თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ანტონი კონსტანტინოპოლელი

25 თებერვალს (ძვ. სტ 12 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ანტონი კონსტანტინოპოლელს!

ანტონი კონსტანტინოპოლელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     წარმოშობით აზიელი ანტონი კონსტანტინეპოლის პატრიარქად მეცხრე საუკუნეში მოსაგრეობდა და მთელი ცხოვრება შობიდან ვიდრე მიცვალებამდე კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. დაიბადა დაახლოებით 829 წელს, ღვთის მოშიშ ოჯახში. დედის სიკვდილის შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტრისკენ გაეშურა თავი. სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამისტევის ლოცვებში ატარებდა და მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მღვდელმსახურად აკურთხეს და წინამძღვარადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად განიკითხავდა მათ.

     ნეტარი მამა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს 893 წელს . ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა ღარიბებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის.

     ღმრთისა და ერის წინაშე პირნათლად აღსრულებული საქმეები შემდეგ, 895 წელს, მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►