აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა პლატონ აღმსარებელი-სტუდიელი

18 აპრილს (ძვ. სტ. 5 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს მამას პლატონ სტუდიელს

პლატონ სტუდიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     ღირსი მამა 735 წელს დაიბადა. ქრისტიანი მშობლები სერგი და ეფემია ადრე გარდაიცვალნენ. დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. თავისი შრომისმოყვარეობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და მონასტერში განმრტოვდა.

     მონასრერში ღირსმა მამამ ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით საძმოს სიყვარული დაიმსახურა. მონასტრის წინამძღვრის თეოქტიტეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა წინამძღვრად 35 წლის პლატონი აირჩიეს. ღირსმა მამამს კი როცა შეთავაზეს ნიკომედიის სამიტროპოლიტოს მართვა უარი განაცხადა და ძმიშვილთან - წმინდა თეოდორესთან და იოსებთან ერთად სოკუდიოს მონასტერში განმარტოვდა, სადაც შემდეგ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია დააარსეს. მონასტრის წინამძღვრად ღირსი პლატონი აირჩიეს. შემდეგ კი წმინდა მამამ წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.

     ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაში. ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.

     წმინდა მამამ დაგმო იმპერატორ კონსტანტინე VI-ის მეორე ქორწინებადა ეკლესიიიდან განკვეთა იმპერატორი. ამის გამო იმპერატორმა ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდო, ხოლო თეოდორე თესალონიკში გადაასახლა.

     ნეტარი მამაები იმპერატორის სიკვდილის შემდეგ გაანთავისუფლეს. თეოდორე სტუდიის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ბერად დარჩა.

     როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, რომელმაც იმპერატორს ჯვარი დაწერა ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა, სადაც სამი წელი გაატარა. 79 წლის ასაკში 814 წელს კი სული უფალს შეჰვედრა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►