4 სექტემბერი - Qwelly2024-03-28T23:26:49Zhttps://www.qwelly.com/group/september/forum/topic/listForTag?tag=4+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noევლალია ქალწული და მოწამე ფელიქსიtag:www.qwelly.com,2013-08-09:6506411:Topic:3621262013-08-09T17:10:31.041Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

4 სექტემბერს (ძვ. სტ 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ევლელია ქალწულის და მოწამე ფელიქსის ხსენების დღეს.

ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის(დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად დაიბადა წმიდა მოწამე ევლელია. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან…

4 სექტემბერს (ძვ. სტ 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ევლელია ქალწულის და მოწამე ფელიქსის ხსენების დღეს.

ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის(დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად დაიბადა წმიდა მოწამე ევლელია. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს: "სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?" ევლალიამ უპასუხა: "უფალი ჩემს გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია". წმიდა მოწამის ლოცვისას: "აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა" (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.

თეთრი მტრედი მოსწყდა მის ბაგეებს და აიღრა ზეცაში ეს კარგად დაინახა იქ შეკრებილმა ხალხმა.. მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმიდანთა დასს შეერთო. როცა ქრისტეს ტარიგის ცხედარს ხიდან ხსნიდნენ, ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: "ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!" სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ათანასე ეპისკოპოსი და ღირსი ანთუსაtag:www.qwelly.com,2013-08-09:6506411:Topic:3617762013-08-09T16:52:05.890Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

4 სექტემბერს (ძვ. სტ 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი, ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტეს ხსენების დღეს.

კილიკიის ტაროსის ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ათანასე რომელმაც ნათელსცა მოწამე ანთუსას.იმპერატორ ავრელიანეს იმტერატორობისას თავი მოჰკვეთეს. ანთუსა სირიის ქალაქ…

4 სექტემბერს (ძვ. სტ 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი, ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტეს ხსენების დღეს.

კილიკიის ტაროსის ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ათანასე რომელმაც ნათელსცა მოწამე ანთუსას.იმპერატორ ავრელიანეს იმტერატორობისას თავი მოჰკვეთეს. ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულიtag:www.qwelly.com,2013-08-09:6506411:Topic:3617722013-08-09T16:25:22.383Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

4 სექტემბერს (ძვ. სტ. 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს ღვთისმშობლის ხატის - ივერიისად წოდებულის ხსენების დღეს, რომელიც არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში.

ივერიისად წოდებული ღვთისმშობლი ხატი (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში…

4 სექტემბერს (ძვ. სტ. 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს ღვთისმშობლის ხატის - ივერიისად წოდებულის ხსენების დღეს, რომელიც არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში.

ივერიისად წოდებული ღვთისმშობლი ხატი (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა. გიორგი ლიტკინმა, ღვთის ჩაგონებით, სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის (შემდგომ - კრასნოგორის) მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა და 1650 წელს დაწესდა მისი დღესასწაული.

ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობლად მოსკოვში ჩააბრძანეს 1654 წელს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ზუსტი ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით გადაწყდა, ამ ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დაეწესებინათ. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►