თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა მელეტი ანტიოქიელი

25 თებერვალს (ძვ. სტ 12 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მელეტი ანტიოქიელის ხსენების დღეს!

მელეტი ანტიოქიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     წმიდა მელეტი ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი იყო, თავდაპირველად ის სებასტიის ერს პატრონობდა (დაახლ. 357), შემდეგ კონსტანტინემ ანტიოქიაში, არიანელებთან წინააღმდეგ და ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხა

     წმიდა მელეტი გულმოდგინედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც იგი ცილის სწამებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან. არიანელები გარს არტყამდნენ კონსტანტის და თავიან ჭკუაზე ატრიალებდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი თავისი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები მორჩილებით და პატიოსნად აღეზარდა, რადგან ის თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტების სწავლების მარცვალი.

     წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.

     კონსტანცის შემდგომ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრას დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა "გადმოცემა სარწმუნოებისა", რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი გადმოვიდა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე.

     381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მის სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი.

     მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►