25 სექტემბერს (ძვ. სტ.12 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს.

გიორგი ჭყონდიდელი, giorgi chyondideli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, სექტემბერი, ქველი, qwelly, september

      "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი" ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა". გიორგი "ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების". მეუფე გიორგი იყო "მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი".1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების "ძეგლისწერა" წმიდა გიორგი ჭყონდიდელს "კრების თვალს" უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: "ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი".წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და "იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე".დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 სექტემბერი, VideoQwelly, თვენი, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 368

გამოხმაურებები!

გილოცააავთ ყველააას :):)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დიდი ხელოვან-გამომგონებელი გარდაიცვალა - კრისტო

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2020.
საათი: 11:08pm 0 კომენტარი

      გასულ კვირას, 31 მაისს, თითქმის 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ხელოვანი, არტისტი კრისტო (Christo). კრისტო ყველას თავისი გრანდიოზული (პირდაპირი მნიშვნელობით გრანდიოზული) ნამუშევრებით დაამახსოვრდა ხალხს და ასეც შევა ხელოვნების ისტორიაში. მისი გარდაცვალებით, მსოფლიომ ერთ-ერთი დიდი ინოვატორი და იდეატორი დაკარგა - ასე გამოეხმაურა ხელოვანთა საზოგადოება კრისტოს…

გაგრძელება

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 3 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters