აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი

19 აპრილს (ძვ. სტ. 6 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ევტიქი კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსს

ევტიქი კონსტანტინეპოლელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     წმინდა ევტიქი დაიბადა ფრიგიაში. მამა -ალექსანდრე მეომარი იყო, დედა-სინესა მღვდლის შვილი.

     ერთხელ თამაშის დროს პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი.

     12 წლისა კონსტანტინეპოლში გაგზავნეს სასწავლებლად. სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლის შემდეგ მიხვდა, რომ ადმიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. ამასიის მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. სათნო ცხოვრების გამო მალე მონასტრის არქიმანდიტრად აიჩიეს.

     მეხუთე მსოფლიო კრების მზადების დროს ამასიიის მიტროპოლიტმა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეპოლში პარტიარქმა მინამ ევტიქის პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. პარტიარქის სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა, რომ დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო. აღსაყდრებიდან ცოტა ხანში გაიმართაა მსოფლიო კრება, სადაც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. წლების შემდეგ ისევ გაჩნდა ერესები, რომლებიც ასწავლიდნენ რომ ქრისტეს ვნებები არ განუცდია. წმინდა მამამ ისინი ამხილა, რის გამოც გადაასახლეს.

     პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას. მრავლ სასწაულს იქმოდა. მისი ლოცვით ორმა ყრუ- მუნჯმა ენა აიდგა, ანდროგის მეუღლემ რომელიც მკვდარ შვილებს შობდა ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ზეთის ცხებით და ჯვრის გამოსახვით მხატვარი განკურნა. პატრიარქი უფლის შემწეობით როგორც ხორციელად ასევე სულიერადაც კურნავდა ხალხს. წმინდა მამის ლოცვით შიმშილობის დროს არ ელეოდათ ხორბალი ამასიას მონასტერს. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი-იუსტინე და ტიბერიუსი.

     იოანე სქოლასტიკოსის გაედაცვალების შემდეგ წმინდა მამა გადასახლებიდან დააბრუნეს და სამწყსო ჩააბარეს. ოთხნახევარი წლის შემდეგ თომას კვირიაკეს სამწყსო შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და სული უფალს შეჰვედრა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►