კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 12

შესავალი

      სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, ex post facto ნიშნავს „შემდგომ გაკეთებულიდან“. სოციალური და განათლების კვლევის კონტექსტში ფრაზა ნიშნავს „ფაქტის შემდეგ“ ანუ „ex post facto“ ან „რეტროსპექციულად“ და აღნიშნავს იმ კვლევებს, რომლებშიც არსებულ ვითარებას ან მდგომარეობას აკვირდებიან და მათ დამაჯერებელ მიზეზობრივ ფაქტორებს დროში უკან ეძებენ; ამგვარად, შესაძლო მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს შეისწავლიან. ფაქტობრივად, მკვლევრები სვამენ კითხვას: რა ფაქტორები შეიძლება ასოცირდებოდეს მოცემულ ხდომილობებთან, მდგომარეობებთან ან ქცევის ასპექტებთან. შესაბამისად, ex post facto კვლევა არის მოვლენების იმ შესაძლო წინაპირობების შემოწმების მეთოდი, რომლებიც უკვე მოხდა და, მაშასადამე, მკვლევარმა ვერ მოახერხა მათი გაკონტროლება, დაგეგმვა ან მათით მანიპულირება (Cooper and Schindler 2001: 136). მკვლევარს მხოლოდ იმის აღწერა შეუძლია, რაც მოხდა, ან ხდება და ამას ფაქტორების უცვლელად შენარჩუნებით ახერხებს; ეს კი, თავის მხრივ, შერჩევის სკურპულოზური პროცესით მიიღწევა.

      ქვემოთ მოცემული მაგალითი ძირითადი იდეის ილუსტრაციაა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ კონკრეტულ არეალში მკვეთრად იმატა ფატალური შედეგის მქონე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა. საკითხის შესასწავლად ექსპერტი მოიწვიეს. ბუნებრივია, არ არსებობს რეალური შემთხვევების შესწავლის არავითარი გზა, რადგან ეს შემთხვევები უკვე მოხდა. მკვლევარი ვერც ტექნოლოგიებს მიმართავს შემთხვევების ვიდეო ჩანაწერის სანახავად. თუმცა, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, რეკონსტრუქციაა, რასაც სტატისტიკის შესწავლით, შემთხვევის ადგილების შესწავლით და მსხვერპლებისა და მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახერხებს. ექსპერტი ასე შეძლებს მომხდარი შემთხვევების შესაძლო განმაპირობებლების დადგენას. ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებული სიჩქარე, ცუდი გზა, მანქანის უყურადღებოდ მართვა, ფრუსტრაცია, გაუმართავი მანქანა, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედება და ა. შ. კვლევა-ძიების საფუძველზე მკვლევარი შეძლებს შესაძლო მიზეზების შესახებ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას და სათანადო ავტორიტეტებისთვის რეკომენდაციების სახით მიწოდებას. მათ შორის, მაგალითად, შეიძლება იყოს: გზის მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაშვები სიჩქარის მარჟის დაწევა, პოლიციის მეთვალყურეობის გაძლიერება. ჩვენთვის საინტერესო აქ ისაა, რომ მკვლევარი რეტროპსპექციულად ადგენს მიზეზებს, ანუ, ex post facto მიდგომას იყენებს.

      ex post facto კვლევა არის მეთოდი, რომელიც მიზეზისა და ეფექტის შესახებ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ექსპერიმენტის ნაცვლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთ სიტუაციებში, სადაც არაეთიკურია დამოუკიდებელი ცვლადის გაკონტროლება ან მანიპულირება. ვთქვათ, გვსურს ჰიპოთეზის შემოწმება, თითქოს ოჯახში ძალადობამ გამოიწვია დაბალი მოსწრება სკოლაში. ეთიკური კუთხით თუ შევხედავთ, აქ მოსწავლეზე ვერ განვახორციელებთ ოჯახში ძალადობას. თუმცა, შესაძლებელია სტუდენტების ორ ჯგუფად გაყოფა, რომლებიც მთელი რიგი ფაქტორებით შეესატყვისებიან ერთმანეთს. ერთ ჯგუფში შევლენ ისინი, ვისაც გამოცდილი აქვს ოჯახში ძალადობა, ხოლო მეორეში ისინი, რომელთა ოჯახური გარემო შედარებით ნორმალურია. თუ ჰიპოთეზა მისაღებია, მაშინ მკვლევარს უნდა შეეძლოს ამ ორი ჯგუფის სასკოლო მოსწრებაში განსხვავების პოვნა, სხვა ცვლადების თანხვედრის ან, შეძლებისდაგვარად, მუდმივი შენარჩუნების პირობებში.

      კერლინგერი (1970) ex post facto კვლევას განსაზღვრავს, როგორც კვლევას, რომელშიც დამოუკიდებელი ცვლადი ან ცვლადები უკვე მომხდარი ფაქტია და მკვლევარი დამოკიდებულ ცვლადზე ან ცვლადებზე იწყებს დაკვირვებას. მკვლევარი რეტროსპექციულად სწავლობს დამოუკიდებელ ცვლადს ან ცვლადებს და არკვევს მათ შესაძლო მიმართებას და ეფექტს დამოკიდებულ ცვლადზე, ან ცვლადებზე. ამგვარად, მკვლევარი რეტროსპექტულად იკვლევს ბუნებრივად მომხდარი მოვლენის ეფექტებს, რომელიც მან შემდგომში მიღებულ შედეგზე მოახდინა, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად. ex post facto დიზაინის ზოგიერთი შემთხვევა შებრუნებულ ექსპერიმენტულ კვლევას შეესაბამება, რადგან ეკვივალენტური ჯგუფების აღებისა და განსხვავებულ პირობებში მათი ჩაყენებით დამოკიდებული ცვლადის განსხვავებული მნიშვნელობების მიღების ნაცვლად, ex post facto ექსპერიმენტი უკვე გარკვეული ასპექტით განსხვავებული ჯგუფებით იწყება და რესტროსპექტულად ცდილობს ამ განსხვავების გამომწვევი ფაქტორის დადგენას. სპექტორი (Spector 1993: 42) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ex post facto კვლევა პროცედურაა, რომელიც არაექსპერიმენტული კვლევის სქემის ფსევდო-ექსპერიმენტად გარდაქმნისთვის არის მოწოდებული.

      ex post facto კვლევაში ორი მიდგომა შეგვიძლია განვასხვავოთ. პირველში კვლევა დამოუკიდებელი ცვლადის მიხედვით განსხვავებული ცდის პირებით იწყება (მაგალითად, მათემატიკის სწავლის წლების მიხედვით განხვავებულები) და შემდეგ იკვლევენ, როგორ განსხვავდებიან ისინი დამოკიდებული ცვლადის მიხედვით, მაგალითად, მათემატიკის ტესტით. მეორე მიდგომაში დამოკიდებული ცვლადის მიხედვით განსხვავებული ცდის პირებით იწყებენ (მაგალითად, მათემატიკის ტესტში მიღებული ქულებით განსხვავებული) და ადგენენ, როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან მთელი რიგი დამოუკიდებელი ცვლადების მიხედვით, მაგალითად, სწავლის წლების რაოდენობით, საგნის მოწონების ხარისხით, მათემატიკაში შესრულებული საშინაო დავალების მოცულობით და ა. შ. ამ შემთხვევაში ex post facto კვლევის მიზანია კონკრეტული შედეგის (მათემატიკის ტესტის შესრულების) მიზეზების დადგენა დაბალი (დაბალი ქულა მათემატიკის ტესტში) და მაღალი (მაღალი ქულა მათემატიკის ტესტში) შედეგის მქონე მოსწავლეების მას შემდეგ შედარებით, რაც დამოუკიდებელი ცვლადი უკვე არსებობს.

      ex post facto კვლევის მაგალითი ასეთი შეიძლება იყოს: დააკვირდნენ, რომ ძალიან დიდი საშუალო სკოლის თანამშრომლები არ იყვნენ სამსახურში იმ დღეებში, როდესაც რთული გაკვეთილები უნდა ჰქონოდათ. ამის მიზეზების დასადგენად ჩატარდა ex post facto კვლევა. ცხრილში წარმოდგენილია თანამშრომლების მიერ სამსახურის გაცდენის შემთხვევები ჩასატარებელ რთულ გაკვეთილებთან მიმართებაში.

      აქ მნიშვნელოვანი იყოს დროის საკითხი: თანამშრომლები მხოლოდ რთული გაკვეთილების ჩატარების დღეებში არ გამოცხადდნენ სამსახურში, თუ სხვა დროსაც არ იყვნენ? იყო თუ არა სხვა ცვლადები, რომლებსაც შესაძლოა წვლილი შეეტანათ კვლევაში, მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფები? ამიტომ, კვლევა უფრო დაიხვეწა და მოგროვდა მეტი ინფორმაცია, რომელიც ცხრილშია წარმოდგენილი.

      ცხრილიდან ჩანს, რომ ასაკიც ისეთივე ფაქტორი იყო, როგორც ის დღეები, როცა მასწავლებლებს რთული გაკვეთილები ჰქონდათ ჩასატარებელი: ახალგაზრდები უფრო მეტად აცდენდნენ. Gგამცდენ მასწავლებელთა უმრავლესობა 30 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ. ასაკობრივი ჯგუფების შედარებისას ისიც ნათელია, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები მაშინ უფრო ხშირად აცდენდნენ, როდესაც რთული გაკვეთილები ჰქონდათ ჩასატარებელი, ვიდრე - მაშინ, როდესაც არ ჰქონდათ რთული გაკვეთილები.

      ცხადია, შემდგომი შემოწმებისას ერთმანეთს შეუდარდებოდა ერთი და იმავე მასწავლებლების არყოფნის სიხშირეები, როდესაც მათ ჰქონდათ და არ ჰქონდათ რთული გაკვეთილები.

კავშირის, ასოციაციის და კრიტერიუმის ჯგუფის სქემა

      ex post facto კვლევებში ორი სახის სქემა შეგვიძლია გავარჩიოთ: თანამიმართების და კრიტერიუმის ჯგუფის. პირველს ზოგჯერ „მიზეზობრივ კვლევასაც“ უწოდებენ, მეორეს კი - „მიზეზობრივ-შედარებით კვლევას“. თანამიმართების (ანუ მიზეზობრივ) კვლევას აწმყო მდგომარეობის წინაპირობები აინტერესებს. როგორც დასახელებიდან ჩანს, ის გულისხმობს მონაცემების ორი ნაკრების შეგროვებას, რომელთაგან ერთი რეტროსპექციული იქნება, და მათ შორის მიმართების დადგენას. ასეთი ექსპერიმენტის ბაზისური სქემა ასე შეიძლება წარმოვადგინოთ [1]:

      ბორკოვსკის (Borkowsky 1970) კვლევა ასეთ სქემას ეყრდნობოდა. მან სცადა, ეჩვენებინა მუსიკის მასწავლებლის საბაკალავრო მომზადების ხარისხსა (X) და თავის საგანში მასწავლებლის შემდგომ ეფექტურობას (O) შორის არსებული მიმართება. მუსიკის მასწავლებლის საბაკალავრო მომზადების ხარისხის საზომი შეიძლება იყოს კონკრეტულ კურსებში მიღებული ნიშნები, ყველა ნიშნის საშუალო, თვითრანჟირება და ა. შ. მასწავლებლის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს მოსწავლეების მიღწევის მაჩვენებლით, მოსწავლის მიერ გამოვლენილი ცოდნით, მოსწავლის დამოკიდებულებებით, ექსპერტების შეფასებით და ა. შ. ურთიერთმიმართების განსასაზღვრად ყველა საზომს შორის გამოთვალეს კორელაციები. ამ კვლევას, მაქსიმუმ, იმის ჩვენება შეეძლო, რომ არსებობს ურთიერთმიმართება მასწავლებლის მომზადების ხარისხსა და შემდგომში მის, როგორც მასწავლებლის, ეფექტურობას შორის. იმ შემთხვევებში, სადაც დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის ძლიერი კავშირი აღმოჩნდა, სამი შესაძლო ინტერპრეტაცია შეგვიძლია განვიხილოთ:

  • X ცვლადმა გამოიწვია O ცვლადი;
  • O ცვლადმა გამოიწვია X ცვლადი;
  • რომელიღაც მესამე, დაუდგენელმა და, შესაბამისად, გაუზომელმა ცვლადმა გამოიწვია X-ც და O-ც.

      ხშირად ხდება, რომ მკვლევარს არ შეუძლია თქვას, რომელია ამ სამი ვარიანტიდან სწორი.

      თანამიმართების, ანუ, მიზეზობრივი კვლევის ღირებულებას ძირითადად, როგორც ვნახეთ, მისი შესწავლითი ან შეთავაზებითი ხასიათი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ გამოდგება ცვლადებს შორის მიზეზშედეგობრივი მიმართების დასადგენად, ის ასოციაციის გაზომვის მიმართულებით გადადგმული პირველი სასარგებლო ნაბიჯია.

      კრიტერიუმის ჯგუფის (ანუ მიზეზობრივ-შედარებითი) მიდგომაში მკვლევარი შესასწავლი ფენომენის შესაძლო მიზეზების დადგენას მსგავსი ცდის პირების ორი ჯგუფის - ვისთანაც სახეზეა ცვლადი და ვისთანაც ცვლადი არ აღინიშნება - შედარებით ცდილობს. ასეთი კვლევის ბაზისური სქემა ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

      თუ, მაგალითად, მკვლევარი ასეთ სქემას აირჩევს მასწავლებლის ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორების კვლევისას, მაშინ ბავშვების კლასების ჯგუფებზე განსხვავებული ეფექტების გაზომვის შედეგად გამოიყოფა კრიტერიუმის ჯგუფი O1 - ეფექტური მასწავლებლები და მისი საპირისპირო -O2 ჯგუფი, რომელიც არ ავლენს კრიტერიუმის ჯგუფის მახასიათებლებს. შემდეგ მკვლევარი იკვლევს X-ს, გარკვეულ ცვლადს ან მოვლენას, როგორიცაა ჯგუფებში გაერთიანებული მასწავლებლების ზოგადი ფონი, მომზადება, უნარები და პიროვნება, რათა დაადგინოს, რას შეიძლებოდა „გამოეწვია“ მხოლოდ ზოგიერთი მათგანის ეფეტურობა. კრიტერიუმის ჯგუფის, ანუ მიზეზობრივ-შედარებითი სქემა კვლევის აღწერითი მეთოდებისა და ჭეშმარიტი ექსპერიმენტული კვლევის დამაკავშირებელ რგოლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ex post facto კვლევის მახასიათებლები

      პოსტ ფაცტო კვლევის მახასიათებლები ex post facto კვლევაში მკვლევარი იღებს შედეგს (ანუ დამოკიდებულ ცვლადს) და რეტროსპექციულად სწავლობს მონაცემებს, რათა დაადგინოს მიზეზები, მიმართებები ან კავშირები და მათი მნიშვნელობები.

      ex post facto კვლევის სხვა მახასიათებლები მაშინ ხდება თვალსაჩინო, როდესაც მას ჭეშმარიტ ექსპერიმენტულ კვლევას ვუპირისპირებთ. კერლინგერი (1970) აღწერს ექსპერიმენტატორი მკვლევრის მოქმედების მეთოდს (კერლინგერის მიხედვით (1970), „თუ x, მაშინ y“. ჩვენ x ჩავანაცვლეთ X-ით, ხოლო y - O-თი, რათა შესაბამისობაში ვიყოთ კემპბელისა და სტენლის (1963) შემოტანილ აღნიშვნებთან, რომელთაც ამ თავში გამოვიყენებთ). კერლინგერი (1970) გამოთქვამს ჰიპოთეზას: თუ X, მაშინ O; თუ ფრუსტრაცია, მაშინ აგრესია. ვითარებიდან და კვლევის სქემაში საკუთარი წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ის X-ით მანიპულირების გარკვეულ მეთოდს იყენებს. შემდეგ აკვირდება O-ს, რათა ნახოს, არის თუ არა თანმხლები ცვალებადობა; ცვალებადობა, რომელიც მოსალოდნელია ან ნაწინასწარმეტყველებია X-ის ცვალებადობაზე დაყრდნობით. თუ ცვალებადობა სახეზეა, მაშინ ეს X-O გამონათქვამის, რომელიც ნიშნავს „თუ X, მაშინ O“, ვალიდობის დამამტკიცებელი საბუთია. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ მეცნიერი გაკონტროლებული X-დან O-ს წინასწარმეტყველებს. კონტროლის მისაღწევად მას რანდომიზაციის პრინციპის და X-ით მანიპულაციის გამოყენება შეუძლია და ამის შემდეგ, ყველა სხვა თანაბარ პირობაში, შეუძლია დაუშვას, რომ O იცვლება X-ით მანიპულაციის შედეგად.

      ამის საპირისპიროდ, ex post facto სქემაში O-ს აკვირდებიან. შემდეგ X-ს რეტროსპექციულად ეძებენ. პოულობენ მისაღებ X-ს, რომელიც თანხმება წამოყენებულ ჰიპოთეზას. ვინაიდან შეუძლებელია X-ის და სხვა შესაძლო Xს - ების გაკონტროლება, X-სა და O-ს შორის ნავარაუდევ მიმართებას ვერ მიიღებენ ისეთივე დამაჯერებლობით, როგორც - ექსპერიმენტატორი მკვლევარი. ფაქტობრივად, ex post facto მკვლევარს, ასე რომ ვთქვათ, თანდაყოლილი სისუსტე აქვს: ის ვერ აკონტროლებს დამოუკიდებელ ცვლადს, ან ცვლადებს. როგორც სპექტორი (1993: 43) ამბობს, შეუძლებელია ყოველი შესაძლო ცვლადის გამოყოფა და გაკონტროლება, ან იმის სრული დარწმუნებით ცოდნა, თუ რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი.

      ეს მოკლე შედარება კარგად აჩვენებს ამ ორ სქემას შორის ორ ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას, ესაა კონტროლი. ექსპერიმენტულ სიტუაციაში მკვლევარს მანიპულაცია მაინც შეუძლია, მას მინიმუმ ერთი მოქმედი ცვლადი აქვს. თუ ეს „ჭეშმარიტი“ ექსპერიმენტია, მაშინ ის კონტროლს რანდომიზაციითაც ახორციელებს. მას შეუძლია ცდის პირთა ჯგუფები შემთხვევითი წესით გადაანაწილოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჯგუფებში შემთხვევითად ჩაერიოს. ex post facto კვლევის სიტუაციაში შეუძლებელია დამოუკიდებელი ცვლადის ასეთი კონტროლი და, ალბათ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვერც რანდომიზაცია ხერხდება. მკვლევარმა ისე უნდა მიიღოს საქმის ვითარება, როგორც არის და მისი გამორკვევა სცადოს, თუმცა ამასთანავე, მკვლევარს შეუძლია ისეთი პროცედურების არჩევა, რომლებიც მას კონტროლის გარკვეულ ელემენტს შესძენენ ამ კვლევაში. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ პროცედურებს.

      თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ex post facto ექსპერიმენტით შეიძლება გამყარდეს ნებისმიერი რაოდენობის, სხვადასხვაგვარი და, ალბათ, წინააღმდეგობრივი ჰიპოთეზებიც კი. ეს კვლევა იმდენად მოქნილია, რომ ჰიპოთეზების პოსტულირება დიდად არის დამოკიდებული მკვლევრის პირად პრიორიტეტებზე. მკვლევარი იწყებს გარკვეული მონაცემებით და მათ შესატყვის ინტრპრეტაციას ეძებს. თუმცა, ხშირად შეიძლება ინტერპრეტაციების მთელი რიგი გვქონდეს. ისევ განვიხილოთ მოცემულ ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის რაოდენობის ჰიპოთეტური ზრდის შემთხვევა. მიზეზების რეტროსპექციული ძიება 6-7 დამაჯერებელ მათგანს გვაპოვნინებს. ამის საპირისპიროდ, ექსპერიმენტული გამოკვლევა კონკრეტული ინტერპრეტაციით იწყება და შემდეგ ადგენენ, თანხვდება თუ არა ის გარედან მიღებულ მონაცემებს. ხშირად ისე ჩანს, თითქოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართებები სხვაზე არაფერზეა დამყარებული, თუ არა იმ დაშვებაზე, რომ ნებისმიერი დაკავშირებული მოვლენა, რომელიც საკვლევ ფენომენამდე ხდება, მის მიზეზად ითვლება - კლასიკური პოსტ ჰოც, ერგო პროპტერ ჰოც შეცდომაში შეყვანაა.[2] უყურადღებოდ რჩება ის ფაქტი, რომ ორ ცვლადებს შორის კავშირი კიდეც რომ ვიპოვოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მათგანი შეიძლება მესამე, საერთო ფაქტორის, ცალკეული შედეგი იყოს და არა - პირველი აუცილებლობით განაპირობებდეს მეორეს. როგორც ზემოთ ვნახეთ, შებრუნებული მიზეზობრიობის რეალური შესაძლებლობაც არსებობს, მაგალითად, გულის პრობლემები ხელს უწყობს ჭარბწონიანობას და არა - პირიქით, ანდა ისინი ერთმანეთის ხელისშემწყობ პირობებს წარმოადგენენ. საქმე ისაა, რომ მტკიცებულება ჰიპოთეზის უბრალო ილუსტრაციაა. ის არ ამოწმებს მას, რადგან ჰიპოთეზა ვერ შემოწმდება იგივე მონაცემებით, რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა. აღნიშნული ურთიერთმიმართება შეიძლება მართლაც არსებობს, მაგრამ ის აუცილებლობით არ არის ერთადერთი, ან, სავარაუდოდ, გადამწყვეტი ურთიერთმიმართება. სანამ მივიღებდეთ, რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზია, ალტერნატიული ჰიპოთეზა უნდა ჩამოვაყალიბოთ.

      გარდა ამისა, მკვლევარმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ტელევიზორის ყურება სკოლაში მიღებულ ცუდ ნიშნებთან კორელირებს. აქ შეიძლება მიზეზობრივ ეფექტთან გვქონდეს საქმე: ტელევიზორის ყურება იწვევს ცუდი ნიშნების მიღებას; ან შეიძლება რევერსიული მიზეზობრიობა იყოს: ცუდი ნიშნები აიძულებს მოსწავლეებს, მეტ ხანს უყურონ ტელევიზორს. თუმცა, შეიძლება მესამე ახსნაც არსებობდეს: მოსწავლეებს, რომლებიც ნებისმიერი მიზეზით (მაგალითად, უნარის ან მოტივაციის გამო) ვერ სწავლობენ კარგად, ტელევიზორის ყურება მოსწონთ. შეიძლება არსებობდეს მესამე ცვლადი (უნარი ან მოტივაცია დამოუკიდებელი ცვლადის სახით), რომელიც იწვევდეს დანარჩენ ორს (ტელევიზორის დიდხანს ყურებას ან ცუდ ნიშნებს სკოლაში).

      ზემოთ თქმულიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ex post facto კვლევებს ბევრი არაფერი ღირებულება აქვთ. ბევრი მნიშვნელოვანი გამოკვლევა განათლებასა და ფსიქოლოგიაში ex post facto სქემას წარმოადგენს. ხშირად სხვა არჩევანი არ არსებობს: მკვლევარი ვერ აქცევს ერთ ჯგუფს წარუმატებლებად, დამნაშავეებად, თვითმკვლელებად, ტვინის დაზიანების მქონეებად ან გარიცხულებად. კვლევა აუცილებლობით უნდა დაეყრდნოს არსებულ ჯგუფებს. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ex post facto კვლევებში შეუძლებელია კონტროლის ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილება (მაგალითად, მანიპულაციით ან რანდომიზაციით), მეცნიერული პოზიციიდან მოწყვლადს ხდის მათ და უნდა ვაღიაროთ, რომ მათ შეიძლება შეცდომაშიც შეგვიყვანონ. უმჯობესია, თუ ex post facto სქემას მეტი სიფრთხილით მოვკიდებთ ხელს და არა როგორც ექსპერიმენტს, რომელიც დარწმუნებულობით ხასიათდება, არამედ უფრო როგორც გამოკითხვებს, რომლებიც შესამოწმებელი ჰიპოთეზების წყაროდ გამოდგება. ამ ჰიპოთეზებს მოგვიანებით უფრო ტრადიციული ექსპერიმენტული მეთოდებით შევამოწმებთ.

შემთხვევები, რომლებსაც ex post facto კვლევა ერგება

      ex post facto სქემა გამოდგება ისეთ ვითარებაში, სადაც შეუძლებელია უფრო მძლავრი ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება. ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც, მაგალითად, შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესწავლისთვის აუცილებელი ფაქტორების არჩევა, კონტროლი და მანიპულირება; ან როდესაც ყველა ცვლადის გაკონტროლების პირობებში მოსალოდნელია, რომ ერთ დამოუკიდებელი ცვლადი არარეალური და არაბუნებრივი იყოს და ხელს უშლიდეს სხვა გავლენიანი ცვლადების ურთიერთქმედებას; ანდა როდესაც კვლევის ბევრი მიზნისთვის არაპრაქტიკული, ძვირადღირებული ან ეთიკურად გაუმართლებელი იქნება ლაბორატიული კონტროლი.

      ex post facto კვლევა განსაკუთრებით გამოსადეგია სოციალურ და განათლების კონტექსტებში, და, ნაკლებად - ფსიქოლოგიურში, ყველგან, სადაც დამოუკიდებელი ცვლადი ან ცვლადები მკვლევრის კონტროლის მიღმაა. ამ სფეროებში მეთოდის გამოყენების მაგალითებია: სიგარეტის მოწევისა და ფილტვის კიბოს კვლევა, მასწავლებლების მახასიათებლების კვლევა; პოლიტიკური და რელიგიური მიკუთვნებულობისა და დამოკიდებულებების ურთიერთმიმართების შესწავლა; სკოლაში მიღწეულ შედეგებსა და ისეთ დამოუკიდებელ ცვლადებს შორის მიმართების კვლევა, როგორიცაა სოციალური კლასი, რასა, სქესი და ინტელექტი. ჩამოთვლილი კვლევები შეიძლება დაიყოს დიდმასშტაბიან და მცირემასშტაბიან ex post facto კვლევებად; მაგალითად, შერეული და ერთსქესიანი სკოლების მოსწავლეებს შორის განსხვავებების სტეიბლისეული (Stable 1990) დიდმასშტაბიანი კვლევა და არნოლდისა და ატკინსის (Arnold and Atkins 1991) მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეების სოციალურ და ემოციურ შეგუებას შეეხებოდა.

ex post facto კვლევის უპირატესობები და ნაკლოვანებები

      ამ მიდგომის უპირატესობებია:

  • აკმაყოფილებს მკვლევრის მნიშვნელოვან მოთხოვნილებას, როდესაც შეუძლებელია უფრო მკაცრი ექსპერიმენტული მიდგომა. მაგალითად, სიგარეტის მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის ნავარაუდევი კავშირის შემთხვევაში შეუძლებელია ამის ექსპერიმენტულად შემოწმება (ყოველ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც ამით ადამიანები არიან დაინტერესებულნი);
  • მეთოდი სასარგებლო ინფორმაციას იძლევა ფენომენების ბუნების შესახებ - რა რასთან ერთად ხდება და რა პირობებში. ამ მხრივ, ex post facto კვლევა ღირებული ამხსნელი საშუალებაა;
  • სტატისტიკური ტექნიკების გაუმჯობესებისა და ზოგადი მეთოდოლოგიის წყალობით ამ ტიპის კვლევას უფრო მეტად შეუძლია თავის დაცვა;
  • გარკვეული თვალსაზრისით და გარკვეულ სიტუაციებში ეს მეთოდი უფრო სასარგებლოა, ვიდრე - ექსპერიმენტული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის განხორციელებით კვლევის მიმდინარეობა ხელოვნურობის ელფერს იძენს;
  • ex post facto კვლევა განსაკუთრებით ადეკვატურია, როდესაც მარტივი მიზეზშედეგობრივი კავშირებია დასადგენი;
  • მეთოდს შეუძლია მიმართულების მოცემა; ასევე, ნაყოფიერი წყაროა ჰიპოთეზებისა, რომლებიც შემდგომი უფრო მკაცრი ექსპერიმენტული მეთოდით შეიძლება შემოწმდეს.

      ex post facto კვლევების შეზღუდვებიდან და სისუსტეებიდან შეიძლება აღინიშნოს:

  • დგას კონტროლის პრობლემა: მკვლევარს არ შეუძლია დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულირება ან ცდის პირების რანდომიზაცია;
  • დარწმუნებით ვერ გვეცოდინება, გათვალისწინებულია თუ არა მიზეზობრივი ფაქტორი და, საერთოდ, დადგენილია თუ არა;
  • შეიძლება ისე მოხდეს, რომ არც ერთი ფაქტორი არ იყოს მიზეზი;
  • ერთი კონკრეტული შედეგი სხვადასხვა მიზეზიდან ან სხვადასხვა შემთხვევიდან შეიძლება გამომდინარეობდეს;
  • როდესაც დადგენილია კავშირი, მისაღებია გადაწყვეტილება: რომელია მიზეზი და რომელი - შედეგი. უნდა განიხილოს შებრუნებული კაუზაციის შესაძლებლობა;
  • ორ ცვლადს შორის კავშირის არსებობით არ დადგინდება მიზეზი და შედეგი;
  • დიქოტომიური ჯგუფების გამოყოფა შეიძლება პრობლემური იყოს;
  • ინტერპრეტაციის სირთულე და პოსტ ჰოც დაშვების საშიშროება, ანუ იმის დაჯერების საფრთხე, რომ რადგან X წინ უსწრებს O-ს, ამიტომ X იწვევს O-ს;
  • დასკვნები ხშირად ეფუძნება ძალზე შეზღუდულ შერჩევას, ან მცირე რაოდენობის ხდომილობებს.
  • ხშირად ვერ ხერხდება რეალურად მნიშვნელოვანი ფაქტორის, ან ფაქტორების გამოყოფა და იმის დანახვა, რომ მოვლენებს რამდენიმე მიზეზი აქვთ და არა - ერთი;
  • ზოგიერთები მას, როგორც მეთოდს, ზედმეტად მოქნილად/ფლექსიბურად მიიჩნევენ;
  • აკლია ანულირებადობა და დადასტურებადობა;
  • მრავალი ცვლადის შედარების შემთხვევაში შეიძლება მკვეთრად შემცირდეს შერჩევის მოცულობა (შპეცტორ 1993: 43).

ex post facto კვლევის სქემა

      ზემოთ ვახსენეთ ორი ძირითადი სქემა, რომელსაც ex post facto კვლევა მოიცავს - კავშირის, ასოციაციის (ანუ მიზეზობრივი) მოდელი და კრიტერიუმის ჯგუფის (მიზეზობრივ-შედარებითი) მოდელი. როგორც ვნახეთ, მიზეზობრივი მოდელი არსებული მდგომარეობის წინაპირობების დადგენას ცდილობს და შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვადგნოთ:

      მიუხედავად იმისა, რომ ex post facto კვლევაში დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ერთი ცვლადი დამოკიდებულია მეორეზე, როგორც ამას ექსპერიმენტული ძიებისას გავაკეთებდით, მაინც მიღებულია, რომ ერთ ცვლადს დამოუკიდებელი ცვლადი (X) ვუწოდოთ და მეორეს - დამოკიდებული (O). მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულება დროში თანმიმდევრობაზე მიუთითებს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს შებრუნებული მიზეზობრიობის არსებობის შესაძლებლობა.

      ამ სახის ტიპურ გამოკვლევაში მონაცემების ორი ნაკრები - დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადების შესატყვისი - გროვდება. როგორც ამ თავის დასაწყისში აღინიშნა, დამოუკიდებელი ცვლადის (X) შესახებ მოპოვებული მონაცემები რეტროსპექციული იქნება და ამიტომ მიდრეკილი იქნება ნაკლოვანების, შეზღუდვების და დამახინჯებებისაკენ, რაც ყველა ისტორიულ საბუთს ახასიათებს. ეს სქემა ახლა ჰიპოთეტურ სიტუაციას მოვარგოთ. წარმოვიდგინოთ საშუალო სკოლა, რომელშიც ვარაუდობენ, რომ თანამშრომლების არასახარბიელო მორალური მოდგომარეობა (O), ვთქვათ, ორი წლის წინ განხორციელებული რეორგანიზაციის პირდაპირი შედეგია. ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა ძველისგან რამდენიმე კარგად შესამჩნევი ძირითადი ნიშნით განსხვავდება. ამ ფაქტორების ნაკრები შეიძლება წარმოადგენდეს ან შეიცავდეს დამოუკიდებელ ცვლადს X-ს და მათ შესახებ მონაცემები რეტროსპექციულად დაგროვდა. მათ შორის შეიძლება იყოს, მაგალითად, კომბინირებული უნარებისა და გუნდური სწავლების შემოღება, სიახლეები სასწავლო პროგრამაში, მასწავლებლის სტატუსის დაკარგვა, მოსწავლეების მოტივაციის შემცირება, სკოლის ირგვლივ მიდამოს ცვლილებები, ახალი დირექტორი. ეს ფაქტორები შეიძლება მასწავლებლების დომინანტური დამოკიდებულებების (O) გაზომვით შემოწმდეს, რაც მკვლევარს მიმდინარე უკმაყოფილების შესაძლო მიზეზებზე ზოგიერთ მინიშნებას მაინც მისცემს.

      მეორე, მიზეზობრივ-შედარებითი მოდელი სქემატურად ასე შეგვიძლია გამოვსახოთ:

      ამ მოდელის გამოყენებით მკვლევარი გამოთქვამს ჰიპოთეზას დამოუკიდებელი ცვლადის შესახებ და შემდეგ ერთმანეთს ადარებს ორ ჯგუფს - ექსპერიმენტულს (E), რომელზეც იმოქმედა სავარაუდო X დამოუკიდებელმა ცვლადმა და საკონტროლოს (C), რომელსაც არ განუცდია დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედება (წყვეტილი ხაზი მოდელში გვიჩვენებს, რომ შესადარებელი E და C ჯგუფები შემთხვევითი განაწილებით არ არის გათანაბრებული). ამის ალტერნატივაა, მკვლევარმა შეისწავლოს ორი, ერთმანეთისგან რომელიმე ნიშნით, ან ნიშნებით განსხვავდებიან ჯგუფი. შემდეგ, შესაძლო წინმსწრები მოვლენებით სცადოს განსხვავების, ან განსხვავებების ახსნა. ეს ორი მაგალითი მიზეზობრივ-შედარებითი კვლევისადმი ორი ტიპის მიდგომას ასახავს: „მიზეზიდან შედეგისკენ“ და „შედეგიდან მიზეზისკენ“.

      მიზეზობრივ-შედარებითი ძიების ძირითადი სქემა ექსპერიმენტულ კვლევას ჰგავს. მთავარ განსხვავებას X დამოუკიდებელი ცვლადის ბუნება ქმნის. ჭეშმარიტად ექსპერიმენტულ სიტუაციაში მას ექსპერიმენტატორი აკონტროლებს და, მაშასადამე, მას შეიძლება მანიპულირებადი ეწოდოს. მიზეზობრივშედარებით მოდელში (ასევე, მიზეზობრივ მოდელში) დამოუკიდებელი ცვლადი უკვე განხორციელებულია და ამიტომ მის კონტროლს არ ექვემდებარება. ამგვარად, ამ დიზაინში კვლევას არამანიპულირებადი შეიძლება ეწოდოს.

ex post facto კვლევის პროცედურები

      ex post facto კვლევა მონაცემებში ცვლადებს შორის მიმართების დადგენით არის დაინტერესებული და ვნახეთ, თუ როგორ აღწევს ამ მიზანს მიზეზობრივი ან მიზეზობრივ-შედარებითი მოდელის გამოყენებით. ახლა განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ex post facto კვლევის წარმოებისას უნდა გადაიდგას. შეგვიძლია პრობლემური სფეროს იდენტიფიცირებით დავიწყოთ. ამ ეტაპს მოჰყვება შესამოწმებელი ჰიპოთეზის, ან პასუხგასაცემი კითხვების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება. შემდეგი ნაბიჯი იქნება იმ დაშვებების გახმოვანება, რომელსაც დაეყრდნობა ჰიპოთეზა და შემდგომი პროცედურები. შემდეგ მოდის კვლევითი ლიტერატურის მიმოხილვა. ეს მკვლევარს საშუალებას მისცემს, გაარკვიოს, თუ რა საკითხვები, პრობლემები, დაბრკოლებები და შედეგები იქნა მიღებული მისთვის საინტერესო სფეროში. ამის შემდეგ იწყება რეალური კვლევის დაგეგმვა, რაც სამი ზოგადი ეტაპისგან შედგება: პოპულაციისა და შერჩევების იდენტიფიკაცია; მონაცემების შეგროვების მეთოდების არჩევა და შექმნა; მონაცემების დასახარისხებელი კატეგორიების დადგენა. საბოლოო ეტაპი მოიცავს მიღებული შედეგების აღწერას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას.

      ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ex post facto კვლევის მთავარი სისუსტე დამოუკიდებელ ცვლადზე კონტროლის არარსებობაა, რომელიც მიზეზობრივი სქემის შემთხვევაში დამოკიდებულ ცვლადზე მოქმედებს, ხოლო მიზეზობრივშედარებითი სქემის პირობებში დამოკიდებულ ცვლადებს შორის დაკვირვებად განსხვავებებზე ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ex post facto მეთოდით მომუშავე მკვლევრები არა მარტო ასეთ კონტროლს არიან მოკლებულნი, არამედ რანდომიზაციასაც ვერ ახერხებენ, მათ მაინც შეუძლიათ ისეთი პროცედურების გამოყენება, რომლებითაც გარკვეულ კონტროლს მოიპოვებენ. სწორედ ამ პროცედურებს განვიხილავთ ქვემოთ.

      ასეთი ტიპის კვლევაში კონტროლის ელემენტის შემოტანის ყველაზე გავრცელებული საშუალება ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში შემავალი ინდივიდების შედარებაა, როდესაც მიზეზობრივ-შედარებითი სქემა გვაქვს. არი და მისი კოლეგები (Ary et al. 1972) მიუთითებენ, რომ წყვილების მორგების სქემაში, (იხილეთ თავი 13), ფრთხილად უნდა შედარდეს მონაწილეები კვლევის მნიშვნელოვანი და რელევანტური მახასიათებლების მიხედვით.

      ამ პროცედურას თან გარკვეული სირთულეები ახლავს, ვინაიდან უშვებს, რომ მკვლევარმა იცის, რომელი ფაქტორებია რელევანტური, ანუ, რომელი ფაქტორები შეიძლება უკავშირდებოდნენ დამოკიდებულ ცვლადს. ამასთან, არსებობს იმ ცდის პირების დაკარგვის შესაძლებლობა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ჯგუფში მოხვედრის კრიტერიუმებს და ამით მცირდება შერჩევის მოცულობა.

      არი და მისი კოლეგები (1972) ex post facto კვლევაში გარკვეული კონტროლის შეტანის ალტერნატიული პროცედურის სახით, მასში გარეშე ცვლადების შეტანას და შემდეგ დისპერსიული ანალიზის გამოყენებას გვთავაზობენ. მაგალითად, თუ ინტელექტი რელევანტური გარეშე ცვლადია, მაგრამ შეუძლებელია მისი გაკონტროლება ჯგუფების შედარების ან სხვა გზით, მაშინ, ის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ცვლადის სახით შეიძლება დაემატოს კვლევას და მონაწილეები ინტელექტის დონის მიხედვითაც განირჩევიან ერთმანეთისგან. დამოკიდებული ცვლადის მიღებული მნიშვნელობები დისპერსიული ანალიზის გამოყენებით გაანალიზდება, რაც გამოავლენს ინტელექტის ძირითად და ინტერაქციულ გავლენას და შესაძლებელი იქნება ჯგუფებს შორის დამოკიდებული ცვლადის მიხედვით, ნებისმიერ სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებაზე მითითება, მაშინაც კი, როდესაც ვერ ვივარაუდებთ ინტელექტსა და დამოკიდებულ ცვლადს შორის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების არსებობას.

      კიდევ ერთი პროცედურა შეიძლება გამოვიყენოთ ex post facto კვლევაში კონტროლის ელემენტის შესატანად. ესაა მოცემული ცვლადის მიხედვით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ჰომოგენური შერჩევების აღება. მაგალითად, არისა და მისი კოლეგების (1972) აზრით, თუ ინტელექტი რელევანტური გარეშე ცვლადია, მისი ზემოქმედების გაკონტროლება ინტელექტის მიხედვით ერთ დონეზე მყოფი მონაწილეების შერჩევით არის შესაძლებელი. ამით დამოუკიდებელი ცვლადი გამოცალკევდება სხვა ცვლადებისგან, რომლებთანაც ის ზოგადად ასოცირდება. შედეგად, შესაძლებელი და გამართლებული ხდება ნებისმიერი დადგენილი ეფექტის დამოუკიდებელ ცვლადთან დაკავშირება.

      დაბოლოს, ex post facto კვლევაში კონტროლის შეტანა ნებისმიერი ისეთი ალტერნატიული ჰიპოთეზის წამოყენებითა და შემოწმებით შეიძლება, რომელიც კვლევაში მიღებული ემპირიული შედეგების დამაჯერებელ ახსნად გამოდგება. ამგვარად, მკვლევარი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ex post facto კვლევაში მიმართებების პირველივე სავარაუდო ახსნა აუცილებლად ერთადერთ და საბოლოო ახსნად არ მიიღოს. კარგად ნაცნობი მაგალითია სიგარეტის მოწევისა და ფილტვის კიბოს ნავარაუდევი ურთიერთმიმართების შესახებ უკვე გაკეთებული დასკვნა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ ახსნით, რომლის მიხედვითაც მოწევა ფილტვის კიბოს იწვევს, თუმცა, თამბაქოს მწარმოებლები ალტერნატიულ ჰიპოთეზას სწევენ წინ - მოწევაც და ფილტვის კიბოც, სავარაუდოდ, მესამე, აქამდე უცნობი ფაქტორის შედეგია, ანუ, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ ორივე - დამოუკიდებული და დამოკიდებელი - ცვლადი საერთო მიზეზის ორი განსხვავებული, კონკრეტული შედეგი იყოს.


[1] თავებში 12 და 13 ვიყენებთ სიმბოლოებსა და გამონათქვამებს, რომლებიც გამოყენებულია ნაშრომში Campbell, D. T. and Stanley, J. C. (1963) Experimental and Quasi-Experimental Designs for Research on Teaching. Boston, MA: Houghton Mifflin. ესენი სრულად არის წარმოდგენილი მეცამეტე თავში.

[2] ლოგიკური შეცდომების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ Cohen, M. R. and Nagel, E. (1961) An Introduction to Logic and Scientific Method. London: Routledge & Hegan Paul. ავტორების მიერ შემოთავაზებული post hoc, ergo propter hoc შეცდომის მაგალითი უძილობას შეეხება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ყავის დალევას, მაგრამ უძილობა არ გაჩნდეს დალეული ყავის გამო.

ტეგები: Qwelly, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, ფაქტის_კვლევა

ნახვა: 1144

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters