6 სექტემბერი - Qwelly2024-03-29T08:45:50Zhttps://www.qwelly.com/group/september/forum/topic/listForTag?tag=6+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noწმინდა მგალობელი ძმები - კარბელაშვილებიtag:www.qwelly.com,2022-09-06:6506411:Topic:15327672022-09-06T20:08:52.516Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მგალობელ ძმებს სტეფანეს (ვასილს), პოლიევქტოსს, ანდრიას, პეტრეს და ფილიმონ კარბელაშვილებს.

წმინდა ძმები, XIX საუკუნის იმ მოღვაწეთა შორის აღირიცხებიან, რომელთაც საქართველოს საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი სახელი, უმეტესწილად ქართული გალობის…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მგალობელ ძმებს სტეფანეს (ვასილს), პოლიევქტოსს, ანდრიას, პეტრეს და ფილიმონ კარბელაშვილებს.

წმინდა ძმები, XIX საუკუნის იმ მოღვაწეთა შორის აღირიცხებიან, რომელთაც საქართველოს საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი სახელი, უმეტესწილად ქართული გალობის გადარჩენასთან ასოცირდება, რადგან სწორედ მათ გვარს ატარებს აღმოსავლეთის სკოლის გავრცელებული კილო „კარბელაანთ კილო“. თუმცა, ხუთ ძმას, ცალ-ცალკე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის და ეკლესიის წინაშე. პეტრე და ანდრია წმინდა მოწამეების გვირგვინით შეამკო ქრისტეს ეკლესიამ, ხოლო ეპისკოპოს სტეფანეს, პოლიევქტოსს და ფილიმონს აღმსარებელი უწოდა. (ბიოგრაფიები იხილეთ: გალობა/ბიოგრაფია)

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►
ღირსი სერაპიონიtag:www.qwelly.com,2013-08-11:6506411:Topic:3638042013-08-11T01:53:09.593Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

6 სექტემბერს (ძვ. სტ. 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი სერაპიონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს.

გარეჯის უდაბნოსმონასტრის წინამძღვარი წმიდა იოანე ნათლისმცემლის იყო ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა…

6 სექტემბერს (ძვ. სტ. 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი სერაპიონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს.

გარეჯის უდაბნოსმონასტრის წინამძღვარი წმიდა იოანე ნათლისმცემლის იყო ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

მონასტრის ძმებთან ერთად ერთხელ ღირსი სერაპიონი ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. "დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას", - თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: "ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო".

ნეტარი სერაპიონი სხვა დროს სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: "ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ". ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

გამორჩეული საღნოებით მონასტრის წინამძღვარი გახდა. დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ღირსი გიორგი ლემნოსელიtag:www.qwelly.com,2013-08-11:6506411:Topic:3635002013-08-11T01:41:51.247Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ლემნოსელის ხსენების დღეს.

კუნძულ ლემნოსზე დაიბადა ღირსი გიორგი ლემნოსელი. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ლემნოსელის ხსენების დღეს.

კუნძულ ლემნოსზე დაიბადა ღირსი გიორგი ლემნოსელი. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►
მოწამე სირა ქალწულიtag:www.qwelly.com,2013-08-11:6506411:Topic:3637132013-08-11T01:36:20.116Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა სირა ქალწულის ხსენების დღეს.

სპარსეთში VI საუკუნეში ცხოვრობდა წმიდა მოწამე სირა ქალწული. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა სირა ქალწულის ხსენების დღეს.

სპარსეთში VI საუკუნეში ცხოვრობდა წმიდა მოწამე სირა ქალწული. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.

სირა ავად გახდა რამოდენიმე ხნის შემდე . იგი ქრისტიანულ ტაძართან მივიდა და ხუცესს სთხოვა, ცოტაოდენი მტვერი მიეცა მისთვის ეკლესიიდან - იმედოვნებდა, რომ ის განკურნავდა. მღვდელი წმიდა ქალწულს იცნობდა, როგორც კერპთმსახურს და უარით გაისტუმრა. საკუთარ უღირსობაში ღრმად დარწმუნებული სირა ოდნავადაც არ განრისხებულა, პირიქით, უფრო სასოებით აღივსო, რწმენით შეეხო ხუცესის შესამოსელს, როგორც ოდესღაც სისხლმდინარე დედაკაცი - მაცხოვრის სამოსლის "ფესვს" (მთ. 9, 20-22) და მაშინვე განიკურნა. ნეტარის ახლობლები ხედავდნენ მის დამოკიდებულებას ქრისტიანობასთან და ყოველნაირად ცდილობდნენ, დაებრკოლებინათ იგი. მათ სირას დედინაცვალს სთხოვეს, ხელი აეღებინებინა მისთვის ამ განზრახვაზე. დედინაცვალმა მოატყუა წმიდანი, მეც ფარული ქრისტიანი ვარო - და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება გულით ეტარებინა, გარეგნულად კი ცეცხლთაყვანისცემა განეგრძო, რადგან, შეიძლება მას ვერ გაეძლო წამებისთვის და უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. ქალწულმა ყოყმანი დაიწყო - ნათელეღო და განცხადებულად ეღიარებინა ქრისტე, თუ ისევე დარჩენილიყო - საქმით ქურუმი და გულით ქრისტიანი. ამ სულიერ ბრძოლაში თვითონ უფალი გამოეცხადა წმიდანს. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ გააკეთა საბოლოო არჩევანი - ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ აშკარად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე.

წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი მსხვერპლშეწირვის დროს სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია. ერთხელ სირამ მოისყიდა საკანის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმიდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა. საღსალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა: ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმიდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.

სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს - დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, დაეჩქარებინათ განაჩენის სისრულეში მოყვანა. სირას სხეული ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ სიწმიდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფელის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს (+558)

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე ტატიონეtag:www.qwelly.com,2013-08-11:6506411:Topic:3635772013-08-11T01:26:38.417Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ტატიონეს ხსენების დღეს.

ბითვინიაში ცხოვრობდა წმიდა მოწამე ტატიონე. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ტატიონეს ხსენების დღეს.

ბითვინიაში ცხოვრობდა წმიდა მოწამე ტატიონე. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მღვდელმოწამე ევტიქიtag:www.qwelly.com,2013-08-11:6506411:Topic:3635742013-08-11T01:15:50.802Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ევტიქის, მოწაფის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.

I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა მღვდელმოწამე ევტიქი რომელიც პალესტინის სებასტიიდან იყო. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ევტიქის, მოწაფის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.

I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა მღვდელმოწამე ევტიქი რომელიც პალესტინის სებასტიიდან იყო. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►