23 სექტემბერს (ძვ. სტ.10 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა წმინდა მინოდორას, მიტროდორას და ნიმფოდორას ხსენების დღეს.

      ღვიძლი დები იყვნენ: წმინდა მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა , წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს. გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას - მინოდორას დაატეხა თავს. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა: "უფალო, იესუ ქრისტე, სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოჲსა ჩემისა, შეივედრე სული ჩემი მშვიდობით" და გავიდა ამსოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები - მიტროდორა და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს განუცხადეს: "ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე რტონი აღმოგუაცენნა". მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს, "ლამპართა მიერ ცეცხლისათა" დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა. ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.უსჯულოებს სურდათ, დაეწვათ მარტვილთა ცხედრები, მაგრამ "ქუხილნი და ელვანი საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს საჴუმილსა მას ზედა ცეცხლისასა" და მთავარი და მისი მსახურები "დაწუნა და განანქრინნა"; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, სექტემბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 440

გამოხმაურებები!

დიდი ხნის განმავლობაში, სვეტიცხოველში ამ წმინდა დების ხატი იყო დაბრძანებული საკურთხევლის წინ, ძალიან ლამაზი! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How to get a Treachery armor faster in Diablo 2 Resurrected

გამოაქვეყნა Jamesdarin_მ.
თარიღი: იანვარი 29, 2022.
საათი: 6:39am 0 კომენტარი

First you need to find a set of 3-socket body armor as a base before you can craft the Treachery runeword in Diablo 2: Resurrected. Light Plate is the lowest level of 3-socket body armor and starts dropping on Act III on Normal difficulty, but you may find it easier and earlier on the Secret Cow Level. If you get a non-socketed set of Light Plate then you can use the Horadric Cube, or use Larzuk in Act V to add sockets to them.

'ShaelThulLem' is the runeword for the Treachery, so you…

გაგრძელება

გაურკვევლობა ორხევში და უკრაინის მხარდაჭერაში, პრეზიდენტები ბლოკები და კოვიდ ამბები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 28, 2022.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      სახლების ნგრევა ყოველთვის სენსიტიური და ხმაურიანი ამბავია ჩვენთან, ამიტომ იანვრის მიწურულს დღე სწორედ ამ თემამ დაიპყრო. ამასთან აქტუალური იყო დამნაშავე პრეზიდენტის დღის წესრიგი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა-განცხადებები და ტრადიციულად ერთსულოვნების პრობლემად ქცეული ნოტა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0521 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 იანვარი,…

გაგრძელება

RuneScape open the chest to find a bronze blade and wood sheild

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: იანვარი 28, 2022.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In my opinion , as that he doesn't walk into his room and say "hey did you know the way you were banned for botting? Oh, and it was me who reported you." It's not a problem RuneScape Gold. the worst that could occur is he's given an exclusion from the program. There is a chance that you feel guiltily however in the grand scheme of things it's not a big deal i think. However, i could have a problem with that... let you decide...

If you'll allow me to change my words be the first to…

გაგრძელება

საზოგადოები აზრი რიგ საკითხებზე, ცესკოს უფროსის გამორჩევა და უკრაინის ამბები აქ და იქ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      გილოცავთ ნინოობას! დღეს დღესასწაულის მიუხედავად აქტიური დღე გამოვიდა. ერთი რომ უკრაინის საკითხი და რეზოლუცია როგორც ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლო კვლავ განხილვის საგანია და კვლავ ხელმოწერას და ერთიანობას ელის - უკრაინა თუ დაამეგობრებს პოზიცია-ოპოზიციას. ამასთანავე ცესკოს საუფროსოს არჩევნები იყო აქტუალური და NDI-მ კვლავ გამოიკითხა მოსახლეობა და „საზოგადოების აზრი“ დადო. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0637 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters