ოჯახი, როგორც პიროვნების მოთხოვნილებების ობიექტი და საოჯახო ქცევის ტიპები (VII თავი)

      პიროვნების საოჯახო ქცევა ფუნდამენტალური მოთხოვნილებების რეალიზებას ახდენს - ქორწინების მოთხოვნილება, სექსუალური მოთხოვნილება, შვილების ყოლის მოთხოვნილება, რომლებიც ერთობლიობაში ახასიათებენ ოჯახის ყოლის მოთხოვნილებას. საოჯახო ქცევა - ქორწინების, სექსუალური და რეპროდუქციული ქცევის კონკრეტული ფორმებით ახორციელებს ოჯახის ფორმირებისა და სიცოცხლისუნარიანობის პროცესს, მისი მთავარი სოციალური ფუნქციის შესრულებას.

      ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ქორწინდება, მილიონები ამყარებენ სექსუალურ კავშირს, რომელთა უმრავლესობა მთავრდება ჩასახვით, იბადებიან ბავშვები, ახორციელებენ მრავალ სხვა ქმედებებს. ყველა ეს პირადულია, თითოეული ადამიანისა და ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენებია. სწორედ ეს მოვლენები ქმნიან თაობის განახლების პროცესს, კაცობრიობის აღწარმოების პროცესს.

      ქორწინებითი ქცევა – ეს არის ქცევა ქორწინების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, დაკავშირებულია საქორწინო პარტნიორის არჩევასთან.

      ქორწინებითი შერჩევის პროცესი დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, სოციოკულტურულ და სხვა პირობებზე. განსხვავებული კულტურისა და ისტორიული განვითარების სხვადასხვა სტადიაზე განსხვავებულია შესაძლო არჩევანის სივრცე და ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლების ხარისხი.

      ჩვენს საზოგადოებაში ანუ ევროპული, დასავლური ტიპის საზოგადოებაში ისტორიული ტენდენციაა მკაცრი მონოგამიიდან (როცა განმეორებითი ქორწინება გაძნელებულია) სერიულ მონოგამიაზე (როცა განმეორებითი ქორწინება ითვლება ჩვეულებრივ ამბად) გადასვლა.

      საქორწინო არჩევანის ფაქტორები. მნიშვნელოვანია ე.წ. ენდოგამიისა და ეგზოგამიის წესი. ეს ტერმინები ჩვეულებრივ გამოიყენება ენთოლოგიაში. თანამედროვეობაში მათი გამოყენება რა თქმა უნდა პირობითია და ძალზედ შეზღუდული. ენდოგამიის წესი გულისხმობს საქორწინო პარტნიორის არჩევას საკუთარი ეთნიკური ჯგუფიდან, მაგრამ სხვადასხვა კლანიდან (თუ ესეთი არსებობს). ეგზოგამიის წესი კი კრძალავს ქორწინებას ახლო ნათესავებს შორის. ენდოგამიის წნეხი მოქმედებს მძლავრად და უხეშად, როცა საქმე ეხება ეთნიკურ ან რასობრივ კუთვნილებას. ამას ადასტურებს დემოგრაფიული სტატისტიკისა და სოციოლოგიური კვლევები. თანამედროვე კულტურაში ენდოგამიის წესი პრაქტიკულად არ მოქმედებს, ან მკვეთრად შესუსტებულია.

      ეგზოგამიის წესი ხასიათდება უნივერსალური და მკაცრი ქმედებებით, რიგ შემთხვევაში განმტკიცებულია რა საკანონმდებლო ნორმებით, პირდაპირ კრძალავს ქორწინებას ერთი კლანის შიგნით. საქორწინო-სქესობრივი ურთიერთობები უახლოეს ნათესავებს შორის (მამა-ქალიშვილი, დედა-ვაჟიშვილი, და-ძმა) – ინცესტი კანონით აკრძალულია და ამორალურად მიიჩნევა თანამედროვე საზოგადოებაში.

      საქორწინო არჩევანის სოციოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ჰომოგამია და სიახლოვე.

      ტერმინი "ჰომოგამია" გამოიყენება, როდესაც ქორწინდებიან გარკვეული სოციალური, ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ჯგუფის ან ერთობის შიგნით. საწინააღმდეგო ტენდენციას აღნიშნავს ტერმინი ჰეტეროგამია. თანამედროვე პირობებში ჰეტეროგამიური ქორწინება ფართოდ არის გავრცელებული და გამოდევნა ჰომოგამიური ქორწინება. ყურადსაღებია, რომ ცნება ენდოგამია და ჰომოგამია ზოგჯერ უახლოვდება ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება. ოჯახის სოციოლოგიაში ტერმინი ენდოგამია გარკვეულ სოციალ-კულტურულ იძულებას ნიშნავს, აიძულებს ინდივიდს იმოქმედოს საქორწინო არჩევანში განსაზღვრული წესით. ტერმინი "ჰომოგამია" კი ნიშნავს, რომ მსგავსი თვისებების მქონე ინდივიდებს შორის ქორწინების ალბათობა მეტია, ვიდრე მკვეთრად განსხვავებული თვისებების მქონე ინდივიდებს შორის.

      სოციოლოგიური თეორიების მტკიცებით საქორწინო პარტნიორის არჩევისას მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ასაკი, ეთნიკური კუთვნილება, სოციალური სტატუსი, განათლება, ინტელექტის დონე, გარეგნობა და ბიოლოგიური რიტმის შესაბამისობა.

      ქორწინებით არჩევანში ასაკის როლს ადასტურებს მრავალი სტატისტიკური და სოციოლოგიური მონაცემები. მაგ. ორშვილიანი ოჯახების რეპროდუქციული ქცევის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების 42%-ში ცოლისა და ქმრის ასაკი ერთი და იგივე ასაკობრივ ინტერვალშია, 52%-ში მეუღლე უფროსია ცოლზე, 4% - ცოლი უფროსია ქმარზე. მეუღლეებს შორის უპირატესად გვხვდება სხვაობა ხუთწლიანი ინტერვალით (იხ. ცხრილი 7. 1).

ცხრილი 7.1

ორშვილიან ოჯახებში ცოლისა და ქმრის ასაკი დაქორწინების მომენტში (მოსკოვი, 1978)
(დათვლილია %-ებში)

      მაგ. აშშ-ში მკვლევარების ვ. კეპხარტისა და ედლიჩკის აზრით, კულტურაში ღრმად გამჯდარია, რომ ქალები უპირატესობას ანიჭებენ უფროს მამაკაცს, ხოლო კაცები ბევრად ახალგაზრდა ქალს. მამაკაცისთვის ასაკი ასოცირდება ქალის მომხიბვლელობასთან, ქალებისათვის კი მაღალ სოციალურ სტატუსთან.

      ასევე მნიშვნელოვანია განათლების როლი. საერთო ქორწინებებში ჭარბობს იმ ქორწინებების რიცხვი, სადაც ცოლსა და ქმარს აქვთ ერთნაირი განათლება.

      თუ ავიღებთ სამ მახასიათებელს (ასაკი, განათლება და სოციალური წარმოშობა), საქორწინო არჩევანის პროცესში შეინიშნება საკმაოდ საყურადღებო ტენდენცია – მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ახალგაზრდა, შესაბამისად, ნაკლებად განათლებულ და უფრო დაბალი სოციალური ქცევის ქალებს; საწინააღმდეგო ტენდენციაა ქალებში. ამ ტენდენციას ეწოდება საქორწინო გრადიენტი.

      მკაცრად დიფერენცირებული სოციალური სტრუქტურის საზოგადოებაში საქორწინო გრადიენტმა შეიძლება გამოიწვიოს საშუალო ასაკის, განათლებული, პროფესიონალი გაუთხოვარი ქალების რაოდენობის ზრდა. ისინი ვერ ირჩევენ სასურველ საქორწინო პარტნიორს გაზრდილი მოთხოვნილების გამო. ასეთი მდგომარეობა შეინიშნება ჩვენთანაც. განათლებული, მაღალკვალიფიციური ქალები რჩებიან მარტო. აქედან გამომდინარე, ასეთი ქალები შეგნებულად ირჩევენ მარტოხელა დედობას და იზრდება ქორწინების გარეშე შობადობა.

      ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარის აზრით, ქორწინებაში არ მყოფი უპირატესობას აძლევს ასევე ქორწინებაში არ მყოფს, განქორწინებული – განქორწინებულს, ქვრივი – ქვრივს.

      საქორწინო არჩევანის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიახლოვე. აქ იგულისხმება სივრცითი, ტერიტორიული სიახლოვე, მეზობლად ცხოვრება, ასევე ერთი და იმავე ორგანიზაციაში მუშაობა ან ერთი და იმავე სასწავლებელში სწავლა. ერთობლივი მუშაობა ან სწავლა ზრდის პარტნიორთა შეხვედრის ალბათობას, რომელთაც მოსალოდნელია ჰქონდეთ მსგავსი ღირებულებები და ინტერესები.

      სოციალიზაციური მიდგომის კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენს ვარაუდი, რომ მომავალი პარტნიორის არჩევისას ადამიანები ორიენტირებენ საპირისპირო სქესის მშობლებზე. ქალიშვილები ირჩევენ ქმარს რაღაცით მაინც მამის მსგავს, ხოლო ვაჟები ცოლს დედის მსგავსს. ამ ვარაუდს მივყავართ ზ. ფრეიდის თეორიასთან. სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალთახედვით საქორწინო არჩევანის ასეთი ხასიათი აიხსნება იმით, რომ ადამიანი ირჩევს რა საპირისპირო სქესის მშობლის მსგავს პარტნიორს, იგი ირჩევს კარგად ნაცნობ ღირებულებებს.

      საქორწინო არჩევანის კიდევ ერთი სოციალურ-ფსიქოლოგიური თეორიაა რ. ფ. უინჩის კომპლემენტარული მოთხოვნილების თეორია. ძირითადი თეზისი მდგომარეობს შემდეგში, ადამიანი უპირატესად ირჩევს მეუღლედ მას, ვისი ფსიქოლოგიური თვისებები საპირისპირო და კომპლიმენტარულია მისი საკუთარი თვისებებისა. მაგ. მორიდებული, სუსტი ადამიანი ირჩევს ძლიერ, თვითდაჯერებულ პარტნიორს. აფორიზმულად ეს შეიძლება ასე გამოვთქვათ: "საწინააღმდეგო პოლისები მიიზიდებიან". ბევრი მკვლევარი კრიტიკულად უდგება ამ თეორიას, მიიჩნევენ, რომ ეს არის არტეფაქტი.

      არიან ავტორები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ უინჩის თეორია. ერთ-ერთია რ. სენტერის ინსტრუმენტალური თეორია. ადამიანები ისწრაფვიან აირჩიონ საქორწინო პარტნიორად ისინი, ვისი ქცევა და სხვა მახასიათებლები უზრუნველყოფენ (ან ჰგონიათ, რომ უზრუნველყოფენ) მაქსიმალურ კმაყოფილებას და მათი მოთხოვნილებებისათვის მინიმალურ დანახარჯებს. რ. სენტერის სიტყვებით, მამაკაცის დომინირება უფრო მნიშვნელოვანია ქალისთვის, ხოლო მამაკაცებისათვის ქალის დომინირება ნაკლებად მიმზიდველია. საწინააღმდეგო სიტუაციაა, როცა საქმე ეხება მზრუნველობის მოთხოვნილებას. აქედან, სენტერის მიერ წამოყენებული გენდერული კონგრუენტულობის პრინციპის თანახმად გამომდინარეობს, რომ ის ფასეულობები, რომლებიც უფრო ტიპიურია მამაკაცებისთვის, პოზიტიურად უნდა კორეალირებდეს ქალისთვის უფრო ტიპიურ მოთხოვნილებებთან.

      საქორწინო არჩევანის პროცესის კიდევ ერთ თეორიულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს გაცვლის თეორია. იგი ეფუძნება ჯ. ჰომანსის სოციალური ურთიერთქმედების მოდელს – საზოგადოებაში ნორმატიული წესრიგის წარმოშობის ბაზისს წარმოადგენს ადამიანების ურთიერთგამოსადეგობა, სარგებელი, რომელსაც იღებენ ერთმანეთში სხვადასხვა დოვლათის გაცემით (არ არის აუცილებელი მატერიალური). საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს ფასეულობათა სკალა და ადამიანების ქცევა მისი შესაბამისია. ადამიანი "ცვლის" ზოგიერთ თავის თვისებას ან ღირსებებს სხვა ადამიანების თვისებებსა და ღირსებებზე: ფიზიკურ მომხიბვლელობას კეთილდღეობაზე, სიმდიდრეს ტიტულზე და ა.შ.

      თანამედროვე კლვევამ აჩვენა, რომ საქორწინო პარტნიორის შესაძლო რაოდენობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ძირითად სტრუქტურებზე მათი სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ელემენტების ჩათვლით. მამაკაცისა და ქალის რაოდენობის დისბალანსი ცვლის სექსუალური ქცევის ნორმებს, ქორწინების კოეფიციენტის დინამიკას, ოჯახის სტაბილურობას და შობადობას.

      სქემაზე 7. 1 საქორწინო არჩევანი წარმოდგენილია კულტურული, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფილტრითა და შესაძლო არჩევანის სივრცის თანდათან შეზღუდვით.

სქემა 7.1

ქორწინებითი შერჩევის პროცესი

ქორწინებითი შერჩევის კულტურული, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფილტრები

კულტურული ფილტრი

  • დაქორწინების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ენდოგამიისა და ეგზოგამიის ფაქტორები.
  • სოციოკულტურული წინაპირობის დაკმაყოფილების შემდეგ მოქმედებას იწყებს სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფილტრები.

სოციოლოგიური ფილტრები

  • სიახლოვე = პარტნიორის არჩევის ტენდენცია მათ შორის ვისთან ერთად სწავლობ, მუშაობ ან ცხოვრობ.
  • ჰომოგამია = პარტნიორის არჩევის ტენდენცია შემდგომ ურთიერთობებში:
  • ასაკი
  • რასა (ეთნოსი)
  • განათლება
  • სოციალური ჯგუფი
  • ინტელექტი
  • ფიზიკური გარეგნობა
  • შინაგანი ბიორიტმის შეთავსება
  • რელიგია
  • ქორწინებითი სტატუსი (მდგომარეობა)

ფსიქოლოგიური ფილტრები

  • სიყვარულის გრძნობა (ვნება)
  • კომპლემენტარული მოთხოვნილება
  • პირადი თვისებები
  • საპირისპირო სქესის მშობელთან მსგავსება
  • გაცვლისას ფასისა და მოგების შესაბამისობა

      ქორწინებითი შერჩევის პროცესი მთავრდება, როცა ადამიანი პოულობს იმ ერთადერთს, ვისთანაც ერთად უნდა იცხოვროს და ქორწინდება.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1353

გამოხმაურებები!

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის ავტორს. საოცარი დახმარება გამიწია მან მე. მქონდა, უცნაური განცდა, რომ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და სცადა დამანგრეველი ჩემი ოჯახი იყო რაღაც მე ვერ აღწერს.იგი დაიწყო დაკავებული დღეში ერთხელ. მე არ მქონია დასვენება ან კარგი დრო ჩემი ოჯახი. ყველა ეს მე მივიღე შევიდა ავადმყოფობის მე ვერ გააკონტროლონ ან მკურნალობა untill i აკმაყოფილებდეს DOCTOR EBUBE რომელიც მისი უსასრულო წყალობა ჩემთვის გამოისყიდოს ჩემი ოჯახის დღეს. ერთი წუთით, რომ სინათლის სხივები ღრუბლებშია, ეს ადამიანი მზადაა დაეხმაროს. [უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში], მისი მოწმობა და კარგი სასწაულებრივი ხელი გადაადგილება, როგორც გაგზავნა სამაუწყებლო.

უილ, მადლობა შენი ამბავის გაზიარებისთვის და იმ წვალებისთვის, რომელიც გამოიარე ამ ტექსტის ქართულად დასაწერად. 

willowkwam said:

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის ავტორს. საოცარი დახმარება გამიწია მან მე. მქონდა, უცნაური განცდა, რომ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და სცადა დამანგრეველი ჩემი ოჯახი იყო რაღაც მე ვერ აღწერს.იგი დაიწყო დაკავებული დღეში ერთხე...

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters