ინფორმაცია

სოციოლოგია

სოციოლოგია

საზოგადოების, სოციალური ჯგუფებისა და ურთიერთობების, სოციუმის ცხოვრების შემსწავლელი მეცნიერება

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 110
უკანასკნელი აქტიურობა: იანვარი 21

ფორუმი

დემოგრაფიული სტატისტიკა (გარდაცვალება)

ავტორი ლაშა, სექტემბერი 19, 2021. 0 გამოხმაურება

      სტატისტიკა მეცნიერებაა, რომელიც გვთავაზობს ინტერპრეტირული დასკვნების ფართო არჩევანს. პანდემიის პერიოდში სტატისტიკა ძალიან პოპულარული გახდა - ყოველდღიურად ტელევიზიით, ინტერნეტით ისმოდა ინფიცირებულების, გარდაცვლილების და გამოჯანმრთელებულების სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების წყალობით ხან „შეგვზღუდეს“ და ხანაც „გაგვათავისუფლეს“. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული აქცენტი კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობაზე კეთდებოდა. ამ მხრივ, ვფიქრობ, საინტერესოა ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების წარმოდგენა.რამდენიმე შენიშვნა:მონაცემები, 1995-2013 წლებში წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2014 წლიდან კი ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს;*2020 წელს, კორონავირისული ინფექციით გარდაიცვალა: 2528 ადამიანი; საშუალოდ, დღიურად გარდაიცვალა: 8 ადამიანი;**2021 წელს, პირველ 6 თვეში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა 2799 ადამიანი; საშუალოდ, დღიურად გარდაიცვალა: 15 ადამიანი.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, სოციოლოგია, გარდაცვალება, სტატისტიკა, დემოგრაფია

მრავალგანზომილებიანი გაზომვა და ფაქტორული ანალიზი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 19, 2018. 1 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 25 ნაწილი Iშესავალი      როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდნა ასტრონომიაში, ბევრი ჩვენგანი მაინც ახერხებს ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავთა უსასრულობიდან ვარსკვლავების გარკვეული დაჯგუფებების გამორჩევას და მათში კარგად ნაცნობი ირმის ნახტომის, ორიონისა და დიდი დათვის თანავარსკვლავედების ამოცნობას. რამდენიმე ჩვენგანი თუ შეძლებდა სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე თანავარსკვლავედების ამოცნობას, რომელთაც დანახვისთანავე ცნობენ ავსტრალიის მცხოვრებნი.      ცხოვრების შემადგენელი რთული და კომპლექსური ელემენტების გამარტივებისკენ მიდრეკილება ვარსკვლავებზე დაკვირვებით არ შემოიფარგლება. თითოეული ჩვენგანი უამრავი სხვადასხვა გზით ცდილობს ფორმებისა და ტენდენციების დანახვას ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში, რათა უკეთ გავარკვიოთ მათი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არც განათლების სფეროს მკვლევრები არიან გამონაკლისნი.      ადამიანის მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროს კვლევისას, საკვლევი ცვლადები ხშირად იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს კვლევის დაწყებამდე…გაგრძელება

ტეგები: გაზომვა, ანალიზი, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, Qwelly

განსხვავების გაზომვა და საშუალოები, t კრიტერიუმი და დისპერსიული ანალიზი

ავტორი ლაშა, თებერვალი 21, 2018. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IVჯგუფთა შორის განსხვავების გაზომვა და საშუალოები      მკვლევრებს ზოგჯერ აინტერესებთ, განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ორი ან მეტი ჯგუფი/ქვეშერჩევა და პასუხობენ, მაგალითად, ასეთ კითხვებს: „გოგონებისა და ვაჟების მიერ შესრულებულ დავალებას შორის თუ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება?“; „მნიშვნელოვნად განსხვავებულია თუ არა შერეული უნარების მქონე მოსწავლეებისგან შემდგარი ოთხი მსგავსი კლასის ტესტში მიღებული ქულები, რომლებიც ერთი და იგივე პროგრამით სწავლობენ?“; „მნიშვნელოვნად განსხვავებული სტრესის დონე ახასიათებთ თუ არა A და B სკოლების მეექვსე კლასის მოსწავლეებს?“ ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად განსხვავების გაზომვაა საჭირო. წინამდებარე ქვეთავში განსხვავების საზომებს და განსხვავების გამოთვლის გზებს წარმოგიდგენთ. პროცესი ნულოვანი ჰიპოთეზიდან იწყვება, რომელიც ამტკიცებს, რომ „არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ორ ჯგუფს შორის“ ან “არ არსებობს სტატისტიკურად მნშვნელოვანი განსხვავება ოთხ ჯგუფს შორის” და თუ ნულოვანი ჰიპოთეზა არ იქნება…გაგრძელება

