თვენი - Qwelly2024-03-29T07:18:38Zhttps://www.qwelly.com/group/september/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noწმინდა მგალობელი ძმები - კარბელაშვილებიtag:www.qwelly.com,2022-09-06:6506411:Topic:15327672022-09-06T20:08:52.516Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მგალობელ ძმებს სტეფანეს (ვასილს), პოლიევქტოსს, ანდრიას, პეტრეს და ფილიმონ კარბელაშვილებს.

წმინდა ძმები, XIX საუკუნის იმ მოღვაწეთა შორის აღირიცხებიან, რომელთაც საქართველოს საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი სახელი, უმეტესწილად ქართული გალობის…

6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მგალობელ ძმებს სტეფანეს (ვასილს), პოლიევქტოსს, ანდრიას, პეტრეს და ფილიმონ კარბელაშვილებს.

წმინდა ძმები, XIX საუკუნის იმ მოღვაწეთა შორის აღირიცხებიან, რომელთაც საქართველოს საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი სახელი, უმეტესწილად ქართული გალობის გადარჩენასთან ასოცირდება, რადგან სწორედ მათ გვარს ატარებს აღმოსავლეთის სკოლის გავრცელებული კილო „კარბელაანთ კილო“. თუმცა, ხუთ ძმას, ცალ-ცალკე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის და ეკლესიის წინაშე. პეტრე და ანდრია წმინდა მოწამეების გვირგვინით შეამკო ქრისტეს ეკლესიამ, ხოლო ეპისკოპოს სტეფანეს, პოლიევქტოსს და ფილიმონს აღმსარებელი უწოდა. (ბიოგრაფიები იხილეთ: გალობა/ბიოგრაფია)

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►
მოწამე დედოფალი შუშანიკიtag:www.qwelly.com,2018-09-10:6506411:Topic:13390742018-09-10T18:41:01.733Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

10 სექტემბერს (ძვ. სტ. 28 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე შუშანიკს

ხატი…

10 სექტემბერს (ძვ. სტ. 28 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე შუშანიკს

ხატი მიხეილ საბინინის კოლექციიდან

მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში, ქრისტეს ეკლესიის მრავალრიცხოვან მოწამეთა რიცხვს ქართველი დედოფალი - შუშანიკი შეემატა, რომლის მარტვილობისა და აღსასრულის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული თხზულება უძველესია ქართული ლიტერატურისთვის და ჰაგიოგრაფიის ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. წმინდა შუშანიკი, ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.

წმინდა შუშანიკს იმ პერიოდში მოუხდა მარტვილობა, როდესაც საქართველოს აღმოსავლეთსი, ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კარისგან სარგებლისა და გვერდშიდგომის იმედად, ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფე პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მიიღო მაზდეანობა და საკუთარი თავის გარდა, მეფეს საკუთარი ოჯახის - ცოლსა და შვილების გამაზდიანებაც დაჰპირდა. ქართლში დაბრუნებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

როგორც იაკობ ხუცესი - წმინდა შუშანიკის მოძღვარი და მარტვილობის აღმწერი წერს, სანატრელმა შუშანიკი, ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ და წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“. მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.

საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.

სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.

ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.

ორიოდე დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა. სატრაპეზოდ ძმასა და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი. როგორც იაკობ ხუცესი გადმოგვცემს, გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს. დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა. შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.

იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“. ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს... ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.

პატიმრობაში 6 წელი დაჰყო წმიდა შუშანიკმა. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ... შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“. სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა. სამღვდელოებამ და მორწმუნე ერთან ერთად ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.

VI საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ღმრთისმშობლის შობაtag:www.qwelly.com,2014-09-21:6506411:Topic:8252472014-09-21T06:43:58.737ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს ღმრთისმშობლობას

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ისტორია გადმოცემულია აპოკრიფულ ლიტერატურაში, ღმრთისმშობლის მამა იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს რათა მისთვის მიემადლა შვილი. კარვობის, პასექის და ერგასის დღესასწაულზე, როცა ებრაელები ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის…

21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს ღმრთისმშობლობას

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ისტორია გადმოცემულია აპოკრიფულ ლიტერატურაში, ღმრთისმშობლის მამა იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს რათა მისთვის მიემადლა შვილი. კარვობის, პასექის და ერგასის დღესასწაულზე, როცა ებრაელები ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მას უარი უთხრეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს. იოაკიმეს მწუხარება გაუორმაგდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე მარხვაში და მხურვალე ლოცვაში გაატარა.

წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. როდესაც წმინდა ანას მისმა მხევალმა წამოაყვედრა უშვილობა ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: "ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი".

ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ანამ მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.

იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო. მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა. როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. "ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა", - სიხარულით გალობდა წმიდა ანა. როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: "შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა".

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

თავისკვეთა იოანე ნათლისმცემლისაtag:www.qwelly.com,2014-09-11:6506411:Topic:8181682014-09-11T08:58:56.163Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

11 სექტემბერს (ძვ. სტ. 29 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს თავისკვეთას წმინდისა დიდებულის წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა უფლისა ჩვენი იესო ქრისტესისა - იოანე ნათლისმცემლისა

გალილეის მთავარ ჰეროდე ატიპას საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იოანე ამხელდა ჰეროდეს - უკანონოა შენი…

11 სექტემბერს (ძვ. სტ. 29 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს თავისკვეთას წმინდისა დიდებულის წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა უფლისა ჩვენი იესო ქრისტესისა - იოანე ნათლისმცემლისა

გალილეის მთავარ ჰეროდე ატიპას საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იოანე ამხელდა ჰეროდეს - უკანონოა შენი ძმის, ფილიპეს ცოლი ჰეროდია გყავდეს მეუღლედო, მითუმეტეს რომ ფილიპეს და ჰეროდიას შვილიც ჰყავდათ და ფილიპეც ჯერ ცოცხალი იყო. ამ მხილების გამოისობით, როგორც მათე მოციქული წერს, ჰეროდეს სურდა მოეკლა იოანე, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან უფლის ნათლისმცემელს წინასწარმეტყველის სახელი ჰქონდა.

წმინდა მახარებლები იოანეს თავისკვეთის ეპიზოდს იწყებენ ჰეროდეს მიერ თავისი დაბადების დღის "გრანდიოზული" აღნიშვნით. გალილეის მმართველმა თავის დაბადების დღეზე მოიწვია და "სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაისათა" (მრკ. 6, 21). და ამ ლხინის დროს ჰეროდიას ასულმა - სალომემ იცეკვა თანამეინახეთა წინაშე. ჰეროდეს ისე მოეწონა ასულის ცეკვა, რომ დაჰპირდა - რასაც მთხოვ მოგცემ, თუნდაც ნახევარ სამეფოსო.

მათე მახარებელი წერს, რომ სალომეა წინასწარ იყო დედისგან დარიგებული რაღა იოანე ნათლისმცემლის თავი ეთხოვა, მარკოზ მახარებელი კი აღწერს, რომ სალომე გაიქცა, მივიდა დედასთან და ჰკითხა - რა ვთხოვო, მან კი იოანე ნათლისმცემლის თავზე მიუთითა - "აწვე მომცე მე ლაკნითა".

როდესაც სურვილი დიდებულთა და აზნაურთა წინაშე გაუმხილა ჰეროდეს, გალილეის მმართველი დაღონდა, მაგრამ პირობა მიცემული ჰქონდა და თანამეინახეთა წინაშე ფიცის გატეხვა მმართველს ეთაკილა. ამიტომ თავისი მეხმლე გაგზავნა და იოანე ნათლისმცემლის თავი მოატანინა. მაცხოვრის წინამორბედის თავი "ფეშხუენითა მისცა ქალსა მას (სალომეს), და ქალმან მან მიართუა დედასა თვისსა (ჰეროდეას)".

იოანეს მოწაფეებმა რომ გაიგეს მოძღვრის ამგვარი აღსასრულის ამბავი, მივიდნენ და "წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს" (მთ. 14, 12).

იხილეთ, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს საღმრთო ლიტურღიაზე სახარები საკითხავი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►
წმინდა სოფია და ასულნი მისნიtag:www.qwelly.com,2013-09-29:6506411:Topic:4261292013-09-29T20:05:07.888Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

30 სექტემბერს (ძვ. სტ. 17 სექტემბერს) ქრისტე ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე სოფიას და მის შვილებს.

ქრისშობიდან მეორე საუკუნეში, იტალიაში, იმპერატორ ადრიანეს მართველობის დროს, როდესაც ქრისტტიანების საშნელი დევნა გაჩაღდა, იტალიაში ეწამნენ წმინდა ქალწულნი - სოფია და მისი შვილები - პისტი, ელპიდი და აღაპი. დედა სოფიამ, საკუთარ შვილებს…

30 სექტემბერს (ძვ. სტ. 17 სექტემბერს) ქრისტე ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე სოფიას და მის შვილებს.

ქრისშობიდან მეორე საუკუნეში, იტალიაში, იმპერატორ ადრიანეს მართველობის დროს, როდესაც ქრისტტიანების საშნელი დევნა გაჩაღდა, იტალიაში ეწამნენ წმინდა ქალწულნი - სოფია და მისი შვილები - პისტი, ელპიდი და აღაპი. დედა სოფიამ, საკუთარ შვილებს სახელებიც ქრისტიანული სათნობებისა დაარქვა - პისტი ნიშნავს რწმენას, ელპიდი სასოებას და აღაპი სიყვარული უმაღლეს გამოხატულებას.

უფლისადმი რწმენით, სიყვარულითა და სასოებით სავსე ოჯახს, ადრიანეს დევნის მიუხედავად, საჯაროდ ადიდებდნენ უფალს და მსახურებდნენ მას. როცა ეს შეიტყო ქალაქის თავმა - ანტიოქოსმა, უმალ ურჯულო ადრიანეს აუწყა და მაშნ დაიწყო წამება და გაბრწყინება წმინდა დედების. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ "აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე". უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: "რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!" ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა - იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი - თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა "მძლავრი იგი" - ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა - ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ - ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ "ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან". ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ "დიდ არს არტემი", ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას - "ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას". ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა "რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა" ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად - საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ "არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ". საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ჯვართამაღლებაtag:www.qwelly.com,2013-09-26:6506411:Topic:4224422013-09-26T20:26:39.770Ztsirahttps://www.qwelly.com/profile/1ptak0i5687qt

27 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ჯვართამაღლების დღესასწაულს!

ცხოველმყოფელი ჯვრის პოვნა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს უკავშირდება. გადამწყვეტ ბრძოლაში იმპერატორმა ცაზე ჯვარი იხილა წარწერით "ამით სძლო!" ბრძოლაში იმპერატორმა გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი მისი საძებნელად დედოფალი გაგზავნა იეუსალიმში. იერუსალიმში ჩასულ…

27 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ჯვართამაღლების დღესასწაულს!

ცხოველმყოფელი ჯვრის პოვნა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს უკავშირდება. გადამწყვეტ ბრძოლაში იმპერატორმა ცაზე ჯვარი იხილა წარწერით "ამით სძლო!" ბრძოლაში იმპერატორმა გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი მისი საძებნელად დედოფალი გაგზავნა იეუსალიმში. იერუსალიმში ჩასულ დედოფალ ელენეს ბეთლემსა და გოლგოთაზე წარმართული ქალღმერთის ვენერასა და იუპიტერის კერპები დახვდა, რომელიც იმპერატორმა ადრიანემ ააღმართინა. დედოფლის ბრძანებით კერპები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა. დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც აღმოაჩინეს სამი ჯვარი, მაგრამ წარწერა, რომელიც უფლის ჯვარს ჰქონდა: "იესო ნაზარეველი მეფე ჰურიათა", განცალკვვებით იდო, ამიტომ ამ სამი ჯვრიდან საჭირო გახდა ამოეცნოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, როცა დედოფლის ბრძანებით ეს ჯვრები სათითაოდ შეახეს ავადმყოფ ქვრივ ქალს, ერთ-ერთმა მათგაბმა იგი განკურნა, ხოლო როცა ამ ჯვრის შეხებამ მკვდარი გააცოცხლა, სასწაულის მხილველნი დაარწმუნა, რომ სწორედ იგი იყო ჯვარი უფლისა. სასწაულმოქმედი ჯვრის სანახავად გოლგოთაზე არა მხოლოდ იერუსალიმის მკვიდრნი, არამედ ახლო-მახლო ქალაქების მოსახლეობაც შეიკრიბა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ჯვარი უფლისა. მაშინ ელენე დედოფალმა და იერუსალიმის ეპისკოპოსმა ჯვარი მაღლა ასწიეს, რათა იგი ყველას დაენახა. აქედან მოყოლებული დაწესდა დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენისა და ამაღლებისა – ჯვართამაღლება. მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ჯვრით განკურნება სნეულისა და გაცოცხლება მკვდრისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იწამა და მოინათლა, რის შედეგაც მას კვირიაკე უწოდეს. როგორც ისტორია გვამცნობს, შემდეგში იუდა იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ქეთევან დედოფალიtag:www.qwelly.com,2013-09-26:6506411:Topic:4212432013-09-26T05:11:50.135Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

26 სექტემბერს (ძვ. სტ. 13 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე დედოფალს - ქეთევანს

XVI საუკუნეში, დაახლოებით 1570 წელს, აშოტ მუხრანბატონის ოჯახში დაიბადა ასული - ქეთევანი. ლამაზ, განათლებულ და ქრისტეს სასოებითა და რწმენით აღვსილ ქეთევანს, კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინება ხვდა წილად. მეფე ალექსანდრეს კიდევ…

26 სექტემბერს (ძვ. სტ. 13 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე დედოფალს - ქეთევანს

XVI საუკუნეში, დაახლოებით 1570 წელს, აშოტ მუხრანბატონის ოჯახში დაიბადა ასული - ქეთევანი. ლამაზ, განათლებულ და ქრისტეს სასოებითა და რწმენით აღვსილ ქეთევანს, კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინება ხვდა წილად. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

მალე მეფე ალექსანდრე ბერად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

წმინდა დედოფალს მძიმე განსაცდელი ელოდა წინ. ქართლისა და კახეთის გაერთიანებით შეშინებულმა შაჰ-აბასმა, გამოგზავნა კონსტანტინე, მამა და ძმა მოაკვლევინა, ხოლო დედოფლის ცოლად შერთვა მოინდომა. ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო და თუ მათგან ერთგულებას არ მიიღებდა, ქართლში დაბრუნდებოდა. კახეთის დიდებულებმაც ერთგულება შეჰფიცეს - კონსტანტინე სიცოცხლეს გამოასალმეს. წმინდა დედოფალმა მისი გვამი გვარის საკადრისი პატივით დაკრძალა, მაზლის და მამამთილის ნაწამები სხეული დიდი მოწიწებით მიაბარა მიწას.

კახეთის მართველი დროებით ქეთევანი იყო, რომელმაც შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და თეიმურაზის გამეფება სთხოვა. ქართლისა და კახეთის გაერთიანებით შეშინებულმა შაჰმა გაამეფა თეიმურაზი, მაგრამ ერთგულების სანაცვლოდ თეიმურაზის შვილები და დედა ტყვეებად მოითხოვა. შემდეგ თავად თეიმურაზიც თავისთან იხმო. მიხვდა რა თეიმურაზი და თავადაზნაურობა რომ იქ ჩასვლა სამეფო ოჯახის ამოწყვეტას ნიშნავდა, თეიმურაზმა ქართლის მეფე ლუარსაბთან ერთად აჯანყება მოაწყო, მაგრამ განრისხებულმა შაჰ-აბასმა მალე წალეკა მთელი კახეთი. დედოფალი შვილიშვილებითურთ შირაზში გადაასახლა - ლევანი და ალექსანდრე - მეფე თეიმურაზის შვილები - დაასაჭურისა. დედოფალს კი რჯულის შეცვლა და ცოლობა სთხოვა, რაზეც მკაცრი უარი მიიღო. მაშინ ბრძანა მისი წამება და მოკვდინება.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა:

"ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო".

შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა:

"ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი".

შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა:

"მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა".

ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით".

უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

იხილეთ:

• "წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა"•

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ეფემიაtag:www.qwelly.com,2013-09-25:6506411:Topic:4211232013-09-25T21:03:42.040Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

29 სექტემბერს (ძვ. სტ. 15 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა ეფემიას ხსენების დღეს

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების . ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.ქალკედონის…

29 სექტემბერს (ძვ. სტ. 15 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა ეფემიას ხსენების დღეს

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების . ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა“ ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პრისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.

კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებათაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსაყვანად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს მარტვილის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ „სასტიკებითა და კსინვით“ მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე და ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას. გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.

წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს“. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას (ამ სასწაულის შესახებ დაწვრილებით 11 ივლისის საკითხავშია მოთხრობილი).სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა მეზღვაურებმა იგი ნავზე ამოაბრძანეს. მოგვიანებით წმიდა ნაწილები კუნძულ ლემნოსზე მოხვდა, 796 წელს კი კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა იოსებ ალავერდელიtag:www.qwelly.com,2013-09-25:6506411:Topic:4208582013-09-25T20:37:46.165Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

28 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს.

წმიდა იოანე ზედაზნელისა მოწაფე იყო წმიდა მამა იოსებ ალავერდელი, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო…

28 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს.

წმიდა იოანე ზედაზნელისა მოწაფე იყო წმიდა მამა იოსებ ალავერდელი, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, "ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა".

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა "მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი", ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.

მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.

ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.

მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.

მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა კორნილიოს ასისთავიtag:www.qwelly.com,2013-09-24:6506411:Topic:4193652013-09-24T18:16:28.595Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

26 სექტემბერს (ძვ. სტ. 13 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა კორნილიოს ასისთავის ხსენების დღეს.

მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან წმიდა კორნილიოს ასისთავი მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ "კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის…

26 სექტემბერს (ძვ. სტ. 13 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმიდა კორნილიოს ასისთავის ხსენების დღეს.

მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან წმიდა კორნილიოს ასისთავი მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ "კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის" (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, "ჟამსა მეექუსესა", პეტრე მოციქული ბანზე ავიდა და ლოცვად დადგა. უეცრად მან იხილა განხმული ციდან გარდამომავალი, ოთხივე კიდით "ზეცით ქუეყანად ზე-დამოკიდებული" ტილოს მსგავსი ჭურჭელი, "რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი". ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც მოციქულს უბრძანებდა, დაეკლა და ეჭამა ყველაფერი, რასაც ხედავდა. პეტრემ გაიოცა და იუარა, პასუხად კი მიიღო: "რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს". ასე განმეორდა სამჯერ (საქმე, 10; 1-16). ამ ხილვით უფალმა თავის მოციქულს წარმართთა შორის ქადაგებისკენ მოუწოდა: ფრინველები და ქვეწარმავლები სწორედ წარმართთა სახე იყო, ტილოს სამგზის "შთამოსვლა" კი "სამგზის შთაყოფასა მოასწავებდა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა". მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.

ამის შემდეგ წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაში იყო განსწავლული, სძულდა ქრისტიანობა და წარმართულ ღვთაებებს, განსაკუთრებით კი აპოლონსა და დიოსს (ზევსს) სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, მსწრაფლ მოუწოდა თავისთან და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნეტარმა მიუგო: "მონაჲ ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქა, რაჲთა აღმოგიყვანო შენ სიღრმით და სიბნელით უმეცრებისაჲთ და შეგაერთო ნათელსა ჭეშმარიტსა". მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, გარკვეული პასუხი გაეცა შეკითხვებზე. მაშინ წმიდანმა მოუთხრო, ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო "დიდსა საცთურსა შინა მყოფ ხართ და მოვედ, რაჲთა საცთურისაგან გიჴსნნე" - ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ვიქადაგოო. კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის.

წარმართულ ტაძარში შეყვანილმა უფლის რჩეულმა აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად იქცა. მომხდარი სასწაულის მხილველი ხალხი შეძრწუნებამ მოიცვა, მთავრის რისხვას კი რისხვა დაემატა. მან ახლობელ კარისკაცებთან დაიწყო თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ დაეღუპა კორნილიოსი. ხელფეხშებოჭილი წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე საკერპოს ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარს ეს რომ ესმა, "დაიპო სამოსელი თჳსი და დიდი გლოვითა შეპყრობილ იქმნა". აცრემლებულმა ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების ძვლები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას - ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მძჳნვარისა ამის განსაცდელისაგან თჳსისა მონისა კორნილიოსის მიერ". საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა მისი ცოლ-შვილის მხსნელი, მაგრამ წმიდანი ანგელოზს უკვე დაეხსნა საკვრელთაგან - იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და ადიდებდა უფალს. მთავარმა კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამეობრივი აღსასრულიც ჰპოვა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►