გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

  • ლაშა

    საგალობლების წერის ისტორიიდან

    "მელქისედეკმა (ნაკაშიძე) და მისმა ამხანაგებმა დაიწყეს ჭრელი საგალობელი: „განმანათლებელი ჩვენი“. ფილიმონმა უყურა-უყურა და მერე სთქვა: ჯერ-ჯერობით კრიმანჭულებს ნუ დავსწერთ, სანამ გაუჩვევალი ვართ, და როცა გავეჩვევით, მაშინ კრიმანჭულებიც შეიძლება და ქაჯურიც."

  • ლაშა

    "ვინც გალობს, ორჯერ ლოცულობს" / ნეტარი ავგუსტინე

    "Qui cantat, bis orat" / Augustine

  • ლაშა

    ამათ წერის დროს (იგულისხმება საგალობლების გადაწერა), შემოდიოდნენ ჩემთან ხანდახან ბერები და მორჩილები და მეტყოდნენ:

    - ვაი რა ტუტუცი ხარ!

    - რატომ მეთქი - ვეტყოდი;

    - იმიტომ რომ როცა შემოვდივართ დღე და ღამე, სულ კრუხივით დაყრდნობილ ხარ მოგიდაზე. სულ სწერ და სულ სწერ!! ნეტავი რა სარგებლობა გაქვს! უფულოდ ტყუილად რათ უჭირვებ შენ თავს!

    ხოლო მე პასუხს ვეტყოდი:

    - მე მაგაზე არა ვფიქრობ, თუ უფასოდ რათა ვმუშაობ მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!, მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი!, მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე! რომ მე უღირსი იმაში ხელს ურევ მეთქი - ასე პირ-დაყოფილი წავიდონენ.

    ექვთიმე კერესელიძე

    "ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეექვსე ნაწილი)"

  • ani

    ufali gfaravdes

  • ნია

    ძალიან სასიხარულოა და მისასალმებელი, რომ ამ ფორმით ეწევით ისეთი საგანძურის პოპულარიზაციას, როგორიცაა ქართული გალობა.