ტეგები: დისპერსია, გადახრა, სოციოლოგია, კორელაცია, კვლევის_მეთოდები

შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა შვილების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე საქართველოში

ავტორი ლიკა კაპანაძე, თებერვალი 19, 2018. 0 გამოხმაურება

სამაგისტრო ნაშრომი - ლიკა კაპანაძესამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისადპროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: ანა კირვალიძე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2018აბსტრაქტი      საერთაშორისო შრომითი მიგრაცია გლობალური მოვლენაა. საქართველოსთვის ეს პროცესი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მისი მასშტაბებიდან და ინტენსიურობიდან გამომდინარე, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ემიგრირებული მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან უმრავლესობა არალეგალურად არის წასული და ვერ ხდება მათი საკონსულო აღრიცხვა.      ტერმინი „შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია“ გამიყენება 80-იანი წლებიდან და გულისხმობს შრომით მიგრაციაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი, როგორც სამუშაო ძალის წინა პლანზე წამოწევას მსოფლიო მასშტაბით.      საკმაოდ რთული ამოცანაა ქალთა შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი ასპექტების შეფასება. რატომღაც…გაგრძელება

ტეგები: სოციალიზაცია, მიგრაცია, ფემინიზაცია, ნაშრომები, სოციოლოგია

მცირე საზოგადოების კაპიტალის ფორმები ვირტუალურ ქსელში

ავტორი ლაშა, თებერვალი 18, 2018. 0 გამოხმაურება

სამაგისტრო ნაშრომი - ლაშა ჩილინდრიშვილისამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისადპროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიგი თევზაძე, პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2018აბსტრაქტი      გლობალური ელექტრონული ქსელის დინამური განვითარება და მისი ინტეგრირება ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უსწრებს ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ გააზრებას. არადა, ისეთ მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ინტერნეტი, რომელმაც მოახდინა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, აუცილებელ შესწავლას მოითხოვს და სოციოლოგიის თვალთახედვით, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ვირტუალური საზოგადოებების კვლევა. ინტერნეტის ფენომენის წყალობით არა მხოლოდ ახალი საკომუნიკაციო საშუალება გაჩნდა, არამედ ახალი ტიპის საზოგადოების კრეაციის შესაძლებლობაც. ნაშრომში გამოკვლეულია ვირტუალურ საზოგადოებაში არამატერიალური კაპიტალის გავლენა, ვირტუალური ველის მაგალითად კი…გაგრძელება

ტეგები: სამაგისტრო, სოციოლოგია, ნაშრომები, კვლევა, ინტერნეტი

იქს-კვადრატი, ურთიერთკავშირის გაზომვა, კორელაცია და რეგრესული ანალიზი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 21. 6 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IIIიქს-კვადრატი (χ2 )      განსხვავების შემოწმება მნიშვნელოვანი ოპერაციაა მონაცემებში გარკვევისას და ამ საკითხს მოგვიანებით უფრო სრულად განვიხილავთ. ჩვენ განსხვავების გამოსავლენად სტატისტიკური ტესტის ჩატარება შეგვიძლია. ამ კრიტერიუმს იქს-კვადრატი (χ2) ეწოდება. ვიწყებთ ნულოვანი ჰიპოთეზით, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ვთქვათ, მამაკაცებსა და ქალებს შორის, თუ რამდენად მოსწონთ მათემატიკა და მონაცემების დანიშნულებაა, რომ ამ მტკიცებას არ დაუჭიროს მხარი. ვირჩევთ მნიშვნელოვნობის დონეს (α), რომელსაც გამოვიყენებთ ნულოვანი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, ან მისთვის მხარის არ დასაჭერად. მაგალითად, შეგვიძლია, ვთქვათ, „დავუშვათ, α= 0.05“.      იქს-კვადრატი ზომავს სტატისტიკურად გამოთვლილ მოსალოდნელ შედეგსა და რეალურ შედეგს შორის განსხვავებას იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა მათ შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ანუ, ვნახულობთ, მნიშვნელოვანია თუ არა მიღებული სიხშირეები. ეს არის მოსალოდნელი და რეალურად…გაგრძელება

