ისტორიისა და ინდუსტრიის შესანიშნავი გამოხატულება გახლავთ!

რუსთავი, მეტალურგია, ახალი რუსთავი, ახალი ქალაქი, ღამის რუსთავი, qwelly, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, სტალინი, ახალი რუსთავის დაარსება, Rustavi, history, kombinati, stalini

აქვე იხილეთ: ღამე რუსთავის თავზე

რუსთავის მოსახლეობა

  • მდე

    თათია

    ბროლ შენ რომელ რუსთავში ცხოვრობ? მე მარტო ვეჯინი ვიცი და ცოტა ქვემოთ, ცხენების ძეგლი რომ დგას  :D

  • მდე

    ლაშა

    ეს კომბინატი ფოტოზე გამოიყურება ასე კარგად თუ, ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საბჭოური "პეწი"? :))

  • მდე

    BrOliKa

    მე ძველ რუსთავში თათ :* მერია თუ გაქვს ნანახი იქ ახლოს :D ეგ ცხენები აღარ არსებოვენ :D