თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

მსოფლიოს მნათობნი - ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

12 თებერვალს (ძვ. სტ. 30 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა!

სამი მნათობი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

      ეკლესიის ისტორიის ადრეულ წლებში, ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ მოწრმუნენი კამათობდნენ სხვადასხვა თემაზე. კამათი ზოგჯერ ქრისტოლოგიურ საკითხებს ეხებოდა, ზოგჯერ წმინდათა კანონიზაციას და მრავალ სხვას. იყო შემთხვევები როცა მორწმუნეები საკუთარი გონებით, ღმრთისაგან დამოუკიდებლად აპირებდნენ გადაეწყვიტათ სხვადასხვა საკითხი. მაშინ სული წმინდა თავად ჩაერეოდა ხოლმე ეკლესიის მოწესრიგების საკითხში. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო, მსოფლიოს სამი მნათობის წმინდანად შერაცხვის შემდეგ, მათ შორის უპირატესის დადგენა. წმინდა ბასილი დიდს (ხსენება), წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა (ხსენება) და იოანე ოქროპირს (ხსენება) შორის აპირებდნენ აერჩიათ უპირატესი.

     ამ კამათების პერიოდში, 1084 წელს გამოეცხადა სამივე მღვდელთმთავარი იოანე მიტროპოლიტს და აუწეს რომ ისინი თანასწორნი იყვნენ უფლის წინაშე. მაშინ წმინდა ეკლესიამ დაადგინა მათი ხსენება ერთ დღეს. დღეს არის კრება მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა!

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

  • მდე

    ლაშა

    ყველას გილოცავთ!