ტეგები: უკუკავშირი, კორელაცია, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, Qwelly

სტატისტიკური მნიშვნელოვნობა, ჰიპოთეზის შემოწმება და ეფექტის ზომა

ავტორი ლაშა, იანვარი 3, 2018. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IIსტატისტიკური მნიშვნელოვნობა      სტატისტიკური ანალიზის უდიდესი ნაწილი სტატისტიკური მნიშვნელოვნების ცნებაზეა დამოკიდებული. კირკი (1999: 337) მიუთითებს, რომ „სტატისტიკურად მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც ვერ აიხსნება შემთხვევითობით“. ჰიპოთეტურ-დედუქციურ ტიპის კვლევა ხშირად იწყება ერთი ან რამდენიმე ჰიპოთეზით. ეს რაოდენობრივ კვლევაში ჰიპოთეზის შემოწმების არსია. ჩვეულებრივ, ორი ტიპის ჰიპოთეზა არსებობს. ნულოვანი, ძირითადი ტიპის ჰიპოთეზა აცხადებს, რომ, მაგალითად, არ არსებობს კავშირი ორ ცვლადს შორის, ან არაფერი შეცვლილა მონაწილეებში პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტს შორის დროის მონაკვეთში, ან სამი სკოლა არ განსხვავდება ერთმანეთისგან გამოცდის შედეგების მიხედვით, ან ქალები და მამაკაცები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ამა თუ იმ პასუხების მიხედვით. ნულოვანი ჰიპოთეზა კარგად ერგება პოპერის პოზიციას, რომლის თანახმადაც, მეცნიერების არსი მის (ჰიპოთეზის) აუცილებელ ფალსიფიცირებაში მდგომარობს.      საქმე ისაა, რომ ჰიპოთეზის ნულოვანი ფორმით წამოყენება მკვლევრისგან იმის…გაგრძელება

ტეგები: სოციოლოგია, კვლევის_მეთოდები, თვისებრივი_კვლევა, Qwelly

რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი

ავტორი ლაშა, დეკემბერი 14, 2017. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი Iშესავალი      რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის პერსპექტივა ბევრ დამწყებ მკვლევარს აშინებს, რომლებიც არა მარტო თავს არიდებენ სტატისტიკაზე ფიქრს, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან კიდეც იმას, რასაც ისინი „ბუნების მათემატიზაციას“ უწოდებენ (Horkheimer 1972). ზოგი შემოგვედავება, რომ განათლების სფეროში ცნებათა დიდი ნაწილი, რიცხობრივ ანალიზზე უბრალოდ არ დაიყვანება. ისინი ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა დახვეწილი პროცესისა და დაუმუშავებელი ცნების კომბინაციაა.      ჩვენ არცერთ ამ მოსაზრებას არ ვემხრობით. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი, თვისებრივ ანალიზთან შედარებით, არც მეტად მნიშვნელოვანია და არც ნაკლებად. მისი გამოყენება მთლიანად მიზნისთვის შესატყვისობაზეა დამოკიდებული. რაოდენობრივი ანალიზის მიზანმიმართულად უარყოფა არაფერია, თუ არა იდეოლოგია ან ცრუწრმენა.      რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი კვლევის მძლავრი ფორმაა, რომელიც, ნაწილობრივ, პოზიტივისტური ტრადიციიდან მომდინარეობს. ის ხშირად მსხვილმასშტაბიან კვლევას უკავშირდება, თუმცა მისი გამოყენება…გაგრძელება

ტეგები: თვისებრივი_კვლევა, Qwelly, ფსიქოლოგია, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

კომენტარების დაფა

Mariami: თებერვალი 27, 2018||11:54pm

გამარჯობაა შეგუძლიათ რომ სადუპლომოსთვის თემის არჩევაში დამეხმაროთ  წინასწარ გიხდით მადლობას <3

Mariami: თებერვალი 28, 2018||1:53pm

გთხოვთ დამეხმარეთ საბაკალავრო ნაშრომისთვის თემის მოფიქრებაში

Elenekoma: სექტემბერი 27, 2022||3:41pm
გამარჯობა, საბაკალავრო ნაშრომის დაწერაში მჭირდება დახმარება. რათქმაუნდა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. მადლობა წინასწარ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ სოციოლოგია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (110)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters