ოჯახის სოციოლოგია, როგორც სოციოლოგიის დამოუკიდებელი დარგი (თავი III)

      ოჯახის განსაზღვრა. არსებობს ოჯახის განსაზღვრის უამრავი დეფინიცია, რომლებშიც ოჯახის წარმომშობ ურთიერთობებად გამოყოფილია ოჯახური ცხოველმოქმედების სხვადასხვა მხარე დაწყებული უმარტივესიდან და დამთავრებული ოჯახის ნიშანთა ვრცელი ჩამონათვალით. ოჯახის დეფინიციათა შორის, რომლებიც ითვალისწინებენ მოსახლეობის აღწარმოების და სოციალურ-ფსიქოლოგიური მთლიანობის კრიტერიუმებს, ყურადღებას იპყრობს ოჯახის შემდეგი განმარტება: ოჯახი არის "ურთიერთობათა ისტორიულად კონკრეტული სისტემა ცოლ-ქმარს, მშობლებსა და შვილებს შორის, როგორც მცირე ჯგუფისა, რომლის წევრებიც ურთიერთდაკავშირებული არიან საქორწინო ან ნათესაობრივი კავშირებით, საერთო ოჯახური ყოფით, ურთიერთმორალური პასუხისმგებლობით და რომლის სოციალური აუცილებლობა განპირობებულია მოსახლეობის ფიზიკური და სულიერი საზოგადოების მოთხოვნილებით.

      ოჯახს ქმნის ურთიერთობები – მშობლები, შვილები, ხოლო ქორწინება ხდება იმ ურთიერთობის ლეგიტიმური აღიარება, თანაცხოვრების ან სექსუალური პარტნიორობის ფორმების ცნობა, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს. ოჯახის არსის უფრო სრული გაგებისათვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოჯახის სივრცობრივი ლოკალიზაცია – საცხოვრებელი (ბინა), საკუთრება და ოჯახის ეკონომიკური საფუძველი – მშობლების და შვილების საერთო საოჯახო ქმედებები, რომლებიც ყოფის და მოხმარების ჰორიზონტის ვიწრო ჩარჩოებს სცდება.

      ამრიგად, ოჯახი – ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია მათ ერთობლივ საერთო საოჯახო მოღვაწეობაზე, ხოლო ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ცოლ-ქმრულ, მშობლურ-ნათესაობრივი კავშირებით და ახორციელებენ მოსახლეობის აღწარმოებასა და საოჯახო თაობათა მემკვიდრეობითობას, ასევე, ბავშვთა სოციალიზაციას და ოჯახის წევრთა არსებობის ხელშეწყობას.

      სწორედ ასეთი სამმაგი ურთიერთობები – ცოლ-ქმრობა – მშობლობა – ნათესაობა საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ ოჯახის კონსტრუირებაზე და მის მკაცრად განსაზღვრულ ფორმებზე.

      ასეთი ურთიერთობები (ანუ ოჯახი მკაცრი გაგებით) მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არის დამახასიათებელი. მეორე მხრივ, უოჯახო მოსახლეობა შედგება მათგან, ვინც არის მშობელი, მაგრამ ქორწინების გარეშე, ან იმყოფება ფაქტიურ ან ლეგიტიმურ ქორწინებაში შვილების გარეშე. ყველა ამ ფრაგმენტარული, ოჯახის ნარჩენი ფორმებისათვის ყველაზე უფრო გამართლებულია ტერმინის "საოჯახო ჯგუფის" ხმარება, რაშიც იგულისხმება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთობლივ შინამეურნეობას ეწევიან და მხოლოდ ნათესაობა ან მშობლობა ან ცოლ-ქმრობა აკავშირებთ.

      ჩვეულებრივად ოჯახის "ბირთვად" თვლიან ცოლ-ქმრულ წყვილს და ოჯახის შემადგენლობის ყველა სტატისტიკური კლასიფიკაცია აიგება ამ "ბირთვისათვის" შვილების, ნათესავების, ცოლ-ქმართა მშობლების დამატებით. სოციოლოგიური თვალსაზრისით, უფრო სწორი იქნება საფუძვლად აღებულ იქნას მოსახლეობაში ყველაზე უფრო გავრცელებული ოჯახის ტიპი დასახელებული სამმაგი ურთიერთობებით – ოჯახის ძირითადი ტიპი, ხოლო ის საოჯახო გაერთიანებები, რომლებსაც ამ სახიდან რომელიმე ურთიერთობა აკლია, იწოდებოდეს საოჯახო ჯგუფებად. ასეთი დაზუსტება დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო ხანებში დასავლური ქვეყნების ოჯახის სოციოლოგიაში შეინიშნება მიდრეკილება ოჯახის არსი დაყვანილ იქნას ამ სამი ურთიერთობიდან ნებისმიერ ერთამდე, ყველაზე ხშირად კი – ცოლ-ქმრობამდე და პარტნიორობამდეც კი. შემთხვევითი არ არის, რომ ოჯახის დაქორწინების ამერიკულ ენციკლოპედიაში (მ. სასმენი და სიუზან სტენმეცი) გარკვეული თავები ეძღვნება "ოჯახის ალტერნატიულ ფორმებს", ანუ იმას, რასაც უფრო ზუსტი იქნება ვუწოდოთ საოჯახო ჯგუფები, თუმცა ფაქტიურად ეს თავები ეძღვნება ცოლ-ქმრობას, უფრო მეტად კი პარტნიორობას ან თანაცხოვრებას.

      ოჯახის ფუნქციები. ოჯახის ფუნქციებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე ეხება მილიონობით ოჯახის ცხოველმყოფელობის სოციეტალურ შედეგებს, რომლებიც გამოვლინდება საზოგადოების დონეზე, აქვთ საერთომნიშვნელობის შედეგები და ახასიათებენ ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის როლს საზოგადოების სხვა ინსტიტუტებს შორის. აუცილებლად უნდა ხაზი გაესვას იმას, რომ ეს არის საზოგადოების ფუნქციები, რომლებიც მიმაგრებულია მათ შესრულებაზე სპეციალიზირებულ ინსტიტუტებზე და ამიტომ, ყველა ინსტიტუტს აქვს ფუნქციები, რომლებიც მის უნიკალურობას, პროფილს განსაზღვრავს და ფუნქციები, რომლებიც ძირითად ფუნქციებს თან სდევს. არ შეიძლება ოჯახის ფუნქციები დაიყოს ძირითად და მეორეხარისხოვან ფუნქციებად, ყველა ფუნქცია ძირითადია, მაგრამ მათ შორის იმ განსაკუთრებული ფუნქციების გამოყოფის აუცილებლობამ მიგვიყვანა ოჯახის სპეციფიკური და არასპეციფიკური ფუნქციების გამოყოფამდე. ა. ხარჩევის მიხედვით, ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები გამომდინარეობენ ოჯახის არსიდან და ასახავენ მის თავისებურებას, როგორც სოციალური მოვლენისა მაშინ, როცა არასპეციფიკურია ფუნქციები, რომელთა შესრულება ოჯახს იძულებით უხდება, ან რომელთა შესრულებას შეეგუა გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში.

      ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები, რომლებსაც მიეკუთვნება შვილთაშობა (რეპროდუქციული ფუნქცია), ბავშვების შენახვა (ეგზოსტენციალური ფუნქცია) და ბავშვების აღზრდა (სოციალიზაციის ფუნქცია), საზოგადოების ცვლილების ყველა ეტაპზე რჩება, თუმცა ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს ისტორიულად.

      ოჯახის არასპეციფიკური ფუნქციები, დაკავშირებული საკუთრების დაგროვებასა და გადაცემასთან, სტატუსთან, წარმოებისა და მოხმარების ორგანიზაციასთან, დასვენებასა და მოცალეობასთან, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასთან და ა.შ. ყველა ეს ფუნქცია ასახავს ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ისტორიულ ხასიათს. ამიტომ საოჯახო ცვლილებები ყველაზე უფრო თვალნათლივ ჩანს არასპეციფიკურ ფუნქციათა შედარებისას სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე: ახალ პირობებში ხდება მათი მოდიფიცირება, შეკვეცა ან გაფართოება, სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება ან სრულად გაქრობაც კი.

      მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის სოციალური ინსტიტუტები ოჯახთან ერთად სულ უფრო მეტად იღებენ თავის თავზე განათლებისა და აღზრდის (სკოლა და საბავშვო ბაღები), დაცვის (პოლიცია, არმია) ფუნქციებს, ასევე კვების, ჩაცმის, დასვენების (მომსახურების სფერო), კეთილდღეობის და სოციალური სტატუსის გადაცემის (დაქირავებული ინდუსტრიული შრომა) ფუნქციებს.

      საოჯახო სტრუქტურათა ტიპოლოგია. საოჯახო სტრუქტურების ტიპები მრავალფეროვანია და იქმნება ცოლ-ქმრობის, ნათესაობის და მშობლობის ხასიათიდან გამომდინარე.

      მონოგამიური ცოლ-ქმრობა – ეს არის ერთი მამაკაცის ქორწინება ერთ ქალთან. კაცობრიობის ისტორიაში მონოგამია 5-ჯერ უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე პოლიგამია – ერთ-ერთი მეუღლის ქორწინება რამდენიმესთან. ამასთან, პოლიგამია ორი სახისაა: პოლიგინია – ერთი მამაკაცის ქორწინება რამდენიმე ქალთან; პოლიანდრია – ერთი ქალის ქორწინება რამდენიმე მამაკაცთან (ქორწინების იშვიათი სახე).

      თუ საოჯახო ჯგუფების (სტრუქტურირების დროს ერთდროულად მხედველობაში მიიღება ცოლ-ქმრობის სისტემაც და ნათესაობის სისტემაც, წარმოიქმნება ქორწინების ისეთი ეგზოტიკური ფორმები (პოლიგამიის), როგორიცაა ფრატერნალური პოლიანდრია (რამდენიმე ძმის ერთ ქალთან ქორწინება) და სორორალური პოლიგინია (რამდენიმე დის ერთ კაცთან ქორწინება).

      ეგზოგამიური ქორწინებები მიეკუთვნება ჯგუფურს, სადაც მეუღლეებს ირჩევენ მოცემული ჯგუფის მიღმა, სხვა გვარის წარმომადგენლებს შორის.

      ენდოგამიური ქორწინებები იქმნება ტომის შიგნით, რომელიც ორი ეკზოგამიური გვარისგან შედგება. საქორწინო გვარებს შორის სქესობრივი კავშირების აკრძალვა იძლევა სრულ აგამიას მაშინ, როცა დროებითი აგამია ხასიათდება სექსუალური კავშირებისაგან თავის შეკავებით დროის და პერიოდის რაღაც მონაკვეთში. მაგ., სეზონური სამუშაოების დროს სექსუალურ კავშირებზე ტაბუს დადებით. მოცემული ტერმინოლოგია ჩვეულებრივად გამოიყენება ქორწინების და ოჯახის წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და ხელს უწყობს ჯგუფური და ინდივიდუალური ქორწინების გამიჯვნას, აგამიისა და ინცესტის ტაბუსგან, ასევე გამოიყენება კონტრაცეპტიული ქცევის პრობლემათა განხილვისას.


პ. ლასტელი. Семья и домохозяйство: исторический подход / Брак, семья, рождаемость за три века. М., 1977, с. 136.

      საოჯახო სტრუქტურათა ტიპები, რომლებიც მშობლობა-ცოლ-ქმრობა-ნათესაობის კრიტერიუმებით არის განსაზღვრული, მრავალფეროვანია და ხაზს უსვამენ რაიმე თვისებას მამის ან დედის ხაზთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, ეთნოსოციოლოგიასა და ოჯახის და ნათესაობის სოციოლოგიაში მიღებულია სოციალური და ფიზიოლოგიური მამობის, სოციალური და ფიზიოლოგიური დედობის გამიჯვნა. აქედან გამომდინარე, საოჯახო ჯგუფების პატრი ან მატრილოკალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მიმართავენ პატრილინეალურ ან მატრილინეალურ ოჯახთა გამოყოფას, რომლებშიც გვარის, ქონების, სოციალური მდგომარეობის მემკვიდრეობა ხდება მამის ან დედის მიხედვით.

      ძალაუფლების კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ პატრიარქალურ ოჯახს, სადაც მამა საოჯახო სახელმწიფოს მეთაური და მატრიარქალურ ოჯახს, რომელშიც უმაღლესი ავტორიტეტით და გავლენით სარგებლობს დედა. იქ, სადაც მკვეთრად გამოხატული ოჯახის მეთაური არ გვხვდება და სადაც ძალაუფლების გაყოფა მამასა და დედას შორის ხდება სიტუაციურად, საუბარია ეგალიტარულ ოჯახებზე.

      ოჯახში ძალაუფლების და გავლენის განაწილების თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყოფენ ასევე პარტნიორულ ოჯახებს, სადაც ერთობლივად მიიღება გადაწყვეტილებები. პარტნიორობის სინკრატული ტიპი იქნება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეებს თანაბარი გავლენა აქვთ. გარდა ამისა, თუ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ერთობლივი განხილვით – გვაქვს კოლეგიალური ოჯახი, ხოლო თუ გადაწყვეტილებებს იღებს ერთ-ერთი მეუღლე – ავტონომიური ოჯახი (იხ. სქემა 3.1).

      მეუღლეთა ან მშობლების ან ნათესავების სოციალური მდგომარეობის მიხედვით ოჯახები შეიძლება იყოს ჰომოგენური, სადაც მეუღლეები დაახლოებით ერთი და იგივე სოციალური სტრატის, ფენის წარმომადგენლები არიან და ჰეტეროგენული, სადაც მეუღლეები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, კასტას, კლასებს მიეკუთვნებიან. სოციალური და დემოგრაფიული ნიშნის მიხედვით გამოყოფენ ჰომოგამიურ ოჯახებს, რომლებიც ერთგვაროვანი არიან ეროვნების, ასაკის, პროფესიის, განათლების და ა.შ. მიხედვით და ჰეტეროგამიურ ოჯახებს, სადაც შეიმჩნევა განსხვავებული სოციალურ-დემოგრაფიული ინდიკატორების მიხედვით.

      სივრცობრივ-ტერიტორიული ლოკალიზაციის მიხედვით ოჯახები არის პატრილოკალური, როდესაც ახალგაზრდები ქმრის მშობლებთან გადადიან საცხოვრებლად და მატრილოკალური, როდესაც ქალიშვილი ქმართან ერთად რჩება საკუთარ მშობლებთან. თანამედროვე ქალაქურ ოჯახებზე საუბრისას, საუბარი ხშირად გვიწევს ოჯახთა უნიკალურობაზე, რადგანაც ბინის ქონა განსაზღვრავს ახალგაზრდათა ლოკალიზაციას (ხანდახან ანსხვავებენ ევანკელელოკალურ ოჯახებს, რონლებიც ბიძების, დეიდების, მამიდების სახლებში ცხოვრობენ და ასევე ნეოლოკალურ ოჯახებს, რომელთაც საშუალება აქვთ მშობლებისაგან განცალკევებულად იცხოვრონ ნათესავების სახლში მათ გარეშე).

      თანამედროვე ურბანიზებულ აგლომერაციებში ყველაზე უფრო გავრცელებულია ნუკლეარული ოჯახები, რომლებიც მშობლებისა და მათი შვილებისგან ანუ ორი თაობისაგან შედგება. ნუკლეარულ ოჯახებში 3 ნუკლეარულ პოზიციაზე მეტი არ არსებობს (მამა-ქმარი, დედა-ცოლი, ვაჟი-ძმა ან ქალიშვილი-და). გაფართოებული ოჯახი აერთიანებს ორ ან მეტ ნუკლეარულ ოჯახს საერთო შინამეურნეობით და შედგება სამი ან მეტი თაობისაგან – ბებია-ბაბუები, მშობლები და შვილები (შვილიშვილები).

      როდესაც ნუკლეარულ ოჯახებში, რომელიც დაფუძნებულია პოლიგამიურ ქორწინებაზე ხაზი უნდა გაესვას ორი ან მეტი ცოლის-დედის (პოლოგინეა) ან ქმრების-მამების (პოლიანდრია) არსებობას, მაშინ საუბრობენ რთულ ნუკლეარულ ოჯახზე.

სქემა 3.1

ლიდერობის და გავლენის სტრუქტურა ნუკლეარულ ოჯახებში

      განმეორებით ოჯახებში (რომლებიც დაფუძნებულია განმეორებით არა პირველ ქორწინებაზე) ცოლ-ქმართან ერთად შეიძლება იყვნენ ბავშვები ამ ქორწინებიდან და აგრეთვე, ბავშვები ცოლ-ქმრის წინა ქორწინებებიდან.

      განქორწინებათა რიცხვის ზრდამ გაზარდა ისეთი ოჯახების რიცხვი, რომლებიც წარსულში აღმოცენდნენ პრაქტიკულად ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო. წარსულში ბავშვებს განმეორებით ოჯახებში უფრო იშვიათად, ვიდრე ახლა შეიძლებოდა ერთი დედის პირობებში ჰყოლოდათ ორი მამა (ერთი მამის პირობებში ორი დედა). შესაბამისად, გართულდა ნათესაური კავშირები იმ შვილებს შორის, რომელთაც ბიოლოგიური მშობლების გარდა კიდევ შეძენილი დედა ან მამა ჰყავთ.

      ნუკლეარული და გაფართოებული ოჯახების სხვადასხვა კომპოზიციები თვალნათლივ არის წარმოდგენილი სქემებზე 3.2 და 3.3. სტრუქტურის მიხედვით უფრო მარტივი ნუკლეარული ოჯახი არის ის, რომელიც შედგება მშობლებისა და მათი არასრულწლოვანი შვილებისაგან – რეპროდუქციული ოჯახი. თუ რომელიმე შვილმა შექმნა თავისი რეპროდუქციული ოჯახი, მის მიმართ მშობლების ოჯახი იქნება ორიენტაციული ოჯახი (სქემა 3.2) ცენტრალური ადგილი "ეგო" შეიძლება ნებისმიერმა შვილმა დაიკავოს მშობლების, ორიენტაციულ ოჯახში, ამიტომ ყველა ნუკლეარული პოზიცია აღნიშნულია ამ "ეგოს" მიმართ.

სქემა 3.2

ორი ნუკლეარული ოჯახის – ორიენტაციულის და რეპროდუქციულის სქემა

      სქემაზე 3.3 გაფართოებულ, მონოგამიურ და პატრილოკალურ ოჯახებში შეიძლება დავინახოთ არა მხოლოდ ნათესაობის, არამედ მოყვრობის გარკვეული კონფიგურაციები (ცოლის ნათესავები ქმრისათვის და ქმრის ნათესავები ცოლისათვის – მოყვრები), (დედამთილი, მამამთილი, სიმამრი, სიდედრი და ა.შ.).

      იმასთან დაკავშირებით, რომ დიხოტომია "ნუკლეარული და გაფართოებული ოჯახი" საკმაოდ პირობითია და ნუკლეარულ ოჯახს მოიხსენიებენ როგორც "კარგ", "თანამედროვე ოჯახად", ხოლო გაფართოვებულს – როგორც "მოძველებულს", "ცუდს", "ტრადიციულს" გაჩნდა მცდელობა ოჯახის ამ მოდელებს შორის არსებული დაპირისპირების მოხსნისა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა – ამერიკელი სოციოლოგის მ. სტროსის მიერ შემოთავაზებული ოჯახთა ტიპოლოგიზაცია, რომელიც ორ კრიტერიუმს ემყარება: ოჯახის ფუნქციონალობის ხარისხი (ოჯახის მიერ შესრულებულ ფუნქციათა რიცხვი და მნიშვნელობა) და შესაძლებლობა საოჯახო პრობლემების გადაჭრის უპირატესად სიტუაციიდან გამომდინარე ან ნორმატიული გადაწყვეტილებების მიღებისა.

სქემა 3.3

გაფართოებული მონოგამიური პატრილოკალური ოჯახის სქემა


შენიშვნა: პუნქტირით აღნიშნულია საოჯახო პოზიციები, რომლებიც სამ ნუკლეარულ პოზიციას სცილდება, მაგრამ არა ყველა (ბიძები-ბიძაშვილები და სხვ.), არამედ მხოლოდ "ბაბუები-შვილიშვილები".

      სქემაზე 3.4 მოცემულია, რომ შესაძლებელია როგორც ნუკლეარული ოჯახების ფუნქციონირების დაბალი ეფექტურობა სწრაფი სოციალური ცვლილებების დროს, ასევე, "ტრადიციულ" ოჯახთა მაღალი ეფექტურობა, რომლებიც ფეხს უწყობენ საზოგადოების "მოდერნიზაციას".

სქემა 3.4

ოჯახთა ტოპოლოგია ფუნქციონალობის ხარისხისა და საოჯახო პრობლემათა ადექვატური გადაწყვეტის მიხედვით

      პოლიფუნქციური ოჯახი, რომელიც გაფართოებული ოჯახის მთელ პოტენციალს იყენებს კონკრეტულ სიტუაციათა გადასაჭრელად, თეორიულად ოჯახის ყველაზე უფრო ეფექტურ მოდელს წარმოადგენს (ტიპი – ბ) მაშინ, როცა მცირედფუნქციონალური ოჯახი (ტიპი – გ) უძლურია საოჯახო სიტუაციათა ადექვატური გადაჭრისა (ეს უშვილო ან ერთშვილიანი ოჯახებია, განსაკუთრებით ოჯახი ერთი მშობლით).

      ამასთანავე, სქემის 3.4 ანალიზი გვიჩვენებს, რომ გაფართოებული ოჯახის წევრების ერთად ცხოვრების კრიტერიუმი ყველაზე უფრო არსებითი განმასხვავებელი ნიშანია ნათესაური კონტაქტებისგან, რომელიც ერთმანეთისაგან იზოლირებული ნუკლეარული ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი. ამასთან, ახალ სიტუაციებთან ძველი ადაპტაციის კრიტერიუმები ასევე საკმაოდ პირობითია: არ არსებობს ქცევა, რომელიც მთლიანად თავისუფალია ნორმატიული გავლენისა და რუტინული სიტუაციებისგან, ამიტომ პრობლემათა გადაჭრის "მაღალ" და "დაბალ" უნარად ერთობ შეფარდებითია.

      მცირეშვილიანი, განსაკუთრებით ერთშვილიანი ოჯახი (ტიპი – გ), არა "ძველი", არამედ ახალი სოციო-კულტურული ნორმების ზეგავლენის ქვეშ არის და ფაქტიურად ზოგად-სოციალური სტერეოტიპებით მოქმედებს, არ გამოიყენებს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებსაც კი ნათესაურ-მოყვრული კავშირებისას (აქედან გამომდინარე, ტიპი დ – პირობითია, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში საოჯახო სიტუაციათა უმრავლესობა – რუტინულია და არა პრობლემური და მოითხოვს ორიგინალურ გადაწყვეტილებებს). ტიპი - ბ ამჟამად აღინიშნება მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში იქ, სადაც მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ქცევის ახალი შაბლონებია დამახასიათებელი (ოჯახის ეს ტიპი იწოდება "ნომინალურ მრავალშვილიანად" ("ტრადიციული" მრავალშვილიანი ოჯახისგან განსხვავებით). მომავალში ტიპი – ბ შეიძლება საშუალოშვილიანი ოჯახით წარმოსდგეს.

      ყოველი ადამიანი ერთდროულად შეიძლება რამდენიმე ნუკლეარული ოჯახის წევრი იყოს - სქემა 3.5, სადაც ერთი "ეგო" ორი ოჯახის წევრია, სადაც ნებისმიერ ორ ნუკლეარულ ოჯახს ჰყავს საერთო წევრი, მაგრამ ეს ხუთი ოჯახი არ წარმოქმნის გაფართოებულ ოჯახს, რადგანაც "ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ".

      ნუკლეარულ ოჯახებში აქცენტი კეთდება საქორწინო ურთიერთობებზე, ცოლ-ქმრობა-მშობლობაზე და ნათესაობაზე დედისა და მამისა შვილებთან, ბავშვებისა ერთმანეთთან – ეს ცოლ-ქმრობის ნუკლეარული საფუძვლის მიმართ ერთგვარი დამატებაა. გაფართოებული ოჯახის მთელი სტრუქტურა კი მიუთითებს, რომ შემადუღაბებელ კავშირს წარმოადგენს მშობლების და შვილების, ძმების და დების სისხლით ნათესაობა, ამიტომ ხანდახან ნუკლეარულ ოჯახებს ცოლ-ქმრულ (კონიუგალურ – უ. გუდი) ოჯახებს, ხოლო გაფართოვებულს – სისხლით ნათესაობრივ ოჯახებს უწოდებენ.

      ხანდახან წამოიჭრება კითხვა: რით განსხვავდება რთული შემადგენლობის ნუკლეარული ოჯახი გაფართოებული ოჯახისაგან? პირველი შედგება ერთი ცოლ-ქმრული წყვილისაგან შვილებით მოცემული ქორწინებიდან ან წინა ქორწინებიდან და შეიძლება რომელიმე ნათესავისგან. რთული ნუკლეარული ოჯახი ხშირად დაფუძნებულია საოჯახო ჯგუფების "ნამსხვრევებისგან" პლუს რომელიმე ნათესავი – მოყვარე. თანამედროვე ტიპის გაფართოებულ შინამეურნეობაში როგორც მინიმუმ ორი ნუკლეარული ოჯახი და სამი თაობაა. როგორც წესი, ეს მშობლების ოჯახია რომელიმე უფროსი დაქორწინებული შვილით.

      ნუკლეარული და გაფართოებული ოჯახების განსხვავება ხანდახან სხვა ნიშნის მატარებელია. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ინდივიდუალური (ნუკლეარული) და ხაზოვანი (გაფართოებული) ოჯახების ცნება, სადაც ყურადღება ფიქსირდება საოჯახო ხაზზე, საოჯახო ტრადიციების წარმოშობასა და მემკვიდრეობითობაზე ან მიმდინარე საოჯახო ცხოვრებაზე, რომელიც ნათესავების ოჯახებისგან დამოუკიდებელია.

      განქორწინების შემდგომი ოჯახები, ერთი მშობლით და შვილებით იწოდებიან არასრულ ოჯახებად.

      სოციოლოგიასა და დემოგრაფიაში მიღებულია ოჯახების დაყოფა შვილიანობის მიხედვით 3 ტიპად: მცირეშვილიანი, საშუალო და მრავალშვილიან ოჯახებად. იმისათვის, რომ წინა თაობა ახალმა შეცვალოს, აუცილებელია დაახლოებით 2,5 შვილი ოჯახში ან ოჯახების მეოთხედი უნდა იყოს 2 შვილიანი, მესამედი – სამშვილიანი, 14% - უშვილო და ერთშვილიანი და 7% - ხუთი და მეტშვილიანი12.

სქემა 3.5

5 ნუკლეარული ოჯახის სქემა 3 ორიენტაციულ და 3 რეპროდუქციულ ოჯახთან ერთად

      შიდაოჯახობრივი როლების კომპლექტების მიხედვით ნუკლეარული ოჯახები შეიძლება იყოს სრული ანუ, ჰქონდეს 12-ივე შესაძლო როლი (2 როლი ცოლ-ქმრული: ქმარი, ცოლი; მშობლიური როლი: მამა, დედა; 4 როლი ნათესაობრივ-მშობლიური: ვაჟიშვილები, ქალიშვილები, ვაჟიშვილი, ქალიშვილი; 4 ოჯახობრივ-ნათესაობრივი: ძმები, დები, ძმა, და). ტიპოლოგიას საფუძვლად უდევს მტკიცებულება "მე მყავს". შვილებისა და მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალიშვილი ან ქალიშვილების – დების; ვაჟიშვილი – ძმის ან ძმების – ვაჟიშვილების არსებობას. ყველა შემთხვევაში აქ ნათელია არა რაოდენობრივი, არითმეტიკული განსხვავება, არამედ ოჯახში ურთიერთობათა ხარისხის ცვლილება. განსაკუთრებული თვისებები საოჯახო ურთიერთობებისა ოჯახებში ძმებითა და დებით, მხოლოდ დებით ან ძმებით, ასევე ძმით ან დით, ან მხოლოდ ერთი ვაჟიშვილით ან ქალიშვილით იწვევენ საოჯახო სტრუქტურათა 21 სახესხვაობას ოჯახისა, რომელიც შედგება ცოლ-ქმრული წყვილისა და მათი შვილებისაგან (იხ. სქემა 3.6). შიდაოჯახური როლების სრული კომპლექტების მიხედვით ნუკლეარული ოჯახები შეიძლება მხოლოდ 2 შემთხვევაში შეგვხვდეს – მრავალშვილიან ოჯახებში 3 ვაჟიშვილით (ქალიშვილით) და 2 ქალიშვილით (ვაჟიშვილით) და საშუალოშვილიან ოჯახებში 2 ვაჟიშვილით და 2 ქალიშვილით. ოჯახები როლების არასრული ნაკრებით, 10 როლით გვხვდება მრავალშვილიანთა ოჯახთა ორ სახეობაში (როცა ოჯახში ბავშვი ერთი სქესისაა და 4 – მეორე) და 2 ანალოგიური სახესხვაობის ოჯახში 4 და 3 შვილით.

      ოჯახები 8 როლით გვხვდება მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც ყველა ბავშვი ერთი სქესისაა (2 სახეობა) შესაბამისად, ოჯახთა 2 ტიპი ოთხშვილიან ოჯახებში და 2-3 შვილიანში. მცირეშვილიან ოჯახებში 2 შვილით 8 როლი გვხვდება, როცა ორივე შვილი ბიჭია ან გოგო, ან 1 ბიჭი და 1 გოგო. ერთშვილიან ოჯახში ყველაზე ღარიბი სტრუქტურაა როლების – 5. ცოლ-ქმრული წყვილი შედგება ცოლ-ქმრის 2 როლისგან და იგი ფაქტიურად არ წარმოადგენს ოჯახს.

სქემა 3.6

შიდა ოჯახური როლების კომპლექტი ორმშობლიან ნუკლეარულ ოჯახებში

შენიშვნა:
* - როლების სრული ნაკრები: მამა, დედა, ქმარი, ცოლი, ვაჟიშვილები, ქალიშვილები, ძმები, დები, ძმა, და, ვაჟიშვილი, ქალიშვილი
** - არ არის როლები ქალიშვილები – დების ან ვაჟიშვილები - ძმების
*** - არ არის როლი ქალიშვილი – და, ქალიშვილები – დები ან ვაჟიშვილი – ძმა, ვაჟიშვილები – ძმები

      საოჯახო როლების სტრუქტურა მცირდება ოჯახის ზომის შემცირებასთან ერთად, რომელიც შვილთა რიცხვის შემცირებით არის გამოწვეული. ამასთან, ოჯახის როლების სრული კომპლექტი აქვთ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებშიც ერთი და იგივე სქესის 2 ბავშვი მაინც არის და საშუალოშვილიანი ორი ვაჟიშვილით და 2 ქალიშვილით. ყველა დანარჩენი ოჯახი – არაკომპლექტურია, არასრულია როლების კომპლექტურობის მიხედვით.

      პიროვნებათშორის კომუნიკაციების სტრუქტურის მიხედვით ოჯახები შეიძლება ხასიათდებოდნენ სხვადასხვა კონფიგურაციით მცირე ჯგუფების ტიპოლოგიის შესაბამისად – 3, 4, 5 და მეტი წევრით. მხოლოდ მე-3 შვილიდან დაწყებული ოჯახებში არსებითად რთულდება სტრუქტურული კავშირები, რადგანაც შვილები ქმნიან მცირე ჯგუფს ოჯახის შიგნით. პირველადი ჯგუფების სოციოლოგიაში ცნობილი ფაქტი ჯგუფის უფრო მეტი ეფექტურობისა და სიმყარისა, რომელიც 5-7 წევრისგან შედგება, ოჯახის სოციოლოგიაში განქორწინებათა სტატისტიკით არის გამყარებული: შვილთა რიცხვის ზრდა ამცირებს განქორწინების სიხშირეს – ერთშვილიანი სტრუქტურები 2,5-ჯერ უფრო ხშირად ირღვევა, ვიდრე 2-შვილიანი და 9,5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე 3-შვილიანი.

      განსაკუთრებით დიდია ოჯახთა შორის სხვაობა, როდესაც ხდება მათი კლასიფიკაცია დროში – საოჯახო ცხოვრების სტარტიდან ფინიშამდე. ქორწინების და ოჯახის ხანგრძლივობის პარამეტრის შემოღებამ გამოიწვია "ოჯახის ცხოვრების ციკლის კონცეფციის" ჩამოყალიბება.

      შესაძლებელია სიტყვა "ციკლი" აქ ზედმეტია, რამდენადაც ცალკეული ოჯახის ცხოვრებაში არანაირი ციკლურობა არ არის. ციკლი აღმოცენდება მხოლოდ ოჯახთა მასაში, თაობათა ცვლის პროცესში მაშინ, როცა ხდება თაობათა ცვლა, როცა ერთი და იგივე სტადიები, ოჯახის, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ერთობლიობის მთლიანობის ჩამოყალიბების, ფუნქციონირების და რღვევის ერთი და იგივე სტადიები სხვადასხვა ოჯახებში მეორდება. ცალკე აღებულ ოჯახში კი აღინიშნება საოჯახო მოვლენათა თანმიმდევრული ცვლა ("ოჯახის ისტორია") და ციკლზე და ციკლურობაზე მხოლოდ პირობითად შეიძლება საუბარი.

      საოჯახო ციკლი განისაზღვრება მშობლობის სტადიებით და იწყება მშობლობის წინა მდგომარეობით ანუ, დაქორწინებით და პირველი შვილის დაბადების პერიოდით, შემდეგ დგება რეპროდუქციული მშობლობის სტადია ანუ პერიოდი – პირველი და ბოლო შვილის დაბადებებს შორის. ეს სტადია ნაწილობრივ კვეთს (ხოლო ერთი შვილის არსებობის შემთხვევაში სრულიად ქრება) სოციალიზაციურ მშობლობას, ანუ პერიოდს პირველი შვილის დაბადებასა და ბოლო შვილის ოჯახიდან გამოყოფას შორის. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ე.წ. სრულ ციკლს. ბუნებრივია, ეს სრული ციკლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიქცეს არასრულ ციკლად ერთ-ერთი სტადიის ამოვარდნის გამო ან შეწყდეს განქორწინების ან ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო.

      საოჯახო ციკლის სტადიათა გამოყოფის საფუძვლების შერჩევის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს საოჯახო სტრუქტურაც, შეიძლება გაჩნდეს ოჯახთა ახალი ტიპები და მათზე დამყარებული ტიპოლოგიები. ეს ყველაფერი კი ოჯახის მიკროსოციოლოგიის დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან ამოცანას შეადგენს.

      ასეთია საოჯახო სტრუქტურების ძირითადი ტიპები. რასაკვირველია, სხვა კრიტერიუმების შემოღებით შეიძლება მათი რიცხვის გაზრდა, მაგრამ სტრუქტურები, რომლებიც განვიხილეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც მათთან არის დაკავშირებული ოჯახის მიერ მისი ძირითადი სოციალური ფუნქციების შესრულება.

      მეორე მხრივ, სწორედ ამ სტრუქტურათა ტრანსფორმაციაში თვალნათლივ ჩანს ოჯახის კრიზისი, საზოგადოებაში და ცალკეულ წევრთა ცხოვრებაში ადგილის და როლის დაკარგვა.

საკვანძო ტერმინები

ოჯახი, საოჯახო სტრუქტურა, საოჯახო ქცევა, ოჯახის დეფინიციტები, ცოლ-ქმრობა, მშობლობა, ნათესაობა, მოყვრობა, საოჯახო ჯგუფი, ოჯახის ბირთვი, ოჯახის ძირითადი ტიპი, ნუკლეარული ოჯახი, გაფართოებული ოჯახი, რთული ნუკლეარული ოჯახი, ოჯახის ფუნქციები, ოჯახის სპეციფიკური და არასპეციფიკური ფუნქციები, მონოგამია, პოლიგამია, პოლიანდრია, პოლიგინია, ენდოგამია, ეგზოგამია, ინცესტი, პატრილინეალური ოჯახები, მატრილინეალური ოჯახები, პარტნიორული ოჯახები, ჰომოგენურობა, პეტეროგენურობა, განმეორებადი ოჯახები, რეპროდუქციული ოჯახი, ორიენტაციული ოჯახი, სრული ოჯახები, არასრული ოჯახები, მცირეშვილიანი ოჯახები, საშუალოშვილიანი ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები, დეპოპულაცია, საოჯახო როლები, საოჯახო როლების კომპლექტურობა, პიროვნებათშორისი როლები ოჯახში, შიდაოჯახური ინტერაქციები.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 9110

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters