სენსიტიური კითხვები, კითხვარის პილოტირება, კითხვარების ადმინისტრირება

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 15
ნაწილი II

სენსიტიური კითხვების დასმა

      სუდმენი და ბრედბერნი (Sudman and Bradburn 1982: ch.3) ყურადღებას ამახვილებენ კითხვარში სენსიტიური დებულებების გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კითხვარის ანონიმურობამ და, ხშირად, მკვლევარისა და რესპონდენტის პირისპირ კონტაქტის არარსებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სენსიტიურ მასალაზე პასუხების გაცემას, სენსიტიურობისა და საფრთხის თემებს მაინც ვერ ავუვლით გვერდს, რადგან ამან შეიძლება მონაცემების ჩატოვება (ინფორმაციის გაუცემლობა და თავის შეკავება) ან ჭარბი (გაზვიადებულ) პასუხები გამოიწვიოს. ზოგიერთ რესპონდენტს შეიძლება არ სურდეს სენსტიური ინფორმაციის გაცემა განსაკუთრებით მაშინ, თუ ამით საკუთარ თავს ან სხვებს მიეყენებს ზიანს. რატომ უნდა მოუყვნენ პირადული ამბები (მაგალითად, ოჯახური, სკოლის მენეჯერებისა და კოლეგების მოსაზრებები) სრულიად უცხო ადამიანს (Cooper and Schindler 2001: 341)? ასაკი, შემოსავალი, განათლება, სპეციალიზაცია და შეხედულებებიც კი შეიძლება პირადულ და/ან სენსიტიურ საკითხად იქნას მიჩნეული.

      სუდმენი და ბრედბერნი (1982: 55 – 6) რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას გამოთქვამენ პოტენციური საფრთხის შემცველი ან სენსიტიური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგალითად, სოციალურად არასასურველ ქცევაზე (ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური შეურაცხყოფა, ძალადობრივი ქცევა, დანაშაული, ავადმყოფობა, დასაქმება და უმუშევრობა, ფიზიკური მახასიათებლები, სექსუალური აქტივობა, ქცევა და სექსუალობა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ოჯახური წვრილმანები, პოლიტიკური მრწამსი, სოციალური ტაბუ). ისინი შემდეგ სტრატეგიებს გვთავაზობენ:

  • სოციალურად არასასურველი ქცევის, განსაკუთრებით მისი სიხშირის, შესახებ ღია კითხვების გამოყენება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე - დახურული კითხვებისა.
  • სოციალურად არასასურველი ქცევის, განსაკუთრებით მისი სიხშირის, შესახებ გრძელი კითხვების გამოყენება უფრო ადეკვატური იქნება, ვიდრე - მოკლე კითხვებისა.
  • სოციალურად არასასურველი ქცევის გამოვლენის სიხშირის შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ რესპონდენტისთვის ნაცნობი სიტყვების გამოყენების შემთხვევაში.
  • ინფორმანტებისგან მიღებული მონაცემების გამოყენებით შეიძლება გაიზარდოს საფრთხის შემცველი ქცევის შესახებ ინფორმაციის მიღების ალბათობა.
  • ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით გამართლებულია კითხვის შეგნებულად ისე შედგენა, რომ შემცირდეს სოციალურად სასურველი ქცევის გადაჭარბებულად და არასასურველი ქცევის არასაკმარისად შეფასების ალბათობა.
  • სოციალურად არასასურველი ქცევის შემთხვევაში, სასურველია, რომ რესპონდენტს ჯერ ჰკითხოთ, ადრე თუ განუხორციელებია ეს ქცევა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუსვათ ამ ქცევის შესახებ კითხვები. ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც სოციალურად მისაღებ ქცევაზე ეკითხებით, შებრუნებული თანმიმდევრობა შეიძლება უფრო გამართლებული აღმოჩნდეს, ანუ ჯერ აწმყო, მიმდინარე ქცევაზე ჰკითხოთ და შემდეგ - ზოგადზე, ყოველდღიურზე.
  • საფრთხის მოხსნისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს სენსიტიური თემის სხვა მეტ-ნაკლებად სენსიტიურ თემებს შორის მოქცევა, რათა რესპონდენტს აჩვენოთ, რომ ეს თემა არც ისე მნიშვნელოვანია.
  • გამოიყენეთ სტანდარტული კითხვების დასმის ტექნიკები, მაგალითად, ბარათების დახარისხება, პასუხების დალუქულ კონვერტში ჩადება ან კითხვების რამდენჯერმე გამეორება (ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ისე, რომ რესპონდენტებმა არ იგრძნონ, რომ „ამოწმებენ“). ამით სანდოობაც გაიზრდება.
  • ვალიდობისა და სანდოობის გასაზრდელად რესპონდენტებს დღიურების წარმოება სთხოვეთ.
  • ინტერვიუს დასასრულს გაარკვიეთ, რას ფიქრობს რესპონდენტი განხილული საკითხების სენსიტიურობაზე.
  • თუ შესაძლებელია, მოიძიეთ მონაცემების განმტკიცების გზები.

      სუდმენისა და ბრედბერნის (1982: 86) მოსაზრებით, კითხვები რაც უფრო მტკივნეული და სენსიტიური ხდება, ცხადია, მით მეტ მიკერძოებასა და უნდობლობას უნდა ველოდოთ. ისინი ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი დემოგრაფიული დეტალი (სახელდების სკალის მონაცემი) რესპონდენტებმა, შესაძლოა, საფრთხის შემცველად მიიჩნიონ (Sudman and Bradburn 1982: 208). პრაქტიკაში ეს დაკვირვება გამოიყენება კითხვარში კითხვების განლაგებისას (ქვემოთ განვიხილავთ). აქ იმის თქმა გვსურს, რომ სენსიტიურობა და საფრთხე რესპონდენტის თვალით უნდა იქნას დანახული და არა - კითხვარის შემქმნელის. ის, რაც მკვლევრისთვის გულუბრყვილო, უწყინარი კითხვაა, რესპონდენტისთვის უაღრესად სენსიტიური ან შეურაცხმყოფელი შეიძლება აღმოჩნდეს. განათლების სფეროში სენსიტიური კვლევის შესახებ ინფორმაცია ამ წიგნის მეხუთე თავშია მოცემული.

კითხვების შედგენისას დაბრკოლების თავის არიდება

      მიუხედავად იმისა, რომ კითხვების მრავალი სახესხვაობა არსებობს, კითხვარში კითხვის ჩასმისას რამდენიმე პრობლემა შეიძლება შეგვხვდეს:

  • ერიდეთ მიმართულების მიმცემ კითხვებს, ანუ კითხვებს, რომლებიც ისეა ფორმულირებული (ან სავარაუდო პასუხების კატეგორიებია მოცემული), რომ რესპონდენტებს გონიათ, ამის მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხი არსებობს და სხვა პასუხი ან მოეწონებათ, ან - არა. მაგალითად:
    • უპირატესობას ანიჭებთ აბსტრაქტულ, აკადემიურ კურსებს, თუ მყარად ცხოვრებისეულ, პრაქტიკულ კურსებს, რომლისგანაც რაღაც სარგებელი გექნებათ სწავლების პროცესში?

      აქ გირჩევთ, შეამოწმოთ ტერმინების ან ზმნების „დატვირთულობა“

  • ერიდეთ მაღალფარდოვან, ინტელექტუალურ კითხვებს, რესპონდენტებთანაც კი. მაგალითად:
    • მიმდინარე პოზიტივისტური-ინტერპრეტაციული დებატის რა კონკრეტული ასპექტების ნახვას ისურვებდით მასწავლებელთა აუდიტორიისთვის განკუთვნილი განვითარების ფსიქოლოგიის კურსში?

      როდესაც გამოკითხული შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტაციულია, ჩვეულებრივია, რომ შერჩევის წევრებს გაუგებრად მიაჩნდეთ მკვლევრის სამეტყველო ენა და ის, რაც მას სრულიად გასაგებად ეჩვენება. მაშასადამე, მნიშვნელოვანია გასაგები და მარტივი ენის გამოყენება.

  • ერიდეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, მაგალითად:
    • გირჩევნიათ ხანმოკლე, ჯილდოს გარეშე კურსები (3, 4 ან 5 შეხვედრა/სესია?) ნახევარდღიანი შესვენებით (მაგალითად, ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში) და კვირაში ერთსაღამოიანი დასწრებით, რის გზის ხარჯებსაც ანაზღაურებენ, თუ უფრო ხანგრძლივი, ჯილდოს გარეშე კურსი (6, 7 ან 8 შეხვედრა) ერთი სრულდღიანი დასვენებით, თუ დღის ერთ ნახევარში ყოველდღიურ კურსსა და და მეორეში დასვენებას ისურვებდით?
  • ერიდეთ გამაღიზიანებელ კითხვებსა თუ ინსტრუქციებს, მაგალითად:
    • მუშაობის პარალელურად ოდესმე თუ გაგივლიათ რაიმე სახის კურსი მთელი თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე? თუ ორმოც წელზე მეტის ბრძანდებით და არასოდეს გაგივლიათ ასეთი კურსი, აღნიშნეთ პასუხები არასოდეს და ბებერი.
  • ერიდეთ უარყოფის და ორმაგი უარყოფის შემცველ კითხვებს (Oppenheim 1992: 128), მაგალითად:
    • რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ არც ერთ იმ მასწავლებელს, რომელსაც სრულ განაკვეთზე, სულ მცირე, ორ წელზე მეტი არ უსწავლებია, სამსახურიდან მოუწყვეტლად შემოთავაზებულ სერტიფიცირებულ კურსებზე არ გაუშვებენ?

      ან:

  • მიგაჩნიათ, რომ მშობლებისა და მასწავლებლების ასოციაციის გარეშე მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ მშობლებისთვის თავიანთი მოსაზრებების ნათლად გადაცემას?

      თუ ამ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ მშობლებისა და მასწავლებლების ასოციაცია არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ მასწავლებლებმა შეძლონ საკუთარი აზრების გამოთქმა, რას უპასუხებდით - „დიახ“-ს თუ „არა“-ს? ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას რესპონდენტი აუცილებლად იყოყმანებს; შესაძლოა, კითხვის გადაკითხვა რამდენჯერმე დასჭირდეს და შედეგად კითხვას უპასუხოდ დატოვებს და შემდეგ შეკითხვაზე გადავა. აქ პრობლემატური ორმაგი - „გარეშე“ და „ვერ შეძლებენ“ - უარყოფაა, რაც აბნევს რესპონდენტს.

  • ერიდეთ ძალიან ბევრ ღია კითხვას თვითადმინისტრირებად კითხვარებში. ვინაიდან თვითადმინისტრირებად კითხვარებში ვერ დავაკონკრეტებინებთ რესპონდენტს, რას გულისხმობს კონკრეტულ პასუხსში, ღია კითხვებით ნაკლებად ხერხდება ინფორმაციის მოპოვება (თუმცა, ეს გაფრთხილება გამოირიცხება ინტერვიუს სიტუაციაში). მეტიც, ღია კითხვები ძალიან ბევრ დროს ითხოვს რესპონდენტისგან. რესპონდენტისათვის ძალიან გაურკვეველია ასეთი ინსტრუქცია:
    • გამოიყენეთ გვერდები 5, 6 და 7 და აღწერეთ სამუშაოს პარალელურად შემოთავაზებული კურსებისადმი ზოგადად თქვენი დამოკიდებულება და მათი ღირებულება პრაქტიკოსი მასწავლებლის პროფესიული ცხოვრებისთვის.
  • ერიდეთ რეიტინგის სკალების განაპირა პასუხებს, მაგალითად, „არასოდეს“, „ყოველთვის“, „სრულიად“, „სულაც არა“, თუ მათი გამოყენებისთვის მყარი საფუძველი არა გაქვთ. რესპონდენტების უმრავლესობა უარს ამბობს ამ კატეგორიების გამოყენებაზე (Anderson and Arsenault 2001: 174)
  • ერიდეთ ასოციაციით გამოწვეულ ზეწოლას, მაგალითად: „ეთანხმებით თქვენს დირექტორს, რომ ბიჭები უფრო ცელქები არიან, ვიდრე გოგონები?“. ამ შემთხვევაში დირექტორზე მითითება უბრალოდ ამოსაღებია.
  • ერიდეთ ისეთ დებულებებს, რომელზეც ადამიანებს დათანხმების ან უარყოფის ტენდენცია აქვთ, ანუ, თავისთავად უკვე გარკვეული „ტენდენციური “ კითხვები („საბაზისო განაკვეთის“ პრობლემა, როდესაც პოპულაციის თანდაყოლილი მიკერძოებები შერჩევის შედეგებზე ახდენს გავლენას).

      დაბოლოს, ერიდეთ ბუნდოვან კითხვებს ან კითხვებს, რომლთა ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად შეიძლება. სიტყვების ბუნდოვანების და ორაზროვნების პრობლემა ძნელად გადასაჭრელია. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია მისი შემცირება და არა - სრულიად აღმოფხვრა. ყველაზე უწყინარი კითხვებიც კი შეიძლება იყოს ორაზროვანი (Youngman 1984: 158 – 9; Morrison 1993: 71 – 2). განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

      თქვენი შვილი რეგულარულად ასრულებს საშინაო დავალებას?

      რაც ნიშნავს „რეგულარულად“ - დღეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, სემესტრში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ?

      რამდენი მოსწავლეა სკოლაში?

      რა იგულისხმება: ირიცხება; ირიცხება, მაგრამ აცდენს; აღნიშნულია, რომ არის, მაგრამ საველე სწავლებაზეა წასული; ამ კონკრეტულ მომენტში თუ ამ კვირაში (და განსხვავებული იქნება დასწრების მაჩვენებლი ორშაბათსა და პარასკევს), თუ აკადემიური წლის პირველ სემესტრსა და აკადემიური წლის ბოლო სემესტრს შორის საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომელთაგან ზოგიერთს სკოლის დატოვება და მუშაობის დაწყება მოუწევს, დანარჩენები კი სახლში იქნებიან და გამოცდებისთვის მოემზადებიან?

      რამდენი კომპიუტერი გაქვთ სკოლაში?

      რა იგულისხმება: აქვთ, მაგრამ არ მუშაობს; იმათი ჩათვლით, რომლებიც გასაკეთებლად არის სკოლიდან წაღებული; სკოლის საკუთრებაში მყოფი თუ თანამშრომლებისა და მოსწავლეების საკუთარი კომპიუტერები? სკოლაში ამჟამად არსებული კომპიუტერების ზუსტი რაოდენობა თუ საშუალო?

      ამ კვირას გქონდათ ფრანგულის გაკვეთილი?

      რას ნიშნავს „კვირა“: სასწავლო კვირის დასაწყისი (ანუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), გასული კვირადღის (ან ორშაბათის, გააჩნია რელიგიას) შემდეგ, ან თუ კითხვა ოთხშაბათს დაისვა, გასული ოთხშაბათიდან დღემდე; რამდენად ჰგავს ეს კვირა ყველა სხვა კვირას?

      თქვენი ასაკი:

  • 15-20
  • 20-30
  • 30-40
  • 40-50
  • 50-60

      კატეგორიები არ არის წყვეტილი. ასაკის შესატყვისი გარეგნობის 40 წლის რესპონდენტისათვის სასიამოვნო იქნება, თუ ის საკუთარ თავს 30-40 კატეგორიას მიაკუთვნებს, ან 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს, რომ მოწიფული იყოს, 20-30 კატეგორიას მიაკუთვნებს თავს? კითხვარის შექმნის წესია, რომ კატეგორიები არანაირად უნდა ფარავდნენ ერთმანეთს.

      პროფესიული განათლება მხოლოდ ნაკლები უნარების მქოდე მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ის ყველათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

      ეს, ფაქტობრივად, ორმაგი კითხვაა. როგორ მოიქცეს რესპონდენტი, რომელიც ეთანხმება წინადადების პირველ ნაწილს: „პროფესიული განათლება მხოლოდ ნაკლები უნარების მქოდე მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი“, მაგრამ არ ეთანხმება მის მეორე ნაწილს, ან პირიქით? კითხვარის შექმნის წესია, რომ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავსვათ.

      მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია კითხვაში სიტყვების რესპონდენტისეული ინტერპრეტაციების გათვალისწინება, მკვლევარი, ცხადია, გაგებით უნდა მიუდგეს ამას და გაითვალისწინოს თანდაყოლილი ორაზროვნება, მაგრამ მაინც შეინარჩუნოს განცდა, რომ შესაძლებელია ასეთ ორაზროვნებაში ცხოვრება.

      იდეალურ კითხვარს იგივე თვისებები აქვს, რაც კარგ კანონს - ზუსტი, ნათელი და პრაქტიკულია, ამცირებს მონაცემების დამუშავებაში შეცდომებს, მოტივაციას აძლევს მონაწილეებს და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს მონაწილეების გულწრფელ პასუხებს (Davidson 1970). ოქროს წესი: კითხვები შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს.

კითხვების თანმიმდევრობა

      კითხვარში კითხვების თანმიმდევრობა, გარკვეულწილად, სამიზნე შერჩევაზე (მაგალითად, რა რეაქცია ექნებათ გარკვეულ კითხვებზე), კითხვარის მიზნებზე (მაგალითად, ფაქტების ან მოსაზრებების შეკრება), კვლევის სენსიტიურობასა (მაგალითად, რამდენად პირადული და პოტენციურად შემაწუხებელია საკვლევი თემა) და კითხვარის მთლიან ბალანსზეა (მაგალითად, სად იქნება უკეთესი სენსიტიური კითხვების განლაგება ნაკლებად დამაფრთხობელ კითხვებთან მიმართებით და რამდენი უნდა იყოს თითოეული მათგანი) დამოკიდებული.

      კითხვარში კითხვების რიგი მნიშვნელოვანია საწყისმა კითხვებმა შემდეგი კითხვებისთვის გარკვეული ტონი ან განწყობა შეიძლება შეუქმნან რესპონდენტს. მაგალითად, თუ კითხვარი აღიზიანებს ან აბრაზებს რესპონდენტს დასაწყისში, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება მისი გაღიზიანების ან ბრაზის ჩაცხრობა კითხვარის ბოლოსკენ. როგორც ოპენჰეიმი (1992: 121) შენიშნავს, ყოველი კითხვის უპირველესი მიზანია, რესპონდენტმა ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

      გარდა ამისა, რესპონდენმა შეიძლება კითხვარის „ნიშნების ამოკითხვა“ დაიწყოს: დებულებებს შორის მსგავსება და თანხვედრა ეძებოს. შედეგად, წინა დებულებებზე გაცემული პასუხები ისევ იმოქმედებს მოგვიანებით გაცემულ პასუხებზე და პირიქით. ჯვარედინი შემოწმებისთვის განკუთვნილმა, კითხვარში გამოყენებულმა მსგავსმა დებულებებმა, ზოგი რესპონდენტი შეიძლება გააღიზიანოს.

      კროსნიკმა და ალვინმა (Krosnick and Alwin 1987) „პირველობის ეფექტი“ (რომელიც ზემოთ განვიხილეთ) აღმოაჩინეს, ანუ, რესპონდენტები ჩამონათვალის თავში მოცემულ დებულებებს ირჩევენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განშტოებების ინსტრუქციებისთვის, სადაც იმის გამო, რომ ინსტრუქცია სიის ბოლოშია მოცემული, შეიძლება იოლად გამოგრჩეთ. კროსნიკმა (1999) ისიც აღმოაჩინა, რომ რაც უფრო რთულია კითხვა, მით მეტია „დამაკმაყოფილებლობის“ ალბათობა, ანუ, ალბათობა იმისა, რომ რესპონდენტი სავარაუდო პასუხების ჩამონათვალიდან პირველივე რაციონალურ პასუხს აირჩევს და ბოლომდე არ ჩაიკითხავს ჩამონათვალს, ყველაზე შესატყვისი ვარიანტის მოსაძებნად.

      ალბათ, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს კითხვარის საწყის სტადიაზე გუნებაგანწყობილების ფიქსირებისა და კონკრეტული მიმართულებით მოქმედების განწყობის შექმნისთვის თავის არიდება. ამისათვის კარგი იქნება, თუ კითხვარს უსაფრთხო კითხვებით დავიწყებთ. კითხვებით, რომელთაც რესპონდენტი ხალისით უპასუხებს. ამის შემდეგ შეიძლება უფრო პერსონიფიცირებულ/პირად კითხვებზე გადასვლა.

      კითხვარის შევსება შეგვიძლია სწავლის პროცესს შევდაროთ: რესპონდენტები კითხვარის შევსებასთან ერთად უფრო და უფრო უშინაურდებიან საკვლევ საკითხს. შესაბამისად, საწყისი კითხვები მარტივი უნდა იყოს, დააინტერესოს და წაახალისოს რესპონდენტი. ეს რესპონდენტს თავდაჯერებულობასა და მოტივაციას შემატებს. რთული კითხვები კითხვარის შუა ნაწილში უნდა განთავსდეს, ხოლო იმისთვის, რომ რესპონდენტმა დასრულებული კითხვარები დააბრუნონ, ბოლო რამდენიმე კითხვა მათთვის კვლავ საინტერესო და წამახალისებელი უნდა იყოს.

      კითხვარის ტიპური თანმიმდევრობა ასეთია:

  • კითხვარი ფაქტობრივი, უსაფრთხო, კითხვებით დაიწყეთ (რითაც მკვლევარი, ალბათ, შერჩევის შესახებ სახელდების სკალის მონაცემებს მიიღებს, მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფი, სქესი, საქმიანობა, სტაჟი, კვალიფიკაცია და ა. შ.).
  • გადადით დახურულ კითხვებზე (მაგალითად, დიქოტომიური, მრავალჯერადი არჩევანის, რეიტინგის სკალები, მუდმივი ჯამის კითხვები) მოცემული დებულებების ან საკითხების შესახებ, რომლებიც პოზიციების, დამოკიდებულებების, აღქმების და მოსაზრებების ამსახველ პასუხებს იძლევიან.
  • შემდეგ გადადით უფრო ღია კითხვებზე (ან, დახურულ კითხვებში გაფანტეთ ღია კითხვები), რომლებიც პოზიციების, დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესახებ იძლევიან პასუხებს და ასეთი პასუხების მიზეზებსაც ხსნიან. ეს მიზეზები შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურ ან უფრო პირადულ მონაცემებს.

      ამდენად, ობიექტური ფაქტებიდან დასაბუთებულ სუბიექტურ დამოკიდებულებებსა და მოსაზრებებზე, ასევე, სენსიტიურ, პირად მონაცემებზე გადავდივართ. ცხადია, რომ ამისათვის კითხვების თანმიმდევრობა ვერც წყვეტილი იქნება და ვერც - სწორხაზოვანი. მაგალითად, აშკარად უწყინარი კითხვა ასაკის თაობაზე, ზოგიერთი რესპონდენტისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. შემოსავლის შესახებ კითხვას გულგრილად ვერ მიიღებს ახლახან უმუშევრად დარჩენილი რესპონდენტი, ხოლო კითხვა აღმსარებლობის თაობაზე, პირად სფეროში შეჭრის მცდელობად შეიძლება ჩაგეთვალოთ. ფაქტობრივად, ბევრ კითხვარში პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები კითხვარის სულ ბოლოშია ხოლმე მოცემული.

      საქმე ისაა, რომ კითხვარის შემქმნელმა თემების სენსიტიურობა რესპონდენტის თვალით უნდა შეაფასოს, ეს კი დიდწილად სოციოკულტურული განზომილებაა. ამით იმის თქმა გვსურს, რომ კითხვარის ლოგიკური მიმდევრობა მისი ფსიქოლოგიური მიმდევრობით უნდა იყოს გაშუალებული. ინსტრუმენტი ორივეს - რესპონდენტის და მისი დიზაინერის - თვალით უნდა იქნას განხილული.

      ოპენჰეიმის (1992: თავი 7) მოსაზრებით, კითხვარის მთლიან წყობასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანია კითხვარის სექციების შიგნით კითხვების თანმიმდევრობა. მკვლევარი მიუთითებს, რომ კითხვარის შემქმნელს და ფილტრების გამოყენება შეუძლია. ძაბრისებრი პროცესი ზოგადიდან კერძოსკენ ინაცვლებს: ჯერ ზოგადი კონტექსტის ან თემების შესახებ ვსვამთ კითხვებს, შემდეგ კი ამ კონტექსტის ფარგლებში ვაკონკრეტებთ საკითხებს. ფილტრი გარკვეული რესპონდენტების ჩასართველად ან გამოსარიცხად გამოიყენება, ანუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რელევანტურია თუ არა მათთვის გარკვეული კითხვები და შემდეგ ვაძლევთ ინსტრუქციას ამის თაობაზე (მაგალითად, რომელი დებულებები გამოტოვონ ან რომელს უპასუხონ). მაგალითად, თუ რესპონდენტები გარკვეულ კითხვაზე პასუხობენ „დიახ“ ან „არა“, მაშინ ისინი აღარ პასუხობენ ამ სექციის ან შემდგომი ნაწილის გარკვეულ კითხვებს.

მცირე ოდენობის ვერბალური დებულებების შემცველი კითხვარები

      აქამდე განხილული კითხვარები მთლიანად სიტყვიერ მასალაზე იყო აგებული; ასეთი კითხვარები მრავალ რესპონდენტს შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აყენებდეს, განსაკუთრებით ბავშვებს. ასეთ სიტუაციაში კითხვარები ან ვიზუალურ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს და რესპონდენტებს მათზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ (მაგალითად, სურათები, ნახატები, დიაგრამები), ან - გარკვეულ პროექციულ ვიზუალურ ტექნიკებს (მაგალითად, ნახატის ან დიაგრამის დახატვა, ორი ურთიერთდაკავშირებული სურათის ხაზით შეერთება, „ღრუბლიან“ სურათზე გამოხატული პერსონაჟის სიტყვების ან ნაფიქრის „ღრუბელში“ ჩაწერა), ანდა - სურათების თანმიმდევრობაზე მოთხრობის შედგენას რესპონდენტის პირადი დამოკიდებულების მიხედვით. აზრი ისაა, რომ კითხვარის ფორმატის სამიზნე შერჩევაზე მორგებისას მასში არავერბალური ტექნიკების ფართოდ გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო. ეს ეხება არა მარტო რესპონდენტების მოზიდვას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რესპონდენტებისთვის კითხვარის ვარგისიანობის, შესაბამისობის საკითხსაც, ესე იგი, სანდოობისა და ვალიდობის საკითხს.

კითხვარის სქემა

      კითხვარის გარეგნული მხარე ძალზე მნიშვნელოვანია. ის მარტივად, მიმზიდველად და საინტერესოდ უნდა გამოიყურებოდეს და არ უნდა ტოვებდეს რთულის, ბუნდოვანის, საშიშის და მოსაწყენის შთაბეჭდილებას. შემჭიდროვებულად დაბეჭდილი კითხვარი არ არის მიმზიდველი და მასში ყველაფერი ერთად არის „ჩაყრილი“. უფრო ფართოდ დაბეჭდილი კითხვარი, სადაც კითხვებსა და პასუხებს საკმარისი ადგილი ეთმობა, უფრო სახალისოა რესპონდენტებისათვის. ვერმა და მალიკი (Verma and Mallick 1999: 120) გვირჩევენ, კითხვარის დასაბეჭდად მაღალი ხარისხის ქალღალდი გამოვიყენოთ, თუ ამის ფინანსური საშუალება გვაქვს.

      დილმანმა და მისმა კოლეგებმა (1999) აღმოაჩინეს, რომ რესპონდენები უფრო ნაკლებს ელიან კითხვარის შევსებისგან, ვიდრე რეალურად მოეთხოვებათ. მათი მოლოდინი ასეთია: წაიკითხონ კითხვა, წაიკითხონ პასუხები, აღნიშნონ შესატყვისი პასუხი და შემდეგ კითხვაზე გადავიდნენ. მაგრამ, ბევრი კითხვარი ამაზე გაცილებით მეტს ითხოვს. არსებობს მარტივი წესი: კითხვარი, რაც შეიძლება, მარტივი უნდა იყოს.

      მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტს გავაცნოთ კითხვარის თითოეული სექციის მიზანი, რათა უკეთ გაერკვეს, რას აკეთებს და რისთვის. თუ საკმარისი ადგილი გვაქვს, კარგია, რომ რესპონდენტს ავუხსნათ კითხვარის ყოველი სექციის მიზნებისა და ფოკუსის შესახებ და ისიც, თუ რა მოსაზრებებით ჩავრთეთ ეს დებულბები კითხვარში.

      აუცილებელია კითხვების ფორმულირების სიზუსტე და დიზაინის სიმარტივე. რესპონდენტს ზუსტი, გასაგები ინსტრუქციები უნდა მივაწოდოთ: მაგალითად, „დასვით ნიშანი V“ რესპონდენტებს მოსწონთ, ჩახლართული ინსტრუქციები და რთული პროცედურები კი - აფრთხობს. უჯრებში ნიშანი V-ს დასმა, კითხვებზე პასუხების გაცემისას, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის ნაცნობი პროცედურაა, ხოლო კითხვების გასწვრივ, მარჯვნივ მოცემული გადაკოდირებული პასუხების შემოხაზვა შეიძლება დამაბნებელი აღმოჩნდეს და შეცდომებიც გამოიწვიოს. ზოგჯერ შეიძლება რესპონდენტს კითხვარის შევსების მაგალითიც შევთავაზოთ (მაგალითად, დებულების შემოხაზვით, უჯრაში აღნიშვნის გაკეთებით), მაგრამ, ცხადია, უნდა ვერიდოთ, მიწოდებული მაგალითით რესპონდენტს უნებურად კონკრეტული მიმართულების პასუხებისკენ არ ვუბიძგოთ (მაგალითად, შემოდგომი კითხვებისთვის სასურველი პასუხების შეთავაზებით). ვერმა და მალიკი (1999: 121) კითხვარის მნიშვნელოვან პუნქტებზე რესპონდენტის ყურადღების მისაპყრობად განსხვავებული შრიფტის გამოყენებას გვირჩევენ.

      დარწმუნდით, რომ კითხვარის ყოველ სექციას მოკლე, ზუსტი და გასაგები ინსტრუქცია აქვს. საფოსტო კითხვარებში ინსტრუქციები იმდენჯერ უნდა გაიმეოროთ, რამდენჯერაც აუცილებელია, ვინაიდან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ესმის რესპონდენტს, რას ითხოვენ მისგან; არსებითი მნიშვნელობა ზუსტ, გასაგებ, ერთმნიშვნელოვან, მსხვილად და გამოკვეთილად დაბეჭდილ ინსტრუქციებს ენიჭება.

      გასაგებად გადმოცემა და ვიზუალური მხარე კითხვების რაოდენობაზეც ახდეს გავლენას. მაგალითად, ოთხგვერდიან კითხვარში შეიძლება ოთხ სექციად დაყოფილი 60 კითხვა იყოს. რესპონდენტი შეიძლება დააფრთხოს 1-დან 60-მდე გადანომრილმა კითხვებმა, რადგან ჩამონათვალი ძალიან გრძელი მოეჩვენება, ხოლო სექციების 1-დან 4-მდე რიგითი ნომრები კითხვარს ადვილად შესავსებ იერს აძლევს. აქედან გამომდინარე, გასაგები და ლოგიკური რომ იყოს, უმჯობესია კითხვარი დასათაურებულ სექციებად დავყოთ. ამით რესპონდენტს მთლიანი კითხვარის ლოგიკასა და წყობასაც დავანახებთ, რაც კითხვარში გარკვევის საშუალებას მისცემს. ასევე, შეიძლება ყოველი სექციის მოკლე შესავლით დაწყება, და რესპონდენტისთვის სექციის მიზნების ახსნა.

      კონკრეტული თემების მიხედვით კითხვების დაჯგუფების ეფექტური საშუალებაა მათი სექციებად დაყოფა და გადანომვრა (მაგალითად, Q9, (ა), (ბ), (გ), . . . ). ასე სტრუქტურირებული კითხვარი უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია!

      აქვე ნათლად უნდა იყოს მითითებული, თუ რესპონდენტს გარკვეული კითხვების ან სექციების გამოტოვება მოეთხოვება (ამ საკითხზე ფილტრების შესახებ ქვეთავში ვისაუბრეთ). თუ მას გარკვეული კითხვების გამოტოვება უწევს, მაშინ მთავარია, კითხვები ან სექციები ისე იყოს დანომრილი, რომ რესპონდენტმა ზუსტად იცოდეს, რომელ კითხვაზე გადავიდეს. აქ ასეთი ინსტრუქცია შეიძლება მივცეთ: „თუ კითხვას N10 უპასუხეთ ‚დიახ‘, მაშინ გადადით კითხვაზე N15, თუ - ‚არა‘, მაშინ გააგრძელეთ კითხვით N11“, ან, მაგალითად: „თუ სკოლის დირექტორი ბრძანდებით, მაშინ უპასუხეთ ამ
სექციაში შემავალ კითხვებს, თუ არა - გადადით სექციაზე N3“.

      კითხვარის შინაარსის ასე ორგანიზებით რესპონდენტის თანამშრომლობას მაქსიმალურად გაზრდით. მაგალითად, გამოიყენეთ ზოგადი ინტერესის გამომხატველი კითხვები. დარწმუნდით, რომ კითხვარის დასაწყისში მოცემულმა კითხვებმა რესპონდენტებს არ აფიქრებინოს, რომ ეს კვლევა მათთვის არ ტარდება. დამოკიდებულებების შესახებ კითხვები გაფანტეთ კითხვარში, რათა რესპონდენტებს საკუთარი მოსაზრებების კარგად გამოთქმის და არა - უბრალოდ ქცევის აღწერის - საშუალება მიეცეთ. ასეთი კითხვები ამცირებენ მობეზრებასა და ფრუსტრაციას, ამავე დროს, ღირებულ ინფორმაციას გვაწვდიან.

      ფერადი ფურცლები რესპონდენტს ეხმარება, გაერკვეს კითხვარის მთლიან სტუქტურაში. განსხვავებული ფერით დაბეჭდილი ინსტრუქციებიც, რესპონდენტებისათვის შეიძლება მოსახერხებელი იყოს.

      მნიშვნელოვანია, რომ კითხვარში, სავარაუდოდ დასაწყისში, ჩართული იყოს შენიშნვა კონფიდენციალობის, ანონიმურობისა და ამოუცნობლობის შესახებ. მაგალითად, უთხარით რესპონდენტებს, რომ არ მოეთხოვებათ სახელების მითითება, მონაცემები იკრიბება და შეუძლებელი იქნება ინდივიდების ამოცნობა მათ მიერ მითითებული ადგილმდებარეობებისა და დეტალების მიხედვით (ანუ შეუძლებელი იქნება მათ მიერ მოწოდებული სახელდებითი სკალის, აღწერითი მონაცემების მიხედვით რესპონდენტების ვინაობის ამოცნობა). თუმცა, ზოგჯერ რესპონდენტებს შეიძლება მაინც სთხოვონ სახელების დაწერა, რათა შესაძლებელი იყოს მათი პოვნა კვლევით გათვალისწინებული შემდეგი ინტერვიუსთვის (Verma and Mallick 1999: 121). ამ შემთხვევაში მაინც აუცილებელია შემდგომი ანონიმურობისა და ამოუცნობლობის გარანტიის მიცემა.

      რედლაინი და მისი კოლეგები (2002) მიუთითებენ, რომ სავარაუდო პასუხების იქვე, კითხვის ტექსტის მარჯვნივ განთავსება, პასუხების მიღების შესაძლებლობას ზრდის (ვიზუალური ლოკაცია), ხოლო მასალის უფრო თვალსაჩინოდ მოწოდება (მაგალითად, გამსხვილებული შრიფტის ან დიდი ასოების გამოყენებით) - მათი შემჩნევის შესაძლებლობას (ხილვადობის საკითხი). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განშტოების კითხვებისა და ინსტრუქციებისათვის.

      რედლაინი და მისი კოლეგები (2002) იმასაც აღნიშნავენ, რომ გვერდის ბოლოს განთავსებული კითხვები უფრო ხშირად რჩება უპასუხოდ, ვიდრე გვერდის ზედა ნაწილში მოცემული. ფაქტობრივად, მათ დაადგინეს, რომ რესპონდენტები იოლად ტოვებენ უყურადღებოდ გვერდის ბოლოს მოცემულ ინსტრუქციებს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ინსტრუქციები შემდეგ გვერდზე მოცემულ დებულებებს ეკუთვნის. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა იყოს გვერდის ბოლოს; ეს, სავარაუდოდ, მოცემული თემისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი დებულებები უნდა იყოს. რედლაინი და მისი კოლეგები (2002) გვირჩევენ, განშტოებების ინსტრუქციები გვერდის ბოლოში არ განვათავსოთ.

      დაბოლოს, კითხვარის სულ ბოლოს მოცემულ შენიშვნაში შეგვიძლია: ვთხოვოთ რესპონდენტს, გადაამოწმოს, ხომ არ გამორჩა რომელიმე კითხვა; ვთხოვოთ, დროზე დააბრუნოს შევსებული კითხვარი; მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის და ვაცნობოთ, რომ მონაცემების ანალიზის დასრულების შემდეგ ძირითადი შედეგების მოკლე მიმოხილვას გავუგზავნით.

კითხვარის თანმხლები და შემდგომი წერილები

      კითხვარის თანმხლები წერილის მიზანია, რესპონდენტს აცნობოს კვლევის მიზნისა და მნიშვნელოვნების შესახებ, დაარწმუნოს კონფიდენციალობაში და პასუხების გასაცემად წაახალისოს. თანმხლები წერილი შემდეგი შინაარსისა უნდა იყოს:

  • აცნობდეს კვლევის დასახელებას;
  • წარადგენდეს მკვლევარს: სახელი, გვარი, მისამართი, ორგანიზაცია, საკონტაქტო ტელეფონი/ფაქსი/ელ.ფოსტა. იქვე, აღნიშნული უნდა იყოს, რომ რესპონდენტს არ მოერიდოს მკვლევართან დაკავშირება შემდგომი დეტალებისა და განმარტებებისათვის;
  • აცნობდეს კვლევის მიზნებს;
  • აცნობდეს კვლევის მნიშვნელობასა და სარგებელს;
  • მიუთითებდეს, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს რესპონდენტი;
  • მიუთითებდეს ნებისმიერ პროფესიულ დახმარებზე, კვლევის დამტკიცებაზე, დაფინანსებაზე ან ნებართვაზე (მაგალითდ, უნივერსიტეტის პროფესიული ასოციაციები, სამთავრობო დეპარტამენტები, აქ შეიძლება ლოგოც გამოიყენოთ);
  • აღწერდეს, თუ როგორ უნდა დააბრუნონ რესპონდენტებმა კითხვარი (მაგალითად, თანმხლები მარკიანი და უკანა მისამართიანი კონვერტით, კონკრეტული ინსტიტუტის საფოსტო ყუთში, კონკრეტულ, წერილში დასახელებულ პიროვნებას მიაწოდონ; წაიღებენ თუ არა კითხვარებს - როდის, როგორ და ვინ);
  • მიუთითებდეს უკანა მისამართს, რომელზეც უნდა გაიგზავნოს შევსებული კითხვარი;
  • მიუთითებდეს, რა უნდა გააკეთოს რესპონდენტმა, თუ გაუჩნდა კითხვები ან რაღაც ვერ გაიგო;
  • მითითებული იყოს კითხვარის უკან დაბრუნების თარიღი;
  • აღწერილი უნდა იყოს კითხვარის შევსებისათვის გამოყოფილი ნებისმიერი წამახალისებელი;
  • არწმუნებდეს კონფიდენციალობაში, ანონიმურობასა და ამოუცნობლობაში;
  • მიუთითებდეს, თუ როგორ და ვის მიერ გავრცელდება ან არ გავრცელდება მონაცემები;
  • წინასწარ უხდიდეს მადლობას რეპოდენტებს თანამშრომლობისათვის.

      ვერმა და მალიკი (1999: 122) გვირჩევენ, რომ სადაც შესაძლებელია, კარგი იქნება წერილის პერსონალიზება ყოველგვარი „ძვირფასო კოლეგავ“, „ძვირფასო ქალბატონო/ბატონო“ და ა. შ. გარეშე - კონკრეტული სახელების მითითებით.

      ამ მიზნების გათვალისწინებით, რეკომენდებულია:

  • თანმხლებ წერილში მოცემული მიმართვა კონკრეტულ აუტიდორიაზე უნდა იყოს მორგებული. ამგვარად, მასწავლებლების გამოკითხვაში ხაზი უნდა გაესვას კვლევის მნიშვნელოვნებას კონკრეტულად მათი პროფესიისთვის;
  • საფოსტო გამოკითხვებში პასუხების სიხშირეზე არ მოქმედებს თანმხლებ წერილში ჩართული პრესტიჟული მხარეების ხელმოწერები, არც ალტრუიზმზე აპელირება და არც ხელით მინაწერები;
  • სპონსორის ან იმ ორგანიზაციის სახელი, რომელიც ატარებს კვლევას, მოცემული უნდა იყოს როგორც თანმხლები წერილის სატიტულო ფურცელზე, ისე - მის ტექსტშიც;
  • პირდაპირ უნდა იყოს მითითებული რესპონდენტის პასუხების კონფიდენციალობაზე და ახსნილი უნდა იყოს ნებისმიერი სერიული ნორმისა და კოდირების მიზანი;
  • დადგენილია, რომ გამოკითხვის წინმსწრები წერილით რესპონდენტებისთვის მომავალი კითხვარის შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვნად მოქმედებს პასუხების სიხშირეზე.

      ყველაზე ეფექტურია მოკლე თანმხლები წერილი (არა უმეტეს ერთი გვერდისა). ქვემოთ მოცემულია კითხვარის თანმხლები წერილის მაგალითი, რომელიც მასწავლებლებისთვის და სკოლის ხელმძღვანელი პირებისთვის არის განკუთვნილი:

      ძვირფასო კოლეგავ,

სკოლის ეფექტურობის გაუმჯობესება

      გთხოვთ, თანდართული მოკლე კითხვარის შევსებით მონაწილეობა მიიღოთ სკოლის ეფექტურობის გაუმჯობესების პროექტში. ეს პროექტი თქვენი სკოლის განვითარების ნაწილია, რომელიც სკოლის ეფექტური მართვისა და მონიტორინგისთვისაა მოწოდებული. ის ხელს შეუწყობს მართვის პროგრამის შეცვლას ისე, რომ კარგად მოერგოს სკოლას. მოცემული კითხვარის მიზანია თქვენი სკოლის სხვადასხვა ასპექტის თავისებურებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, კერძოდ, იმ ასპექტებისა, რომლებსაც სკოლა, გარკვეულწილად, თავად აკონტროლებს. დიდად დაგვეხმარებით, თუ თანდართულ კითხვარს შეგვივსებთ და შევსებულ ფორმას უკან დამიბრუნებთ. გთხოვთ, კითხვარის შევსებისას შეძლებისდაგვარად გულწრფელი იყოთ.

      საჭირო არ არის თქვენი სახელის მითითება, შესაბამისად კითხვარის საშუალებით შეუძლებელი იქნება ინდივიდების ვინაობის დადგენა და პოვნა, ანუ, გარანტირებული იქნება კონფიდელციალობა და ანონიმურობა. თუ გსურთ ამ დოკუმენტის რომელიმე ასპექტის დამატებით განხილვა, გთხოვთ, არ მოგერიდოთ ჩემთან დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ შეძლებთ ამ პროექტში მონაწილეობას.

      მადლობა
ხელმოწერა
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ფაქსი, ტელეფონი, ელ. ფოსტა)

      კიდევ ერთი მაგალითი ასეთი შეიძლება იყოს:

      ძვირფასო კოლეგავ,

განათლების სფეროში ჩასატარებელი კვლევის პროექტი

      ვატარებ იმ საკითხების მცირემასშტაბიან კვლევას, რომლებიც განათლების სფეროში მომუშავე მკვლევრებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია. განათლებაში ეს თემა ინტენსიური შესწავლის საგანია და სწორედ ამიტომ განვიზრახე ამ სფეროს შესწავლა.

      პირადად თქვენ იმიტომ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომ სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომისთვის თავად გაქვთ ჩატარებული ემპირიული კვლევა. არავის ეცოდინება განათლების სფეროში მომუშავე მკვლევრის პრობლემები ისე, როგორც თქვენ.

      თანდართული კითხვარი ჩემი კვლევის ნაწილია. გთხოვთ, რომ მცირეოდენი დრო დაუთმოთ მას.

      თუ გსურთ კვლევაში მონაწილეობა, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და ნოემბრის ბოლომდე დაუბრუნოთ XXX-ს. კითხვარი შეგიძლიათ მოათავსოთ ჩემი ინსტიტუტის მთავარი კორპუსის საფოსტო ყუთში, გამოგზავნოთ ფოსტით (მარკიანი და უკანა მისამართიანი კონვერტი თან ერთვის) ან ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით კითხვარის შევსება დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. მასში გამოყენებულია რეიტინგის სკალები და თქვენგან რამდენიმე კომენტარისა და ზოგიერთი პირადი დეტალის მითითებას საჭიროებს. არ უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი: ამდენად, შეუძლებელი იქნება თქვენი ამოცნობა და პოვნა. ანონიმურობა და ამოუცნობლობა გარანტირებულია. კვლევის, შედეგების გამოქვეყნებას განათლების ჟურნალში ვაპირებ.

      თუ გსურთ კვლევის ნებისმიერი ასპექტის დამატებით განხილვა, გთხოვთ, არ მოგერიდოთ ჩემთან დაკავშირება.

      ვიმედოვნებ, შეძლებთ კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ნება მომეცით, წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა თანამშრომლობისთვის, რომელსაც ძალიან ვაფასებ.

      გულწრფელად თქვენი,
ხელმოწერა
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ფაქსი, ტელეფონი, ელ. ფოსტა)

კითხვარის პილოტირება

      კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ კითხვარების შედგენას უპირველესი მნიშვნელობა აქვს და წარმატებული კვლევისთვის გადამწყვეტია მათი წინასწარი შემოწმება. პილოტურ კვლევას რამდენიმე ფუქნცია აქვს, უპირველეს ყოვლისა, კითხვარის სანდოობის, ვალიდობისა და პრაქტიკულად განხორციელებადობის გაზრდა, ასევე (Oppenheim 1992; Morrison 1993; Wilson and McLean 1994: 47):

  • კითხვარის დებულებების, ინსტრუქციებისა და სქემის სიზუსტის შემოწმება;
  • კითხვარის დებულებების, კონსტრუქტების ოპერაციონალიზაციისა და კვლევის მიზნების შესახებ კომენტარის მიღება;
  • სიტყვების ფორმულირებაში ორაზროვნებისა და სირთულეების აღმოფხვრა;
  • სამიზნე აუდიტორიისთვის ტექსტის გაგებადობის დონის შემოწმება;
  • კითხვის ტიპისა და მისი ფორმატის შესახებ კომენტარის მიღება (მაგალითად, რეიტინგის სკალა, კითხვები მრავალი არჩევითი პასუხებით, ღია, დახურული და ა. შ.);
  • დახურული და მრავალი არჩევითი პასუხის კითხვების სავარაუდო პასუხებისა და კონკრეტული კითხვების შესატყვისობის შესახებ კომენტარების მიღება;
  • გამოტოვებული, ზედმეტი და შეუსაბამო დებულებების გამოვლენა;
  • შთამაგონებელ/მიმართულების მიმცემ კითხვებზე უკუკავშირის მიღება;
  • კითხვარის გარეგნული მხარისა და დიზაინის შესახებ უკუკავშირის მიღება;
  • კითხვარის სქემის, სექციებად დაყოფის, გადანომვრისა და დებულებებად დაყოფის შესახებ უკუკავშირის მიღება;
  • კითხვარის შევსებისთვის საჭირო დროის გადამოწმება;
  • იმის შემოწმება, თუ რამდენად გრძელი, მოკლე, ადვილი ან რთულია კითხვარი;
  • ღია კითხვებიდან მიღებული კატეგორიების დახურული კითხვებისთვის (მაგალითად, რეიტინგის სკალების დებულებებისთვის) პასუხების შესაქმნელად გამოყენება;
  • იმის დადგენა, თუ რამდენად მამოტივირებელი, არამამოტივირებელი, სენსიტიური, დამაბნეველი, გამაღიზინებლი, შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს დებულება;
  • ზედმეტი კითხვების გამოვლენა (მაგალითად, კითხვები, რომლებზეც მუდმივად „დიახ“ ან „არა“ პასუხს იძლევიან რესპონდენტები: Youngman 1984: 172) ანუ, ნაკლები დისკრიმინაციული ხარისხის მქონე კითხვები;
  • იმის დადგენა, თუ რომელი დებულებებია ძალიან იოლი, რთული, კომპლექსური ან რესპონდენტის გამოცდილებიდან მოწყვეტილი;
  • ზოგადად გაუგებარი ან დაუსრულებელი დებულებების (მაგალითად, კითხვებზე მოულოდნელი პასუხებისა და კითხვების ჩატოვების ზოგადი ტენდენციის შესწავლა) გამოვლენა (Varma and Mallick 1999: 120);
  • მონაცემების ანალიზისთვის კოდირებისა და კლასიფიცირების სისტემის შემოწმება.

      ერთი სიტყვით, როგორც ოპენჰეიმი (1992: 48) შენიშნავს, ყველაფერი, რაც კითხვარს შეეხება, პილოტურ კვლევაში უნდა იყოს ჩართული; არაფერი უნდა გამოირიცხოს, შრიფტი და ქაღალდის ხარისხიც კი.

      ზემოთ წარმოდგენილი სქემა კონკრეტული სახის პილოტურ კვლევას აღწერს: ისეთს, რომელიც კითხვარის შინაარსსა და ფორმატზე ფოკუსირდება და არა - მონაცემებზე. ზემოთ დასახელებული პუნქტების შესახებ უკუკავშირს კი, მცირე რაოდენობის რესპონდენტებისა და ექსპერტებისგან იღებს.

      არსებობს სხვა ტიპის პილოტური კვლევა, რომელიც დებულებების გრძელი ჩამონათვალით იწყება და, სტატისტიკური ანალიზითა და უკუკავშირით, ამცირებს მათ რაოდენობას (Kgaile and Morrison 2006). მაგალითად, მკვლევარმა კითხვარისთვის შეიძლება, ვთქვათ, 120 დებულება შეადგინოს და იმის გაგება უნდოდეს, რომელი დებულება ამოაკლოს. ამ შემთხვევაში პილოტური კვლევა მნიშვნელოვანი ზომისა და საკმაოდ წარმომადგენლობითი რაოდენობის რესპონდენტების შერჩევაზე (50-100) უნდა ჩატარდეს, რითაც რეალური მონაცემები - რიცხობრივი პასუხები - მიიღება. ეს მონაცემები შემდეგი ფაქტორების მიხედვით შეიძლება გააანალიზდეს:

  • სანდოობა: შეგიძლიათ ამოაკლოთ დაბალი სანდოობის მქონე დებულებები (კრონბახის ალფა შინაგანი შეთანხმებულობისთვის: იხილეთ წიგნის მეხუთე ნაწილი);
  • პარალელურობა: თუ დებულებები მჭიდროდ კორელირებს ერთმანეთთან, შეიძლება ერთი ან რამდენიმე მათგანის ამოღება. ცხადია, ამით არ უნდა დაიკარგოს კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები (ანუ, ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას სტატისტიკურ ანალიზზე მნიშვნელოვანია);
  • მრავალჯერადი რეგრესია: შეგვიძლია ამოვაკლოთ ბეტას დაბალი მნიშვნელობის მქონე (იხილეთ მეხუთე ნაწილი) დებულებები, ცხადია, ამით არ უნდა დაიკარგოს კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები (ანუ, ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტატისტიკურ ანალიზზე უპირატესია);
  • ფაქტორული ანალიზი: ძირითადი ცვლადების ჯგუფებისა და ზედმეტი დებულებების გამოვლენა (იხილეთ წიგნის მეხუთე ნაწილი).

      ასეთი ანალიზის შედეგად გამოვლინდება ტესტიდან ამოსაღები დებულებები, რითაც კითხვარის ზომა შემცირდება. აქ სტატისტიკური ანალიზისთვის სანდო მონაცემების მისაღებად, შესაბამისი ზომისა და რესპრეზენტაციული შერჩევაა საჭირო. თუ რეპონდენტების რაოდენობა ძალიან ცოტაა, საბოლოო კითხვარიდან შეიძლება მნიშვნელოვანი დებულები აღმოჩნდეს ამოღებული.

კითხვარის შედგენისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული საკითხები

      კითხვარის შედგენასთან დაკავშირებით აქამდე განხილული საკითხების გათვალისწინებით მთელი რიგი პრაქტიკული რჩევების მოცემა შეგვიძლია:

  • ზუსტად განსაზღვრეთ კითხვარის მიზნები (ოპერაციონალიზაცია);
  • მოემზადეთ პილოტური კითხვარისთვის დებულებების გენერირებისთვის პრეპილოტური კვლევისთვის და შემდეგ, საბოლოო ვერსიის მისაღებად, პილოტირებულ კითხვარში ცვლილებების შესატანად;
  • თუ კითხვარის საპილოტე ვარიანტში ძალიან ბევრი დებულებაა და თქვენ მათი შემცირება გსურთ, მათი რაოდენობა სტატისტიკური ანალიზით ან უკუკავშირით შეამცირეთ და პირველი პილოტური კვლევის შედეგად მიღებული კითხვარის პილოტირების მეორე ეტაპისთვის მოემზადეთ;
  • კითხვის ყველაზე შესატყვისი ტიპი შეარჩიეთ - დიქოტომიური, არჩევანის, რანჟირება, რეიტინგის სკალები, მუდმივი ჯამის მქონე, თანაფარდობა, დახურული, ღია;
  • დარწმუნდით, რომ ყველა დებულება ამომწურავად და ყოველმხრივ იქნა შესწავლილი. შეაჯერეთ შინაარსი და ღრმად და დეტალურად გამოიკვლიეთ ის;
  • კონკრეტული დამოკიდებულების, ცნებისა თუ საკითხის გასაზომად რამდენიმე დებულება გამოიყენეთ;
  • დარწმუნდით, რომ მიღებული მონაცემები უპასუხებენ კვლევის კითხვას;
  • ანალიზის გასაიოლებლად მეტი დახურული კითხვა გამოიყენეთ, ვიდრე - ღია (განსაკუთრებით დიდ შერჩევის შემთხვევაში);
  • დააბალანსეთ, რომ საკვლევი საკითხები ამომწურავად იყოს კითხვარში ასახული და კითხვარიც რამდენიმე გვერდიანი არ იყოს, რაც ჩვეულებრივ რესპონდენტების დემოტივაციას იწვევს;
  • ერთ კითხვაში მხოლოდ ერთი რამის შესახებ დასვით კითხვა. გამოიყენეთ თითო წინადადება თითო დებულებაში, სადაც ეს შესაძლებელია;
  • სავარაუდო პასუხები მარტივი უნდა იყოს;
  • არ გამიყენოთ ჟარგონი;
  • სადაც კი შესაძლებელია, დებულებები აწმყო დროში დაწერეთ;
  • ეცადეთ ერთმნიშვნელოვანი, მკაფიოდ განსაზღვრული და ზუსტი ფორმულირებები გქონდეთ;
  • სადაც შესაძლებელია, შეინარჩუნეთ სიმარტივე, სიცხადე და მოკლე ფრაზები;
  • მიუთითეთ, რა ტიპის პასუხებია საჭირო ღია კითხვებში;
  • შეინარჩუნეთ ბალანსი სითამამესა და ზრდილობას შორის (Oppenheim 1992: 122). უხეში ფრაზა „ოჯახური მდგომარეობა“, სასურველია და უმჯობესია ჩაანაცვლოთ უფრო რბილი და ზრდილობიანი ფორმით: „გთხოვთ, მიუთითოთ, დაქორწინებული ხართ, პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ თუ დაუოჯახებელი ხართ . . .“ ან „მადლიერი დაგრჩენით, თუ მეტყვით, ხართ თუ არა დაოჯახებული, პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ თუ მარტო“.
  • დააბალანსეთ ფაქტებისა და მოსაზრებების შესახებ კითხვები (ეს განსაკუთრებით მაშინ, თუ სტატისტიკური კორელაციებისა და ნიშნათა შეუღლების ცხრილების გამოყენებაა საჭირო);
  • ერიდეთ მიმართულების მიმცემ კითხვებს;
  • ეცადეთ, ერიდოთ საფრთხის შემცველ კითხვებს;
  • ნუ დაუშვებთ, რომ რესპონდენტმა იცის პასუხი, აქვს კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაცია ან ყოველთვის მართალს იტყვის (ნებსით თუ უნებლიეთ). მაშასადამე, კითხვებში უნდა ჩართოთ კატეგორიები „არ ვიცი“, „შეუსაბამოა“, “არ ვარ დარწმუნებული”, “არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები” „არ შეესატყვისება“;
  • ერიდეთ კითხვების გადატვირთვას;
  • თანაბარი რაოდენობით გქონდეთ უარყოფითი და დადებითი კითხვები (Black 1999: 229);
  • გაიაზრეთ, რამდენად კითხვადია კითხვარი და რესპონდენტის წერა-კითხვის უნარი (რამაც შეიძლება მკვლევარი კითხვარის სტრუქტურირებული ინტერვიუს სახით ჩატარებამდე მიიყვანოს);
  • სენსიტიური კითხვები მოგვიანებით დასვით, რათა რესპონდენტებში პასუხებზე წინასწარი განწყობა არ შეექმნათ. მაგრამ, არც ისე გვიან, რომ რესპონდენტს უკვე მობეზრებული ჰქონდეს კითხვებზე პასუხი და კონცენტრაციის უნარი დაკარგული;
  • ერთმანეთს შეურიეთ სენსიტიური და არასენსიტიური კითხვები;
  • გქონდეთ კითხვარის ძალიან ზუსტი და ნათელი სქემა, რომ ის გასაგები და მიმზიდველი იყოს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კომპიუტერული პროგრამით უნდა დამუშავდეს მიღებული მონაცემები);
  • სადაც შესძლებელია, ერიდეთ დებულების ნაწილის მეორე გვერდზე გადატანას, რადგან რესპონდენტმა შეიძლება იფიქროს, რომ წინა გვერდზე დაწყებული დებულება დამთავრდა; დარწმუნდით, რომ რესპონდენტმა იცის, როგორ დააფიქსიროს თითოეული კითხვის პასუხი, მაგალითად, ხაზი გაუსვას, შემოხაზოს, აღნიშნოს, ჩაწეროს. რესპონდენტს მიეცით კითხვარის გაცნობის ან განხილვის, შევსებისა და დაბრუნების (ან აგროვების, აკრეფის) ინსტრუქციები (საფოსტო კითხვარს თან დაურთეთ მარკიანი და მისამართიანი კონვერტი);
  • ჩაატარეთ კითხვარის პილოტირება, გამოიყენეთ მოსალოდნელი ან სამიზნე შერჩევიდან არჩეული რესპონდენტები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ძირითად კვლევაში;
  • მონაცემების ანალიზის გათვალისწინებით, განსაზღვრეთ მონაცემების რომელ სკალებსა და სახეებს გამოიყენებთ (მაგალითად, სახელდების, რიგის, ინტერვალებისა და შეფარდების);
  • გადაწყვიტეთ, როგორ აირიდებთ თავიდან პასუხების გაყალბებას (მაგალითად, კითხვარში ჩართეთ კითხვები, რომლებიც იმავე თემასთან დაკავშირებულ კითხვებს გადაამოწმებს);
  • დაკმაყოფილდით, თუ კითხვარების 50 პროცენტზე მიიღებთ პასუხს. გადაწყვიტეთ, რას მოუხერხებთ ჩატოვებულ მონაცემებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩატოვებული მონაცემები (ამას შეიძლება პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს სტრატიფიცირებული შერჩევის სტრატასთვის) და რატომ არ შეივსო სრულად და არ დაბრუნდა კითხვარი. მაგალითად, კითხვები ძალიან დამაფრთხობელი თუ ძალიან გრძელი იყო? (ეს, სავარაუდოდ, უნდა ეჩვენებინა პილოტურ კვლევას).
  • კითხვარში ჩართეთ თანმხლები ახსნა და მომავალი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეთ პოტენციურ რესპონდენტს; მიუთითეთ კვლევის მიზნები, ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმები, თქვენი ვინაობა და პოზიცია, ვინ ისარგებლებს საბოლოო ანგარიშით;
  • თუ კითხვარი სხვამ უნდა ჩაატაროს და არა მკვლევარმა, მაშინ დარწმუნდით, რომ მას სათანადოდ მიეცით ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუქციები და მისთვის ყველაფერი გასაგებია.

      ზემოთ მოცემულ საკმაოდ გრძელ ნუსხას თან გასდევს ძირითადი თემა: მკვლევარმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს რესპონდენტებს; მათი თვალით დაინახოს კითხვარი და წარმოიდგინოს, როგორ მიიღებენ რესპონდენტები მას (მაგალითად, მტრულად, ეჭვის თვალით, გამოიჩენენ აპათიურობას-უკმაყოფილებას-გულგაშლილობას, იოლად-რთულად, როგორც მოტივიაციის აღმძვრელს-მოსაწყენს, სწორხაზოვანს-კომპლექსურს და ა. შ.).

კითხვარების ადმინისტრირება

      კითხვარის ადმინისტრირების რამდენიმე ხერხი არსებობს:

  • თვით-ადმინისტრირება;
  • ფოსტით;
  • პირპისპირ ინტერვიუ;
  • ტელეფონით;
  • ინტერნეტით.

      აქ მხოლოდ თვით-ადმინისტრირებისა და საფოსტო კითხვარების შემთხვევებს განვიხილავთ. მეთექვსმეტე თავში განხილულია პირირისპირ ინტერვიუ და სატელეფონო ინტერვიუ, ხოლო ინტერნეტ-კითხვარების შესახებ მეცხრე თავში ვისაუბრეთ.

თვით-ადმინისტრირებადი კითხვარები

      თვით-ადმინისტრირებადი კითხვარის ორი ტიპი არსებობს: კითხვარები, რომლებიც მკვლევრის თანდასწრებით ივსება და კითხვარები, რომლებსაც მკვლევრის დაუსწრებლად ავსებენ რესპონდენტები (მაგალითად, სახლში, სამსახურში).

მკვლევრის თანდასწრებით თვით-ადმინისტრირებადი კითხვარები

      მკვლვარის თანდასწრება კითხვარის შევსება იმით არის სასარგებლო, რომ რესპონდენტს ნებისმიერი კითხვით და კომენტარით შეუძლია მიმართოს მას. ამასთან, ეს, როგორც წესი, პასუხების მაღალ სიხშირეს უზრუნველყოფს (მაგალითად, როდესაც ტარდება მასწავლებლებთან თანამშრომლების შეკრებაზე, ან ერთი ან მეტი კლასის მოსწავლეებთან). ასევე, უზრუნველყოფს, რომ ყველა კითხვას (მკვლევარს შეუძლია კითხვარი გადამოწმება, სანამ საბოლოოდ ჩაიბარებდეს მას) და სწორად (მაგალითად, რეიტინგის კითხვებში მხოლოდ ერთი პასუხი უნდა იყოს აღნიშნული და არაფერი უნდა იყოს გამოტოვებული) გაეცეს პასუხი. ეს ნიშნავს, რომ კითხვარი სწრაფად და ერთ ჯერზე ივსება, ანუ, ბევრი რესპონდენტისგან ერთდროულად შეიძლება მონაცემების მიღება.

      მეორე მხრივ, რესპონდენტები შეიძლება დააფრთხოს მკვლევარის დასწრებამ და ძალდატანების განცდა გაუჩინოს. მათ შეიძლება უხერხულად იგრძნონ თავი კითხვარის შევსებისას და არ დაასრულონ ის, ანდა სულაც არ დაიწყონ. რესპონდენტებს შეიძლება დამატებითი დროც დასჭირდეთ, რომ გაიაზრონ და სრულად შეავსონ კითხვარი, მაგალითად, სახლში და მათ ასეთ შემთხვევაში არ აქვთ ამის საშუალება.

      მკვლევრის თანდასწრება მკვლევარს უქმნის დროის პრობლემას: ის უნდა იყოს შეთანხმებულ დროსა და ადგილზე, რაც ასევე დიდ დროსა და ბევრ მოგზაურობას შეიძლება მოითხოვდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაცემების მოგროვება გაცილებით მეტ დროს წაიღებს. ასევე, გაფანტული შერჩევის შემთხვევაში, საკმაოდ ძვირი ჯდება მგზავრობა.

მკვლევრის დაუსწრებლად ჩატარებული თვით-ადმინისტრირებადი კითხვარები

      მკვლევრის არ ყოფნა სასარგებლოა, რადგან რესპონდენტს საშუალება აქვს თავისით შეავსოს კითხვარი, როცა უნდა და სადაც უნდა: იმდენი დრო დაუთმოს, რამდენიც სჭირდება, ნაცნობ გარემოში იყოს, სადაც არავითარი საფრთხე და ზეწოლა არ დაემუქრება, რაც სავსებით სავარაუდოა მკვლევრის თანსაწრების შემთხვევაში. ამასთან, მკვლევრის გარეშე კითხვარის შევსება უფრო იაფი შეიძლება დაჯდეს, უფრო ანონიმურია, ვიდრე მკვლევრის თანდასწრებით იქნებოდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მონაცემებს მეტნაკლებად გულწრფელს ხდის: ალბათ, მკვლევრის თანდასწრებით ძნელია ტყუილის ან ნაწილობრივი სიმართლის თქმა. მის გარეშე კი ადვილია სენსიტიურ თემებზე ძალიან გულწრფელი პასუხების გაცემა.

      თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს: მკვლევარი ვერ უპასუხებს რესპონდენტის სპონტანურად გაჩენილ კითხვებსა თუ პრობლემებს და მათ შეიძლება გამოტოვონ ან თავი დაანებონ დებულებას. რესპონდენტებმა შეიძლება არასწორადაც გაიგონ კითხვები და, შესაბამისად, არასწორად უპასუხონ. მათ შეიძლება მცდარი სურათი მიაწოდონ მკვლევარს, მაგალითად, იმით, რომ უპასუხონ, თუ რა სიტუაცია შეიძლებოდა ყოფილიყო და არა ის, თუ რეალურად რა სიტუაციაა ამჟამად, ან არამართებულად დადებითად ან უარყოფითად აღწერონ სიტუაცია ან საკუთარი თავი. ფაქტობრივად, მკვლევარი ვერ აკონტროლებს იმ გარემოს, რომელშიც რესპონდენტი კითხვარს ავსებს, მაგალითად, დღის დროს, ხმაურს, სხვების თანდასწრებას, ვისთანაც რესპონდენტმა შეიძლება გაარჩიოს კითხვები და პასუხები, კითხვარის შევსებისადმი დამოკიდებულების სერიოზულობას და იმასაც კი, ვინ ავსებს კითხვარს: ნამდვილად ის ადამიანი ვისთვისაც განკუთვნილი იყო კითხვარი?

საფოსტო კითხვარები

      ხშირად საფოსტო კითხვარები განათლების სფეროში გამოკითხვების წარმოების საუკეთესო საშუალებაა. დავუშვათ, მკვლევარი საშუალო სკოლებში ახალი სასწავლო პროგრამის დამტიცებისა და გამოყენების შესწავლას აპირებს. სკოლების პოპულაციიდან აღებული გარკვეული შერჩევის გამოკითხვა ძვირი დაჯდებოდა და ბევრ დროსაც წაიღებდა. მეორე მხრივ, საფოსტო გამოკითხვას რამდენიმე აშკარა უპირატესობა ექნებოდა. მეტიც, ფინანსებისა და რესურსების შეზღუდულობის შემთხვევაში, ეს შეიძლება ამ კვლევის განხორციელების ერთადერთი რეალური გზა იყოს.

      საფოსტო გამოკითხვების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები სხვა (განათლების სფეროსგან განსხვავებული) ვითარებებიდან მომდინარეობს; თუმცა ბევრი მიღებული შედეგი განათლების სფეროს მკვლევარსაც წაადგება. აქ იმ ზოგიერთ საშუალებას განვიხილავთ, რომლითაც განათლების მკვლევარს საფოსტო გამოკითხვებში მაქსიმალური რაოდენობის პასუხების მიღება შეუძლია.

      საფოსტო გამოკითხვების შესახებ მითები არ არის ემპირიულ საფუძველს მოკლებული (იხილეთ Hოინვილლე ანდ ჟოწელლ 1978). საფოსტო გამოკითხვებში პასუხების სიხშირე ყოველთვის არ არის ინტერვიუს შედეგად მიღებულ პასუხებზე ნაკლები. ხშირად ეს მაჩვენებლები ტოლია და ზოგჯერ აჭარბებს კიდევ ინტერვიუს მაჩვენებელს. კითხვარის მცირე მოცულობაც არ არის პასუხების დამაკმაყოფილებელი სიხშირის საწინდარი. მაგალითად, განათლებულმა, დახვეწილმა რესპონდენტებმა მოკლე კითხვარი მათთვის ნაცნობი კომპლექსური საკითხების ტრივიალურად წარმოჩენის მცდელობად შეიძლება აღიქვან. ჰოინვილი და ჯოუელი (Hოინვილლე ანდ ჟოწელლ 1978) საფოსტო გამოკითხვაში პასუხების მიღებაზე მოქმედ რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ.

  • პირველი გზავნილი გამოიყენეთ ხარისხიანი კონვერტები, როდესაც შესაძლებელია ადრესატის დაბეჭდილი მისამართითა და სახელით;
  • სადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ პირველი კლასის, სწრაფი საფოსტო მომსახურება, მარკიანი და არა _ შტამპიანი კონვერტები;
  • რესპონდენტის პასუხისთვის კითხვარს თან დაურთეთ პირველი კლასის მარკიანი კონვერტი;
  • მოსახლეობა გამოსაკითხად ხუთშაბათი საუკეთესო დღეა კითხვარების დასაგზავნად, ორგანიზაციებისთვის კი ორშაბათი და სამშაბათია რეკომენდებული;
  • ყველანაირად ერიდეთ გამოკითხვის დეკემბერში ჩატარებას (დასავლურ სამყაროში კითხვარები საშობაო მისალოცების გროვაში ჩაიკარგება).

კითხვარის საკონტროლო წერილი

      იმ ოთხ ფაქტორს შორის, რომელსაც ჰოინვილი და ჯოუელი (1978) ასახელებენ პასუხების სიხშირის გაზრდა ყველაზე მეტად საკონტროლო წერილს შეუძლია. შეხსენების წერილების მომზადებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

  • ყველა წესი, რომელიც თანმხლებ წერილს შეეხება, უფრო მკაცრად ვრცელდება საკონტროლო წერილზე;
  • საკონტროლო წერილი კიდევ ერთხელ უნდა უსვამდეს ხაზს კვლევის მნიშვნელობასა და რესპონდენტის მონაწილეობის ღირებულებას;
  • ეფექტური ფანდი აღმოჩნდა მიმართვისას მეორე პირის მხოლობითი რიცხვის გამოყენება, წერილის უპასუხოდ დარჩენის შემთხვევაში იმედგაცრუების ელფერის მქონე ქვეტექსტის გამოყენება და გარკვეული გაოცების გამოხატვა იმით, რომ რესპონდენტმა არ ითანამშრომლა თქვენთან;
  • საკონტროლო წერილში არსად უნდა იკითხებოდეს და რესპონდენტს არ უნდა რჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ კითხვარის უპასუხოდ დატოვება ნორმალურია, ან რომ მოცემულ კონკრეტულ კვლევაში უამრავი კითხვარი დარჩა უპასუხოდ;
  • საკონტროლო წერილს ისევ უნდა ახლდეს თან კითხვარის ასლი და პირველი კლასის მარკიანი და მისამართიანი კონვერტი წერილის უკან დასაბრუნებლად;
  • მეორე და მესამე საკონტროლო წერილებს, როგორც წესი, ნაკლები რაოდენობის პასუხები მოჰყვება. ასე რომ, რამდენი ასეთი წერილის გაგზავნაა რეკომენტებული რა და რა შედეგები მოსდევს მას? ძნელია განზოგადება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი: კარგად დაგეგმილ საფოსტო გამოკითხვაში პასუხების სიხშირე, სულ მცირე, 40 პროცენტი უნდა იყოს და შეხსენების კეთილგონიერად გამოყენების პირობებში ეს მაჩვენებელი 70-80 პროცენტამდეც შეიძლება გაიზარდოს. წინასწარი პილოტური კვლევა არაფრის მომცემია პასუხების მოსალოდნელი სიხშირის პროგნოზირების თვალსაზრისით. ძირითად გამოკითხვაში, ზოგადად, სულ მცირე, პასუხების იგივე ან უფრო მეტი რაოდენობა უნდა მივიღოთ, რასაც პილოტური კვლევაში ვიღებთ. მოსახლეობის აღწერებისა და გამოკითხვების სამსახური (თჰე Oფფიცე ოფ Pოპულატიონ ჩენსუსეს ანდ შურვეყს) სამი შეხსენების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთაც თავდაპირველად დაბრუნებული პასუხების რაოდენობის დაახლოებით 30 პროცენტით გაზრდა შეუძლია. კითხვარის შემდგომი სამი შეხსენების შედეგად მიღებული პასუხების ტიპური სურათი ასეთია:

− საწყისი გზავნილი 40%
− პირველი შეხსენება +20%
− მეორე შეხსენება +10%
− მესამე შეხსენება +5%
− სულ ჯამში 75%

      Beili (1994: 163 – 9) აჩვენებს, რომ რესპონდენტს ფოსტითაც შეიძლება შევახსენოთ და ტელეფონითაც. თუ საკონტროლო წერილი იგზავნება, ეს პირველი გზავნილის გაშვებიდან დაახლოებით სამ კვირაში უნდა მოხდეს. მეორე შეხსენებაც სასურველია და ის პირველის გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიგზავნოს. ბეილი (1994: 165) აღწერს კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ მეორე საკონტროლო წერილით პასუხების სიხშირის 95.6 პროცენტამდე გაზრდაც შესაძლებელია. ამ წერილის გარეშე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 74.8 პროცენტს უდრის. კითხვარის გაგზავნამდე, წინასწარი სატელეფონო ზარითაც შეიძლება პასუხების სიხშირის მომატება (8 პროცენტამდე აწევა).

სტიმულები

      პასუხების გაცემის გაზრდა სტიმულის გამოყენებითაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრაქტიკა შედარებით იშვიათია დიდ ბრიტანეთში წარმოებულ გამოკითხვებში, მას შეუძლია არსებითად შეამციროს უპასუხოდ დარჩენილი კითხვარების რაოდენობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩეული სტიმული თან ახლავს საწყის გზავნილს და არა მაშინ, როდესაც ის მოგვიანებით იგზავნება შევსებული კითხვარის დაბრუნებისთვის გაცემული ჯილდოს სახით. ამ კონკრეტული ფანდის ეფექტურობის ახსნა იმ ვალდებულების გრძნობაში ძევს, რომელიც მიმღებს ექმნება. გულდასმით უნდა შეირჩეს რესპონდენტებისთვის შესატყვისი ტიპის სტიმული. ის მკაფიოდ სიმბოლური ხასიათის უნდა იყოს, არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რესპონდენტის მიერ გაწერული ძალისხმევის ანაზღაურება და, ჰოინვილისა და ჯოუელის (1978) თქმით, მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, ისინი გვთავაზოვენ, რომ საფოსტო მარკების შეკვრა და კალმისტრები იაფია, ადვილად ეტევა კითხვარის კონვერტში და იმ ამოცანის შესატყვისია, რომლის შესრულებასაც რესპონდენტს ვთხოვთ.

      სხვადასხვა ტიპის საფოსტო გამოკითხვის ვადებისა და თანმიმდევრობის დაგეგმვაში ბლოკ-სქემა დაგეხმარებათ. ერთ-ერთ ასეთ ბლოკ-სქემას ჰოინვილი და ჯოუელი (1978) გვთავაზობენ. სქემა წარმოდგენილია ჩანართში 15. 5. ამ სქემაზე მოცემული მოვლენების დროში უფრო ზუსტად გასაწერად, მკვლევარს შეიძლება ქრონოლოგიური სქემის დამატება დასჭირდეს.

      ჩანართი 15.5.
საფოსტო გამოკითხვის დაგეგმვის ბლოკ-სქემა

ვალიდობა

      აქამდე საფოსტო კითხვარებზე მიღებული პასუხების სიხშირის გაზრდის ტექნიკებზე ვსაუბრობდით და ჯერ არაფერი გვითქვამს ამ კონკრეტული ტექნიკის ვალიდობის შესახებ.

      ბელსონის (Belson 1986) მიხედვით, საფოსტო კითხვების ვალიდობა ორი თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი _ რესპონდენტი, რომელიც ავსებს კითხვარს, ამას სწორად და ზუსტად აკეთებს თუ არა და _ მეორე: ის, ვინც არ დააბრუნა კითხვარი, თუ არ პასუხებს, როგორიც დაბრუნებული პასუხების შემთხვევაში გვაქვს.

      სისწორისა და სიზუსტის საკითხი ინტენსიური ინტერვიუს მეთოდით შეიძლება გადამოწმდეს. ეს არის 12 ძირითადი ტაქტიკისგან შემდგარი ტექნიკა, რომელშიც შედის ცნობადობა, დროის რეკონსტრუქცია, ზონდირება და შეკამათება. ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ბელსონს (1986: 35 – 8) ნამუშევრებს.

      მონაცემების ჩატოვების პრობლემა („მოხალისეს მიკერძოებულობის“ საკითხი, როგორც ბელსონი უწოდებს მას), ნაწილობრივ, მაშინ შეიძლება გაკონტროლდეს, თუ კითხვარები რეგულარულად იგზავნება. ეს პროცესი მოიცავს ინტერვიუერების შემდგომ იმ რესპონდენტებთან დაკავშირებას, რომლებმაც არ დააბრუნეს შევსებული კითხვარები (არარესპონდენტები). ამის შემდეგ ერთმანეთს ვუდარებთ რესპონდენტების და არარესპონდენტების პასუხებს.

კითხვარით მიღებული მონაცემების დამუშავება

      დავუშვათ, რომ მკვლევარმა საფოსტო კითხვარების დაგეგმვისთვის მიცემული ყველა რჩევა გაითვალისწინეს და გამოკითხვაში დიდი რაოდენობის სიხშირის პასუხებიც მიიღო. მკვლევრის შემდეგი ამოცანაა მიღებული უამრავი მონაცემის სათანადო ფორმით მოწესრიგება შემდგომი ანალიზისათვის. „მონაცემების მოწესრიგება“, როგორც ამ პროცესს უწოდებენ, ზოგადად, ანალიზისთვის (რომელიც მცირე კვლევის შემთხვევაში ხელით კეთდება, დიდმასშტანიანი კვლევისას კი _ კომპიუტერის გამოყენებით) მონაცემების კოდირებას გულისხმობს. თუმცა, პირველ რიგში, კოდირებამდე საჭიროა კითხვარების გადამოწმება. ამ პროცესს რედაქტირებას უწოდებენ.

      კითხვარების რედაქტირება რესპონდენტების მიერ დაშვებული შეცდომების გამოვლენასა და გამორიცხვას ნიშნავს. კითხვარებში დაშვებული შეცდომების ხელით გასწორებასთან ერთად, რაზეც ამ ქვეთავში ვსაუბრობთ, მონაცემების რედაქტირება კომპიუტერითაც ხდება. კომპიუტერული სტრუქტურული შემოწმებისა და ვალიდური კოდირების დიაპაზონის გადამოწმების შესახებ გაეცანით ჰოინვილისა და ჯოუელის (1978: 150 – 5) მასალებს. მოსერი და კალტონი (1977) რედაქტირების სამ ძირითად ამოცანაზე მიუთითებენ:

  • დასრულებულობა: მოწმდება, ყველა კითხვაზეა გაცემული პასუხი თუ არა. გამოკითხვების უმრავლესობაში ინტერვიუერს ევალება თითოეულ კითხვაზე პასუხის ჩაწერა (კატეგორია „შეუსაბამოა“ ყოველთვის არის მოცემული). ნაკლული პასუხები ზოგჯერ შეიძლება გამოკითხვის სხვა სექციებიდან გადამოწმდეს. უარეს შემთხვევაში, შეიძლება რესპონდენტებთან კიდევ ერთხელ დაკავშირება და ნაკლული ინფორმაციის შევსება.
  • სიზუსტე: შეძლებისდაგვარად მოწმდება, ყველა კითხვაზე სწორად არის თუ არა პასუხი გაცემული. არაზუსტი პასუხები ინტერვიუერის ან რესპონდენტის უყურადღებობის შედეგია. ზოგჯერ რესპონდენტები მიზანმიმართულად იძლევიან მცდარ პასუხებს. არასწორად აღნიშნული უჯრა, მცდარად შემოხარული კოდი, მარტივი არითმეტიკული შეცდომები _ ეს ყველაფერი მონაცემების ვალიდობაზე იმოქმედებს, თუ არ ამოიკრიფება რედაქტირების პროცესში.
  • ერთგვაროვნება: მოწმდება, ინტერვიუერებმა ერთნაირად აუხსნეს თუ არა რესპონდენტებს ინსტრუქციები და კითხვები. ხანდახან, როდესაც ვერ ახერხებენ რესპონდენტების პასუხების სათანადო ინსტრუქციის მიხედვით ინტერპრეტაციას, ინტერვიუერები ერთსა და იმავე პასუხს სხვადახვა კოდის გასწვრივ იწერენ იმის ნაცვლად, რომ ერთი პასუხი ერთი კოდით აღნიშნონ.

      მონაცემების მოწესრიგების უპირველესი ამოცანა კოდირებაა, ანუ, გამოკითხვის თითოეული კითხვის თითოეული პასუხისთვის კოდის - ციფრის მინიჭება. ცხადია, გამოკითხვის ყველა კითხვას ვერ გადავიყვანთ კოდურ ციფრში. მაგალითად, ბევრი ღია კითხვა ამ გზით ვერ მოწესრიგდება კომპიუტერული ანალიზისთვის. კოდირება თავად კითხვარის სტრუქტურაში შეიძლება ჩაიდოს ამ შემთხვევაში წინასწარ კოდირებულ პასუხებზე ვლაპარაკობთ. როდესაც კოდირება კითხვარების შევსების შემდეგ ხდება, მაშინ პოსტ-კოდირებული პასუხები გვექნება. წინასწარი კოდირება მისაღებია დახურული კითხვებისთვის, მაგალითად, მამრობითი - 1, მდედრობითი - 2; ან დაუოჯახებელი - 1, დაოჯახებული - 2, დაოჯახებული, მაგრამ ცალკე ცხოვრობს - 3, განქორწინებული - 4. ისეთი კითხვებისთვის, რომელთა პასუხები წინასწარ უკვე ცნობილია, ზოგადად, წინასწარვე, ინტერვიუს დაწყებამდე იქმნება კოდირების სისტემა. ამიტომ, კოდები პირდაპირ კითხვარში შეიძლება ჩაიბეჭდოს. ღია კითხვებისთვის („რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული კურსი და არა XYZ?“) კოდირების სისტემა კითხვარების შევსების შემდეგ უნდა შეიქმნას. ამის საუკეთესო გზა კითხვარების შემთხვევითი წესით შერჩევა (10 პროცენტი ან მეტი, თუ დრო იძლევა ამის საშუალებას) და პასუხების სიხშირეების აღნიშვნების (როგორც კოდირების კლასიფიკაციის წინასწარი მონახაზის) შემუშავებაა. კოდირების სისტემის შემუშავების შემდეგ მკვლევარს შეუძლია კიდევ შეამოწმოს მისი ვალიდობა კითხვარების დარჩენილი ნაწილის კოდირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოდირების სისტემა დასაწყისშივე შემუშავდეს. კვლევის შემდგომ ეტაპებზე მისი განვრცობა ან შეცვლა ძვირიცაა და დამღლელიც.

      კითხვარების მონაცემების დამუშავებისთვის რამდენიმე პროგრამა არსებობს. ამ წიგნის წერის მომენტისთვის ასეთი პროგრამაა შპჰინხშურვეყ. ეს პაკეტი, სხვა ამ ტიპის პაკეტების მსგავსად, მკვლევრებს ტრადიციული ან ელექტრონული კითხვარის შექმნაში, ჩატარება და დამუშავებაში ეხმარება. პასუხების შეტანა სწრაფად არის შესაძლებელი და მონაცემები ავტომატურად მუშავდება, გრაფიკებისა და ცხრილების სახით შეიძლება მიწოდება; ასევე ხელმისაწვდომია სტატისტიკური ოპერაციების ფართო სპექტრი (ამ პაკეტის Plus-ვერსია ღია კითხვებით მიღებული ტექსტის ლექსიკურ ანალიზსაც გვთავაზობს, ხოლო Lexical Edition-ს თვისებრივი მონაცემების ანალიზისთვის დამატებითი ფუნქციებიც აქვს).

      მიუხედავად იმისა, რომ კოდირებას, ჩვეულებრივ, მკვლევარი აკეთებს, სუდმენი და ბრედბერნი (1982: 149) იმასაც უშვებენ, რომ ვალიდობის გასაზრდელად თავად რესპონდენტებმა გააკეთონ კოდირება. ეს განსაკუთრებით ღირებულია ღია კითხვების შემთხვევაში, თუმცა, ცხადია, ეს გულისხმობს არა მარტო რესპონდენტების მზაობას, რომ კითხვარის შევსების შემდეგაც მიიღონ კვლევაში მონაწილეობა, არამედ იმასაც, რომ მკვლევარს მათი ვინაობის დადგენა და ამოცნობა შეეძლება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეთიკის საკითხია.

ტეგები: Qwelly, გამოკითხვები, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1660

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters