კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 25
ნაწილი I

შესავალი

      როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდნა ასტრონომიაში, ბევრი ჩვენგანი მაინც ახერხებს ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავთა უსასრულობიდან ვარსკვლავების გარკვეული დაჯგუფებების გამორჩევას და მათში კარგად ნაცნობი ირმის ნახტომის, ორიონისა და დიდი დათვის თანავარსკვლავედების ამოცნობას. რამდენიმე ჩვენგანი თუ შეძლებდა სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე თანავარსკვლავედების ამოცნობას, რომელთაც დანახვისთანავე ცნობენ ავსტრალიის მცხოვრებნი.

      ცხოვრების შემადგენელი რთული და კომპლექსური ელემენტების გამარტივებისკენ მიდრეკილება ვარსკვლავებზე დაკვირვებით არ შემოიფარგლება. თითოეული ჩვენგანი უამრავი სხვადასხვა გზით ცდილობს ფორმებისა და ტენდენციების დანახვას ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში, რათა უკეთ გავარკვიოთ მათი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არც განათლების სფეროს მკვლევრები არიან გამონაკლისნი.

      ადამიანის მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროს კვლევისას, საკვლევი ცვლადები ხშირად იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს კვლევის დაწყებამდე იყო ნავარაუდევი. ამის კარგი მაგალითია სწავლების სხვადასხვა სტილისა და მოსწავლის აკადემიური მიღწევის ურთიერთმიმართების კვლევა. ზოგადი განსხვავება პროგრესულ და ტრადიციულ, ფორმალურ და არაფორმალურ ქცევებს შორის საკმაოდ ბუნდოვანია და უარეს შემთხვევაში, არათანმიმდევრულ და საუკეთესო შემთხვევაში კი, არადამაჯერებელ შედეგებს იძლევა. სინამდვილეში, სწავლებისა და სწავლის კონტექსტში ისეთი ეპითეტები, როგორიცაა არაფორმალური ან ფორმალური, „მრავალგანზომილებიან ცნებებს“ უკავშირდებიან ანუ ცნებებს, რომლებიც რამდენიმე ცვლადისგან შედგებიან. „მრავალგანზომილებიანი სკალირება“, თავის მხრივ, ასეთ ცვლადებს შორის არსებული მსგავსებების შესახებ მსჯელობის გაანალიზების საშუალებაა, რითაც ამ მსჯელობების მრავალგანზომილებიანობის შეფასება ხდება შესაძლებელი (Bennett and Bowers 1977). რაც შეეხება სწავლების სტილსა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების კვლევას, არსებობს მოსაზრება, რომ საჭიროა მასწავლებლის ქცევის მრავალგანზომილებიანი ტიპოლოგიების შექმნა. მიჩნეულია, რომ ასეთი ტიპოლოგია მკვლევარს შესაძლებლობას მისცემს, ერთად დააჯგუფოს მასწავლებლების მსგავსი მსჯელობები საკლასო გარემოს ორგანიზაციისა და მართვის შესახებ და მოსწავლეების მოტივირების, შეფასებისა და სწავლების შესახებ.

      ასეთი მსჯელობების დაჯგუფების უამრავი და მრავალფეროვანი ტექნიკა არსებობს. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ ისინი „დიდი რაოდენობით საზომებს შორის არსებული ძირითადი ცვლადების ბუნებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრის“ მეთოდებია. ამ განმარტებას კერლინგერი (1970) დაჯგუფების ერთ-ერთი კარგად ცნობილი ტექნიკის - „ფაქტორული ანალიზის“ - აღსაწერად იყენებს. წინამდებარე თავს ელემენტარული კავშირის ანალიზის განხილვით დავიწყებთ, რომლის განხორციელება ხელითაც შესაძლებელია, ხოლო შემდეგ წარმოგიდგენთ ფაქტორულ ანალიზს, რაც უმჯობესია კომპიუტერის გამოყენებით გაკეთდეს. და ბოლოს, მოკლედ მიმოვიხილავთ მრავალდონიან მოდელირებას და კლასტერულ ანალიზს, რომელიც ადამიანების ან ჯგუფების ორგანიზების მეთოდია და არა - ცვლადების.

ელემენტარული კავშირის ანალიზი: მაგალითი

ელემენტარული კავშირის ანალიზი (McQuitty 1957) მასწავლებლის პიროვნული კონსტრუქტების კავშირის შესწავლის ერთ-ერთი გზაა, რაშიც იგულისხმება თავისი მოსწავლეების შესახებ მასწავლებლის მიერ გამოთქმული მსჯელობების მრავალგანზომილებიანობის შეფასება. ის ცვლადების სიმრავლეში კონკრეტული ცვლადების კლასტერების იდენტიფიცირებასა და განსაზღვრას ცდილობს. ფაქტორული ანალიზის მსგავსად, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ელემენტარული კავშირის ანალიზით ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფებს ეძებენ. ამ ძიების მიზანს „ტიპების“ დადგენა წარმოადგენს. მაკქუიტი (1957) „ტიპს“ უწოდებს „ადამიანების ან სხვა ობიექტების კატეგორიას (ჩვენს მაგალითში, პიროვნულ კონსტრუქტებს), რომელიც ერთმანეთის მსგავს და დამოუკიდებელ წევრებს მოიცავს“.

      დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თავისი მოსწავლეების შესახებ მისეულ ხედვაზე საუბრისას შვიდი განსხვავებული კონსტრუქტი მოგვცა (იხილეთ თავი 20). მან შემდეგი შესატყვის და არაშესატყვის კონსტრუქტები გამოყო: „ჭკვიანი“ (+), „სოციაბილური“ (+), „კარგი ვერბალური უნარების მქონე“ (+), „სანიმუშო ქცევის მქონე“ (+), „აგრესიული“ (-), „ხმაურიანი“ (-), და „უხეში“ (-).

      ამის შემდეგ კლასის ჟურნალიდან შემთხვევითი შერჩევის წესით შეირჩა ოთხი ვაჟი და ექვსი გოგონა და მასწავლებელს სთხოვეს, რომ ისინი რანგების მიხედვით შეეფასებინა თითოეულ კონსტრუქტზე, სადაც პოზიცია 1-ით აღინიშნებოდა ის ბავშვი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კონკრეტულ მოცემულ კონსტრუქტს, ხოლო პოზიცია 10 - მოცემული კონსტრუქტისთვის ყველაზე ნაკლებად შესატყვის ბავშვი. მასწავლებლის მიერ განხორციელებული რანჟირების შედეგები მოცემულია ჩანართში 25. 1. საყურადღებოა, რომ სამ კონსტრუქტში რანგების თანამიმდევრობა შებრუნებულია, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მიმართულება შესატყვისი = 1-დან არაშესატყვისი = 10-მდე.

--------------------
ჩანართი 25. 1
ათი ბავშვის რანგული რიგი შვიდი კონსტრუქტის მიხედვით

წყარო: Cohen 1977
--------------------

      ჩანართში 25.2 წარმოდგენილია ჩანართში 25. 1 მოცემული შვიდი პიროვნული კონსტრუქტის რეიტინგებს შორის კორელაცია (ამ შემთხვევაში კორელაციის დასათვლელად გამოყენებულია სპირმენის რო).

--------------------
ჩანართი 25. 2
შვიდ პიროვნულ კონსტრუქტს შორის კორელაციები

წყარო: Cohen 1977
--------------------

      ელემენტარული კავშირის ანალიზი მკვლევარს მსგავისი ცვლადების დაჯგუფების საშუალებას აძლევს.

ელემენტარული კავშირის ანალიზის ეტაპები

  1. 25. 2 ჩანართში მოცემული მატრიცის თითოეულ სვეტში ხაზი გაუსვით ყველაზე ძლიერ, ანუ მაღალი კორელაციის კოეფიციენტს. ყურადღება არ მიაქციოთ უარყოფით ნიშნებს.
  2. მთელ მატრიცაში გამოყავით ყველაზე მაღალი კორელაციის კოეფიციენტი. ორი ცვლადი, რომელთა შორისაცაა ეს კორელაცია, I კლასტერის პირველ ორ წევრს წარმოადგენენ.
  3. შემდეგ გამოყავით ყველა ცვლადი, რომელიც I კლასტერში გაერთიანებულ ორ ცვლადს ჰგავს. ამისათვის, გადაათვალიერეთ მეორე ეტაპზე გამოკვეთილი ცვლადების შემცველი სტრიქონები და შეარჩიეთ ნებისმიერი ხაზგასმული კოეფიციენტი. ჩანართში 25. 3 დიაგრამის სახითაა მოცემული, თუ როგორ უკავშირდება კლასტერის ახალი წევრები I კლასტერის თავდაპირველად გამოყოფილ ორ წევრს.
  4. ახლა გამოყავით ნებისმიერი ცვლადები, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავს მესამე ეტაპზე გამოკვეთილ ცვლადებს. ეს პროცედურა იმდენჯერ გაიმეორეთ, ვიდრე ამ კლასტერისთვის ყველა ცვლადს არ ამოწურავთ.
  5. I კლასტერში შემავალი ყველა ცვლადის გამორიცხვის შემდეგ იმდენჯერ გაიმეორეთ 2, 3 და 4 ეტაპები, ვიდრე ყველა ცვლადი კლასტერებში არ გაერთიანდება.

--------------------
ჩანართი 25. 3
შვიდ პიროვნულ კონსტრუქტს შორის მიმართების სტრუქტურირება

I კლასტერი: ცუდად მოქცევა = აგრესიული

II კლასტერი: ხმაურიანი - ტლანქი/უხეში - არასოციაბილური
                   კარგი ვერბალური უნარების მქონე = ჭკვიანი

= აღნიშნულია რეციპროკული მიმართება ცვლადებს შორის

წყარო: Cohen 1977
--------------------

ტეგები: Qwelly, ანალიზი, გაზომვა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 188

გამოხმაურებები!

ფსიქოლოგიასთან ახლოსაა!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters