24 თებერვალს (ძვ. სტ 11 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა თეოდორას ხსენების დღეს!

წმიდა თეოდორა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     დედოფალი თეოდორა ბიზანტიის იმპერატორის, თეოფილეს (828-842) ცოლი იყო, მაგრამ არ უჯერებდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის მიხეილის ნაცვლად მართავდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.

     როცა მიხეილი გაიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 24 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 621

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ომის ხმაური უკრაინასთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2022.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      უკრაინა და უკრაინა. ესაა ერთადერთი მნიშველოვანი საკითხი რომელიც დღეს ქართულ მედიაში ისმოდა. ცხადია, საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. სხვა ამბები იყო ჩანაწერილი პოლიციელის შესაძლო ძალადობის შესახებ, მიშას საქმე, კოვიდი და ინსეპქტორის სამსახური. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0763 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 იანვარი,…

გაგრძელება

ნახევარმთვარის ამულეტი

გამოაქვეყნა Jamesdarin_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2022.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Crescent Moon amulet is a unique item, so it will only drop randomly. You can't be sure when or where you'll find it. However, in the game, there are Diablo 2 Resurrected Items for Sale certain areas where they have a higher chance of falling, so you have a higher chance of finding them.

Typically, you'll most likely get a Crescent Moon amulet at the end of a game on Nightmare difficulty, or at the start of a game on Hell difficulty. Andariel on Hell is the most likely monster to…

გაგრძელება

ლავროვ-ბლინკენის შეხვედრა უკრაინის ბედ-იღბალზე და არამხოლოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გამოიარებსო ამბობდნენ და აი ისიც, უქმეებზე მზიანი და თბილი დღეები გველოდება საქართველოში. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრისკენ, რომელსაც უკრაინის „ბედი უნდა გადაეწყვიტა“ და მის კვალზე აღმოსავლეთის ნატოს გზა და კიდევ უფრო დაკვალვებით, საქართველოს მომავალიც. შეხვედრა ისე მორჩა, შედეგი კვლავ ბუნდოვანია და საუბარი კი ეპისტოლარული ჟანრში გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა აქციები იმართება, აქტუალურია…

გაგრძელება

უკრაინასთან ჩასაქმეზიარება და ერგნეთის შეკრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ერგნეთში ჩვენი ტერიტორიების ამბებზე შეიკრიბნენ კეთილისმსურველები და ადგილობრივი „ხელისუფლებები“. დღის მთავარი ამბავი ომიკრონთან ერთად სწორედ ეგ იყო. საქართველოშიც ვრცლად განიხილება უკრაინის ამბავი, რადგან ვცდილობთ ერთ ქვაბში მოვიხარშოთ, უფრო სწორად - ერთ ევროპულ ქვაბში. მიშა არ კარგავს აქტუალობას და მის საქმეში ბრალდებულები გამართლებას. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0825 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters